Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Hartmann & Weiss

3fa5c4c7b906.jpg

 

 

კომპანია 1965 წელსაა დაფუძნებული ოტო ვაისისა და გერჰარდ ჰარტმანის მიერ.

ვაისს მეიარაღის პირველი სკოლა ინგლისსა და შვეიცარიაში ჰქონდა გავლილი, ხოლო ჰარტმანს ავსტრიაში. 1955 წელს ვაისმა ზულის მეიარაღეთა სკოლაში დაამთავრა სწავლა, ხოლო ჰარტმანმა კი 1959 წელს, ჰამბურგში.

ეს ორი მეიარაღე ერთმანეთს 1963 წელს შეხვდა ჰამბურგში და აქედან 2 წელში დააფუძნეს საკუთარი მცირე საამქრო. ფირმა თავიდანვე ექსკლუზიური იარაღის წარმოება-რესტავრაციაზე იყო ორიენტირებული. საკუთარი წარმოებისპირველი თოფი 1970 წელს იყო გამოშვებული.

 

bef52b8ae81c.jpg

 

70-იანი წლების ბოლოს საწარმოს ცნობადობის ზრდასთან ერთად საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნილებაც. საჭირო გახდა საწარმოო ბაზის გაფართოება და საწარმო გადადის იმავე ქალაქში Rahlstedt-ზე, სადაც გარდა წარმოების საშუალებებისა საკუთარი საგამოცდო სადგურიც არსებობდა(საწარმოში ოსტატების რაოდენობაც გაიზარდა 6-მდე).

1980 წელს ფირმა Hartmann & Weiss იყო პირველი გერმანული საწარმო, რომელიც Mauser Magnum-ს(ბოლტი) აწარმოებდა.

 

fb4702a17bcd.jpg 47ec1c9b8203.jpg

 

 

 

ერთლულიანი ხრახნილლულიანები Mauser 98-ის ბაზაზეა დამზადებული. გრავირება და შებოლვა კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად კეთდება; ყალიბები .243 Winchester, .308 Winchester, .22-250 Remington, .300 Winchester Magnum.

 

80-იანი წლების შუა პერიოდიდან ასორტიმენტი საგრძნობლად გაიზარდა.

ამ ახლგაზრდა კომპანიას, რომელსაც ხელით წარმოების გარდა იარაღით ვაჭრობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს, კარგად აქვს შესწავლილი თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები. მათი ნიშა მხოლოდ უმაღლესი ხარისხია.

ხელით შრომა განაპირობებს იმას, რომ კლიენტის ნებისმიერი მოთხოვნა(ან კაპრიზი) უცილობლად აისახება ნაკეთობაში.

ფირმა დღესაც ახდენს ძველი თოფებისა და აქსესუარების შესყიდვა რესტავრაციას.

 

846e6c842ff2.jpg

 

ebe591f99c4d.jpg

 

 

 

შტუცერები საიდლოკებია, გამოდის ორმაგ და აგრეთვე საამმაგ საკეტზე.

 

 

7d2eb6787766.jpg

 

 

 

გლუვლულიანები უმაღლესი ხარისხის საიდლოქებია(სასხლეტები შეიძლება იყოს ერთი ან ორი). იწარმოება ნებისმიერი ყალიბის თოფები; მათი ინდივიდუალურობა და ელეგანტურობა განაპირობებს მათზე მაღალ მოთხოვნილებას.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...