Jump to content
Club-Monadire.Ge

Emilio Rizzini, Battista Rizzini, Isidoro Rizzini


Recommended Posts

Emilio Rizzini, Battista Rizzini, Isidoro Rizzini

 

 

 

ბევრი იტალიური კომპანია წარმოიშვა უფრო ძველი, ოჯახური საწარმოდან. ასევეა ფირმა F.A.I.R. S.r.l. ეს კომპანია წარმოადგენს ნათესაურ საწარმოთა გაერთიანებას, სადაც თითოეულ მათგანს დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი აქვთ. ეს კოპრორაცია 1965 წელს ბატისტა რიცინიმ შექმნა. ამავე საწარმოსთან დაკავშირებულია კომპანია Fratelli Rizzini, რომელიც უფრო ადრე ძმები ბატისტა, ემილიო და ისიდორო რიცინის მიერ იყო დაარსებული.

რიცინის გვარი იტალიაში ბევრ კომპანიაში ფიგურირებს. მათგან ყველაზე მეტად ცნობილებია Emilio Rizzini, Battista Rizzini, F.A.I.R. S.r.l. - Fabbrica Armi Isidoro Rizzini.

 

თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე მოგახსენებთ

 

 

 

Emilio Rizzini

 

0732763e0dc0.jpg

 

 

იტალიური სასაქონლო მარკა Emilio Rizzini არსებობს 1974 წლიდან. ის უშვებს სანადირო და სპორტულ თოფებს. დღეისათვის ფირმა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებს. მანქანურ-კონვეიერულ წარმოებას კარგად ერწყმის ხელით შრომა, რაც საქონლის მაღალ ხარისხს განაპირობებს.

ამ ფირმის ყველა თოფი 1200 ბარ წნევაზე გამოიცდება და მათ აბსოლიტურ უმრავლესობას ჩასახრახნი ჩოკები აქვთ. ჩოკების ტიპები შეიძლება იყოს დამაგრძელებელი ან სადები.

როგორც მოგეხსენებათ თოფის თვითღირებულებაზე და კლასზე დიდ გავლენას საკეტი სისტემები ახდენს. ამ კუთხით აღნიშვნის ღირსია რიცინის დაპატენტებული ოთხმაგი საკეტი Four Locks. გარდა ამისა რიცინის გამოგონებაა ექვსსაფეხურიანი საკეტი. მათი მეშვეობით ამ ფირმის თოფები ერთ-ერთი ყველაზე მყარი ჩაკეტვით ხასიათდებიან. რიცინის გლუვლულიანები იმ დონეზე იკეტებიან, რაც საკმარისი იქნებოდა აფრიკული ნადირობისათვის განკუთვნილი შტუცერებისათვის.

 

 

4b5d5c958b95.jpg

 

 

საკეტების სიმრავლე და სირთულე ფასთან ერთად წონასაც მატებს თოფებს.

ამ ფირმის სპორტული მოდელებიდან ყველაზე ცნობილია Primatist, Compact და gara. ამასთან ერთად ფირმა უშვებს რამდენიმე მოდელს ლულების ჰორიზონტალური განლაგებით.

1999 წელს შედგა რიცინისა და ბარბარა ფაუსტის ქორწინება, რითაც მოხდა ორი იტალიური ფირმის გაერთიანება. თუმცა ორთავე სასაქონლო მარკა შენარჩუნებული იქნა

 

RlZZINI PRIMATIST

 

 

0f79c74f8eed.jpg

 

 

Rizzini Primatist გამოდის მხოლოდ 12 და 20 ყალიბისა; სავაზნე შეიძლება იყოს 70 ან 76 მილიმეტრი; ლულები სახრახნ ჩოკებზეა, ლულის სიგრძე არის 68, 71 ან 75სმ; სამიზნე თამასა ვენტილირებადია და მისი სიგანე 10მმ-ს შეადგენს; აღჭურვილია ეჟექტორებით. შეიძლება დაყენდეს ერთი სელექტორიანი ან ორი სასხლეტი კავი. გრავირება წვრილი და ელეგანტურია; რიცინის ორთავიანი არწივი(გერბი) კალაპოტის ქვედა მხარეს შეიძლება შესრულებულდეს ოქროთი(კლიენტის სურვილისამებრ). ტიბჟირი და კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლისაა.

84eb9deff801.jpg

Link to post
Share on other sites

Battista Rizzini

 

 

a57aa42606b5.jpg

 

 

 

კომპანია Battista Rizzini 1971 წელს დაფუძნდა ბატისტა რიცინის მიერ. დღეს ეს ოჯახური კომპანიაა სადაც ბატისტა, მისი ვაჟი და ორი ქალიშვილია დასაქმებული. ბევრი სპეციალისტის მიერ ეს კომპანია საშუალოფასიან სპორტულ თოფებში ერთ-ერთ საუკეთესო მწარმოებლადაა აღიარებული. ამ ფირმის პროდუქცია არა მარტო იტალიაში, არამედ ევროპასა და ამერიკაშია ცნობილი(ამ ქვეყანაში წარმომადგენლობაც აქვთ).

პრემიუმ-კლასის თოფებში ტრანშეული სტენდისათვის, ბატისტა რიცინი იტალიურ გრანდებთანაც კი ახერხებს კონკურენციას. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ამ კლასის თოფების ფასის ხელმისაწვდომობა, რაც ძალიან რთულია პატარა კომპანიისათვის.

კომპანია Battista Rizzini სპორტულ თოფებს ამზადებს მხოლოდ ლულათა ვერტიკალური განლაგებით; სანადირო თოფებს, უპირატესად ვერტიკალური განლაგებით და სანადირო ხრახნილლულიანებს(ორლულიან შტუცერებს რვა სხვადასხვა ყალიბით). გლუვლულიანების კალაპოტები მსუბუქი შენადნობებისაა სანადირო მოდელებში, ხოლო სპორტულებში კი მხოლოდ მაღალხარისხოვანი ფოლადის. ძალიან ეფექტურია მისი თოფები ვენტილირებადი შემაერთებელი თამასით.

 

da759653ef1e.jpg

 

ბატისტა რიცინის ეკუთვნის რიგი სიახლეებისა. ესენია ნემსას კაფსულზე დაცემის ძალის რეგულირება; აღსანიშნავია ამ ფირმის ტიბჟირიც, რომლის ლითონის ნაწილების კალაპოტთან შეხების ადგილების ჭრილები რეგულირდება ცვეთის შესაბამისად. საკეტ სისტემაში გამოყენებულია პერდეს ჩარჩო.

განსხვავებული სიგრძისაა ბატისტა რიცინის თოფების ლულებიც. მაგალითად ტრანშეული სტენდისათვის განკუთვნილი მოდელი ,,პრემიერი" აღჭურვილია 75 ან 81 სმ სიგრძის ლულებით. ამ მოდელის სანადირო ვარიანტს აქვს 77,5 სმ სიგრძის ლულა.

75 სმ სიგრძის ლულებიანი თოფი3,65 კგ-ს იწონის, თავად ლულა კი 1,52კგ-ა. სავაზნე 70მმ-ა; ამ თოფს ფიქსირებული ჩოკები აქვს, ხოლო სასხლეტი არასელექტორული. რაც შეეხება სპორტინგისათვის განკუთვნილ თოფებს, მათ სელექტორული სასხლეტები და სახსნელი ჩოკები აქვთ.

თოფი არც თუ ისე მდიდარია გრავირებით, თუმცა ოქროთი გაკეთებული წარწერა Rizzini მართლაც რომ განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს ნაკეთობას.

 

3d3147949592.jpg

Link to post
Share on other sites

Isidoro Rizzini

 

4af5ace71517.jpg 9c03bd13ffdd.jpg

 

 

 

ფირმა FAIR(Fabbrica Armi Isidoro Rizzini) განლაგებულია ბრეშიადან ჩრდილოეთით გარდონში. დღეისათვის საწარმო უმეტესად ვერტიკალურ გლუვლულიან და ხრახნილლულიან იარაღს უშვებს. ბოლო პერიოდის ტენდენციებიდან გამომდინარე ჰორიზონტალურების გამოშვებაც დაიწყო მცირე ოდენობით. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია სერია ,,იმპერიალი".

 

915de3644b76.jpg

 

 

ვერტიკალურების უმეტესობა ერთნაირი კონსტრუქციისაა: ლულების ქვედა თაღით ჩაკეტვა. ლულები კალაპოტში ნახევარღერძებს ეყრდნობა. საბღძოლო ზამბარა სპირალისებრი; საკეტი გამორიცხავს შემთხვევით გასროლას სრული დაკეტვის გარეშე.

ლულები მზადდება სპეციალური ფოლადისაგან(ფოლადს ემატება ქრომი, ნიკელი და მოლიბდენი); ლულები ქრომირებულია. ლულების გამოცდა მაღალ წნევებზე ხდება.

1990 წლიდან ფირმამ დაამზადა იარაღის სერია S790EML , რომელშიც ყველა ტიპის სავაზნე გამოიყენა(70, 76 და 89 მილიმეტრიანი). ამ პერიოდიდან ლულები ფოლადის საფანტზე გათვლილიც გამოდის.

ფირმის ყველაზე მაღალმხატვრული მოდელია Artemis(ნადირობის ქალღმერთის არტემიდას სახელობის)

 

71ef4909e537.jpg

 

 

 

2006 წლიდან ფირმა შედარებით მსუბუქი მოდელების გამოშვებას იწყებს, როგორიცა Ergal და Artemis Light(ყველა ყალიბზე).

ხრახნილლულიანებიდან აღსანიშნავია Express 90 კუთხოვანი კალაპოტით და Express Round Body მომრგვალებული კალაპოტით. ხრახნილლულიანების კალაპოტებს ქრომირებული ფოლადისაგან ამზადებენ, რითაც ზრდიან მის მდგრადობას.

უნდა აღინიშნოს, რომ რიცინის ყველა წარმომადგენლის მსგავსად ისიდორო რიცინი უმეტესად ,,ლაკონური" იტალიური გრავირებით შემოიფარგლება.

 

064f49322ab6.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • 2 weeks later...

Emilio Rizzini_Primatist სპორტული

 

551a93a50814.jpg

მზადდება სხვადასხვა დისციპლინისათვის; საკეტი ოთხმაგი FOUR LOCKS, ყალიბი 12, სავაზნე 70, კალაპოტი ფოლადის, ლულის სიგრძე 750, 760, 780მმ, არხის დიამეტრი 18,5-18,4მმ, 5 სახსნელი ჩოკი, სამიზნე თამასის ზომა 10х10მმ, შემაერთებელი თამასა ვენტილირებადი, მექანიზმი ერთ სასხლეტზე(საცვლელი), სპორტული რეგულირებადი კონდახი(მაღალი ხარისხის კაკალი), ეჟექტორებზე, ლაზერული გრავირება, წონა 3,75კგ, განთავსებულია პლასტიკატის ქეისში.

 

 

08b4b20b143f.jpgc3301dc2e884.jpg

 

 

2b05a5118a26.jpg57e5f2d4e4ca.jpg

 

 

9de4db62bf79.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

Isidoro Rizzini

 

 

 

FAIR Imperial II

 

915de3644b76.jpg

 

 

ფალშდაფებზე; ყალიბი 12, 20, 28, 36; სავაზნე 70მმ(20 ყალიბში 76მმ); საერთო სიგრძე 112-122 სმ; ლულის სიგრძე 66-76სმ; ორ სასხლეტზე, ეჟექტორი, ლულათა შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ, წონა 2,8-3,2 კგ; უმაღლესი ხარისხის კაკლის კონდახი(ინგლისური ტიპის).

 

 

 

FAIR LX 902

 

d5961ac60253.jpg

 

ფალშდაფებზე; ყალიბი 12, 20; სავაზნე 70მმ(20 ყალიბში 76მმ); საერთო სიგრძე 114 სმ; ლულის სიგრძე 68-70სმ; ერთ სასხლეტზე, ეჟექტორი, ლულათა შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ ან სახსნელი ჩოკები, ვენტილირებადი სამიზნე თამასა 7მმ სიგანისა, წონა 2,75-3,15 კგ; მაღალი ხარისხის კაკლის კონდახი(ინგლისური ტიპის).

 

 

 

 

FAIR LX 680

f59503c94963.jpg

 

 

ყალიბი 12; სავაზნე 70მმ; საერთო სიგრძე 114 სმ; ლულის სიგრძე 70სმ; ერთ სასხლეტზე, ეჟექტორი, ლულათა შევიწროება 0,5-1,0მმ ან სახსნელი ჩოკები, ვენტილირებადი სამიზნე თამასა 7მმ სიგანისა, წონა 3,1 კგ; საშუალო ხარისხის კაკლის კონდახი(პისტოლეტური ტიპის).

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

მეგობარმა შეიძინა Rizzini becassier, ახლო მანძილზე სასროლად. 12 კალიბრია და ქვედა ლულა ხრახნიანია. ნახმარია, მაგრამ კარგი მოვლილი, 1200$ გადაიხადა.

post-3-0-29217300-1379528545_thumb.jpg

post-3-0-83380600-1379528550_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...