Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Piotti

 

c3885bbdea5d.jpg

 

იტალიის ქალაქ ბრეშიაში ძმებმა ორალდო და ფაუსტო პიოტებმა 50 წლის წინ საკოლექციო, სანადირო და სპორტული თოფების სარემონტო საამქრო გახსნეს. 60-იანი წლების შუა ხანიდან თოფების გამოშვებაც დაიწყეს კარგად აპრობირებული მერკელის სისტემების საკეტებზე.

ფირმა პიოტის ცნობადობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც 1972 წელს მიუჰენის ოლიმპიადაზე ამ ფირმის თოფით ოქროს მედალი იქნა მოპოვებული. ამ მოვლენის შემდეგ ფირმაში შტატი 12 ოსტატამდე გაიზარდა, ხოლო წლიური წარმადობა 160 ერთეულამდე.

75 წლიდან გამოუშვეს მოდელი ,,მონაკო", რომელშიც ყველა დეტალი საკუთარი წარმოების იყო. მალევე გამოვიდა მოდელი ლულების ვერტიკალური განლაგებით მონტეკარლოს სტილში. ამ წლებში გრავირებაში მოდის სტილი ბულინო, რომელიც წარმატებით იქარგებოდა როგორ ვერტიკალურ ასევე ჰორიზონტალურ მოდელებზე.

 

 

cd696acad4c8.jpg

 

 

პიოტის თოფებს ამშვენებს ყველაზე ცნობილი იტალიელი გრავიორების ნამუშევრები.

დღეისათვის ფირმას სათავეში უდგას 4 ძმა პიოტი. მთელი შტატი 20 ოსტატისაგან შედგება, რაც საცალო მწარმოებლისათვის საკმაოდ დიდი რაოდენობაა.

ფირმა თოფებს უშვებს ძალიან შეზღუდული რაოდენობით, თუმცა ყალიბების მთელი სპექტრია მათში წარმოდგენილი, ყალიბები 12 ყალიბიდან .410-მდე. საკეტი სისტემები ,,ჰოლანდ-ჰოლანდი", ,,ბოსი" ,,ენსონ დილეი"

ამ ფირმას იტალიური იარაღთწარმოების საუკეთესო ტრადიციები აქვს აღებული. თავის შედევრებში იყენებს მოწინავე ტექნოლოგიებსა და ხელით შრომას.

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფირმის ნაწარმში, ისევე როგორც ყველა იტალიური ელიტ-მწარმოებლის პროდუქციაში ცალსახად ისახება ბრიტანული და გერმანული სტილისა და სკოლების მიმართულება, რაც მათი პროდუქციის დასახელებაში მშვენივრად აისახა.

 

 

მოდელი monako

 

d41c1e014105.jpg

 

 

 

 

მოდელი Sporting

 

 

17f783c6d39c.jpg

b639ca725765.jpg

67842bf93c81.jpg

 

მოდელი B.S.E.E

 

1ff22e7777dd.jpg

 

 

სისტემა Express Holland & Holland

 

7dd756e818cb.jpg

2612ddec059b.jpg

 

 

სისტემა Sovrapposto Boss

 

 

089939137b4a.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...