Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

თორის შესახებ

 

თორი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. როგორც ცნობილია, სამცხე იწყებოდა ტაშისკარიდან. იგი მოიცავს გუჯარეთისა და შავწყალას ხეობებს და მტკვრის ორივე ნაპირს ტაშისკარიდან დვირამდე. სახელწოდება წარმოდგება დაბა თორისგან. შუა ფეოდალურ ხანაში თორი ცალკე სადროშო იყო, რომელსაც სათავეში ედგა თორელთა საგვარეულო. შემდგომში იგი ათაბაგების გამგებლობაში შედიოდა, XVI საუკუნეში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII-XVIII სს-ში თორი ქართლის სამეფომ დაიბრუნა.

 

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თორი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის რაიონის ტერიტორიას.

 

ისტორიკოსი ლეონტი მროველი, როდესაც მეფე ფარნაოზის მიერ (III საუკუნის ძვ. წ.) ქართველთა სამეფოში ერისთავთა განწესების შესახებ მოგვითხრობს, აღნიშნავს: ”ფარნაოზმა მეექვსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად და მისცა ტაშისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ აწ არს სამცხე და აჭარა“. ისტორიკოსის ამ ცნობიდან ნათელია, რომ ოძრხის საერისთაოს აღმოსავლეთ ნაწილი – სამცხე ტაშისკარიდან იწყებოდა.

 

ჟამთააღმწერელის ცნობით XIII საუკუნის 80-იან წლებში სამცხის მმართველ ბექა I ჯაყელს ”აქუნდა ტაშისკარითგან ვიდრე სპერამდე და ვიდრე შავ ზღუამდე. სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალისხევი, ჭანეთი… ამასვე აქუნდა უმრავლესი ტაო, არტანი, კოლა, კარნიფორი და კარი“ ამ ცნობებზე დაყრდნობით მკვლევარი გიორგი ზედგინიძე მიიჩნევს, რომ ბექა ჯაყელის სამფლობელოს აღმოსავლეთი ნაწილი – სამცხე ისევ ტაშისკარიდან იწყება, თუმცა შენიშნავს, რომ ბექა ჯაყელის სამფლობელოში შემავალ მხარეთა შორის ისტორიკოსს თორ-ჯავახეთი არ აქვს დასახელებული. ჟამთააღმწერელი ბექა ჯაყელის თაოსნობით თურქთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობის ამბავს რომ გადმოგვცემს, აღნიშნავს: ”და ვითარ ცან ბექამან მოსვლა თურქთა, მოუწოდა ყოვლთა მის ქუეშე დაწესებულთა, ტაშისკარითგან ვიდრე ბასიანამდე: მესხთა, შავშთა, კლარჯთა, კოლა-არტან-კარნიფორელთა და უმრავლესტა ტაოელთა, რამეთუ ამას აქუნდა ესე ყოველთა ქუეყანა; ამათ თან თმოგუელთა და თორელთა და შეკრიბა სიმრავლე ერთი ბევრი და ორი ათასი.“ ამ ცნობით ბექა ჯაყელის სამფლობელო ტაშისკარიდან იწყება, ამასთან, ამავე ცნობიდან ნათლად ჩანს, რომ თმოგველთა და თორელთა საპატრონოები ბექა ჯაყელის ”ქუეშე დაწესებულ“ მხარეთა რიცხვს არ ეკუთვნიან, თმოგველნი და თორელნი მას ეხმარებიან მხოლოდ როგორც მოკავშირეები. როგორც მკვლევარი გიორგი ზედგინიძე ასკვნის, აწინდელი ბორჯომის ხეობა XII-XIII საუკუნეებში სამცხის მთავართა – ჯაყელთა და, ჯავახეთის მთავართა – თორელთა შორის ნაწილდებოდა. ეს რომ ასე იყო, ამას ცხადყოფს XVI საუკუნის კარგად ცნობილი დოკუმენტი ”მცხეთის საკათალიკოსო მამულების სია სამცხეს“ (1516 წლისა), რომელშიც პირველად დასახელებულია ძველი მეპატრონენი და შემდეგ ისინი, ვისაც ნუსხის შედგენის დროისათვის უჭირავთ ის საპატრონონი. ბორჯომის ხეობა ნაწილდება ორ ძველ მეპატრონეთა შორის – სამძივრების და ბუმბულის ძეთა შორის. დოკუმენტში აღნიშნულია: ”სამძივარი მისთა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიით გოგებაშვილს აქუს. ბუმბულის ძენი მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიით ავალიშვილთ და სლესართა აქუს.

Link to post
Share on other sites
  • 4 years later...

თორის შესახებ ფართოდ არ არის ცნობილი, არადა როგორც ჩანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მას, რადგან ქართველთა ლაშქრის მოწინავე ნაწილს, როგორც მახსოვს, სწორედ თორელები შეადგენდნენ. და საერთოდ, ქართველების მთავარი პრობლემა დღეს ისაა, რომ საკუთარ სამშობლოზე ბევრ ჩვენგანს წარმოდგენაც კი არ აქვს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კუთხე-კუნჭული ღვთისგან ბოძებული ამ მადლიანი მიწისა, გულდასმით შევისწავლოთ და მოვუფრთხილდეთ.

 

მაშ ასე, თორი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. როგორც ცნობილია, სამცხე იწყებოდა ტაშისკარიდან. იგი მოიცავს გუჯარეთისა და შავწყალას ხეობებს და მტკვრის ორივე ნაპირს ტაშისკარიდან დვირამდე. სახელწოდება წარმოდგება დაბა თორისგან. შუა ფეოდალურ ხანაში თორი ცალკე სადროშო იყო, რომელსაც სათავეში ედგა თორელთა საგვარეულო. შემდგომში იგი ათაბაგების გამგებლობაში შედიოდა, XVI საუკუნეში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII-XVIII სს-ში თორი ქართლის სამეფომ დაიბრუნა.

 

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თორი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის რაიონის ტერიტორიას.

 

ისტორიკოსი ლეონტი მროველი, როდესაც მეფე ფარნაოზის მიერ (III საუკუნის ძვ. წ.) ქართველთა სამეფოში ერისთავთა განწესების შესახებ მოგვითხრობს, აღნიშნავს: ”ფარნაოზმა მეექვსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად და მისცა ტაშისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ აწ არს სამცხე და აჭარა“. ისტორიკოსის ამ ცნობიდან ნათელია, რომ ოძრხის საერისთაოს აღმოსავლეთ ნაწილი – სამცხე ტაშისკარიდან იწყებოდა.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქართველთა ჯარის მოწინავე ნაწილს სწორედ თორელები შეადგენდნენ, ეს ფაქტი უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რომ თორელები მეწინავე მესხთა რაზმშიც კი, რომელთაც იერიში უნდა მიეტანათ მტერზე პირველებს, წინმდგომები იყვნენ!

 

ამიტომ მეფენი სიყვარულით თორელებს ლაშქრის “შუბის წვერად” მოიხსენიებდნენ.

 

ისტორიაში არის ასეთი ფაქტი: როცა რაღაც მიზეზის თუ სტრატეგიული მანევრის გამო თორელებს მეწინავე ადგილი შეუცვალეს – მათ ბრძოლის ველი ბრძოლის წინ შეურაცხყოფილებმა მიატოვეს!

 

და მხოლოდ მაშინ დაბრუნდნენ ბრძოლის ველზე, როცა ძველი ადგილი და “მამულისთვის პირველად სიკვდილის” უფლება დაუბრუნეს !!!

 

https://diaokh.wordpress.com

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...