Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Mauser

 

 

8990faab4b32.jpg

 

ალბათ იშვიათია იარაღის მოყვარული, რომელსაც გვარი მაუზერი არ გაუგია. ეს სიტყვა გერმანულ იარაღთან ასოცირდება, ხოლო ამავე სახელობის 10 ტყვიანი პისტოლეტი-კარაბინი კი ახლო წარსულის ისტორიაში მყარადაა ჩაბეჭდილი.

 

3c79ae45a410.jpg

 

იარაღის სამყაროში ძმები ვილჰემ და პაულ მაუზერები უკვე დიდი ხანია ლეგენდად იქცნენ. მათ უამრავი გამოგონება ეკუთვნით, მაგრამ მთავარი, გასწვრივ მოძრავი საკეტია, რომელიც უცვლელად ან მცირე მოდიფიცირებით დღესაც ამშვენებს კარაბინების უდიდეს უმრავლესობას.

სანადირო კარაბინების საბაზო მოდელი ,,მაუზერ 98" გახდა.

 

 

bd7aef1a3d9e.jpg

 

 

 

ძმები მაუზერები დაიბადნენ მეიარაღის ოჯახში. ვილჰემ მაუზერი(1834-1882წწ) დიდი ხნის განმავლობაში ობერნდორფის სამეფო საიარაღო ფაბრიკაში მუშაობდა. მისი ძმა პაული(1838-1914) საწარმოო პროცესში ოსტატის დამხმარედ 1850 წლიდან ჩაერთო. თავისი მოღვაწეობა ძმებმა იმით დაიწყეს, რომ შექმნეს პირველი ერთტყვიანი კარაბინის გასწვრივ მოძრავი საკეტი(800დან 1800 მეტრამდე გაზარდეს მიტანა), რომელიც გერმანიის ჯარის შეიარაღებაში იქნა მიღებული 1871 წელს.

საკუთარი საწარმო ძმებმა 1872 წელს დააფუძნეს ობერნდორფში. ის 1874 წელს სამეფო საიარაღო ფაბრიკამ შეისყიდა და გაერთიანებული საწარმოს Gerbruder Mauser & Co დაერქვა. კომპანიის ხელმძღვანელები რათქმაუნდა ძმები მაუზერები გახდნენ. 1887 წლისათვის ეს საწარმო 500 თოფზე მეტს აწარმოებდა დღეში.

1884 წელს ფირმა სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა სახელწოდებით Waffenfabrik Mauser A. G.

მაუზერის საწარმომ 1894 წელს გამოუშვა პირველი სანადირო კარაბინები 6 და 7,9X 57მმ ყალიბზე. ისინი გერმანიის კაიზერისათვის ვილჰემ მეორისათვის იყო დამზადებული. მათი გამოცდა კაიზერმა თავად მოახდინა და ძალიან კარგად დაახასიათა. ეს გახდა საწინდარი ამ კარაბინების ძალიან დიდი პოპულარობისა. ამ სანადირო კარაბინის ბაზაზე თავის თოფებს აწარმოებენ ისეთი გრანდები, როგორებიცაა: ჰოლანდ-ჰოლანდი, ჯონ რიგბი, ვესტლი რიჩარდსი, ავგუსტ ფრანკოტი, ერნესტ დიუმულენი, ჰაიმი, ვაისი, ვინჩესტერი, რემინგტონი, რუგერი და სხვები.

1898-ში პაულ მაუზერმა გამოუშვა ახალი მოდელი Model 98, 8X57 ვაზნით, რომელიც ას მილიონამდე ცალი გაიყიდა და 1912 წლამდე იყო ექსპლოატაციაში.

1995 წელს "Mauser-Werke Oberndorf Waffensysteme GmbH"-მა გამოუშვა ე.წ. ბოლტ-აქციის სანადირო კარაბინი: მოდელი 96.

2003-ში გამოვიდა "M 03" მოდელი.

2004-ში ეს კომპანია შევიდა Rheinmetall Waffe Munition GmbH-ში J.P. Sauer & Sohn თან, Blaser and Swiss Arms თან ერთად და კონსორციუმს ეწოდა SIGARMS, 2007 წლიდან კი SIG SAUER.

გარდა ხრახნილლულიანებისა მაუზერი 2 გლუვლულიან მოდელსაც აწარმოებს, რომლებიც უმაღლეს კატეგორიაში გადის.

პირველი მოდელია 12 ყალიბის ორლულიანი ლულათა ჰორიზონტალური წყობით Bristol. მეორე მოდელი კი ბოქსფლინდია სახელით Kontest

 

 

 

Bristol

19304be15836.jpg

 

 

 

Kontest

53a01b637001.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

Gurulo

 

მაუზერის კარაბინებზეც მოგვახსენე რამე, შენებურად, გემრიელად.

 

ახალი მოდელები დაგვაძალე, იქნება როდესმე ვიყიდოთ ვინმემ :hi:

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

მაუზერის კარაბინებზეც მოგვახსენე რამე, შენებურად, გემრიელად.

 

ახალი მოდელები დაგვაძალე, იქნება როდესმე ვიყიდოთ ვინმემ :hi:

 

რომელიც "დაგაძალეთ" ხომ დავცალეთ მაღაზიები... :haha: :haha: :haha:

 

 

ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ პირადად ჩემში გლუვლულიანი უფრო დიდ ინტერესს იწვევს ვიდრე კუთხვილი...

აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სამწუხაროდ კარაბინით სანადირო კაი ხანია არაფერია ჩემს ქვეყანაში. თუ არ ნადირობ, ისე იარაღისადმი ინტერესი კლებულობს ზოგადად ხალხში.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...