Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 LUCIANO BOSIS პირადად მე ინგლისური კლასიკის თაყვანისმცემელი ვარ, თუმცა არასოდეს ვამბობ უარს დავტკბე სხვა ქვეყნის კლასიკოსების შედევრებით. დღეს, იმის დასტურად, რომ საფუძველთა საფუძველი და დვრიტა ინგლისია, მინდა წარმოგიდგინოთ იტალიური ელიტური იარღის ერთ-ერთი წარმომადგენელი საწარმო FABBRICA D’ARMI LUCIANO BOSIS დაფუძნებულია 35 წლის წინ. დამფუძნებელი ლუჩანო ბოსისი მოწინავე იტალიურ კომპანიებში მუშაობდა სანამ საკუთარ წარმოებას გააკეთებდა. დღეს მისი საწარმო ქალაქ ბრეშიასთან ახლოს ტრავალიატოშია განლაგებული. ლუჩანოს დიდმა გამოცდილებამ და უდიდესმა ოსტატობამ თავიდანვე განსაზღვრა ფირმის მომავალი: დაამზადოს მხოლოდ პრესტიჟული ელიტ კლასის იარაღი. ფირმაში შტატში სხვადასხვა სპეციალიზაციის მხოლოდ 6 ოსტატია. თუმცა ამასთან ერთად საწარმო საჭიროების მიხედვით იწვევს ექსტრა კლასის სპეციალისტებს, მათ შორის გრავიორებს. წელიწადში ფირმა 30-მდე სხვადასხვა ყალიბის სანადირო თოფს აკეთებს. აქედან ნახევარი ლულების ვერტიკალური განლაგებითაა, მეორე ნახევარი კი ჰორიზონტალურით(მათ შორის გარე ჩახმახებზე). Fabbrica d’Armi Luciano Bosis-ს დღეისათვის სულ დამზადებული აქვს 400-ზე ცოტათი მეტი უმაღლესი კლასის თოფი, ძირითადად 12 და 20 ყალიბისა, მცირე რაოდენობით 28 ყალიბი. აქვე დავსძენ, რომ ამ ფირმის 28 ყალიბის ტყუპი თოფი(გრავიორი ა. გალეაცი) 2004 წელს დიდი წარმატებით გაიყიდა Sotheby’s-ის ბრიტანულ აუქციონზე. უფრო ადრე 2000 წელს ,,კრისტის" აუქციონზე ასევე გაიყიდა ვერტიკალური თოფი ჯ. პედრეტის გრავირებით. ამ მოვლენებზე იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ინგლისში არაინგლისური წარმოების თოფებს ძალიან არ სწყალობენ, ლუჩანო ბოსისის შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ბოსისის ნაწარმს კარგად იცნობენ აშშ-სა და იაპონიაში. მეზობელ საფრანგეთში, რომელიც განთქმულია ელიტური იარღით, ერთ-ერთ საუკეთესოდ ბოსისის ნაწარმს მიიჩნევენ. ექსპერტების აზრით ამ იტალიური ფირმის ესოდენ დიდი წარმატება ელიტური იარაღის ბაზარზე განაპირობა ინგლისური კლასიკის სტილმა. ამას ემატება მაღალი ოსტატობა და მხატვრული შესრულების(გრავირების) უზადო გადატანა ლითონსა თუ ხეზე. ლულა ნებისმიერ მოდელზე დემიბლოკია, არხები და სავაზნეები ქრომირებული. შიდაჩახმახებიანი ყველა მოდელი ეჟექტორითაა აღჭურვილი. ზედმეტია საუბარი იმაზე თუ რა დონის გამოცდებს გადიან ლულები. დავსძენ მხოლოდ რომ, საგამოცდო დამღები PSF და Finito ნიშნებითაა დასმული. პროდუქციის მთლიან ასორტიმენტში ყველაზე პრესტიჟულია ჰორიზონტალური Bosis Queen. ეს ელიტური თოფი ჰოლანდ-ჰოლანდის საკეტებზეა. მისი ბალანსი უზუსტესია, რასაც ხელი მსუბუქმა ლულებმა შეუწყვეს. 70სმ სიგრძის ლულის წონა(12 ყალიბი) შეადგენს 1,14 კგ-ს. ასეთი თოფის მთლიანი წონა 3 კგ-ზე ნაკლებია. ლულა დამზადებულია სპეციალური მაღალხარისხოვანი ფოლადისაგან. ამ მოდელზე განლაგებულ ყველა ,,პასუხისმგებელ" ჭანჭიკს აქვს დამზღვევი პატარა ჭანჭიკი, რათა სრულიად აღმოიფხვრას მათი მოშვების ალბათობა. Bosis Queen-ზე კონდახი უმაღლესი კლასის კაკალია ინგლისური ყელით. ყველაზე პრესტიჟულ ვერტიკალურად ლუჩანო ბოსისის ვერტიკალურებში ითვლება Bosis Michelangelo , რომელიც კლასიკური ინგლისური კომპანიის Boss & Co-ის ვერტიკალური მოდელის პროტოტიპია. ამ თოფს ფირმა უშვებს მხოლოდ 12, 20 და 28 ყალიბის, თუმცა შემკვეთის სურვილისამებრ შეიძლება გაკეთდეს სხვა ყალიბზეც. ეს ვერტიკალურები უმეტესად ბულინოს სტილშია გრავირებული(ნადირობის სცენებით). ვერტიკალურების შემთხვევაში ბოსისი წონის შემცირებაზე არ მიდის. 12 ყალიბის თოფი 71სმ სიგრძის ლულებითაა და იწონის 3,3-3,4 კგ-ს. 20 ყალიბის_ 3კგ-ს. მოკლელულიანი 12 ყალიბზე იწონის 2,8 კგ-ს. ერთ-ერთი განსხვავებული 20 ყალიბიანის ლულათა სიგრძე 736 მმ-ს შეადგენს, წონა 3,15 კგ-ს, ლულის წონა 1,32 კგ-ს, არხის დიამეტრი 15,7მმ. Michelangelo-ს ტიბჟირის სახსნელი ბერკეტი წინ აქვს განლაგებული. კონსტრუქცია საკმაოდ ორიგინალურია. კონდახი ინგლისური ან ნახევრადპისტოლეტური ტიპისაა. ელიტური იარაღის დამზადების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია გრავირება, რომლის უმაღლეს დონეზე შესასრულებლად ფირმა იწვევს იტალიის საუკეთესო გრავიორ-მხატვრებს. მხოლოდ რამდენიმეს ჩამოთვლა საკმარისი იქნება: A. Galeazzi, G. Pedretti, M. Terzi, P. Parravicini , N. Zanetti. გრავიორთა გვარები კალაპოტის სხვადასხვა ნაწილზე არის დასმული, რაც კიდევ უფრო პრესტიჟულს და ძვირს ხდის იარაღს(შორეულ მომავალში კი თოფის იდენტიფიცირებისათვისაც გამოდგება). ბოსისის სხვადასხვა თოფზე შესრულებულია გრავირების ყველა სტილი არაბესკებითა და ვარდის თაიგულით დაწყებული, ნადირობის მითოლოგიური პერსონაჟებითა და ნადირობის ღმერთების პორტრეტებით დამთავრებული დამთავრებული. საკმაოდ ხშირად გამოიყენება სტილი ,,ბულინო", რაც იმაში მდგომარეობს, რომ ნახატი შესრულებულია უამრავი უწვრილესი შტრიხით და მიიღება ,,გლუვი" ნახატი უმდიდრესი თანმიმდევრული სიუჟეტით. გარდა გრავირებისა ბოსისის თოფებზე გამოიყენება ,,მკაცრი" ანუ გლუვი სტილი(გრავირების გარეშე). ეს სტილი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მოდის და მოიცავს მხოლოდ კალაპოტის კონტურების მოხაზვას. აღნიშნული სტილი ძალიან ეფექტურია და ითხოვს ლითონის ზედაპირის უზადო დამუშავებას(გრავირება პატარ-პატარა ,,ნაკლებს" მალავს). კონდახის ქვედა ნაწილზე ოქროს ფირფიტაზე მფლობელის ინიციალები იქარგება. ხის მასალად ოსტატები თურქულ კაკალს გამოიყენებენ(როცა დრო მექნება მინდა მოვამზადო სტატია ,,თურქული" კაკლის ქართულ წარმოშობაზე). ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 Michelangelo №396 ექსკლუზივი საიდლოკი, ყალიბი 12, საერთო სიგრძე 1180მმ, ლულის სიგრძე 736მმ, სავაზნე 70მმ, ფიქსირებულ ჩოკებზე(1,0 ან 0,5) წონა 3,44კგ. Michelangelo №336 სპორტინგისათვის საიდლოკი, ყალიბი 12, საერთო სიგრძე 1200მმ, ლულის სიგრძე 756მმ, სავაზნე 70მმ, სახსნელ ჩოკებზე წონა 3,65კგ, განიერი ვენტილირებადი სამიზნე თამასა, ერთ სასხლეტზე(სელექტორზე), გაძლიერებული ტიბჟირი, კონდახი, კალაპოტი. Queen №370A საიდლოკი, ყალიბი 20, საერთო სიგრძე 1140მმ, ლულის სიგრძე 700მმ, სავაზნე 70მმ, წონა 2,7კგ. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 Bosis ოფიციალური გვერდი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 24, 2012 Author Report Share Posted February 24, 2012 Wild ექსკლუზივი საკეტი BOSS, ლულები მონობლოკი, ამ თოფის განმასხვავებელი ნიშა არის ენსონ-დილეის საკეტი(ამ საკეტით მწარმოებელი უიშვიათესად ამზადებს). პირველად Wild გამოჩნდა 2004 წელს. ერთ სასხლეტზე(რეგულირებადი), საცვლელი მექანიზმით, ფირფიტოვანი საბრძოლო ზამბარით(გარანტია 20 ათასი გასროლა), შემკვეთის სურვილისამებრ ყალიბი, ლულის სიგრძე, სავაზნის სიგრძე, სახსნელი და ფიქსირებული ჩოკები და ა.შ. შეიძლება იყოს ნებისმიერი. ასევე შემკვეთის სურვილისამებრ ირჩევა მეტალის მარკა და კაკლის ხარისხიც... ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 27, 2012 Author Report Share Posted March 27, 2012 Michelangelo http://www.youtube.com/watch?v=5s_OZCiE_0w ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 27, 2012 Report Share Posted March 27, 2012 როგორც ჩვენი გიორგი იტყოდა:,,შენ უნდა მამკლა კაცო,შენ უნდა მამკლაა??!!,,მაგარია გელა,რა უნდა ვთქვა,ძალიან მაგარია!!!! მაგრამ ჩემი ბებრული სიჯიუტით ვიმეორებ,არ უხდება თოფს ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები,არც სადაფი და ბრილიანტები,მე სადა ბრიტანული სულის მატარებელი,მეოცე საუკუნის დასაწყისის პერდეს,ჰოლანდის,ბოსის და ატკინის ფანად ვრჩები!!!ჩემთვის მაგარი თოფის ინგრედიენტები უმაღლესი ხარისხის ფოლადი,ულამაზესი მუქი ფერის კაკლის ხე,ოსტატის ყოვლისშემძლე ხელები და უკომპრომისო ხარისხია,აი ასე!!!! ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 27, 2012 Report Share Posted March 27, 2012 არ უხდება თოფს ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები,არც სადაფი და ბრილიანტები,მე სადა ბრიტანული სულის მატარებელი,მეოცე საუკუნის დასაწყისის პერდეს,ჰოლანდის,ბოსის და ატკინის ფანად ვრჩები!!!ჩემთვის მაგარი თოფის ინგრედიენტები უმაღლესი ხარისხის ფოლადი,ულამაზესი მუქი ფერის კაკლის ხე,ოსტატის ყოვლისშემძლე ხელები და უკომპრომისო ხარისხია,აი ასე!!!! როგორ შეიძლება ამ პოსტს არ დაეთანხმო ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 13, 2012 Author Report Share Posted December 13, 2012 ფასი რავარია: 50000-60000 გირვანქა სტერლინგი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.