Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Fabbri შემდგომში განთქმული იტალიელი ოსტატი ივო ფაბბი ბავშვობიდანვე ნადირობის დიდი მოყვარული გახლდათ. ამ საქმის სიყვარულმა თავისთავად იარაღთან დააკავშირა. ის 50-იანი წლების დასაწყისში კონცერნ Fiat-ში მეტალის დამუშავებასა და ხარისხის კონტროლის მეთოდებს სწავლობს. იმ დროისათვის ადგილობრივი მნიშვნელობის მეიარაღე გახლდათ ვინმე დეზენციანი, რომლის საამქროშიც ერთ-ერთი ვიზიტისას ფაბბი ნაკეთობებში გარკვეულ ხარვეზებს ამჩნევს და მათი აღმოფხვრის გზებს ასწავლის ოსტატს. დეზენციანი ახალბედა ფაბბიში ტალანტს ამჩნევს და იარაღის კეთებით დაკავებისაკენ მიუთითებს მას. ამ მიზნით ივო უკავშირდება დანიელ პერაცის, რომელიც ნებას რთავს მომავალ ვირტუოზს გამოიყენოს პერაცის საწარმოს ჩარხები და დანადგარები. სწორედ ასე შედგგა ივო ფაბბისა და პერაცის პირველი ნაცნობობა. საქვეყნოდ ცნობილი პერაცის მოდელი MX8 ამ ორი დიდი მეიარაღის ტანდემის შედეგია. ამ მოდელის შექმნის შემდეგ ფაბბი მიხვდა, რომ დამოუკიდებელი წარმოებისათვის მომწიფდა. თავისი პატარა საამქრო ივომ ბრეშიასთან ახლოს 1965 წელს გახსნა. 4 წლის შემდეგ გადადის კონჩეზიოში, სადაც ამჟამად განლაგებულია მისი საწარმო. ფირმაში 17 ოსტატი მუშაობს, რომელთა წარმადობა წელიწადში 30 თოფია. ამ საწარმოში თოფის ყველა დეტალი ადგილზე მზადდება პატარა ჭანჭიკების ჩათვლით(ეს მომენტი ხასგასასმელია, რადგან საქმე გვაქვს მცირე საწარმოსთან!!!). კონდახი თავიდან ბოლომდე ხელით გამოჰყავთ, მხოლოდ ტიბჟირის საწყისი დამუშავებისათვის გამოიყენებენ ჩარხებს, ერთადერთი ეტაპი, რაც ამ საწარმოს კედლებს გარეთ კეთდება, ესაა გრავირება. ამ ფირმის ნაკეთობათა ელიტ კლასზე მიუთითებს ის გარემოება, რომ მისი ბოკფლინდები 1 მილიონ გასროლაზეა გაანგარიშებული(!!!). ლულისათვის გამოყენებულია სპეციალური ფოლადი Vacuum arc remelting steel. ამ ფოლადისაგან დამზადებული ლულა ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 110 კგ დაწოლას(წნევას) უძლებს. ფაბის თოფები 12, 20, 28 და .410 ყალიბისაა. შეიძლება ერთი კალაპოტი დაკომპლექტებული იყოს სხვადასხვა ყალიბის ლულებით. ყველა ლულა დემიბლოკია. ჭანჭიკების თავები ისეთი კონფიგურაციისაა, რომ გამორიცხულია მათი მოშვება ინსტრუმენტის გარეშე. ფაბის თოფები ძალიან ძვირადღირებულია იმის გამო, რომ შეზღუდულია რაოდენობრივად. მათი ფასი 2,5 ათასი დოლარიდან მეოთხედ მილიონამდე ადის. მაგალითად, თოფი ,,Over/Under Shotgu" ის ფასი 229 999 დოლარია. ნებისმიერფასიანი თოფის ყიდვისას კლიენტი დარწმუნებულია, რომ ფასი ზუსტად შეესაბამება საქონლის ხარისხს და ამასთან ერთად თოფში ჩადებული კაპიტალდაბანდება არასოდეს შემცირდება_ მისი ფასი მუდამ მატულობს! ფაბბის თოფების გრავირების შარმი მანრიკო ტორკოლის ეკუთვნის. ნებისმიერი თოფი ხელოვნების ნიმუშია. ექსპერტები ამ თოფებს ასე აფასებენ: ესაა ინგლისური საფუძველი, გერმანული პედანტურობა და ფრანგული ელეგანტურობა. fabbri shotgun ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 Fabbri – ოფიციალური გვერდი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.