Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 (edited) Hartmann & Weiss კომპანია 1965 წელსაა დაფუძნებული ოტო ვაისისა და გერჰარდ ჰარტმანის მიერ. ვაისს მეიარაღის პირველი სკოლა ინგლისსა და შვეიცარიაში ჰქონდა გავლილი, ხოლო ჰარტმანს ავსტრიაში. 1955 წელს ვაისმა ზულის მეიარაღეთა სკოლაში დაამთავრა სწავლა, ხოლო ჰარტმანმა კი 1959 წელს, ჰამბურგში. ეს ორი მეიარაღე ერთმანეთს 1963 წელს შეხვდა ჰამბურგში და აქედან 2 წელში დააფუძნეს საკუთარი მცირე საამქრო. ფირმა თავიდანვე ექსკლუზიური იარაღის წარმოება-რესტავრაციაზე იყო ორიენტირებული. საკუთარი წარმოებისპირველი თოფი 1970 წელს იყო გამოშვებული. 70-იანი წლების ბოლოს საწარმოს ცნობადობის ზრდასთან ერთად საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნილებაც. საჭირო გახდა საწარმოო ბაზის გაფართოება და საწარმო გადადის იმავე ქალაქში Rahlstedt-ზე, სადაც გარდა წარმოების საშუალებებისა საკუთარი საგამოცდო სადგურიც არსებობდა(საწარმოში ოსტატების რაოდენობაც გაიზარდა 6-მდე). 1980 წელს ფირმა Hartmann & Weiss იყო პირველი გერმანული საწარმო, რომელიც Mauser Magnum-ს(ბოლტი) აწარმოებდა. ერთლულიანი ხრახნილლულიანები Mauser 98-ის ბაზაზეა დამზადებული. გრავირება და შებოლვა კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად კეთდება; ყალიბები .243 Winchester, .308 Winchester, .22-250 Remington, .300 Winchester Magnum. 80-იანი წლების შუა პერიოდიდან ასორტიმენტი საგრძნობლად გაიზარდა. ამ ახლგაზრდა კომპანიას, რომელსაც ხელით წარმოების გარდა იარაღით ვაჭრობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს, კარგად აქვს შესწავლილი თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები. მათი ნიშა მხოლოდ უმაღლესი ხარისხია. ხელით შრომა განაპირობებს იმას, რომ კლიენტის ნებისმიერი მოთხოვნა(ან კაპრიზი) უცილობლად აისახება ნაკეთობაში. ფირმა დღესაც ახდენს ძველი თოფებისა და აქსესუარების შესყიდვა რესტავრაციას. შტუცერები საიდლოკებია, გამოდის ორმაგ და აგრეთვე საამმაგ საკეტზე. გლუვლულიანები უმაღლესი ხარისხის საიდლოქებია(სასხლეტები შეიძლება იყოს ერთი ან ორი). იწარმოება ნებისმიერი ყალიბის თოფები; მათი ინდივიდუალურობა და ელეგანტურობა განაპირობებს მათზე მაღალ მოთხოვნილებას. Edited February 11, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.