Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

FAMARS

 

f79ecb7e733e.jpg

 

 

ყველაფერი 1967 წელს გარდონში დაიწყო, როცა ორმა ნიჭიერმა ოსტატმა მარიო აბიატიკომ და რემო სალვინელიმ ფირმა დააფუძნეს. მათ კლასიკური ბრიტანული კონსტრუქციისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის შერწყმით, ერთბაშად მოინადირეს იარაღის მოყვარულთა გულები ევროპასა და ამერიკაში.

აბრევიატურა FAMARS დამფუძნებლების ინიციალებისაგან წარმოიშვა _Fabbrica Armi Mario Abbiatico e Remo Salvinelli.

 

 

30997ba12cb6.jpg

 

 

00ba9722be86.jpg

 

ფირმის პროდუქცია ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. განსაკუთრებული როლი ამ საქმეში დამფუძნებელს, უნიჭიერეს გრავიორს, მარიო აბიატიკოს ეკუთვნის. 1980 წელს გამოცემული მისი წიგნი ,,თანამედროვე გრავირება ცეცხლასროლ იარაღზე" ითვლება ამ მიმართულების ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ნაშრომად. ამ ნაშრომის პირველი 2 ეგზემპლიარი რონადლ რეიგანსა და ბრიტანეთის დედოფალს მიართვეს. 1982 წელს გამოიცა იმავე ავტორის კიდევ ერთი ნაშრომი სახელწოდებით ,,სპორტული იარაღის გრავირება". ამ ორი წიგნის გავლენით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გრავირების შეკვეთა იტალიაში ხდება(!!!)

 

 

827dca794648.jpg

 

მარიო აბიატიკო 1984 წელს გარდაიცვალა. მისი იდეები და სტილი დღემდე ასახულია FAMARS-ის თითოეულ თოფში, რასაც ყველაფერთან ერთად განაპირობებს ამ ფირმის პრეზიდენტის პოსტზე მარიოს უფროსი ქალიშვილის, ქრისტინას ყოფნა.

იარღის თითოეული ეგზემპლიარი კონკრეტული შემკვეთის პროპორციებსა და გემოვნების მიხედვით კეთდება.

შემკვეთს თითოეული დეტალისა და კომპონენტის არჩევა თავად შეუძლია. გრავირების სიუჟეტის გადმოცემა კი თხრობის შემდეგ ესკიზებად მიეწოდება მას.

შემდეგ საქმე ხის მასალის არჩევანზე დგება. არჩევანი მართლაც რომ ზღაპრულია.

 

 

8165605ee114.jpg

 

 

შეკვეთა გაკეთებულია... თუმცა კლიენტს კიდევ ერთჯერ მოუწევს ფირმაში მისვლა, რათა გამოსცადოს სტენდზე და კიდევ ერთჯერ მოირგოს. მხოლოდ ამის შემდეგ უკეთებენ გრავირებასა და შებოლვას(ლულებს).

რით აიხსნება FAMARS-ის დიდი წარმატება? ეს არა მხოლოდ ხისა და მეტალის უმაღლესი ხარისხის შერწყმაა, არამედ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშები.

 

c3c1cb77fca5.jpg

 

ფირმის წლიური წარმადობა 80 ერთეულს არ აღემატება. კლიენტები კი უმეტესად ფინანსურად კარგად უზრუნველყოფილი ხალხია. მათ შორის გვირგვინოსნებიც. FAMARS-ის თოფების შეძენა კარგი კაპიტალდაბანდებაა, რამეთუ ნაწარმის ფასი აუქციონებზე მუდმივად მზარდია.

 

1ac0c2b814b2.jpg

 

70-იანი წლების ბოლოს FAMARS-ის წარმომადგენლებმა შეისწავლეს ბაზარი და დაასკვნეს, რომ საშუალოსტატისტიკური ევროპელი მონადირე აფანატებს ინგლისურ თოფებზე, მაგრამ ამ იარაღის ფასი მიუწვდომელია მისთვის(15-25 ათასი$). ასეთი ევროპელი მონადირისათვის ოპტიმალური ფასი 3-5 ათასი დოლარია.

ამ მონაცემების შესაბამისად ფირმამ თავისი პროდუქტი დაყო რამდენიმე კატეგორიად: საშუალოდ 15 ათას დოლარიანი( მოდელები Zeus, Venus, Tribute, Antares) და 4-7 ათას დოლარიანი. მაგრამ კონკრეტული შემკვეთის სურვილებისა და ფინანსების გათვალისწინებით შედევრების გაკეთებაც შესაძლებელია.

1980 წელს ლონდონის კრისტის აუქციონზე ფამარსის ჩახმახიანმა ორპირამ Castore თავისი ფასით გაუსწრო ინგლისურ თოფებს.

 

 

33f03f2c969c.jpg

 

 

2090ea1359e4.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • 11 months later...

ვაგრძელებთ რუბრიკას ,,რას არ მეესწრება და გეიგონებს კაცი" :alfons:

 

 

ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოაქვეყნეს საკმაოდ სენსაციური ინფო, რომელიც შეეხება ფამარსის ექსკლუზიურ თოფს Famars Poseidon. ეს რომ სერიული თოფი იყოს, კრინტსაც არ დასძრავდნენ, მაგრამ ამ ეგზემპლიარის ფასი დაახლოებით 32 000 მწვანეს შეადგენს(!!!). თოფი 36 ყალიბშია წარმოდგენილი და ლულის სიგრძე 30 დიუმს შეადგენს...

 

ჯერ დადებითი: სილამაზე, ვერცხლის ინკუსტაცია და ძვირფასი ხე;

მაგრამ ასეც ხდება, რომ სილამაზეს გამოკიდებულს ხარისხმა ვერ გაუქაჩა...

 

 

ტესტირების შედეგად გამოვლინდა: კალაპოტისა და ხის შეერთების(მოსაზღვრეობის) ადგილები იდეალურად არ გამოიყურება; სასხლეტი მექანიზმი მთლად საიმედო ვერაა(იყო დაკვრების შემთხვევები); მიუხედავად იმისა, რომ თოფი საკმაოდ მძიმეა, ძალიან საგრძნობია უკუცემა( ლითონის თხელი საბჟენი ვერ უზრუნველყოფს უკუცემის სათანადო ჩახშობას);

 

ასეც ხდება... :hi3:

 

342930d8e4da.jpg

 

ce90aecf27fd.jpg

 

324c92acfe0b.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...