Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ЦКИБ СОО

 

 

 

7f393bb28f5c.jpg

 

 

 

 

აღსანიშნავია, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი ,,დიადი საბჭოეთის" დროსაც კი არ ამბობდენ უარს უმაღლესი კლასის იარაღზე. მაგალითად, ხრუშჩოვს ჰქონდა პერდეს თოფი, ბრეჟნევს გააჩნდა რამდენიმე ბრენდი მ.შ. კოსმი...

პარტიული ელიტაც არასოდეს ამბობდა უარს მატერიალურ სიკეთეებზე. იმდენად რამდენადაც ქვეყანაში უმაღლესი კლასის იარაღის მასიურად შემოტანა საზღვარგარეთიდან არ შეიძლებოდა, 1945 წლის მაისში ტულის ქარხანასთან შეიქმნა ,,საიარაღო ოსტატთა სკოლა", რომელიც იმ დროინდელ მოწინავე მეიარაღეთა კრებულს წარმოადგენდა. უკვე 1946 წლის აგვისტოში კი ამ სკოლის ბაზაზე დაარსდა ЦКИБ СОО(სპორტული და სამონადირეო იარაღის ცენტრალური საკონსტრუქტორო და კვლევითი ბიურო). ამ დაწესებულებაში გაკეთებულია(უფრო სწორია ითქვას მოპარული და გადმოტანილია) მც-ს თოფების ბევრი ბრწყინვალე მოდელი. ამ დაწესებულების კონსტრუქტორებმა არ დაიწყეს ახლიდან ველოსიპედის გამოგონება, აიღეს მსოფლიოს საუკეთესო იარაღი და გადააასლეს .

 

2313103a22ed.jpg

 

რაც შეეხება ძალიან მაღალ რესურსს, ეს გენმდივნების დამსახურება უფროა, ვიდრე საწარმოსი, რადგან დღეს მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება იმ პასუხისმგებლობისა, რასაც თითოეული ოსტატი განიცდიდა ხრუშჩოვისათვის, ბრეჟნევისათვის და მთელი პარტელიტისათვის თოფების დამზადებისას. სწორედ ძალიან მაღალი რესურსის ძიებამ მიიყვანა კონსტრუქტორები 3ХН2МФА მარკის ფოლადამდე, რომელიც მსოფლიოს არცერთი ფირმის მიერ არ გამოიყებნება თოფის დამზადებისას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამ ფოლადზე გრავირების ტექნოლოგიას მხოლოდ ЦКИБ-ი ფლობს.

 

93c08460dc3f.jpg

 

 

აქ მინდა მოკლედ გაგაცნოთ 1948- 1950 წლებში გამოსული მოდელები ТС-1 და ТС-2(ТС ანუ Тульское садочное).

ეს თოფები ლულების ჰორიზონტალური განლაგებითაა და განკუთვნილი იყო სპორტული სროლისათვის ტრანშეულ სტენდზე.

 

 

a74f1f0d2a1d.jpg

 

 

ТС-1 გამოდიოდა 1948-1950 წლებში. ლულის სიგრძე 72სმ; სავაზნე 70მმ; ლულათა შევიწროება 0,8მმ მარჯვენა და 1,0 მარცხენა; საკეტი პერდეს ჩარჩო და გრინერის ჭანჭიკი. საბრძოლო ზამბარა იძაბება ლულათა გადახსნისას; წონა 3,6-3,8 კგ.

ТС-2 გამოდიოდა მხოლოდ 1950 წელს. ეს არის მოდერნიზებული ТС-1. საბაზოსაგან განასხვავებს ლულის სიგრძე(76სმ) და უფრო მეტად შევიწროებული ლულები(1,0მმ მარჯვენა და 1,25მმ მარცხენა). ამასთან ერთად მოდერნიზებულ მოდელში ექსტრაქტორი შეიცვალა ეჟექტორით და საკეტს მოეხსნა გრინერის ჭანჭიკი. ТС-2-ში ჩაქუჩები შედგება გადახსნისას, ხოლო საბრძოლო ზამბარა კი დაკეტვისას. კიდევ ერთი განმასხვავებელი არის საკიდი სარტყელის ანტაბკების არქონა. მისი წონა შეადგენს 3,4-3,7 კგ-ს.

 

ეს თოფები რამდენადმე მოუხეშავი და ბრწყინვალებას მოკლებულია, თუმცა საიმედოობა უმაღლეს დონეზეა ასული. მათი რესურსი უნდა ყოფილიყო 30-40 ათასი გასროლა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე მეტია(!!!).

1950 წელს ТС-2 ღირდა 6500 მანეთი, დღეისათვის კი მისი ფასი დაახლოებით 10 000 დოლარია.

 

Русская охота

dcfadb502c00.jpg

 

,,Русская охота"-ს სერიით ჩაფიქრებული იყო 4 საკოლექციო თოფის დამზადება.

 

პირველი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ЦКИБ-ი ე.წ. ,,თეთრი" სახით თოფებს არ უშვებს. ეს პრობლემა ოსტატმა ს. საპოჟნიკოვმა მოაგვარა, რომელმაც კალაპოტი გაწმინდა.

შემდეგი პრობლემა მდგომარეობდა იმაში რომ ЦКИБ-ის ნაწარმის თოფები დიდ რესურსზეა გათვლილი, კალაპოტებიც ძალიან მაგარი ნაწრთობი აქვთ. აქ გრავიორს არაერთი მძიმე დღე ექნებოდა გასავლელი.

აუცილებელი გახდა კონდახის შეცვლა, რათა ძალიან მაგარი კაკალი(აქაც რესურსზე გათვლილი) შეეცვალათ სტრუქტურულად ლამაზი, ღია ფაქტურით. კონდახის შეცვლა შეასრულა ვ. გუსკოვმა.

გრავირების სიუჟეტი რუსეთის მეფის ერთ-ერთი ნადირობაა, რომელიც ლამის ტრაგედიით დასრულდა(ნამდვილი ამბავი): ალექსანდრე მეორე სანადიროდ გახლდათ ტყეში. დათვმა ორი მარეკი დაჭრა ვიდრე სასროლ პოზიციაზე გამოვიდოდა, სადაც მეფე იდგა. უცებ ნადირი მეფესთან რამდენიმე ნაბიჯზე მიიჭრა და ამ დროს მეფე ალექსანდრემ გაისროლა. ნადირი დაიჭრა... მეორე გასროლა მეფემ ვერ მოახერხა... ამ დროს ერთმა მარეკმა ნადირს ესროლა, ხოლო მეორემ შუბი ჩასცა დათვს. ნადირი მეფის ფეხებთან დაეცა.

ამ სიუჟეტის გადმოცემა მთელი დრამატიზმითა და დინამიზმით გრავიორმა ევგენი გენერალოვმა შეძლო. ესკიზები კი ანიმატორმა ვადიმ გორბატოვმა მოამზადა.

გენერალოვმა გრავირებას 2 წელზე მეტი მოანდომა. მარცხენა დაფაზე რუსული მწევრების მელაზე ნადირობის სიუჟეტია.

 

2891d2d03380.jpg

Link to post
Share on other sites
  • 6 months later...

კაი იარაღები ბევრი აქვთ რუსებს ნაკეთები მარა ბოლომდე დამუშავებული კონდახი თითქმის არ მინახავს მაგათ თოფებზე. აქაც საუკეთესო კაკალია მაგრამ დაუბოლოვებელი.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

http://forum.guns.ru/forummessage/173/285679.html

სულ 9 გვერდზეა სურათები,ბევრი საინტერესო ეგზემპლიარია!!!!!

Edited by mamuka grigolia
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...