Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Sauer & Sohn ალბათ იშვიათია მონადირე, რომელსაც არ სმენოდეს ზაუერის თოფების შესახებ. მე-19 საუკუნის ბოლოდან ამ ფირმის ნაწარმი შემოდიოდა ჯერ რუსეთის, იქედან კი საქართველოს ბაზარზე(გერმანიაში ფაშისტური მმართველობის პერიოდის გამოკლებით). გერმანიის ყველაზე ძველი ფირმა Sauer & Sohn დაფუძნდა 1751 წელს გერმანიის ქალაქ ზულში იოჰან პაულ ზაუერის მიერ. მე-19 საუკუნის ბოლოს ფირმა გადადის თოფების სამანქანო(კონვეიერულ) გამოშვებაზე, რამაც საგრძნობლად შეამცირა მათი თვითღირებულიება და გაზარდა კონკურენტუნარიანობა. კონსტრუქციებში ზაუერის ფირმა არსებითი ცვლილებების შეტანის გარეშე იყენებდა სხვა ცნობილი ფირმების დეტალებს. ასე მაგალითად, საკეტ სისტემებში გამოყენებული აქვს პერდეს ჩარჩო, გრინერის ურდული; ბერკეტებში ვესტლი-რიჩარდსი; ჩახმახიანებში სასხლეტ-დამცემი მექანიზმი აღებულია ბრიტანელ და ბელგიელ მეიარაღეთაგან, ხოლო უჩახმახოებში_ ენსონ-დილეის სისტემა, რომელიც დაპატენტებული იყო ინგლისში 1875 წელს. უფრო ძვირადღირებულ თოფებზე ზაუერი, გარკვეული დროის მანძილზე აყენებდა ოთხმაგ საკეტს, რომლის მეოთხე კვანძი მდგომარეობდა იმაში, რომ სამიზნე თამასის გაგრძელებას, რომელიც იკეტებოდა კალაპოტში, ჰქონდა ელიფსური ფორმა, თუმცა ამას ჩაკეტვის გაძლიერებაზე უფრო ესტეთიური ეფექტი ჰქონდა. ზოგიერთი მონადირე დარწმუნებულია, რომ ზაუერს გააჩნდა ლულების რაღაც განსაკუთრებული შევიწროება(ჩოკები). აღნიშნულის თაობაზე შეიძლება ითქვას შემდეგი: მე-19 საუკუნის დასაწყისში ზაუერის თოფები გამოდიოდა იმ დროისათვის სტანდარტული შევიწროებით, კერძოდ, მარცხენა სრულო ჩოკი და მარჯვენა მეოთხედჩოკი(გაუმჯობესებული ცილინდრი). აღნიშნული სტანდარტები უფრო მისაღებია როგორც სამოყვარულო, ისე სარეწაო ნადირობისათვის. თუმცა შემდგომში თანდათან შემკვეთების სურვილისამებრ მარჯვენა ლულის შევიწროება გაიზარდა და ნახევარჩოკამდე. მეორე მსოფლიო ომამდე გამოშვებული ზაუერის ფირმის თოფები ასეთი(1,0-0,5) შევიწროებებით იძლეოდნენ სიბურჯღლის მაჩვენებელს 50-55% და 60-65%. შეკვეთების შესაბამისად ფირმა აწარმოებდა ნებისმიერი შევიწროების მქონე თოფებს. აღვნიშნავ, რომ ზაუერის ჩოკები ჩვეულებრივია(ევროპაში მიღებული), რაღაც განსაკუთრებული მათში არც არასოდეს ყოფილა! ახლა განვიხილოთ რამდენიმე საბაზო მოდელი: ჩახმახიანი მოდელი ,,ყარყატი” არის მასიური ქარხნული წარმოების ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი. მას დიდი რეზონანსი არ ჰქონია მისი შედარებით არასაიმედო საკეტის გამო. თუმცა მისი ბევრი კვანძი საფუძველს წარმოადგენს ჩახმახიანი ,,მოდელი-2”-სათვის, რომელსაც გააჩნდა სამმაგი საკეტი სისტემა, ზედა ბერკეტი, უკან დაბრუნებადი ჩახმახი(ჩახმახი დაცემის მერე გამოდის უკან და ნემსებს საშუალებას აძლევს დაიხიონ საწყის პოზიციამდე). ,,მოდელი-2” გამოდიოდა 12, 16 და 20 ყალიბისა, კაკლის კონდახით. 12 ყალიბი იწონის 3,1-3,2კგ-ს. მთლიანობაში თოფი არის კარგი მუშა და ლამაზი(მსუბუქი) გრავიურით შესრულებული. მის ბაზაზე შეიქმნა სპორტული იარაღები ტრანშეული სტენდისათვის, ჩახმახიანი შტუცერები(სხვადასხვა ყალიბი) და კომბინირებულები(ორლულიანი ან სამიანი). ყველა მათგანის წარმოება შეწყდა 20-იანი და 30-იანი წლების გასაყარზე. შიდაჩახმახიანი ,,მოდელი 8" და ,,ქორი” გახდა საბაზო მოდელი უჩახმახოებისა(ჰორიზონტალურების) საკეტით ედისონ-დილეი-პერდე(მოდელი 14, 17, 18, 29ა, 29ც და სხვა.). ,,ქორს” აქვს სამმაგი საკეტი, ზედა ბერკეტი, ავტომატური საკეტი, კაკლის კონდახი. გამოდიოდა 12, 16, და 20 ყალიბისა, წონა 3,1-3,2კგ. ამ მოდელის გაუმჯობესების შედეგად დამცემი ჩაქუჩები და ნემსები გაიყო, დაემატა ეჟექტორი, შეყენების მაჩვენებელი, შეიცვალა კონდახის კონფიგურაცია კალაპოტთან შეერთების ადგილზე, ზოგიერთ კონდახზე გააკეთეს სალოყე, გაუმჯობესდა გრავიურა. მე-17 და მე-18 მოდელების ბაზაზე გაკეთდა ექსპრეს-შტუცერი_ ,,მოდელი 35” ყალიბით 6,5 დან 12,5-მდე. მე-19 საუკუნის დასაწყისში ზაუერი უშვებდა ,,მოდელ-15”-ს, რომელიც იყო მაღალი კლასის იარაღი ჰოლანდ-ჰოლანდის საკეტებით და მდიდარი გრავიურით. ეს მოდელი გახდა სამლულიანი ,,მოდელი-25ა”-ს საფუძველი, რომელიც ძალიან ძვირი იყო, გამოდინარე იქედან, რომ ფირმა სიიაფეზე აკეთებდა აქცენტს, ზაუერმა დაიწყო კონვეიერული სამლულიანის გამოშვება, რომელიც მცირე ცვლილებებით გამოდის დღემდე სახელით ,,მოდელი-30” , ,,მოდელი-32” და ,,მოდელი-3000” ფაშისტების მმართველობის პერიოდში 1933 წლიდან სანადირო იარაღის წარმოება შემცირდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისათვის ზაუერის ქარხნები გადავიდნენ სამხედრო პროდუქციის წარმოებაზე. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანიის აღმოსავლეთში დარჩენილმა ზაუერის საწარმომ კვლავ აღადგინა სანადირო თოფების წარმოება(ფირმის მფლობელები დასავლეთ გერმანიაში გადავიდნენ), თუმცა არსებული მასალების ამოწურვის შემდეგ საბჭოეთიდან შემოტანილმა მასალამ ხარისხი დასწია. პირველი გეგმიური შეკვეთა ზაუერმა საბჭოთა კავშირისაგან 1946 წელს მიიღო. ზაუერის ქარხანა ნაციონალიზირებული იქნა 1948 წელს და შევიდა გაერთიანებაში VVB MEWA. 1951 წლიდან ფირმას VEB Fortuna Werk ეწოდა. 1990 წელს გაერთიანება დაიშალა და აღმოსავლეთ გერმანიაში არსებულმა საიარაღო საწარმომაც იგივე ბედი გაიზიარა. გფრ-ს წარმოქმნასთან ერთად ზაუერის მფლობელები გადავიდნენ ამ ქვეყანაში ქალაქ ეკერფორდში და აღადგინეს წარმოება. ძველი სახელწოდებით J.P. Sauer & Sohn. ამ საწარმოში პირველი ორლულიანი 1951 წელს გამოუშვეს. ამ პერიოდში ფირმა ადგილობრივ საცდელ სადგურზე ცდიდა თოფებს, რომელსაც საკუთარი დამღა გააჩნდა. ეს იყო მუხის ფოთლის სტილიზებული გამოსახულება. მოგვიანებით საფირმო პროდუქციის გამოცდა გადავიდა უფრო დიდ საცდელ სადგურზე. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამოშვებული იარაღი გათვლილი იყო ამერიკის ბაზარზე და შესაბამისად შედარებით(გდრ-გფრ) ხარისხზე კომენტარი აქ ზედმეტია. დაიწყეს ვერტიკალურების გამოშვებაც და კომბინირებულებისაც. მათ გააჩნდათ კერსტონის საკეტები და პერდეს სასხლეტ-დამცემი მექანიზმი. ფირმის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო გაერთიანება შვეიცარიულ(ქ.ნოიჰაუზენი) კომპანიასთან SIG (Schweizerische Industrie Gesellschaft ). პირველი კონტრაქტი შედგა 1973 წელს. 1974 წელს შვეიცარიელებმა ფირმა ზაუერი შეიძინეს და უწოდეს SIG Arms Sauer, იარაღის სავაჭრო მარკა გახდა SIG Sauer. ზაუერი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს კარგ რეკლამას. ბრენდი J.P. Sauer & Sohn იმდენად კარგადაა ცნობილი მსოფლიოში, რომ საწარმოს მფლობელებმა გადაწყვიტეს დაბრუნებოდნენ ძველს და 2001 წლიდან სახელი J.P. Sauer & Sohn GmbH კვლავ აღადგინეს. საწარმო თანამშრომლობს სხვა ქვეყნების ფირმებთანაც და რამდენიმე მოდელი ერთობლივად გამოუშვეს. პირველი ასეთი ერთობლივი პროდუქტი იყო ამერიკულ ფირმა ვეზერბისთან ერთად დამზადებული მჭიდიანი კარაბინი Weatherby-Sauer Mark V. 1972 წელს ფირმამ ხელი მოაწერა პირველ კონტრაქტს კოლტთან და დაამზადა სამლულიანი Sauer-Colt 3000. 1980-იან წლებში დაიწყო თანამშრომლობა ფრანჩისთან, რის შედეგადაც გამოვიდა ოთხი გლუვლულიანი ვერტიკალური მოდელი Sauer-Franchi. ბერეტასთან თანამშრომლობით გამოვიდა ჰორიზონტალური მოდელი Sauer-Beretta VIII და ვერტიკალური Sauer-Beretta Imperial. ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 მამუკას ვკითხე ოთხ ბეჭდიან ზაუერზე PM-ში და აი ეს მომწერა. ვინმეს გამოგადგებათ... რაც შეეხება ზაუერს,ომის შემდეგ მოკავშირეებმა გერმანია შუაზე გაყვეს,დასავლეთი ამერიკა-ინგლის-საფრანგეთის გავლენის ქვეშ მოექცა,აღმოსავლეთი საბჭოთა კავშირის.გერმანიის საიარაღო წარმოების ცენტრად ქალაქი ზული ითვლებოდა,რომელიც ომის შემდეგ საბჭოთა კონტროლის ქვეშ მოექცა.რუსებმა აქ არსებული ყველა ქარხანა აამუშავეს და პროდუქცია რეპარაციის სახით,ანუ მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზეზით საბჭოეთში გაჰქონდათ.თოფები ქარხნებში დარჩენილი მასალებით კეთდებოდა და გერმანელი ხელოსნები მათთვის დამახასიათებელი წესიერებით აწერდნენ თოფებს ზაუერს,ზიმსონს,მერკელს,მეფერტს,ჰაენელს,გრეიფელტს და სხვა.ანუ ვის ქარხანაშიც და ვისი მასალებითაც თოფი კეთდებოდა მის სახელს აწერდნენ,თორემ ზაუერების,ზიმსონების და მერკელების ,,ბუნდღაც,, აღარ იყო გერმანიაში.1950 წლისათვის კრუპის სამბეჭდიანი ფოლადის მარაგი ამოიწურა და რუსებმა რუსეთიდან 50A ფოლადის შემოტანა დაიწყეს და ლულებს 4 ბეჭედი ერტყმებოდა,ანუ გერმანულთან ცოტა აქვს ამ თოფებს საერთო,თუმცა რამოდენიმე მაღალმხატვრული მოდელი ოთხრგოლიანი ფოლადითაც იწარმოებოდა,ხოლო რიგითი მოდელების მასალა და აწყობის დონე მაიმცადამაინც ვერ ბრწყინავს!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 5, 2012 Author Report Share Posted April 5, 2012 როგორც ვხედავ, ზაუერისა და მისი ლულების საკითხი აქტუალურობას არ კარგავს და შევეცდები ცოტათი განვავრცო ეს თემა მეორე მსოფლიო ომამდე ფირმა ზაუერი სალულედ იყენებდა შემდეგი დასახელების კრუპის ფოლადს: ,,სალულე ფოლადი", ,,სპეციალური სალულე ფოლადი", ,,ნიროსტა"(შესაბამისი დამღების სურათები არის ჩვენი ფორუმის განყოფილებაში ,,ფოლადის მარკები"). ზოგიერთ გლუვლულიანსა და შტუცერზე(1945 წლის აპრილამდე გამოშვებულები) იყო დასმული წარწერა SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL, FRIED. KRUPP A.-G. ESSEN, რაც ნიშნავდა, რომ ამ ლულათა ნამზადი სპეციალურ, გაძლიერებულ წრთობას გადიოდა. თავად კრუპი არეკლამებდა ამ ხარისხის ფოლადს, როგორც უნივერსალურს გლუვი და ხრახნილი ლულებისათვის. 1947 წლის გაზაფხულზე კრუპის წარმოებული მასალის მარაგი ამოიწურა და ფირმა ზაუერი თითქმის ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ,,შემთხვევითი" მასალის ხარჯზე გადიოდა ფონს. ამ პერიოდში ლულებს აწერდნენ SPECIAL-LAUF-STAHL(ფოლადის მწარმოებლის მითითების გარეშე) და დამღავდნენ სამი არა გადაჭდობილი, არამედ სამი ერთმანეთის მიმდებარედ მდებარე რგოლით. თითოეულ ამ რგოლში S იყო ჩაწერილი. აღნიშნული დამღა არ იძლეოდა ინფორმაციას ფოლადის ხარისხზე და წარმოადგენდა ფირმა ზაუერის დროებით მარკას. დასავლეთგერმანულ კონცერნ კრუპთან ხელშეკრულების განახლებისა და ზულში სალულე ნამზადის შემოტანის აღდგენის შემდგომ ზაუერებზე კვლავ გამოჩნდა წარწერა SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL, FRIED. KRUPP A.-G. ESSEN და ლეგენდარული სამი გადაჭდობილი რგოლის გამოსახულებაც კვლავ გამოჩნდა ლულებზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სოციალისტური გერმანიის(გდრ) ტერიტორიაზე არსებული ზაუერის ლულებზე ისმებოდა ოთხრგოლიანი დამღა. ეს გახლდათ 50А მარკის საბჭოთა ფოლადი, რომელიც შემოჰქონდათ გდრ-ში. ადვილად რომ განესხვავებინათ იჟევსკისა და კრუპის ნაკეთობა, სწორედ ამიტომ იდამღებოდა ,,სოციალისტური" ნაკეთობა ოთხი რგოლით და წარწერით SPEZIAL-GEWEHR LAUF-STAHL ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted April 5, 2012 Report Share Posted April 5, 2012 კონსტრუქციებში ზაუერის ფირმა არსებითი ცვლილებების შეტანის გარეშე იყენებდა სხვა ცნობილი ფირმების დეტალებს. ასე მაგალითად, საკეტ სისტემებში გამოყენებული აქვს პერდეს ჩარჩო, გრინერის ურდული; ბერკეტებში ვესტლი-რიჩარდსი; ჩახმახიანებში სასხლეტ-დამცემი მექანიზმი აღებულია ბრიტანელ და ბელგიელ მეიარაღეთაგან, ხოლო უჩახმახოებში_ ენსონ-დილეის სისტემა, რომელიც დაპატენტებული იყო ინგლისში 1875 წელს. მაგათაც იცოდნენ კოპირება და მოპარვა კაცო? :scratchchin: ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 5, 2012 Author Report Share Posted April 5, 2012 მაგათაც იცოდნენ კოპირება და მოპარვა კაცო? :scratchchin: ეგენი რუსებივით კი არ იპარავდნენ, არამედ ამის უფლებას ყიდულობდნენ... ციტირება Link to post Share on other sites
levanjashi 0 Posted June 11, 2012 Report Share Posted June 11, 2012 სალამი,დახმარება მინდა თქვენი თუ შეძლებთ:ზაუერი მაქვს ტრი კალცა,მინდა დავადგინო გამოშვების თარიღი და ვისი გრავირებულია,გრავირებულზე აქვს R.SCH ინიციალები,ვერ გავიგე ვინ არის მეუბნება შილერი არისო,სპეც ზაკაზით არის დამზადებული,სერიული არ არის დამაინტერესებს მისი ისტორია,გთხოვთ დამეხმარეთ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 11, 2012 Report Share Posted June 11, 2012 სურათებია საჭირო ლევან. /იმ პოსტებს წავშლი იმ თემაში შენი ნებართვით./ ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 12, 2012 Author Report Share Posted June 12, 2012 სალამი,დახმარება მინდა თქვენი თუ შეძლებთ:ზაუერი მაქვს ტრი კალცა,მინდა დავადგინო გამოშვების თარიღი და ვისი გრავირებულია,გრავირებულზე აქვს R.SCH ინიციალები,ვერ გავიგე ვინ არის მეუბნება შილერი არისო,სპეც ზაკაზით არის დამზადებული,სერიული არ არის დამაინტერესებს მისი ისტორია,გთხოვთ დამეხმარეთ. პიემში მოგწერე ცოტა რამ... სურათები წარმოადგინე ციტირება Link to post Share on other sites
kusa777 0 Posted October 5, 2012 Report Share Posted October 5, 2012 აი ჩემი ზაუერი ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted October 5, 2012 Report Share Posted October 5, 2012 kusa777 კარგი ბიჭი "გყავს" ძმა ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted October 5, 2012 Report Share Posted October 5, 2012 მშვენიერი ეგზემპლიარია,ეტყობა ბობოქარი ცხოვრებითაა ნაცხოვრები,მაგრამ თუ ასაკს გავითვალისწინებთ, მაინც კარგ ფორმაშია.ისე ნუ მიწყენ ძამა,მარა მასე დაჟანგული სანემსეები არ გეკადრება!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted October 5, 2012 Report Share Posted October 5, 2012 kusa777 ხო არ ყიდი და თუ ყიდი რამდენად? ციტირება Link to post Share on other sites
kusa777 0 Posted October 5, 2012 Report Share Posted October 5, 2012 kusa777 ხო არ ყიდი და თუ ყიდი რამდენად? ჯერ არ მიფიქრია მაგაზე და ისე ვნახოთ. ციტირება Link to post Share on other sites
kusa777 0 Posted October 5, 2012 Report Share Posted October 5, 2012 მშვენიერი ეგზემპლიარია,ეტყობა ბობოქარი ცხოვრებითაა ნაცხოვრები,მაგრამ თუ ასაკს გავითვალისწინებთ, მაინც კარგ ფორმაშია.ისე ნუ მიწყენ ძამა,მარა მასე დაჟანგული სანემსეები არ გეკადრება!!!!! მე არ მინდა ხელი ვახლო გასაწმენდად ვინმე კარგ ხელოსანს მივუტან, ისე ჟანგი არ არის რაღაც დენთის კვალს ჰგავს ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted October 5, 2012 Report Share Posted October 5, 2012 kusa777 კალიბრი რომელია? 24? გილზებს სად შოულობ? მაგნუმში ვნახე 1ლარი ღირს ერთი ცალი. ციტირება Link to post Share on other sites
kusa777 0 Posted October 5, 2012 Report Share Posted October 5, 2012 kusa777 კარგი ბიჭი "გყავს" ძმა ხოოო, მართლა მაგარია იშვიათი ეგზემპლიარია, ვამაყობ მაგით. ციტირება Link to post Share on other sites
kusa777 0 Posted October 5, 2012 Report Share Posted October 5, 2012 kusa777 კალიბრი რომელია? 24? გილზებს სად შოულობ? მაგნუმში ვნახე 1ლარი ღირს ერთი ცალი. სპილენძის გილზები მაქვს მე მყოფნის ჯერჯერობით. და ისე არც მიკითხია სადმე თუ იყიდება ქარხნულები. ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted October 5, 2012 Report Share Posted October 5, 2012 თუ დააპირო გაყიდვა შემეხმიანე ისე... კალიბრი არ მხიბლავს სიმართლე გითხრა უბრალოდ ჩახმახებიანი თოფი მაგრად მევასება და ტულას და ეგეთებს არც შევადარებ. ციტირება Link to post Share on other sites
kusa777 0 Posted October 6, 2012 Report Share Posted October 6, 2012 თუ დააპირო გაყიდვა შემეხმიანე ისე... კალიბრი არ მხიბლავს სიმართლე გითხრა უბრალოდ ჩახმახებიანი თოფი მაგრად მევასება და ტულას და ეგეთებს არც შევადარებ. კი ძმაო შეგეხმიანები ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 8, 2012 Author Report Share Posted October 8, 2012 (edited) kusa777 მივიღე შენი პიემი და შევეცდები დაგეხმარო გამოშვების თარიღის დადგენაში ამ სურათზე მოხაზული დამღა მეტყველებს, რომ შენი თოფი გამოშვებულია 1939 წლამდე(ამდაგვარი დამღა 50-იან წლებშიც ისმებოდა, მაგრამ იმას სამფოთლიანი შიდა მოხაზულობა ჰქონდა, ამას ხუთკუთხა აქვს). გაზომე ლულების სიგრძე, თოფის ზუსტი წონა და უფრო დაზუსტებით შევძლებთ თარიღის დადგენას: ზაუერის საფირმო ჩახმახიანი გლუვლულიანები გარკვეულწილად სტანდარტებში იყვნენ მოქცეული: მათი წონა დამოკიდებული იყო ყალიბსა და ლულის სიგრძეზე_ 12 ყალიბში 3,1-3,2 კგ ლულის სიგრძით 760მმ; 16 ყალიბში 2,9-3,0 კგ ლულის სიგრძით 750მმ; 20 და 24 ყალიბში 2,6-2,7 კგ ლულის სიგრძით 710-720მმ. 1930-იანი წლებიდან ფირმამ შეცვალა აღნიშნული პარამეტრები: შეამცირეს ლულების სიგრძე 12 ყალიბისათვის 720მმ-მდე, 16 ყალიბისათვის 700მმ-მდე და 20-24 ყალიბისათვის 680მმ-მდე. ამის შედეგად ჩახმახიანი თოფების მასა შემცირდა დაახლოებით 50-100 გრამით. თუ შენი თოფის ლულის სიგრძე 680-890მმ-ს შეადგენს და წონა მერყეობს 2,5-დან 2,55-მდე, მაშინ მისი გამოშვების სავარაუდო თარიღია 1930-1939 წლები, თუ არადა(ანუ თუ უფრო მძიმეა და ლულის სიგრძეც 710-720მმ-ს ურტყამს), მაშინ გამოშვებულია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან 1939 წლამდე. უფრო ზუსტად 1891-1930 წლებში... გრავირების სიუჟეტისა და ხარისხის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ კატეგორია არის საშუალო-მაღალი... Edited October 8, 2012 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 8, 2012 Author Report Share Posted October 8, 2012 რაც შეეხება სალულე ფოლადს, აღნიშნული მარკა ყველაზე ფართო მოხმარებისაა ზაუერებში(მისი შედარებითი სიიაფის გამო). ციტირება Link to post Share on other sites
kusa777 0 Posted October 8, 2012 Report Share Posted October 8, 2012 რაც შეეხება სალულე ფოლადს, აღნიშნული მარკა ყველაზე ფართო მოხმარებისაა ზაუერებში(მისი შედარებითი სიიაფის გამო). მე ლულების ზომას და თოფის წონას მოგწერ ამ დღეებში და ტუ შეგიძლია სავარაუდო ფასის დადგენა? რა კრიტერიუმებით ხდება შეფასებ? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 8, 2012 Author Report Share Posted October 8, 2012 მე ლულების ზომას და თოფის წონას მოგწერ ამ დღეებში და ტუ შეგიძლია სავარაუდო ფასის დადგენა? რა კრიტერიუმებით ხდება შეფასებ? ფასებზე ვერაფერს გეტყვი, გარდა იმისა, რომ ღირებულებას განსაზღვრავს მოთხოვნილება. გასათვალისწინებელია კონკრეტული ბაზარი(მყიდველი) და კონკრეტული დრო... რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, ეს თემა დაათვალიერე: http://club-monadire.ge/index.php?showtopic=253 ციტირება Link to post Share on other sites
kusa777 0 Posted October 9, 2012 Report Share Posted October 9, 2012 (edited) kusa777 მივიღე შენი პიემი და შევეცდები დაგეხმარო გამოშვების თარიღის დადგენაში ამ სურათზე მოხაზული დამღა მეტყველებს, რომ შენი თოფი გამოშვებულია 1939 წლამდე(ამდაგვარი დამღა 50-იან წლებშიც ისმებოდა, მაგრამ იმას სამფოთლიანი შიდა მოხაზულობა ჰქონდა, ამას ხუთკუთხა აქვს). გაზომე ლულების სიგრძე, თოფის ზუსტი წონა და უფრო დაზუსტებით შევძლებთ თარიღის დადგენას: ზაუერის საფირმო ჩახმახიანი გლუვლულიანები გარკვეულწილად სტანდარტებში იყვნენ მოქცეული: მათი წონა დამოკიდებული იყო ყალიბსა და ლულის სიგრძეზე_ 12 ყალიბში 3,1-3,2 კგ ლულის სიგრძით 760მმ; 16 ყალიბში 2,9-3,0 კგ ლულის სიგრძით 750მმ; 20 და 24 ყალიბში 2,6-2,7 კგ ლულის სიგრძით 710-720მმ. 1930-იანი წლებიდან ფირმამ შეცვალა აღნიშნული პარამეტრები: შეამცირეს ლულების სიგრძე 12 ყალიბისათვის 720მმ-მდე, 16 ყალიბისათვის 700მმ-მდე და 20-24 ყალიბისათვის 680მმ-მდე. ამის შედეგად ჩახმახიანი თოფების მასა შემცირდა დაახლოებით 50-100 გრამით. თუ შენი თოფის ლულის სიგრძე 680-890მმ-ს შეადგენს და წონა მერყეობს 2,5-დან 2,55-მდე, მაშინ მისი გამოშვების სავარაუდო თარიღია 1930-1939 წლები, თუ არადა(ანუ თუ უფრო მძიმეა და ლულის სიგრძეც 710-720მმ-ს ურტყამს), მაშინ გამოშვებულია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან 1939 წლამდე. უფრო ზუსტად 1891-1930 წლებში... გრავირების სიუჟეტისა და ხარისხის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ კატეგორია არის საშუალო-მაღალი... ე.ი. გავზომე და ავწონე ლულის სიგრძე არის 680 მმ და წონა 2,5 კგ-ზე ცოტა მეტი, ასე გამოდის რომ გამოშვების სავარაუდო თარიღია 1930-1939 წლები? და კიდევ რა მაინტერესებს ინტერნეტსჰი ვარსად ვერ მოვიძიე ანალოგიური თოფი სად შეიძლება ვნახო ან კატალოგი ხომ არ იცი ან რაიმე სხვა წყარო, რომ ზუსტად ეს თოფი ვიპოვო? წინასწარ დიდ მადლობას გიხდი გაწეული დახმარებისთვის Edited October 9, 2012 by kusa777 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 9, 2012 Author Report Share Posted October 9, 2012 ე.ი. გავზომე და ავწონე ლულის სიგრძე არის 680 მმ და წონა 2,5 კგ-ზე ცოტა მეტი, ასე გამოდის რომ გამოშვების სავარაუდო თარიღია 1930-1939 წლები? ეგრეა, სწორად ჩაწვდით საქმის არსს კოლეგა ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.