Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Frankonia Jagd ფირმა 1907 წელს ბავარიის ქალაქ ბიურცბურგში მეიარაღე ნიკოლაუს ჰოფმანმა დააფუძნა. დროთა განმავლობაში ფირმა პატარა საამქროდან მძლავრ საიარაღო კონცერნამდე გაიზარდა(მოიცავდა რამდენიმე დიდ საწარმოს) . 1945 წელს კონცერნის ყველა ფაბრიკა მოკავშირეების ავიადაბომბვების შედეგად განადგურდა. 1956 წელს ჰოფმანმა კვლავ განაახლა იარაღის წარმოების საკუთარი ბიზნესი. საწარმოში 80 ოსტატი იყო დასაქმებული. ფირმის სახელს Jagd(ნადირობა) 70-იანი წლების შუა წლებიდან დაემატა. ახლა ფირმა სანადირო მაღაზიების ქსელის მფლობელია მთელი გერმანიის მასშტაბით. ამ სავაჭრო იბიექტებში პარალელურად იარაღის სარემონტო საამქროებია. ბოლო წლებში ფირმამ საფრანგეთში, დანიაში, ბელგიასა და ჩეხეთში დააფუძნა შვილობილი ფირმები. სათაო საწარმო, რომელიც ძველებურად ბიურცბურგში მდებარეობს, კლიენტის სურვილისამებრ იღებს საფოსტო შეკვეთებს, აწარმოებს იარაღის კომპლექტაციასა და გადაზიდვას. გარდა ამისა კომპანიას მეიარაღეების მოსამზადებელი სასწავლო კურსებიც აქვს. საწარმო ,,მაუზერ-98"-ის ბაზაზე ხრახნილლულიანების სერიას უშვებს სახელწოდებით Frankonia favorite. აღსანიშნავია, რომ ფირმა თავის მაღაზიებში ყიდის იტალიური და რამდენიმე აღმოსავლეთ ევროპელი მწარმოებლის გლუვლულიანებსა და კომბინირებულებს. Frankonia Astore side-by-side ყალიბი 12; სავაზნის სიგრძე 70მმ; ერთ სასხლეტზე; წონა 3,2 კგ; სიგრძე 115 სმ; ლულის სიგრძე 70სმ; ლულათა შევიწროება 0,5 და 1,0; ეჟექტორზე ან ექსტრაქტორზე; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის). ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.