Jump to content
Club-Monadire.Ge

MERKEL JAGD- UND SPORTWAFFEN GMBH


Recommended Posts

MERKEL JAGD- UND SPORTWAFFEN GMBH

 

5e6811b26aae.jpg

 

 

ეს გერმანული სანადირო იარაღი ისეთივე შეუბღალავი სიმბოლოა ნაციონალური ტრადიციებისა, როგორც ბრანდენბურგის ჭიშკარი და ბავარიული ლუდი.

1898 წელს ქ. ზულში ძმებმა ალბერტ ოსკარმა, გებხარდმა და კარლ პაულ მერკელებმა გააერთიანეს თავიანთი სააწარმოები ღია სავაჭრო საზოგადოებად და დაირქვეს ,,ძმები მერკელები”.

1905 წელს ორლულიანი ჰორიზონტალური გლუვლულიანებისა და ერთლულიანი შტუცერების მხარდამხარ დაიწყეს ვერტიკალური თოფების გამოშვება, რომლებმაც მოუტანეს ამ ფირმას ყველაზე დიდი აღიარება. ვერტიკალურებმა არა მხოლოდ ასახელეს ფირმა, არამედ მოახდინეს რევოლუცია მსოფლიო იარაღთწარმოებაში.

მერკელების ვერტიკალური თოფების კონცეფცია, მალევე განმეორდა( რა თქმა უნდა რიგი გადამუშავებებით) ინგლისში ჯონ რობერტსონის მიერ(მუშაობდა თომას ბოსის კომპანიაში), რომელმაც აიღო პატენტი ორიგინალურ ბოკფლინდზე, ხოლო შემდეგ ბელგიაში 1925 წელს ჯონ ბრაუნინგის მიერ. არაა შემთხვევითი, რომ სწორედ ეს კონსტრუქციები ვერტიკალური ორლულიანებისა(,,მერკელი”, ,,ბოსი”, ,,ბრაუნინგი” ) გახდნენ საბაზოები მსოფლიოს ყველა მეიარაღისათვის.

 

aa6f2c585e65.jpg

 

 

გერმანიის გაერთიანებიდან რამდენიმე წელიწადში, კერძოდ, 1994 წელს, საწარმოს პრივატიზების შემდეგ, მან მიიღო სახელი MERKEL JAGD- UND SPORTWAFFEN GMBH.

რაა იაღაღი მერკელი? ეს უპირველესად ტრადიციული გერმანული კლასიკაა, და რა თქმა უნდა: ბალანსი, ბრწყინვალება და საუკეთესო ბალისტიკა.

დღეს ,,ძმები მერკელები” ესაა 30 მოდელის(გლუვი, ხრახნილი და კომბინირებული) საცალო წარმოება, სხვადასხვა ყალიბები, სხვადასხვა გრავიურითა და სხვადასხვა მასალებით.

სერია 300-ის ვერტიკალურები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ელიტარულობით. ისინი ეკუთვნიან არა უბრალოდ მაღალ კლასს, არამედ უმაღლესს.

merkel 303 უზუსტესი ხელით შრომის შედეგია. მისი რესურსი 100-150 ათასი გასროლაა.

merkel 323 და merkel 313 არა მხოლოდ საუკეთესო იარაღია მსხვილ ნადირზე სანადიროდ, არამედ ოცნება კოლექციონერთათვის.

 

462e3632d35c.jpg

 

ფირმის ახალი მოდელები merkel 2000 და merkel 2001 მზადდება 2002 წლიდან. ისინი მხოლოდ მაგნუმის ვაზნაზეა(76მმ). ტრადიციულად ლულის სიგრძეა 600მმ, ხოლო მასა 2,9-3,5კგ.

ჰორიზონტალურებიდან აღსანიშნავია merkel -40 და merkel 60. მათი სასხლეტები დაფარულია ტიტანის ნიტრიტით, რაც სხვასთან ერთად განუმეორებელ სახეს აძლევს ამ დეტალს(ოქროთი გაკეთებულს ჰგავს).

merkel -40 და merkel 60-ის ბაზაზე შემუშავებულია ორლულიანი ხრახნილი ან შტუცერი merkel -140 და merkel 160.

მონადირეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს მერკელის სამლულიანებიც, რომლებიც ბევრ თაობებს ემსახურება.

,,დრილინგი”, ასე ეძახიან გერმანელები სამლულიანებს, გერმანელების გამოგონებაა. 1868 წელს მიუნხენელმა მეიარაღემ ობერჰამერმა გააკეთა პირველი სამლულიანი. პირველი კომბინირებულები ძალიან მძიმე და მოუქნელები იყო.

1930-იანი წლების დასაწყისიდან სამლულიანები დაიხვეწა და მივიდა თითქმის თანამედროვე სრულყოფილებამდე. ახლა კი მერკელის ,,დრილინგები” მეტალურგიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, კიდევ უფრო გამძლე და სრულყოფილი გახდა. გაუმჯობესდა ბალანსი და შემცირდა წონა 2,8-2,9 კგ-მდე.

 

4eb1c45a665a.jpg

 

მერკელების საოჯახო დინასტია

 

 

 

მსოფლიო ბრენდი ,,მერკელი" სამი მეიარაღე ძმის მიერაა დაფუძნებული. ინტერესმოკლებული არ იქნება ამ დიდი მეიარაღე ოჯახის ისტორიის რამდენიმე შტრიხი.

 

,,ძმები მერკელების" დამფუძნებელთა წინაპრები ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდანაა ცნობილი. ძმების მამა ფრიდრიხ ერნსტ ფერდინანდ მერკელი ზულში იარაღის გრავიორი იყო და თავის შვილებს ადრეულ ასაკში შეასწავლა ხისა და მეტალის დამუშავების ტექნოლოგია. მისი მეუღლეც მეიარაღის ოჯახიდან იყო წარმოშობით. მშობელთა გავლენა შვილების პროფესიის არჩევანში გადამყვეტი აღმოჩნდა.

ოჯახი მრავალშვილიანი იყო(7 ძმა და 6 და) , მაგრამ ყველა ვაჟი მეარაღე გახდა. ბედისწერამ ექვსი დაც იარაღის წარმოებას დაუკავშია_ისინი ცოლად მეიარაღეებს გაჰყვნენ.

საკუთარი საიარაღო საწარმო პირველად უფროსმა ძმამ ერნსტ ავგუსტმა დააფუძნა(დაბადებული 1853 წელს). კომპანიას მისი სახელი და გვარი დაერქვა, სახელი თოფებს ეწერებოდა ლულის ზემოდან(ხშირად ვერცხლის ინკუსტაციით)_ E.A. Merkel. ამ კომპანიაში უფროს ძმასთან ერთად ასაკით მეორე ძმა, ოტო გოლტლიბი და მეოთხე ძმა ლუის ფრანც ფერდინანდი მუშაობდნენ. საწარმოში იმ დროს გავრცელებული კონსტრუქციების სხვადასხვა სანადირო მოდელებს აწარმოებდნენ.

მერკელის გვარის შემდეგი საწარმო მესამე ძმამ, ოსკარმა 1894 წელს დაარეგისტრირა. ძალიან ნიჭიერი კონსტრუქტორი იყო მეხუთე ძმა გერბჰარდი. მისი რამდენიმე პატენტი საფუძვლად დაედო თოფებს ლულათა ვერტიკალური წყობით.

1920 წელს გერბჰარდ მერკელი მისი ბაბუის(H.G. Funk) მიერ დაფუძნებული საიარაღო ფაბრიკის თანამფლობელი გახდა.

მეექვსე ძმამ, კარლ პაულ მერკელმა, მეიარაღის პროფესია 1884 წელს დაიწყო კონდახის დამზადების შესწავლით. უკვე 1892 წელს ის შეკვეთებს იღებდა. კარლ პაუელმა სწრაფად ჰპოვა პროფესიული აღიარება და მალე შეკვეთების უმეტესობას ძმის გერბჰარდის ფირმისათვის ასრულებდა.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მეშვიდე ძმამ, ბერჰარდ ემილმა, სპორტული და სანადირო იარაღის მწარმოებელი საკუთარი საწარმო დააფუძნა. ეს საოჯახო საწარმო გახლდათ, რომელშიც გარკვეული დროის შემდეგ მისი სამი შვილიშვილი მოვიდა სამუშაოდ. ამ საწარმოს საფირმო წარწერა გახლდათ B. Merkel Suhl. აქ არა მარტო საკუთარი კონსტრუქციის უმაღლესი ხარისხის იარაღს უშვებდნენ, არამედ ახდენდნენ სხვა თოფების რემონტსაც. კომპანია წარმატებით ვითარდებოდა და 1930 წლისათვის მასში დასაქმებული იყო 12 ოსტატი.

1898 წელს შექმნილი კომპანიის_ ,,ძმები მერკელების" დამფუძნებლები იმ დროისათვის ჩამოყალიბებული და ავტორიტეტული ოსტატები იყვნენ, რომელთაც საკუთარი ხედვა და ხელწერა გააჩნდათ.

1907 წელს ალბერტ ოსკარი გამოდის ,,ძმები მერკელებიდან" და ქმნის საკუთარ ახალ ფირმას Gewehrfabrik Oskar Merkel & Co. ეს საწარმო შიდა და გარე ჩახმახიან თოფებს უშვებდა ლულათა ჰორიზონტალური და ვერტიკალური წყობით. აგრეთვე აწარმოებდა მჭიდიან კარაბინებსაც, რომელთაც ძალიან ორიგინალური სასხლეტი მექანიზმი ჰქონდათ. მექანიზმზე დაწოლის ძალა რეგულირდებოდა(მაშინ საინტერესო სიახლე გახლდათ).

Link to post
Share on other sites

ცოტა უფრო ვრცლად 303 მოდელის შესახებ.

 

 

f9e66e1db008.jpg

 

 

 

1924 წლიდან ვიდრე დღემდე მოდელი 303 იყო და რჩება კლასიკად მერკელის შედევრებს შორის.

1932 წელს ეს იარაღი უფრო ძვირი ღირდა ვიდრე ავტომანქანა Opel P4. ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას რომ ეს მოდელი ფუფუნების საგანი იყო და არის.

ამ მოდელის თანამედროვე ეგზემპლარებმა სახე, პროპორციები და მუშაობის პრინციპი შეინარჩუნეს, ამასთან მასალის მხრივ ტექნოლოგიური მიღწევები სრულადაა ჩადებული მასში.

სერია 303-ის შემუშავებისას დასმული იყო შემდეგი სახის ამოცანა: შეექმნათ იდეალური სანადირო იარაღი როგორც ტექნოლოგიურად, ასევე დიზაინის მხრივ. მერკელის ამ მოდელის გადაკოპირება მთელ მსოფლიოში დაიწყეს, თუმცა საუკეთესო ასლებიც კი ჩამოუვარდებოდნენ ორიგინალებს. დღემდე მერკელის ამ მოდელის დამზადებაში ლომის წილი ხელით შრომაზე მოდის.

 

e10dcc19c2ba.jpg

 

 

კალაპოტი ფოლადისაა, რომლის ბრწყინვალება იმთავითვე ხაზს უსვამს მისი დამზადების შრომატევადობას. გრავირების სანადირო თემატიკა კი დახვეწილ გემოვნებაზეა გათვლილი.

 

 

 

362ade1fc8bf.jpg

 

 

კერსტენის ორმაგი საკეტი მყარად კეტავს ლულის ბლოკს;

 

 

 

79fdaa880372.jpg

 

 

გვერდით დაფებზე განლაგებული საკეტები სახსნელია. თუ აქედან მექანიზმში ჩავიხედავთ თვალნათელი ხდება ტექნოლოგიური სრულყოფილება და ელეგანტურობა. ფირფიტოვანი საბრძოლო ზამბარები საგრძნობლად სწრაფებია ვიდრე ზამბარისებრნი, ამით საგრძნობლად ამცირებენ გასროლის დროს. ფირფიტოვანი საბრძოლო ზამბარა დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება სროლის სისწრაფის მხრივ.

 

 

 

bdf36ef7f01a.jpg

 

 

 

ეჟექტორები,

 

 

e00f5339c070.jpg

 

 

 

ორი სასხლეტი, რომელთაც გააჩნიათ ამაღლებული უსაფრთხოება: გასროლისას წინა სასხლეტი ინაცვლებს წინ.

 

 

თოფს გააჩნია არაავტომატური მცველი.

 

 

1bf4f5026541.jpg

 

 

სამი ნაწილისაგან შემდგარი ტიბჟირი იარაღს განსაკუთრებულ ელეგანტურ სახეს აძლევს.

 

 

876c253b7df3.jpg

 

 

კაკლის კონდახის ყელს ეს ,,ჰალსტუხი" ამშვენებს.

 

 

მოდელმა 303-მა მერკელის ფირმას ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო იარაღის მწარმოებლის იმიჯი შესძინა. მოდელს გააჩნია 4 დამოუკიდებელი საკეტი სისტემა, რომელსაც კიდევ ემატება საკეტი ელემენტი ,,ცირკული". ეს ელემენტი გასროლის მომენტში დამატებით უზრუნველყოფს ჩაჭიდებას ლულასა და კალაპოტს შორის.

 

 

 

უფრო გათანამედროვებულ 303E ვარიანტში შემკვეთის სურვილისამებრ_ მცველი შეიძლება იყოს ავტომატური; ერთ სასხლეტზე; სელექტორზე; ყალიბი 12/76 და 20/76; ლულის სიგრძე 71 სმ (12 ყალიბი), 68სმ (20 ყალიბი);

საერთო სიგრძე 114 სმ (12 ყალიბი), 111სმ (20 ყალიბი); წონა 3,2 კგ.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

მოდელი 2000 Е©

 

e0327a2c189c.jpg

 

641fced2f658.jpg

ყალიბი 12 ან 20, საერთო სიგრძე 1120მმ, ლულის სიგრძე 710მმ(12 ყალიბში) ან 680მმ(20 ყალიბში), სავაზნე 76მმ, ფიქსირებული ჩოკები(0,5-0,5; 0,25-0,75; 1,0-0,5) წონა 3,2 კგ. კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია, ენსონ-დილეის მექანიზმი, ლულათა ჩაკეტვა_ კერსტენი, ეჟექტორზე(მყიდველის სურვილისამებრ შესაძლებელია მათი გამომრთველის კომპლექტაცია). სტანდარტული მოდელები აღჭურვილია ერთი სასხლეტით(გადამრთველის გარეშე). მისი ალტერნატივაა ერთი სასხლეტი გადამრთველით ან ორი სასხლეტი. გრავირება_არაბესკები(ამას გარდა შესაძლებელია დამატებითი მხატვრული გაფორმება).

 

 

 

 

მოდელი 2001 Е©

 

 

8c0b93daa4a7.jpg 712f7e13a5d5.jpg

f3a415bc4338.jpg

ყალიბი 12 ან 20, საერთო სიგრძე 1120მმ, ლულის სიგრძე 710მმ(12 ყალიბში) ან 680მმ(20 ყალიბში), სავაზნე 76მმ, ფიქსირებული ჩოკები(0,5-0,5; 0,25-0,75; 1,0-0,5) წონა 3,1 კგ. კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი.

ტექნიკური პარამეტრები 2000E ანალოგი.

 

 

 

 

 

 

 

მოდელი 2002 Е©

 

b07063c41836.jpg

 

 

ყალიბი 12 ან 20, საერთო სიგრძე 1120მმ, ლულის სიგრძე 710მმ(12 ყალიბში) ან 680მმ(20 ყალიბში), სავაზნე 76მმ, ფიქსირებული ჩოკები(0,5-0,5; 0,25-0,75; 1,0-0,5) წონა 3,1 კგ. კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი, ფალშდაფებზე, ტიბჟირი შედგება 3 ნაწილისაგან.

ტექნიკური პარამეტრები 2000E ანალოგი.

 

 

 

 

 

 

Merkel 40 E

 

96b975dfad89.jpg 9dcab0bc37d3.jpg

 

24caa12206be.jpg

ყალიბი 12 ან 20, საერთო სიგრძე 1130მმ, ლულის სიგრძე 710მმ(12 ყალიბში) ან 680მმ(20 ყალიბში), სავაზნე 76მმ, ფიქსირებული ჩოკები(0,5-0,5; 0,25-0,75; 1,0-0,5) წონა 3,0 კგ(12 ყალიბში) და 2,8 კგ(20 ყალიბში). კონდახი მაღალი კლასის კაკალი, ენსონ-დილეის მექანიზმი, შეყენების მაჩვენებლები, გრინერის ჭანჭიკი(ტერმინი ,,ურდული" ჯობია :hi: ) და ორმაგი ქვედა საკეტი, ავტომატური მცველი, გრავირება შემკვეთის სურვილისამებრ(შესაძლებელია კეთილშობილი ლითონის ინკუსტაცია), ერთ ან ორ სასხლეტზე.

 

 

 

 

 

Merkel 60 E

 

 

f28848d0f608.jpg e8e0d587c616.jpg

df2fcd468241.jpg

ყალიბი 12 ან 20, საერთო სიგრძე 1130მმ, ლულის სიგრძე 710მმ(12 ყალიბში) ან 680მმ(20 ყალიბში), სავაზნე 76მმ, ფიქსირებული ჩოკები(0,5-0,5; 0,25-0,75; 1,0-0,5) წონა 3,1 კგ(12 ყალიბში) და 2,8 კგ(20 ყალიბში). კონდახი მაღალი კლასის კაკალი, საიდლოკი, არაბესკების გრავირებით, სხვა მაჩვენებლები 40Е მოდელის ანალოგი. შემკვეთის სურვილისამებრ შესაძლებელია მონოგრამები, ერთი სასხლეტი და ა.შ.

Link to post
Share on other sites

უბრალოდ შიშს მგვირს ამაზე ოცნება, არადა ამ ფირმის კომბინირებული, სამ ლულიანი საქართველოს პირობებში რა იქნებოდა...!

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

მერკელების სერია 200 Merkel 201E, 202E და 203E

 

 

Merkel 201E

0a84293b95b3.jpg

 

 

 

 

Merkel 202E

27bc5fbeaf01.jpg

 

 

 

 

Merkel 203E

f75d96934bcd.jpg

 

 

ეს სერია ყველა საცალო შესრულებისაა, რომლებიც მკაცრი სტილითა და გაფორმებით ხასიათდება. განსხვავდება საკეტებსა და დაფებშია. სერია შედგება Merkel 201E, 202E და 203E მოდელებისაგან. Merkel 201E აღჭურვილია ,,ბლიცით"; 202E ,,ბლიცითა" და ფალშდაფით, ხოლო 203E მოდელს აქვს ჰოლან-ჰოლანდის სასხლეტ-დამცემი მექანიზმი(გვერდით დაფებზე).

სასხლეტი აქვთ ერთი ან ორი; საბრძოლო ზამბარა იძაბება თოფის გადახსნისას. სერიის ყველა თოფის ჩაკეტვა კერსტენით ხდება და მისი სახსრის ღერძი გათვლილია რამდენიმე ასეულ ათას გასროლაზე.

სერიის ყველა თოფი აღჭურვილია ეჟექტორით(არის გამორთვადი ეჟექტორებიც). ლულები დამზადებულია ცივი ჭედურობის მეთოდით და მათი სიგრძე შეადგენს 680-710 მმ-ს; საერთო სიგრძეა 1120-1150მმ, ლულათა შევიწროება შემდეგ კომბინაციებშია: 0,5-1,0; 0,25-0,75 ან 0-0,5;

სახსრის ღერძი მთლიანია, კალაპოტი დამზადებულია ლეგირებული ფოლადით;

ყველა მოდელზე კონდახი და ტიბჟირი კაკლისაა.

ყალიბები შეიძლება იყოს 12, 16, 20 ან 28, ხოლო სავაზნე 70 ან 76მმ.

მცველი გვხვდება ავტომატური ან არაავტომატური(გააჩნია ინტერსეპტორები).

წონა შეადგენს 3,2-3,4კგ-ს.

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

Merkel 40E

 

665523695622.jpg

 

კონკურენცია მარკეტინგში ერთ-ერთი გადამწყვეტი დეტალია. სწორედ მისი დამსახურებით ხშირად მომხმარებელი რჩება მოგებული.

კომპანია მერკელმა 40E-ზე ფასები დაწია. აღნიშნული შეეხო 40E-ის ყველა მოდიფიკაციას 12 და 20 ყალიბში. სულ ახლახანს აღნიშნული მოდელის საშუალო ფასი აშშ-ში 4600$ გახლდათ, ხოლო დღეიდან იგი 4000$ ეღირება.

არანაირი ტექნიკური ცვლილება ან კომპლექტაციის შემცირება Merkel 40E-ს შემთხვევაში არ მომხდარა(დაინტერესებულ მკითხველს შევახსენებ, რომ მაგალითად, ბერეტამ თავის A 300-ზე ფასების შემცირებისას კომპლექტაციიდან ამოიღო საკიდი სარტყელის დამჭერები(ე.წ. ანტაბკები) და სამი ჩასახრახნი ჩოკიდან დაუტოვა მხოლოდ ერთი).

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...