Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Christoph Funk Suhl

 

daab3cc5722b.gif

 

გერმანელმა მეწარმემ კრისტოფ ფუნკმა 1835 წელს ქალაქ ზულის ცენტრში დააფუძნა საიარაღო საამქრო. 1864 წელს მან ფაბრიკა ააგო და ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების მასშტაბები გაზარდა. 1890 წელს დამფუძნებელი ბიზნესიდან გავიდა, ხოლო აქედან 5 წელიწადში გარდაიცვალა. 1890-1895 წლებში ფირმის ხელმძღვანელის ვინაობა ისტორიას არ შემოუნახია. ფირმის არსებობის ისტორიაში მისი მფლობელი აუცილებლად ფუნკის გვარისა გახლდათ. 1895 წელს ფირმის მფლობელად ალფრედ და ოსკარ ფუნკები გვევლინებიან, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისათვის კი ოსკარ და ერნსტ ფუნკები. 1920-1939 წლებში საწარმო მხოლოდ ერნსტ ფუნკის საკუთრება იყო, ხოლო 1940- 1944 წლებში კი მისი შვილის, ემილ ფუნკის.

ზულში ფუნკის გვარით რამდენიმე მეიარაღე მოღვაწეობდა, ამიტომ Christoph Funk-ის წარმომადგენლები ყოველთვის ხაზსგასმით აღნიშნავდნენ დამფუძნებლის სახელს.

 

62daa7bb3f04.jpg

 

d1030f3e7066.jpg

 

 

მეოცე საუკუნეში ფირმის აყვავება ერნსტ ფუნკის სახელთანაა დაკავშირებული, რომელსაც ცოლად ცნობილი გერმანელი ფაბრიკანტის კესლერის ქალიშვილი ყავდა. ნათესაურმა კავშირებმა წარმოების სფეროს ორგანიზაციაში ახალი ფორმები განაპირობა. 30-იან წლებში ფირმაში გამოჩნდა ექსპანსიური ვაზნების რამდენიმე მოდელი Funk Kupfermantelgeschosse და Funk-Gerl-Rekordgeschoss სახელებით.

1935 წელს ერნსტ ფუნკმა იყიდა ფაბრიკა NIMROD. ორი წლის შემდეგ ამ საწარმოს დირექტორად უფროსი ვაჟი ალფრედი დაინიშნა.

 

 

0ede3dc3180c.jpg

 

9e8545eca267.jpg

 

 

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ომიდან დაბრუნებული მისმა უმცროსმა ვაჟმა, კარლ-ერნსტმა აღადგინა იარაღის წარმოება(ამ პერიოდში საწარმოში 30 ოსტატი მუშაობდა). 1972 წელს ფირმა Buhag-ის მეიარაღეთა გაერთიანებაში შევიდა და საკუთარი სახელით იარაღი აღარ უწარმოებია.

ფუნკის თოფებს ახასიათებთ აწყობისა და გაფორმების ბრწყივნალე ხარისხი, საუკეთესო ბალისტიკური მაჩვენებლები, რაც გერმანული წარმოების თოფებში ტრადიციული მოვლენაა.

ფირმა ხასიათდებოდა წარმოების მცირე ტირაჟითა და ცალობრივი დამზადებით. მაგალითად, 1924-1942 წლებში სულ გაკეთებულია 2300 ერთეული თოფი ანუ წელიწადში საშუალოდ 125 ერთეული.

 

e3b43bbf4d2f.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

FUNK

 

3e1dafdb9729.jpg

 

გამოშვებულია 1949 წელს; ყალიბი 12/70; ავტომატურ მცველზე; ლულის სიგრძე 74სმ; არხის დიამეტრი 18,5; ჩოკები 1,2-1,2; წონა 3,13კგ;

 

 

c05ff8447e1f.jpg

 

 

 

232bd6f3c28c.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...