Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 тоз ტულის იარაღის ქარხანა 1712 წლის 15 თებერვალს პეტრე პირველის ბრძანებით დაიწყო ტულის იარაღის ქარხნის მშენებლობა, რომელიც საკმაოდ ჩქარა გაეშვა ექსპლოატაციაში. ქარხანა აღიჭურვებოდა იმ დროისათვის პროგრესული ტექნოლოგიებით, რის გამოც მისი ნაწარმი ითვლებოდა რუსულ ეტალონად. 1720 წლისათვის რუსული არმიის შეიარაღებისათვის გამოუშვეს 22 ათასი ერთეული იარაღი, რომელიც ეპოქის შესაბამისად იყო მსუბუქი და მოხდენილი. ხოლო 1749 წლიდან ქარხანამ დაიწყო ხმლების, დაშნებისა და სხვა ცივი იარაღის წარმოება. მე-19 საუკუნის შუა წლებში ქარხანას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და დაინერგა ახალი ტექნოლოგიები. 1879 წლიდან ქარხანამ დაიწყო ,,ბერდანას” სისტემის მოძრავსაკეტიანი თოფების გამოშვება. ამავე პერიოდში ქარხანაში გაიხსნა სანიმუშო საამქრო, რომელშიც ხდებოდა ახალი(საკუთარი) დეტალების, კვანძებისა და იარაღის შემუშავება. გაიზარდა სახვადასხვა სახის პროდუქციის(ერთლულიანების, ორლულიანების, სახაზინო გადატენვის თოფების, გლუვლულიანების, კომბინირებულის და სხვა) წარმოება. კონსტრუქტორ მოსინის ხელმძღვანელობით ლულათა წარმოებაში გამოიყენებოდა დამასკის ფოლადის ტექნოლოგია. 1902 წელს ქარხანაში დაინერგა სანადირო თოფების წარმოების კონვეიერული სისტემა. 20-იან წლებში წარმოებაში ჩაეშვა სანადირო თოფი ,,მოდელი Р” და ხრახნილლულიანი НК-8,2(კოჩეტოვის კონსტრუქცია), მცირეყალიბიანი თოფები ТОЗ-1, ТОЗ-2, ТОЗ-7და ТОЗ-8 სელექტორული სამიზნითა და სპორტული ТОЗ-10. 1927 წელს ქარხანამ გამოუშვა საავიაციო ტყვიამფრქვევები ПВ-1, ШКАС. 1939 წელს ტოკარევის მიერ შემუშავდა თვითდამტენი სნაიპერული თოფი СВТ-38. დიდი სამამულო ომის პერიოდში ქარხანა, რაღათქმაუნდა, მუშაობდა დევიზით:,,ყველაფერი ფრონტისათვის, ყველაფერი გამარჯვებისათვის”. ომისშემდგომ პერიოდში ქარხანა დაკავებული იყო სხვადასხვა სახის სპორტული და სანადირო იარაღის გამოშვებით. ამ წლებში გამოვიდა Т03-25, БМ, მცირეყალიბიანი ТОЗ-8М, ТОЗ-12, ТОЗ-16, ТОЗ-18. ამავე პერიოდში ქარხანა უშვებს სიმონოვის СКС 7,62-ს. 1965 წლიდან ქარხანაში დაიწყეს ვერტიკალური ТОЗ-34-ის(კონსტრუქტორები კოროვიაკოვი და ოჩნევი) გამოშვება. ТОЗ-34 1961-1982 წლებში ქარხანა უშვებდა კალაშნიკოვის ავტომატს(6 მოდიფიკაციით), ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებსა და ყუმბარმტყორცნ ,,Костер”-ს. თანამედროვე ტექნოლოგიებიდან აღსანიშნავია იარაღის ოქროთა და ვერცხლით მოვარაყება. აგრეთვე მემარცხენეთათვის თოფების წარმოება. იმდენად, რამდენადაც ТОЗ რუსული ქარხნული იარაღთწარმოების პატრიარქია, ჯერ კიდევ 1920 წელს გაკეთდა ქარხნის მუზეუმი, სადაც ინახება საკმაოდ დიდი ისტორიული მასალა და იარაღის უნიკალური ნიმუშები. ТОЗ-55 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ჟურნალ ,,ნადირობის" 2005 წლის მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით ,,Иосифу Виссарионовичу Сталину", რომელშიც საუბარია თოფზე, რომელიც სოსო ჯუღაშვილს ტულელმა ოსტატებმა დაუმზადეს(тоз-А-ს ბაზაზე). სტატიაში ნათქვამია, რომ აღნიშნული იარაღის კვალი დღეისათვის დაკარგულია. ხოლო მის ტყუპისცალს(ის სტალინის ხელში არასოდეს მოხვედრილა) ,,მცირე უზუსტობა უპოვეს და... თოფი ამჟამად შესანიშნავად არის შენახული". დუბლიკატი ომის დამთავრების შემდეგ ს. ვართაზანიანს(ამ თოფების დამამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელი) გადაეცა. სტატიაში საინტერესოდაა გადმოცემული ყველა ნიუანსი და დეტალი ტყუპისცალი თოფის მექანიზმის, გრავირების და გამოცდების თაობაზე. ჟურნალ ,,ნადირობის" ამ საინტეერსო სტატიას ამ დღეებში გავეცანი და რამდენიმე წყაროში ძებნა დავიწყე(ძალიან მიყვარს ასეთი გართობა )... აქ შემოგთავაზებთ მოკლე თარგმანს ერთ-ერთი რუსული წყაროდან, რომელშიც სტალინის თოფის(ორიგინალი) მფლობელი, რამდენიმე საინტერესო დეტალზე საუბრობს. სამწუხაროდ ორიგინალის მეპატრონე თავის ვინაობას არ ამხელს და მხოლოდ ერთი სურათით შემოიფარგლა. რამდენიმე წლის წინ სრულიად შემთხვევით ვიყიდე სამი თოფი, რომლებიც ადრე სტალინს ეკუთვნოდა. ორი მათგანი გერმანული წარმოების იყო, ხოლო ერთი კი ტულის. სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი თოფები, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ბელადის პირადმა მდივანმა ალექსანდრე პოსკრებიშევმა მიისაკუთრა. პოსკრებიშევმა ეს თოფები გაყიდა და ამის შემდეგ მესამე ხელიდან მოხვდა ისინი ჩემთან. სტალინის ნაქონი ერთი გერმანული თოფი გავაჩუქე, ხოლო დანარჩენი ორი, ჩემი კოლექციის მშვენება გახდა. ტულელების გაკეთებული თოფი 1944 წლის აპრილშია დამზადებული და ბელადს გადაეცა საბჭოთა არმიის 26-ე წლისთავის იუბილეზე. საჩუქარი ,,ვესტლი რიჩარდსის" კლასიკური ორლულიანის ასლია. განსაკუთრებით გამახალისა ცნობამ იმის შესახებ, რომ სტალინის მფლობელობაში ნამყოფი თოფის ადგილმდებარეობა უცნობია(დუბლიკატი ტულის მუზეუმის ТГМО საკუთრებაა). მინდა გაცნობოთ რომ სტალინის თოფი სათუთად ინახება ჩემთან რუსეთში, მოსკოვში. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 25, 2012 Author Report Share Posted July 25, 2012 ტულის იარაღის მუზეუმი ამა წლის 1 მაისიდან ახალსახლობას ზეიმობს ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.