Jump to content
Club-Monadire.Ge

პეტერბურგის სკოლა


Recommended Posts

მაცკა

 

 

 

ფორუმში ხშირად გვაქვს მსჯელობა იმაზე, რომ საბჭოთაა(რუსი) მეიარაღეები მეასლეები არიან, თუმცა სამართლიანობისათვის უნდა ითქვას_ რუსეთშიც მოღვაწეობდა რამდენიმე დიდი მეიარაღე. ერთ-ერთი ასეთი ოსტატია ფარანც ოსიპის ძე მაცკა(ეროვნებით ჩეხი ).

 

 

მაცკა(ოსტატ გონოს მოსწავლე) თავის იარაღს 1883-1907 წლებში პეტერბურგში ქმნიდა. მუშაობდა მხოლოდ კერძო შეკვეთებზე. აგრეთვე ახდენდა თოფების რემონტსა და გადაკეთებას. თავისი ნაკეთობის სინატიფისა და მაღალი ხარისხის გამო მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა.

ოსტატი ლულას თვითონ არ აწარმოებდა. თავის თოფებში სხვადასხვა წლებში გამოყენებული აქვს ვიტვორტის, სიმენსის, კრუპის მარკის ფოლადის ლულები, რომლებიც სხვა საწარმოებიდან შემოჰქონდა(ზოგჯერ წლობით ელოდა შეკვეთილი ლულის ჩამოსვლას). თავისი მუშაობის პერიოდში(23 წელი) გაკეთებული აქვს 450-დან 500 ცალამდე თოფი.

უმეტესად აკეთებდა 12 ყალიბის თოფებს, შიდა ან გარე ჩახმახებზე. ამ თოფების საკეტები მრავალი სახისაა. აგრეთვე გაკეთებული აქვს ორლულიანი პარადოქსები და შტუცერები.

ამ ოსტატის რამდენიმე ნახელავი რუსეთის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. აქვე მოკლედ მოგახსენებთ ორი მათგანის ტექნიკურ მახასიათებლებს.

ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია 24 ყალიბიანი პარადოქსი. დამზადებულია ს. ბუტურლინის შეკვეთით

 

7d44f611f437.jpg

 

 

წონა3,38კგ; ლულების წონა 1,64კგ; ლულის სიგრძე 651მმ; სავაზნის სიგრძე 65მმ; ხრახნილი ჩოკის სიგრძე 2,5 სმ; ხრახნების რაოდენობა 7.

ამ თოფით ს. ბუტურლინი მოიპოვებდა ხარირემს 300(!!!) მეტრში. თოფს გააჩნია საცვლელი გლუვი წყვილი ლულა.

 

მუზეუმის საკუთრებაა მაცკას გაკეთებული 12 ყალიბის გლუვლულიანიც, რომლის ლულებიც დამზადებულია ბელგიური ფოლადისაგან. მარჯვენა ლულა ცილინდრია, მარცხენა კი 0,8მმ-იანი ჩოკი. მცველი არაავტომატური, კონდახი ინგლისური; უმაღლესი ხარისხის გრავირებით

 

 

 

 

8fb765fdefd4.jpg

 

5fb196af0369.jpg

 

 

 

 

თვით მაცკას განცხადებით(1885წ), ოსტატი გლუვლულიან თოფს 250-600 მანეთად ამზადებდა, ხოლო შტუცერებს 400 მანეთად(გაითვალისწინეთ რომ მაშინ სერიულები 20-50 მანეთი ღირდა).

 

 

 

 

ასეთ ,,კეფას" უკეთებდა მაცკა თავის თოფების კონდახებს:

 

 

 

5e8fe395c043.jpg

 

 

 

f74bed5d97b7.jpg

 

 

 

 

ესეც რესტავრირებული მაცკა.

 

 

 

ad0f9f1c9e4e.jpg

 

 

58e95e340efa.jpg

 

 

20 და 12 ყალიბის 2 წყვილი ლულით, 70მმ-იანი სავაზნით.

 

 

 

მაცკა გარდაიცვალა 1907 წელს. მისი საამქრო, რამდენიმე დაუმთავრებელ თოფთან ერთად, მისი მოსწავლის მასლოვის ხელში გადავიდა.

Link to post
Share on other sites

გონო

 

b5b4c7c69334.jpg

 

შვეიცარიელი ნიკოლოზ გონო პეტერბურგში მოღვაწეობდა. ოსტატი მხოლოდ ძვირფას თოფებს ამზადებდა, რომლებსაც ხელოვნების ნიმუშებს ადარებდნენ. ასეთ შეფასებებს თოფები არა მარტო მაღალმხატვრული დამუშავების გამო ღებულობდნენ, ისინი ბრწყინვალე ბალისტიკითაც გამოირჩეოდნენ.

ლულები გონოს ნაკეთობებზე მხოლოდ საუკეთესო ინგლისური ან ფრანგული(ლეოპოლდ ბერნარი) წარმოშობის იყო; საკეტები ჯოზეფ ბრაზიეს ნაკეთობას, ხოლო საკონდახე მასალა კი უმაღლესი ხარისხის კაკალს წარმოადგენდა.

 

68e1a3051008.jpg

 

პირველი აღიარება გონოს თოფებმა 1867 წელს პარიზის გამოფენაზე მიიღეს, სადაც წარმოდგენილი ჰქონდა ლეფორშეს სისტემის თოფები. სავარაუდოა, რომ ამ დროისათვის ოსტატი რუსეთში უკვე პოპულარული იყო. კვლავ აღიარება მოყვა გონოს თოფების გამოჩენას 1873 წლის ვენის გამოფენაზე. ამ შემთხვევაში ოსტატმა დამთვალიერებელს ბრწყინვალე კარაბინი და ცენტრალური აფეთქების ორლულიანი წარმოუდგინა. 1886 წელს გონომ ეჟექტორიანი თოფი დაამზადა, რაც იმ დროის რუსეთში სიახლე იყო.

გონო სამეფო კარისა და პირადად რუსეთის იმპერატორისათვის ამზადებდა იარაღს. თავის ნაკეთობებზე ხელწერას ფრანგულ ენაზე ასრულებდა ,,N. Gonneaud". ის უფრო მეტად ინგლისური სტილის მიმდევარი იყო და ამ სტილის შესაბამისად სამიზნე თამასაზე აგრავირებდა სახელსა და მისამართს.

 

c8542ec9f849.jpg

 

იყო შემთხვევები, როცა გონო მზა იარაღს ყიდულობდა ცნობილი ინგლისელი მწარმოებლებიდან და შემდეგ აგრავირებდა მას(მაგალითად ლანკასტერის ორლულიანი). ოსტატი მუშაობდა მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებამდე. მას არა მარტო დიდ მეიარაღედ აღიარებენ, არამედ კარგ პედაგოგადაც. მისმა აღზრდილმა, მაცკამ წარმატებით მიიღო ესტაფეტა მასწავლებლისაგან.

 

4bfb35aad0b7.jpg

Link to post
Share on other sites

მასლოვი

 

კონსტანტინე პეტრეს ძე მასლოვი დაიბადა 1880 წელს. ის ადრეულ ასკში მაცკასთან ეუფლება მეიარაღის პროფესიას, რომელმაც პირველად მოსწავლეს ხელფასის სახით დღიურად 1 მანეთი დაუნიშნა. სწავლების მეოთხე წელს მასლოვის დღიური გამომუშავება უკვე 3 მანეთს შეადგენდა.

შემდგომში მასლოვი აღნიშნავდა, რომ ის მასწავლებლის მსგავსად დღეში 10-12 საათს მუშაობდა. სწავლების დასრულების შემდეგ მასწავლებელმა მოსწავლე საკუთარ საამქოში დატოვა დამხმარე ოსტატად. მოგვიანებით კი მას უკვე ყველა საპასუხისმგებლო სამუშაოს ანდობდა.

1907 წელს მაცკა გარდაიცვალა და მასლოვი მისი მემკვიდრე ხდება. ამავე პერიოდში ის თავისი მასწავლებლის ბინაში გადმოდის საცხოვრებლად და აქვე ამთავრებს მაცკას რამდენიმე თოფის დამუშავებას. ამასთან დასრულებულ ნაკეთობებზე საკუთარ დამღას ასვამს. ზოგჯერ წარწერას ,,მაცკა" წინ უწერდა ,,ყოფილი" ან ,,მემკვიდრე".

 

2761c5203edb.jpg

 

თავისი სიცოცხლის ბოლომდე მასლოვის ბინას 2 აბრა ჰქონდა_ ერთი მაცკას გვარით, ხოლო მეორე მასლოვის.

მასლოვმა ნაკეთობებზე მაცკას ნომერაცია გააგრძელა. ამასთან გააგრძელა ჩანაწერები შეკვეთების ჟურნალში, რომლიდანაც ყოველთვის ხდება ცნობილი ვის დაუმზადეს შეკვეთა და რა ფასად.

მასლოვმა იარაღის მოდერნიზირება გააგრძელა და გვერდით დაფებზე ბროლის მრგვალი ფანჯრების ჩასმა დაიწყო. მაცკას სტილი შენარჩუნებული იყო(მაგალითად, კონდახის კეფა არა პლასტიკატის, არამედ ლითონის ფირფიტებზე). ამასთან 20 ყალიბის მოდელებმა იმატა.

 

 

19941c613156.jpg

 

7fab24244f7f.jpg

 

 

საბჭოთა პერიოდში ოსტატი წითელი ვარსკვლავის ორდენითა და ხუთი მედალით იყო დაჯილდოებული.

მასლოვი გარდაიცვალა 1975 წელს 95 წლის ასაკში

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ეს ჩემი მაცკას სურათებია,შემთხვევით წავაწყდი ერთ მაღაზიაში.ჩახმახიანი 12 კალიბრია,ლულები დამზადებულია ლონდონელი მელულის კილბის მიერ,რასაც ორივე ლულაზე გოთური შრიფტით შესრულებული წარწერა ადასტურებს.ლულების მასალად გამოყენებულია კრუპის სამ ბეჭდიანი სალელე ფოლადი,რის შესახებაც წარწერა გვაუწყებს,რომელიც გერმანული თოფებისგან განსხვავებით ინგლისურ ენაზეა შესრულებული.საერთოდ კილბი ძირითადად ვიტვორტის ფოლადს ხმარობდა,მაგრამ როგორც ბატონმა თეიმურაზ ლომინაძემ განმიმარტა,იყო მოკლე პერიოდი როცა სერ ჯოზეფ ვიტვორტის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაფიცული იყვნენ და სხვა მასალასაც გამოიყენებდნენ.გაკვირვება გამოიწვია ფაქტმა რომ,მაგ პერიოდისათვის სამბეჭდიან ფოლადზე ზაუერს ექსკლუზივი ჰქონდა,მაგრამ ლულების ლუპით კარგად შესწავლის შემდგომ,ორივე ლულაზე ზაუერის ღერბი ე.წ. ,,ჩელოვეკ ს დუბინოი,, აღმოვაჩინე,ე.ი.ლულების ტრუბკები ზაუერისათვის შეუკვეთიათ,მაგრამ გამოცდა ლონდონის სადგურში გაუვლია რასაც დამღაც ადასტურებს!!!

 

 

 

fc5bc00cbe75.jpg

 

fe0c88a0a41e.jpg

 

fe0c88a0a41e.jpg

 

026162c420a3.jpg

 

d596066ff558.jpg

 

ee7f72e22059.jpg

 

7bb8ba890c23.jpg

 

2fa0b6663a00.jpg

 

f88dd8da2f80.jpg

 

a8bade159910.jpg

 

52f2fc39b04f.jpg

 

9bd5f4727a3c.jpg

 

aa40f1998faf.jpg

 

7571e3b57166.jpg

Link to post
Share on other sites
  • 9 months later...
  • 3 months later...

მეიარაღეების პეტერბურგის სკოლა

 

 

 

 

სკოლა საწყისებს დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს და მოიცავს ბერტრან-ლარდერე-გონო-მაცკა-მასლოვს(მასლოვის გარდა რომელიმე თუა გვარით რუსი, მაგის განსჯა თქვენთვის მომინდვია :alfons: ).

 

ბერტრანის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი, თუმცა მისი ნახელავიდან რამდენიმე ეგზემპლიარიც კი ცალსახად მეტყველებს ოსტატის კლასზე(ერმიტაჟის საკუთრება).

ბერტრანის ფირმას ერქვა Bertrand & Javalet და ყავდა პარტნიორი ჟავალიე... ფაქტუირად ამაზე მეტი ისტორიულ წყაროებში არაფერია დარჩენილი.

 

 

 

კაფსულის საკეტიანი წყვილი პისტოლეტი ბერტრანის შესრულებით(ზედა: საკეტი გახსნილია; ქვედა: დაშვებული)

1fa1d4b50667.jpg

 

 

სკოლის შემდეგი წარმომადგენელია ლარდერე, რომელიც თთავდაპირველად თავის ნაკეთობებზე აკეთებდა წარწერას შინაარსით, რაც ცხადყოფდა მის მემკვიდრეობას ბერტრანთან მიმართებაში.

ამ გვარის ოსტატები ყველაზე სოლიდური კლიენტებისათვის, მოწინავე ევროპულ ფირმებს უკვეთავდნენ თოფებს და მცირე(ან მეტი) ,,კორექტირების" მერე აწვდიდნენ შემკვეთს.

 

ლარდერეს მიერ ლებოსათვის შეკვეთილი თოფი(მიეყიდა თავად გორჩაკოვს 1900 წელს)

c5732a97e5d0.jpg

 

 

ლარდერეების გვარის პირველმა წარმომადგენელმა მიიღო(იყიდა ან შთამომავლობით უბოძეს), ბერტრანის საქმე...

სარეკლამო დეკლარაციებში პირველი ლარდერე თავისი საქმის საწყისად 1830 მიუთითებდა, აღნიშნული სწორედ ის თარიღია, როცა ბერტრანმა დაიწყო მოღვაწეობა როგორც მეიარაღემ. 1830 წელს უფროსი ლარდერე მხოლოდ 8 წლის იყო. აქედან ისტორიკოსები ასკვნიან, რომ გვარი ლარდერე ბერტრანის საქმის გამგრძელებელია.

ამ გვარის წარმომადგენლები ფრანგული წარმოშობის ვაჭრები იყვნენ, ხოლო მეიარაღეები იყვნენ ძმები, ჟან მარი და ჟან ადოლფი(ცალ-ცალკე მუშაობდნენ).

ჟან ადოლფი გარდაიცვალა 1911 წელს და მისმა ვაჟმა, ჟან მორიცმა გააგრძელა მამის საქმე. 1915 წელს ბიძის, ჟან მარის გარდაცვალების შემდეგ, მანვე შეიერთა ბიძამისის საამქრო.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გვარის მეიარაღეთა საქმე შთამომავლებმა გააგრძელეს, მაინც უნდა ითქვას, რომ ყველაზე ღირებული არის ძმები ჟან მარისა და ჟან ადოლფის ნაკეთობანი.

 

ისტორიკოს-მკვლევართა აზრით, ნიკოლოზ გონო ვერანაირად ვერ იქნებოდა ლარდერეების მოსწავლე, თუნდაც მას მოღვაწეობა დაეწყო ფრანგული წარმოშობის მეიარაღეებთან(ამის შესახებ ცნობები არ არსებობს), რადგან მათი ნაკეთობები კლასით, ხარისხითა და ეპოქით იმდენად განსხვავებულია, რომ მათი შედარება არაკორექტული იქნებოდა...

 

 

რაც შეეხება გონო-მაცკა-მასლოვს, მათ შესახებ ზემოთ გვაქვს ნაწერი ;)

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...