Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Antonio Zoli ამ გარდონელი მეიარაღე გვარის ისტორია ზოგიერთი წყაროს მიხედვით 1490 წლიდან იწყება. რაც შეეხება დადასტურებულ ინფორმაციას, 1867 წლიდან იტალიაში სახელი გაითქვა ჯოვანი ზოლიმ, რომელიც თოფების საკეტებს ამზადებდა და თავის დამზადებულ პისტოლეტებსაც ჰყიდდა. შთამომავლობით ცოდნა არ დაუკარგია მის შვილს ჯუზეპეს, ხოლო ამ უკანასკნელის შვილს ანტონიოს წილად ხვდა გამხდარიყო ყველაზე ცნობილი ამ მეიარაღეთა დინასტიაში. ფირმა Antonio Zoli დაარსდა 1905 წელს. 1960 წლიდან ფირმამ დაიწყო კომბინირებული იარაღის სერიული დამზადება, რითაც ჩამოართვა მონოპოლია გერმანელ და ავსტრიელ მეიარაღეებს ამ სახის თოფების წარმოებაში. ფირმის თანამედროვე პროდუქცია ხასიათდება საიმედოობით, უტყუარობითა და მაღალი ხარისხით. ახლა ამ ფირმაში დასაქმებულია 60 მაღალკვალიფიციური მუშაკი, რომლებიც ყოველწლიურად უშვებენ 10-12 ათას ერთეულ გლუვლულიან, ხრახნილლულიან და კომბინირებულ თოფს. ფირმაში დანერგილია ტექნოლოგიისა და ტექნიკის უკანასკნელი მიღწევები. ავტომატიზირებულია თითქმის მთელი საწარმოო ციკლი. მოთხოვნილებიდან გამომდინარე ფირმის პროდუქციის საერთო რაოდენობაში დიდი სეგმენტითაა წარმოდგენილი სპორტული თოფები. ამ ფირმის უკლებლივ ყველა გლუვლულიანი თოფი გარდა ტყვიისა გათვლილია ფოლადის საფანტზეც. მოგახსენებთ ზოგიერთი ექსპერტის აზრს: ,,Antonio Zoli-ის პროდუქტს იტალიაში ბადალი არ ჰყავს და ალბათ საკმაოდ დიდ ხანს არც ეყოლება.” ,,ფირმის პროდუქცია არის რევოლუცია კლასიკაში”. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ვერტიკალური Zoli RT და მოდელი Z. რაც შეეხება მოდელ Zoli Ambassador-ს, მის შესახებ მეიარარეები აღნიშნავენ: ,, ითქვას მხოლოდ ის, რომ Zoli Ambassador ბრწყინვალე იარაღია, ნიშნავს, რომ არ ითქვას არაფერი”. ამ თოფზე დაყენებულია ზოლის ფირმის გამოგონება: სამიზნე თამასა, რომელსაც სავაზნესთან აქვს სიგანე 10მმ, ხოლო ლულის ბოლოში 5მმ. ეს ერთი შეხედვით არასტანდარტული სიახლე აღიარებულია კარგ მიგნებად, რომელიც აადვილებს დამიზნებას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოდელ Columbus-ზე გრავიურა შესრულებულია ჩარხით! ამ ფირმის თოფების უმეტესობა აღჭურვილია ბოსის სისტემის საკეტებით(ადრე მოგახსენეთ, რომ ეს საკეტი მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება). ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 Zoli - ოფიციალური გვერდი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.