Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Arrieta

 

428a45d81c02.jpg 1cb8519bccb2.jpg

 

 

 

 

 

 

ესპანური ფირმა არიეტა დაფუძნებული იყო ქალაქ ეიბარში 1916 წელს 19 წლის აველინო არიეტას მიერ. თავიდანვე წარმოება ხელით შრომაზე იყო გათვლილი. არიეტა თავის გლუვლულიანებს გვერდით დაფებზე განლაგებული საკეტებით აკეთებდა. წარმატება საკმაოდ ჩქარა მოვიდა. ოსტატი ესპანეთის მეფე ალფონსო მეცამეტესათვისაც აკეთებდა თოფებს. ამ თოფებს დღემდე ამზადებენ მოდელი 600 იმპერიალის სახელით.

1940 წელს აველინო არიეტამ არეალი გააფართოვა და თავის ვაჟებთან ხოსესთან და ვიქტორთან ერთად ბასკების ქალაქ ელგოიბარში საიარაღო ფაბრიკა დააფუძნა და Arrieta Manufactures დაერქვა. მას 1981 წლიდან Arrieta & Co ქვია.

დღეისათვის ეს არის საოჯახო საწარმო, რომელშიც 20 მაღალი კლასის ოსტატია დასაქმებული. აწარმოებს მხოლოდ უმაღლესი კლასის გლუვლულიანებს ლულათა ჰორიზონტალური განლაგებით. საკეტები მხოლოდ საიდლოქებია.

 

 

15d1e9693b25.jpg

 

კომპანია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ახდენს თავისი პროდუქციის ექსპორტს, მათ შორის, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და აშშ-ში.

ფირმას დღეისათვის დამფუძნებლის შვილიშვილები ხელმძღვანელობენ. ფირმაში წარმოებული თითოეული იარაღი მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთით კეთდება. შემკვეთის სურვილისამებრ მრავალფეროვანია კონდახისა(კეთდება ხელით) და ლულის სიგრძე, ჩოკები, გრავირება(კეთდება ოქროს ინკუსტაციაც).

 

f4103c833d3b.jpg

 

 

922c0a957d35.jpg

 

 

 

 

ფოლადი მაღალი ხარისხის ,,ბელოტის" მარკაა.

 

 

 

b506e7238392.jpg

 

 

 

მოდელი 600 იმპერიალი

 

5ca02a5d6fd2.jpg

 

ჰოლანდის საიდლოქები; ყალიბი 12, 16, 20, 28 და .410(36); სავაზნის სიგრძე 70-76მმ; ინგლისური ტიპის კონდახი; სელექტორული ტიპის ჰოლანდის ეჟექტორებზე; თოფის გადახსნას აადვილებს ზამბარის ზემოქმედება; მცველი განლაგებულია კონახის ყელზე; თოფს გააჩნია დაცვის დამატებითი ელემენტი, ესაა გაზების გამშვები სარქველი, რომელიც ლულათა ბლოკის სავაზნის ნაწილის ძირშია დაყენებული(იხილეთ სურათზე).

აქვე განვმარტავ, თუ რას ნიშნავს დაცვის დამატებითი ელემენტი_ გაზების გამშვები სარქველი. თუ ლულაში რაიმე გაჭედილია და განხორციელდა გასროლა, ასეთ დროს ლულა როგორც წესი სკდება და საფრთხე ექმნება მსროლელს. სარქველის არსებობის შემთხვევაში ის იხსნება(სახიფათო წნევის შექმნისას) და გაატარებს წნევას. ამით გადარჩება მსროლელიცა და ლულაც.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

Model 802 Side-lock

 

0568cdc73ca2.jpg

 

ყალიბი 12, 16, 20, 28 და 36, სავაზნე 70მმ, ორ სასხლეტზე, წონა 3,1-3,3კგ, საერთო სიგრძე, ლულის სიგრძე და ლულის შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; ჰოლანდის ეჟექტორებზე, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი(ინგლუსური ტიპის).

 

პ.ს. სურათზე ნაჩვენებია 12 ყალიბის ტყუპები.

 

 

 

 

Model 871 Side-lock

 

 

58a1e1d67b87.jpg

 

ყალიბი 12, 16, 20, 28 და 36, სავაზნე 70 ან 76მმ, ორ სასხლეტზე, წონა 3,1-3,3კგ, საერთო სიგრძე, ლულის სიგრძე და ლულის შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; ჰოლანდის ეჟექტორებზე, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი(ინგლუსური ტიპის).

 

 

პ.ს. სურათზე ნაჩვენებია 28 ყალიბის თოფი.

 

 

 

 

 

Express R-2

 

5106ca07f6ff.jpg

 

ყალიბი 7x65R, 8x57JRS ან 9,3x74R ; ორმაგი საკეტი; საერთო სიგრძე 108სმ, ლულის სიგრძე 63,5სმ; ეჟექტორზე; წონა 3,4-3,6 კგ; კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლის(პისტოლეტური).

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...