Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Krieghoff

 

 

6ddca20fccc6.jpg

 

ყველაფერი 1886 წელს დაიწყო, როცა ლუდვიგ კრიგჰოფმა პატარა საიარაღო საამქრო გააკეთა. გერმანელი ოსტატი თავიდანვე კომბინირებული იარღის წარმოებას შეუდგა.

 

 

 

d73a849c8b0b.jpg

 

 

მალე ლუდვიგმა მიიღო პატენტი კონდახის ოპტიმალური ზომების განსაზღვრის მეთოდიკაზე. ეს იმ დროს საიარაღო საქმეში გადატრიალების ტოლფასი იყო. თვით ინგლისელ მეიარაღებსაც კი აღნიშნული არ მოსვლიათ თავში!!! ფრთიანი ფრაზა ,,ისვრის ლულა და ხვდება კონდახი" სწორედ ლუდვიგ კრიგჰოფს ეკუთვნის. მამის გზა შვილმა, ჰენრიხ კრიგჰოფმა წარმატებით გააგრძელა. ჯერ კიდევ ყმაწვილობაში ის ცნობილი მეიარაღეების ფუნკისა და გეიმის შეგირდად მუშაობდა.

მალე ჰენრიხი მამამ ბელგიაში გააგზავნა, სადაც ლიეჟის საიარაღო საწარმოში გადიოდა სწავლებას. სწავლის დასრულება კი ინგლისში მოხერხდა.

ამ მომენტს ემთხვევა კრიგჰოფის მართვის სადავეების მამისაგან ჰენრიხის ხელში გადაცემა და ზულში იწყებს ფუნქციონერებას საწარმოო გაერთიანება Н. Krieghoff.

ჰენრიხში მეწარმის ნიჭს ჰარმონიულად ერწყმოდა დიდი საინჟინრო ტალანტი. მას ეკუთვნის მთელი რიგი ტექნიკური ინოვაცია თუ გამოგონებანი.

ომის დროს კრიგჰოფი სამხედრო ყაიდაზე გადაერთო და წარმოებაც გააფართოვა. ხოლო ომის დამთავრების შემდგომ ჰენრიხი ახერხებს დიდი მეიარაღის შილინგის საწარმოს დანადგარების დიდი ნაწილის შესყიდვას.

თუმცა საბჭოთა ჯარების შემოსვლასთან ერთად დაიწყო საწარმოს დემონტაჟი და საგვარეულო ბიზნესს საფრთხე დაემუქრა. საბჭოებმა როგორც ბევრ სხვა რამეში, ამ შემთხვევაშიც უნიჭოდ და უხეშად გააცამტვერეს დიდი საწარმოს მონაპოვარი.

ჰენრიხ კრიგჰოფი თავის შვილთან ერთად საქმეს კვლავ მცირედიდან იწყებს და სანადირო იარაღის საამქროს აფუძნებს. დეტალების მომწოდებელი არავინ იყო, ფაქტიურად ყველაფერი თავად უნდა დაემზადებინათ. მაგრამ უდიდესი ოსტატი რისი ოსტატია თუკი ფერფლიდან არ აღსდება. საწარმო თანდათან მოძლიერდა და თავისი ძველი პოზიციების დაბრუნება დაიწყო.

1960 ფირმა გადადის ულმში სადაც დღესაც განლაგებულია მისი მთავარი საწარმოო ბაზა. კომპანია მუდმივად ანახლებს წარმოების საშვალებებს, ტექნოლოგიებსა და ნედლეულს. ამასთან ერთად დიზაინში მუდმივად იკითხება გერმანული ტრადიციებისადმი ერთგულება.

დღეს კომპანიას ხელმძღვანელობენ ჰენრიხის შვილი ჰანსი და შვილიშვილი დიტერი. ფირმა ცალსახად ლიდერობს კომბინირებული იარაღის წარმოებაში.

კრიგჰოფი საცალო მწარმოებელია, რომელიც უმაღლესი კლასის 9 სახეობის მარტო კომბინირებულ თოფს აწარმოებს, კალიბრებისა და მოდიფიკაციების ძალიან დიდი მრავალფეროვნებით.

აქ შევჩერდებით სპეციალურად ამერიკული ბაზრისათვის გამოშვებულ სპორტულ თოფზე К-80-ზე.

ეს მოდელი გამოირჩევა, როგორც საცვლელი ლულების ასევე სარეგულირებელი სასხლეტი კავის არსებობით.

 

 

6a0a2a437db6.gif

 

 

სასხლეტი კავის მდებარეობა რეგულირდება საჩვენებელი თითისა და ხელის მტევნის ზომის მიხედვით. ასევე ორიგინალურია ლულების ჩამკეტი სისტემა. ამ სისტემას ზოგიერთი ექსპერტი ყველაზე მყარად მიიჩნევს.

თოფის ფასი დამოკიდებულია გრავირებაზე, თუმცა იაფი К-80 არ არსებობს

 

 

8455ddc82d21.jpg

 

 

К-80 ბრწყინვალე სანადირო იარაღიცაა, რომელიც იძლევა საშუალებას გამოვიყენოთ მასში სახვადასხვა სიძლიერის მუხტები და ამავე დროს გააჩნია ფანტასტიურად დიდი რესურსი.

 

6aa30b6aaf21.jpg

 

 

ასევე აღსანიშნავია ბოკსფლინდი ქვედა ხრახნილი და ზედა გლუვი ლულით. მას გააჩნია ერთობ ორიგინალური სასხლეტ-დამცემი მექანიზმი. ჩაქუჩები ჩვეულებრივად დგება ლულის გადახსნისას, ხოლო საბრძოლო ზამბარა კი იძაბება ხელით, ამ მიზნისათვის სპეციალურად გაკეთებული მცოცავის საშუალებით, რომელიც განლაგებულია კონდახის ყელზე.

 

3ef26ab2ff15.gif

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

Krieghoff 80 Р

 

ab10c9418255.jpg

 

საფირმო საკეტი Krieghoff, ყალიბი 12, სავაზნე 76მმ, ლულის სიგრძე 760მმ, არხის დიამეტრი 18,5მმ, 5 სახსნელი ჩოკი, სამიზნე თამასის ზომები 6х10მმ, შემაერთებელი თამასის გარეშე(შემაერთებელი რგოლი ლულის ტუჩთან), ერთ სასხლეტზე(ინერციული გადართვა), რეგულირებადი სპორტული კონდახი, ეჟექტორებზე, წონა 4,006კგ, განთავსებულია ქეისში.

 

8022b7354d4c.jpgbff7ebd32983.jpg

 

7811beaa5a62.jpg3ac90224c470.jpg

 

 

 

 

 

80 MC Titanium Vint Scroll

 

c5bdaada8d42.jpg

 

საფირმო საკეტი Krieghoff, ყალიბი 12, სავაზნე 76მმ, ლულის სიგრძე 810მმ, არხის დიამეტრი 18,5მმ, 5 სახსნელი ჩოკი(ტიტანის), სამიზნე თამასის ზომები 6х10მმ(რეგულირდება), შემაერთებელი თამასის გარეშე(შემაერთებელი რგოლი ლულის ტუჩთან), ერთ სასხლეტზე(ინერციული გადართვა), რეგულირებადი სპორტული კონდახი(მეოთხე კატეგორია), ეჟექტორებზე, წონა 4,007კგ, განთავსებულია ქეისში.

 

921484eebb7f.jpg5b2b9277e708.jpg

 

04a6495a260a.jpg26823b6b8152.jpg

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

Krieghoff K20

 

 

74693b4e8fe7.jpg

 

 

bebec2288954.jpg

 

2000 წელს ფირმამ გამოუშვა მოდელი K20, რომელიც ყველაზე უნივერსალურია საფირმო თოფებს შორის, რაც გამოიხატება კომპლექტაციის მრავალფეროვნებაში_ კონდახების სხვადასხვა ვარიანტები, გრავირების სხვადასხვა ფორმები და სახეები.

ბრიტანეთის ბაზარზე 2000-2010 წლის წარმოების აღნიშნული მოდელის ფასი 5000 გირვანქა სტერლინგიდან იწყება, ხოლო უფრო ახალი მოდელების ფასები 10 000-დან...

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

2013-ის გერმანული იარაღის კატალოგები აუღია ჩემთვის მამიდაშვილს და მათ შორის კრიგჰოფის. ვახ, რა იარაღიააა

 

 

http://www.krieghoff.com/index.php/hunting-guns/guns-of-the-year5

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...