Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Kemen Armas

 

 

8a734328f004.jpg

 

Kemen Armas ესპანურ საწარმოთა შორის ყველაზე ახალგაზრდაა. ის იარაღის ბაზარზე 1990 წლიდან გამოჩნდა, მაგრამ მისმა პროდუქციამ(განსაკუთრებით სპორტული გლუვლულიანები) უკვე დაიმკვიდრა ადგილი. სპორტულ სარბიელზე(სხვადასხვა სახეში) ამ ფირმის თოფებს არაერთხელ გაუმარჯვიათ.

ეიბარში ფირმა ,,აია"-ში წლების განმავლობაში მუშაობდა ოსტატი ფრანცისკო სარიგარტე. მან 1957 წელს საკუთარი საწარმო გახსნა სახელწოდებით ,,სარიგარტე". 1990 წლიდან საწარმო შვილების(არკადი და ხუანი) ხელში გადავიდა და სახელწოდებაც შეეცვალა ქემენ-ად(ბასკების ენაზე ნიშნავს სიმძლავრეს, ძალას). მისი აღიარება პირველ რიგში ხუან სარიგარტეს დამსახურებაა, რომელიც წარმატებული ბანკირი და სასტენდო სროლის მოყვარული გახლავთ.

1989 წელს საწარმოს მიერ გამოშვებული იყო სპორტული თოფი, რომელიც პერაცის МХ-8-ის ბაზაზე შეიქმნა.

ძმების გეგმებში შედიოდა სპორტული იარღის ბაზარზე შეევიწროებინათ იტალიელები მათივე თოფების ბაზაზე წარმოებული მაღალი კლასის იარაღით. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ესპანელმა ძმებმა ეს მოახერხეს.

 

ექსპერტთა აზრით წარმატების საიდუმლო ფირმა Kemen-ის სალულე ფოლადშია(ფოლადის მარკებია F-125 ან SAE 4135), რომელსაც მაღალი დენადობის ზღვარი აქვს(120 კგ/მმ2).

 

ccadcfbffb00.jpg

 

ამ ფოლადისაგან არა მარტო ლულებს, არამედ კალაპოტსაც ამზადებენ. ქემენის კალაპოტების ზომები საბაზო პერაცისთან შედარებით გაზრდილია, კერძოდ, კონდახთან შეერთების ადგილზე. კალაპოტი უფრო დაბალპროფილიანია, რაც ელეგანტურობასტან ერთად რესურსის კიდევ უფრო ზრდის საწინდარია.

ლულებს ქვედა კაუჭები არა აქვთ. ჩაკეტვა ლულის გვერდებიდან არსებული პროფილებით ხდება. ბუნებრივია, სახსრის ჭანჭიკი არაა მთლიანი და კალაპოტის გვერდებს ეყრდნობა.

სასხლეტ-დამცემი მექანიზმი პერაცის ტიპისაა, მაგრამ ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით არა ხელით, არამედ მინიატურული გასაღებით იხსნება.

მოდელთა სპექტრი რამდენიმე ვერტიკალური და ერთი ჰორიზონტალური გლუვლულიანია(ჰორიზონტალურის ლულის სიგრძე 70-76-81სმ-ა). ამ თოფების დახასიათებისას მხოლოდ ყველაზე აღმატებული ეპითეტების გამოყენება შეიძლება

 

 

022377c69a1b.jpg

 

 

ყველა მოდელი აღჭურვილია სახსნელი სასხლეტ-დამცემი მექანიზმით ,რომელსავ V-სებური საბრძოლო ზამბარა და ერთი სასხლეტი აქვს(ბლიცი).

ვერტიკალურების საბაზო მოდელია Kemen КМ-4 Standard. მისი მოდიფიცირების შედეგად გამოდის Luxe, Super Luxe, Extra Luxe, Extra Gold და Suprema. თითოეულ ამ მოდელს გააჩნია შესრულების А, В და С ვარიანტები. მათი ლულის სიგრძე, შევიწროება და სხვა პარამეტრები ძალიან მრავალფეროვანია. კონდახის მასალად უმაღლესი ხარისხის კაკალია გამოყენებული.

 

Kemen КМ-4 Extra

 

39227be76278.jpg

 

 

 

ფირმა ქემენის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ საწარმოს მზა პროდუქციის საწყობი არ გააჩნია. წარმოება მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთებით ხდება. აღსანიშნავია შეკვეთის შესრულების სისწრაფე_ 5-6 კვირა სტანდარტული ვარიანტის თოფებისათვის და 8-10 კვირა ,,ლუქს" იარაღისათვის.

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

Kemen Suprema Titanium

 

6a08e30e360a.jpg

 

სასხლეტ-დამცემი მექანიზმი დამზადებულია ტიტანისაგან(!!!); ლულის სიგრძე 32 დიუმი, წონა 3,4კგ(ლულის წონა 1570 გრამი); გრავირება კლიენტის სურვილისამებრ; ყველა სხვა პარამეტრი სურვილისამებრ.

 

ფასი 30 ათასი გირვანქა სტერლინგიდან :hi3:

 

 

პ.ს. ესპანეთის მეფეს 3 ასეთი თოფი აქვს :alfons:

 

 

912e43985903.jpg 8241ab128212.jpg 2d541fb316b7.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...