Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Piotti იტალიის ქალაქ ბრეშიაში ძმებმა ორალდო და ფაუსტო პიოტებმა 50 წლის წინ საკოლექციო, სანადირო და სპორტული თოფების სარემონტო საამქრო გახსნეს. 60-იანი წლების შუა ხანიდან თოფების გამოშვებაც დაიწყეს კარგად აპრობირებული მერკელის სისტემების საკეტებზე. ფირმა პიოტის ცნობადობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც 1972 წელს მიუჰენის ოლიმპიადაზე ამ ფირმის თოფით ოქროს მედალი იქნა მოპოვებული. ამ მოვლენის შემდეგ ფირმაში შტატი 12 ოსტატამდე გაიზარდა, ხოლო წლიური წარმადობა 160 ერთეულამდე. 75 წლიდან გამოუშვეს მოდელი ,,მონაკო", რომელშიც ყველა დეტალი საკუთარი წარმოების იყო. მალევე გამოვიდა მოდელი ლულების ვერტიკალური განლაგებით მონტეკარლოს სტილში. ამ წლებში გრავირებაში მოდის სტილი ბულინო, რომელიც წარმატებით იქარგებოდა როგორ ვერტიკალურ ასევე ჰორიზონტალურ მოდელებზე. პიოტის თოფებს ამშვენებს ყველაზე ცნობილი იტალიელი გრავიორების ნამუშევრები. დღეისათვის ფირმას სათავეში უდგას 4 ძმა პიოტი. მთელი შტატი 20 ოსტატისაგან შედგება, რაც საცალო მწარმოებლისათვის საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ფირმა თოფებს უშვებს ძალიან შეზღუდული რაოდენობით, თუმცა ყალიბების მთელი სპექტრია მათში წარმოდგენილი, ყალიბები 12 ყალიბიდან .410-მდე. საკეტი სისტემები ,,ჰოლანდ-ჰოლანდი", ,,ბოსი" ,,ენსონ დილეი" ამ ფირმას იტალიური იარაღთწარმოების საუკეთესო ტრადიციები აქვს აღებული. თავის შედევრებში იყენებს მოწინავე ტექნოლოგიებსა და ხელით შრომას. დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფირმის ნაწარმში, ისევე როგორც ყველა იტალიური ელიტ-მწარმოებლის პროდუქციაში ცალსახად ისახება ბრიტანული და გერმანული სტილისა და სკოლების მიმართულება, რაც მათი პროდუქციის დასახელებაში მშვენივრად აისახა. მოდელი monako მოდელი Sporting მოდელი B.S.E.E სისტემა Express Holland & Holland სისტემა Sovrapposto Boss ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 Piotti – ოფიციალური გვერდი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.