Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Laurona კომპანია ლაურონა დაფუძნებული იყო ოთხი მეიარაღის მიერ 1941 წელს ესპანეთის ქალაქ ეიბარში. ბასკურიდან პირდაპირი თარგმანით ლაურონა ოთხთა საკუთრებას ნიშნავს. პირველად ფირმა დღეში ერთ თოფს უშვებდა მხოლოდ. 1964 წელს კომპანიამ ლულათა ვერტიკალური წყობის თოფების გამოშვება დაიწყო და წარმოებაც გააფართოვა. კომპანია ლაურონას შემუშავებულია ორმაგი მოქმედების სასხლეტი მექანიზმი. მისი მოქმედება შემდეგში მდგომარეობს: ორსასხლეტიანი მექანიზმი ერთ შემთხვევაში მოქმედებს როგორც ჩვეულებრივი და მეორე შემთხვევაში კი როგორც უნივერსალური ანუ თითოეულ სასხლეტს შეუძლია იმუშაოს ორთავე ლულაზე ნებისმიერი რიგითობით(1983 წელს ამერიკის მეიარაღეთა ორგანიზაციამ აღნიშნული მექანიზმი საპატიო სიგელით დააჯილდოვა). 1971 წელს კომპანიაში გადაიარაღება განხორციელდა. 1972 წელს წარმოებაში კოროზიის საწინააღმდეგო შავი ქრომირების სრულიად ახალი მეთოდი დანერგა. 1980 წელს კომპანიაში სახსნელი ჩოკების წარმოებისას პარაბოლური თარგის გამოყენება დაიწყეს, რამაც შესაძლებელი გახადა ჩოკებს ექსპლოატაცია გაეწიოთ ფოლადის საფანტითაც. 1991 წელს ორლულიანებისა და კომბინირებულების წარმოებაში ახალი ტექნოლოგიები იქნა დანერგილი. 1994 წელს კომპანიაში რეორგანიზაცია განახორციელეს და სახელიც შეიცვალა და გახდა Armas Eibar Sal Laurona. Laurona Compak ყალიბი 12; სავაზნის სიგრძე 70 ან 76მმ; ერთ ან ორ სასხლეტზე; წონა 3,1-3,55 კგ; სიგრძე 114-119 სმ; ლულის სიგრძე 71-74 ან76სმ; ეჟექტორზე; სახსნელ ჩოკებზე; ვენტილირებადი სამიზნე თამასა; მცველი კონდახის ყელზე; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის). Laurona Express Savannah ყალიბი 9,3X74R; ორ სასხლეტზე(ორმაგი უნივერსალური მოქმედებით); წონა 3,7კგ; სიგრძე 104 სმ; ლულის სიგრძე 61სმ; ექსტრაქტორზე; შესაძლებელია ოპტიკის დაყენება; მცველი კონდახის ყელზე; კაკლის კონდახი სალოყით(პისტოლეტური ტიპის). ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.