Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

gurulo

 

რამდენი იქნება რესირსში დაახლოებითი სხვაობა მც-ს და მის ფასიან იტალიურ თოფს შორის? უღირს კი ვინმეს ამ რასურსის ფასად უარი თქვას იტალიურზე და მც იყიდოს?

 

სპორტულ სკოლაზე რაც დაწერე ალბად მასეც არის, მაგრამ მც-ზე როა საუბარი კონკრეტულ მოდელს, კონკრეტული ეგზემპლიარის მიხედვით ვერ განვიხილავთ, რადგან როგორც ვიცი მაგ თოფებს სერიულად აღარ აწარმოებენ და მხოლოდ შტუჩნიკები ამზადებენ ასე რომ ერთი მოდელის ორ ეგზემპლიარს შორის შეიძლება დიდი სხვაობა იყოს.

 

რესურსების შედარებაზე დაგაჭრითა და კონკრეტულად არა თუ მე, სპეცებიც კი ვერ გეტყვიან დაზუსტებით... ნუ რამდენიმე განსაკუთრებულ ეგზემპლიარს(მც-8ს) თუ არ ვიგულისხმებთ.

 

 

რაც შეეხება ცქიბის ერთი მოდელის ფარგლებში განსხვავებას, აქ ძირითადი სხვაობა კონკრეტული სპორცმენის ანთროპოლოგიური პარამეტრების მიხედვით კონდახის პროპორციებში არის, ხოლო რესურსში კი დიდი განსხვავება არაა... რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ გრავირების სხვაობასა და კაკლის ხარისხს(როგორც ვიცით ესენი რესურსზე არ მოქმედებენ).

 

კიდევ ერთი, როგორც რუსი სპეცები აღნიშნავენ(ვეფხიაც ამაზე წერს ზემოთ) ცქიბის ნაწარმში არის გარკვეული ხარისხის გაუარესება საიუზის დროინდელ ანალოგებთან შედარებით. თუმცა არა იმდენი, რაც შესაბასმისი პერიოდების სერიულ ტოზებსა და იჟებში_ აქ უფრო მეტად იკლო ხარისხმსაო...

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

МЦ-108-03, МЦ-108-04

 

 

4f2cfd3611e1.jpg

 

ამ იარაღის ,,მამა-ბაბუად" МЦ8 და МЦ6-ს თვლიან. ორმაგი საკეტი, მც-ს საფირმო სახსარი და მასირებული კალაპოტი მაღალ რესურსს განაპირობებს.

გამოდის 2 მოდიფიკაცია: МЦ108-03_ სასანგრე სტენდისათვის და МЦ108-04_ მრგვალი სტენდისათვის. წარმოება დაწყებულია 1980 წლიდან.

სასანგრე სტენდისათვის დამზადებული ამ თოფის სიბურჯღლე(35 მეტრში) ქვედა ლულიდან შეადგენს 65%-ს ხოლო ზედა ლულიდან კი 70%-ს, მრგვალი სტენდისათვის განკუთვნილ ლულებში კი 90%-ს(ორთავე ლულიდან. გასათვალისწინებელია, რომ მოკლე ლულა-მილძაბრა ისინჯება 15 მეტრში).

საექსპლოატაციო წნევა შეადგენს 900კგ/სმ2; ერთ სასხლეტზე, ფიქსირებული მიმდევრობით_ქვედა ზედა; არაავტომატური მცველი; ტიბჟირი ლულებთან ფიქსირდება ჭანჭიკებით; ექსტრაქტორზე(გამოვიდა რამდენიმე ერთეული იჟექტორიანი ვარიანტიც, თუმცა ვერ გაამართლა). ლულის სიგრძე 75სმ, სავაზნე 70მმ, წონა 3,5კგ(ლულის 1,5კგ).

 

МЦ108-04-ს კონდახზე გააჩნია ამორტიზატორი.

1985 წელს პლოვდივში საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაზე МЦ108-03-მ მიიღო ოქროს მედალი. МЦ108-ს ახლაც ამზადებენ მცირე პარტიებად.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...