Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Ижевск იჟევსკის იარაღის ქარხანა რუსეთის უდიდესი იარაღის მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ადრე იწოდებოდა Ижевский оружейный завод(იჟევსკის იარაღის ქარხანა), დაფუძნებულია 1807 წელს მეფე ალექსანდრე პირველის მიერ. 5 წლის შემდეგ მისი წლიური წარმადობა წელიწადში შეადგენდა 7000 ერთეულს. აღიარება იჟევსკის თოფებმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მოიპოვეს, 1887 წელს ციმბირ-ურალის გამოფენაზე ქარხანამ წარმოადგინა სანადირო თოფების 30 სხვადასხვა სისტემა და დაჯილდოებული იყო ოქროს მედლით. ქარხნის უნიკალურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ქარხანამ გამოუშვა 1,5 მილიონი თოფი. აქ იწარმოებოდა მე-19 და მე-20 საუკუნის თითქმის ყველა საბრძოლო, სანადირო და სპორტული იარაღი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სანადირო თოფების დამზადება ხდებოდა ქარხნის ერთ-ერთ საამქროში(მოგვიანებით_ ქარხანა N 74). 1939 წელს იჟევსკის ქარხნის ბაზაზე წარმოიქმნა 2 საწარმო: Ижевский Машиностроительный Завод და Ижевский Механический Завод. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იჟევსკში გამოუშვეს 11,3 მილიონი თოფი და კარაბინი_ უფრო მეტი ვიდრე გერმანიის ყველა ქარხანაში ერთად( 10,3 მლნ). გარდა ამისა გამართული იყო ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, საავიაციო ტყვიამფრქვევებისა და ქვემეხების, აგრეთვე პისტოლეტებისა და რევოლვერების წარმოება. იჟევსკის ქარხნები დღე-ღამეში იარაღით აღჭურვავდა 2 დივიზიას! MP-18EM-M მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, კერძოდ 1949 წლიდან, საბჭოეთის მთავარი ქარხანა გლუვლულიანების წარმოებაში იჟევსკის მექანიკური ქარხანა გახდა, ხოლო სანადირო ხრახნილლულიანისა და საბრძოლო იარაღის წარმოების ფლაგმანი მანქანათმშენებელი ქარხანა ხდება. ომისშემდგომი პერიოდის პიკია კალაშნიკოვის ავტომატის გამოშვება(АК-47), რომელიც სხვადასხვა მოდიფიკაციით დღესაცაა 100-ზე მეტი ქვეყნის ჯარისა და ძალოვნების შეიარაღებაში. ამ ავტომატის ბაზაზე შეიქმნა სანადირო კარაბინების მთელი გამა, რომლებიც გამოირჩევიან უმაღლესი ბალისტიკურ-ტექნიკური მაჩვენებლებით. ლულების ქრომირება 1955 წლიდან დაიწყეს. მექანიკური ქარხნის სპეციალიზაცია სანადირო იარაღის წარმოების კუთხით შემდეგია: ერთლულიანების სამი სახესხვაობა_ ერთვაზნიანი, პომპები და თვითდამტენები; ორლულიანი სანადირო თოფები, კომბინირებული თოფები და ხრახნილლულიანი კარაბინი baikal- manlicher БМ-7,62 და შტუცერი МР-251. MP-27M რაც შეეხება ,,იჟმაშს”, ის უდიდესი მრავალპროფილიანი საწარმოა, რომლის პროდუქტს წარმოადგენს: საბრძოლო იარაღი, სანადირო-სპორტული იარაღი, საავიაციო ხვემეხები, მაღალი სიზუსტის მართვადი ჭურვები, მოტოციკლები, მცირელიტრაჟიანი ავტომობილები, ჩარხები. მანქანათმშენებელი ქარხნის(,,იჟმაშ”) სანადირო ხრახნილლულიანებიდან აღსანიშვავია: ,,საიგა", ,,საიგა 308", ,,საიგა-410", ,,საიგა-20", ,,საიგა-12", ,,ტიგრი", ,,სობოლი", ,,ბარს-4", ,,ლოს-7". ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 25, 2012 Author Report Share Posted July 25, 2012 იჟევსკის ქარხანას 205 წელი შეუსრულდა... მართალია რუსეთი ფლაგმანი ვერაა, მაგრამ მაინც მეხარბება ასეთი მუზეუმები ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 25, 2012 Author Report Share Posted July 25, 2012 ჩამორჩენილი რუსეთისაც რომ შეგშურდება კაცს... ციტირება Link to post Share on other sites
kakulia 0 Posted December 1, 2012 Report Share Posted December 1, 2012 დღეს იჟ-26 მაჩუქეს,ტიბჟირი ცოტა ულაყლაყებს,წინა ნაწილში,ეშველება რამე? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 1, 2012 Report Share Posted December 1, 2012 დღეს იჟ-26 მაჩუქეს,ტიბჟირი ცოტა ულაყლაყებს,წინა ნაწილში,ეშველება რამე? ტიბჟირს რომ დაშლი რკინის ქვემოთ ორივე ჭანჭიკთან 0,5 მილიმეტრიანი (ლითონის რგოლი),,შაიბა,,დაუდე ლულების მხარეს და მოსინჯე .თუ მოიკლებს მაგრამ არ გამაგრდება 1 მილიმეტრიანები დაუდე.აუცილებლად გამაგრდება. თუ ამან არ უშველა დამჭერი რარი არის ამოცვეთილი და აუცილებლად სპეციალისტთან მოგიწევს მიტანა. ციტირება Link to post Share on other sites
kakulia 0 Posted December 3, 2012 Report Share Posted December 3, 2012 გაიხარე ციტირება Link to post Share on other sites
kakulia 0 Posted December 6, 2012 Report Share Posted December 6, 2012 გაუმარჯოს ძმას.ჩემ თოფს უწერია პასპორტში 3300გრ.რუსულ საიტებზე ვნახე,მაშასადამე 3300/96=34.3 როგორც შენ მითხარი უნდა ვიხმარო 33-დან ქვევით.ლულებზე კი აწერია 700 ატმოსფერო . ეხლა რა შეკითხვა მაქვს,რა განსხვავებაა 33გრამიანს ვიყიდი თუ 30-ანს.ნაკლებ გრამიანს უფრო დაბალი ძალაა აქვს?ან შორს ვერ ისვრის?.რომლები ვიყიდო, ხომ არის მაგალითად #5 პატრონი 32გრამიანი,არის კიდე #5პატრონი 28გრამიანი(12კალიბრისთვის რათქმაუნდა),აი მათ შორის რა განსხვავებაა,რის მიხედვით შევარჩიო. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.