Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Garbi Armas გარბის თოფებს მოიხსენიებენ როგორც ზღაპრულს. ბასკური ენიდან გარბი ითარგმნება როგორც "გრაციოზული", თუმცა თავად სიტყვა Garbi დამფუძნებლების ინიციალებს აღნიშნავს (Guerena Barrena, Juan Alday, Ramon Churruca, Jesus Barranetxea და Domingo Iriondo). სიტყვა გრაციოზული ნამდვილად შეესაბამება ამ იარაღს. გარბი ერთ-ერთი ყველაზე ყველაზე ახალგაზრდა ფირმაა. ის დაარსებულია ქ. ეიბარში 1959 წელს 5 ოსტატის მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში სხვა ცნობილ იარაღის მწარმოებლებთან მუშაობდნენ. ხუთივე დამფუძნებელმა საკუთარი წვლილი შეიტანა გაბრის სტილის ჩამოყალიბებაში, თუმცა მიბაძვის ობიექტი ცალსახად ინგლისური თოფებია. ფირმა პირველად ადგილობრივი ბაზრისათვის აწარმოებდა პროდუქციას, ხოლო მას შემდეგ რაც სახელი გაითქვა, შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა(1980 წლისათვის გარბის საწარმოში დასაქმებული იყო 14 ოსტატი და წლიურად 800 იარაღს აწარმოებდა). კომპანიის დირექტორმა ჰესუს ბარანეტამ (Jesus Barrenetxea) გადაწყვიტა მიებაძა კომპანია არისაბალაგასთვის და პოლიტიკა მიმართა არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხის მკვეთრ ზრდაზე(მაგალითად 1980 წლისთვის კომპანიამ მხოლოდ 4 საიდლოკი დაამზადა). თითოეული თოფი კლიენტის სურვილისამებრ მზადდება. დღეისათვის აწარმოებენ 6 გლუვლულიან მოდელს და ერთ შტუცერს(ლულათა ჰორიზონტალური განლაგებით). თითოეული მათგანი ხელითაა შესრულებული. გამონაკლის წარმოადგენს Model 100, რომელიც კონვეიერული მეთოდით იწარმოება. გარბის თოფები დამზადებული Holland & Holland-ის მოდელების ბაზაზე, თუმცა Boss-ის გავლენა უფრო იგრძნობა. აღნიშნული მას განსაკუთრებულობას ანიჭებს. გარბის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მაშინ მისი სინატიფეა. კონვეიერული წარმოების Model 100 Model 101 Model 103A(გამოდის სახესხვაობა Model 103B). მოდელი აღჭურვილია ე.წ. self-opening მექანიზმით. Model 103A Special self-opening მექანიზმით. Model 200 self-opening მექანიზმით. Garbi 103A Royal Model Express 7x65R, 9.3x74R ან 375 H&H. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.