Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Blaser

 

 

816190da010c.jpg

 

 

ფორუმში ვწერთ ხოლმე იმ საინტერესო მიგნებებზე რასაც მოწინავე ევროპულ ქვეყნებში იყენებენ იარაღის მწარმოებელი ფირმები.

 

ერთ-ერთ ასეთ დეტალზე მინდა მოგახსენოთ დღეს.

 

გერმანული ფირმა Blaser დაფუძნებულია ჰორსტ ბლაზერის მიერ ქალაქ ისნი-ამ-ალგოიში 1977 წელს. 1986 წელს ბიზნესს კომპანიის ოსტატი გერჰარდ ბლენკი ჩაუდგა სათავეში. კომპანია ძირითადად ხრახნილლულიანი თოფების წარმოებითაა განთქმული. სულ რამდენიმე წლის წინ ამ ფირმამ გამოუშვა გლუვლულიანი ვერტიკალური Blaser F3 Game. რომელიც 12 ყალიბზეა და სავაზნე 76მმ-იანი აქვს.

 

 

bc3f41e5742b.jpg

 

გარდა იმისა, რომ თოფი ბრწყინვალე ბალისტიკური მაჩვენებლებით ხასიათდება, აქვს დიდი რესურსი, გამოიყენებს როგორც ტყვიის ასევე ფოლადის საფანტს, აქვს სახსნელი სამიზნე თამასა(ადვილად იცვლება ვენტილირებადი, მთლიანზე, ან პირიქით), კიდევ გააჩნია ერთი განსაკუთრებულობა, რაც გამოიხატება ბალანსის რეგულირებაში.

შეგახსენებთ, რომ 76მმ-იანი სავაზნით შესაძლებელია როგორც მაგნუმის(50გ) ისე სტანდარტული ვაზნის გასროლა. დაბალანსებული თოფის პირობებში 50 გრამიანი და 30 გრამიანი ვაზნის გამოყენებისას საბალანსო ცენტრი კალაპოტის სხვადასხვა ადგილზე მდებარეობს. ამდენად მაგნუმის ვაზნაზე დაბალანსებული თოფი არ იქნება ,,ზუსტი" 30 გრამიანი სტანდარტული ვაზნის გასროლისას და პირიქით.

ეს მცირე ,,უზუსტობა" Blaser-ის ოსტატებმა ბალანსის მარეგულირებელი ქანჩით გადაჭრეს(განლაგებულია კონდახში). იმის მიხედვით კონკრეტულ შემთხვევაში რა წონის ვაზნას გამოიყენებს, მონადირეს შეუძლია მარტივად შეცვალოს საბალანსო წონა სახრახნისის გამოყენებით.

Blaser F3 გამოდის 6 სხვადასხვა ტიპის ლულაზე, 3 ტიპის კონდახსა და 2 ტიპის ტიბჟირზე.

სპორტული Blaser F3 Competition: 12/76, ლულის სიგრძე 71 სმ, 76 სმ და 81 სმ; Skeet და Trap ტიპის კონდახით. წონა 3.65-3,8კგ.

სანადირო Blaser F3 Game:12/76, ლულის სიგრძე 68 სმ, 71 სმ და 74 სმ; Skeet და Trap ტიპის კონდახით. წონა 3.3კგ.

Link to post
Share on other sites

ბლაზერზე ჩვენეული მოკლე ინფო ვერ იქნება სრულყოფილი, სანამ არ გვექნება განხილული თუნდაც ერთი ხრახნილი მაინც...

 

52596d244eb2.jpg

 

Blaser R93 გამოჩნდა ბაზარზე 90-იანი წლების დასაწყისში და ნამდვილი სენსაცია მოახდინა. ეს კარაბინი მსუბუქი, მორგებული, აბსოლიტურად საიმედო და ელეგანტურია. ამ მახასიათებლებით კარაბინები ადერეც გამოსულა, მაგრამ ბლაზერში უნივერსალიზმი და მოხმარების სიმარტივე ისეა შერწყმული, რომ მონადირეებს ატყვევებს.

სიახლე იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ მწარმოებელი ძლივს აუდიოდა შეკვეთებს. დღესაც კი, 20 წლის შემდეგ Blaser R93 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. აშშ-ში ეს მოდელი ასწლეულის(გასულის) იარაღადაა აღიარებული.

 

 

28cac60695a1.jpg

 

ლულის სიგრძე სტანდარტულია 577მმ, თუმცა კომპაქტური საკეტი კარაბინის მთლიან სიგრძეს ანალოგიური სისტემის თოფებთან შედარებით 7სმ-ით უფრო მოკლეს ხდის.

კომპლექტაცია ,,სტანდარტი" არ შეიცავს მეტალისა და ხის გრავირებას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ბლაზერი თავის არისტოკრატიულ სახეს არ კარგავს. უმაღლესი ხარისხის ხის მასალა და მეტალის საუკეთესო დამუშავება თავისთავად საუკეთესო სამკაულია.

 

 

5d8a3a6ffd4c.jpg

 

კომპლექტაცია Оffroad-ში კონდახი პლასტიკატისაა. ამ კონდახის შეფერილობა კაკლის აბსოლიტურ იმიტაციას ქმნის. ეს რომ პლასტიკატია მხოლოდ თოფის ხელში აღების შემდეგ ხდება ნათელი.

მსხვილ ნადირზე ნადირობისას ემოციური დატვირთვა დიდია, ამიტომ ზოგჯერ ხდება, რომ მონადირეს ავიწყდება მცველიდან მოხსნა. ბლაზერის კონსტრუქტორებმა ეს გაითვალისწინეს და მცველი განალაგეს საკეტის თავზე, სადაც საუკეთესოდ შესამჩნევია და სრულფასოვანი დამიზნებისთვის აუცილებელია მოიხსნას დაკეტილი პოზიციიდან. სწრაფი გადატენვა შესაძლებელია დამიზნების მოუხსნელადაც. ამ მიზნით საკეტი სუფთად და მკვეთრად მუშაობს.

 

დეტალების დამუშავების სიზუსტე უმაღლესია, რაც უზრუნველყოფს სამიზნე სისტემისა და ლულის შეცვლის პირობებში დამატებითი მისროლების გარეშე მათ სრულფასოვან მუშაობას. თვით ოპტიკაც კი არ ითხოვს მისროლებს, თუკი გამოყენებულია ბლაზერის პატენტირებული კრონშტეინი.

მსხვილი ყალიბების ლულებისათვის უკუცემის შესამცირებლად გამოიყენება ლულის მუხრუჭი Mag-na-Port, რომელიც უკუცემას 20%-ით ამცირებს. გარდა ამისა კონდახში ჩასმულია ვოლფრამის გრანულებიანი ცილინდრ-კომპენსატორი Blaser Kickstop. მართალია ეს დამატებით 600 გრამს მარტებს იარაღს, სამაგიეროდ გასროლას ხდის კომფორტულს.

 

 

1ecb25a144af.jpg

 

შემკვეთის სურვილისამებრ კარაბინი რამდენიმე ყალიბის ლულით შეიძლება დაკომპლექტდეს, თუმცა ამ დროს არაერთფეროვანია დატვირთვა საკეტზე...

სპეციალურად საკეტის სიმყარის შესამოწმებლად ფირმაში შეიმუშავეს ,,სუპერვაზნა", რომელიც საკეტზე დასაშვებზე 10-ჯერ მეტ დატვირთვას ქმნის. ასეთი უზარმაზარი დატვირთვების პირობებშიც კი, როცა სავაზნემაც კი ვერ გაუძლო და გასკდა, საკეტმა საუკეთესოდ ჩააბარა გამოცდა.

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

F3 Dragon

 

7063e3064b56.jpg

 

სულ ახლახანს ბლაზერმა ბაზარზე წარმოადგინა F3 Dragon, რომელმაც მდიდრული გრავირების ხარჯზე მიიღო ,,დრაკონის" სახელი(გამოსახულებაც სტილიზებული დრაკონისაა). ტექნიკური მაჩვენებლები არ განსხვავდება საბაზო F3-ისაგან, თუმცა გრავირების ხარჯზე(კომპანია Chris Potter Country Sports-ის პროდუქტი) ამ მოდელმა საკმაოდ აკრიბა ფასში. სულ დამზადებულია რამდენიმე ეგზემპლიარი, მ.შ. მემარცხენეთათვის.

ლულების სიგრძე მერყეობს 30 და 32 დიუმის ფარგლებში, კონდახი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის კაკლისაგან.

 

თოფის ფასი დიდ ბრიტანეთში შეადგენს 12 250 გირვანქა სტერლინგს! :hi3:

 

 

c2d83f42fcb5.jpg 3f64ddcf0664.jpg 574d30473c2a.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

Blaser F3 Ladies

 

5fe208a5e075.jpg

 

 

ბლაზერმა სპეციალურად ქალბატონებისათვის გამოუშვა Blaser F3 Ladies, რომლის ფასიც დაახლოებით 8000 დოლარს შეადგენს.

ეს მოდიფიკაცია საბაზო F3 Competition-ის იდენტურია, მხოლოდ სუსტი სქესისათვის უკუცემის დახშობის სისტემა იქნა გაუმჯობესებულ-ინტეგრირებული...

კომპანია დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში კალაპოტს ბრილიანტებით მოაპირკეთებს(ქალური ხასიათი მაინც გაითვალისწინეს :alfons: )

 

a7002c01efc1.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

Blaser F16

 

f11a64344d6d.jpg

 

კომპანიამ სიახლით დაიწყო მიმდინარე წელი. მოდელი F16 წარმოადგენს პრემიუმ კლასის სეგმენტს. ის რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა და გარკვეულწილად განსხვავდება ლეგენდარული F3-ისაგან. კიდევ უფრო დაიხვეწა ბალანსი, მთლიანი ფორმები და უფრო დამრგვალდა. ლულები მზადდება ტექნოლოგიით "Triplex", ხოლო ეჟექტორები უცვლელად გადმოიტანეს F3-ისაგან. უკუცემის დახშობის სისტემა წარმოდგენილია ტექნოლოგიით "Inertia Block System" (IBS).

რაც შეეხება ფასებს_ სპორტული მოდელი 12 ყალიბში და 20 ან 32 დიუმის სიგრძის ლულებით აშშ-ში ღირს 4195 მარადმწვანე, ხოლო სანადირო მოდელი 28 ან 32 დიუმის სიგრძის ლულებით კი 3795 მწვანე.

 

 

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...