Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Grulla аrmas Grulla аrmas ესპანეთის ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელია. ის 1932 წელს ეიბარში იყო დაფუძნებული 5 მეიარაღის მიერ. პირველად ფირმა იარაღის სახვადასხვა ნაწილებს აწარმოებდა სხვა ფირმებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო არც თუ ისე დიდი იყო, მან წარმატებით გადაიტანა სამოქალაქო ომი და ეკონომიკური კატაკლიზმები. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ესპანეთის მიმართ გარკვეული სავაჭრო შეზღუდვები დაწესდა, თუმცა ფირმამ ამ გამოცდასაც წარმატებით გაუძლო_ მოახდინა რა შიდა ბაზარის დივერსიფიკაცია. ამავდროულად უილიამ პაუელისათვის და ავგუსტ ფრანკოტისათვის ამზადებდა იარაღს. 1983 წელს ფირმას ,,Union Armera", а ,,Grulla Armas" დაარქვეს. მისი სავაჭრო ნიშანი(წერო) უფრო მეტად ცნობილი გახდა ვიდრე Union Armera. ამიტომ ფირმას უბრალოდ როგორც Grulla-ს მოიხსენიებდნენ. 1983 წლისათვის საწარმოს ყველა აქციონერი ერთის გარდა უკვე გარდაცვლილი იყო. ამ აქციონერისაგან ფირმის 9 ოსტატმა გენერალური დირექტორის ხოსე ლუის უსობიაგას ხელმძღვანელობით გამოისყიდეს ფირმა. ამის შემდეგ Grulla Armas-მა უფრო დახვეწა და სრულყო თავისი პროდუქტი. მისი სპეციალიზაცია მხოლოდ ელიტკლასის თოფები გახდა და საბოლოოდ თქვა უარი უფრო დაბალი კლასის იარაღის გამოშვებაზე. ფირმას სხვა კომპანიებისათვის ამის შემდეგ აღარასოდეს უმუშავია. ფირმა თავის თოფებს ინგლისურ სტილში აკეთებს. ფირმა Grulla Armas-ს ესპანეთში ჰოლანდ-ჰოლანდს ადარებენ. სწორედ აქეთ მიილტვოდა საწარმო მთელი თავისი არსებობის მანძილზე. დღეს ფირმა Grulla ცნობილია არა მარტო ესპანეთში არამედ მთელ მსოფლიოში. მისი პროდუქციის ფასები სულ უფრო მეტად იზრდება, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ბრიტანული და იტალიური მწარმოებლების ფასებზე ნაკლებია. პროდუქციის ნახევარზე მეტი შიდა ბაზარზე იყიდება. 2009 წლისათვის ფირმა აწარმოებდა 5 ძირითად გლუვლულიან მოდელს ლულათა ჰორიზონტალური განლაგებით: Royal, Supreme, Consort, 216RB, 216 და ერთ შტუცერს E-95. ყველა მოდელი ხელითაა ნაკეთები, საკეტები გვერდით დაფებზე, კონდახი კი ესპანური ან თურქული კაკლისაა. E-95 საწარმო გლუვლულიანებს როგორც წესი შეკვეთებზე აკეთებს. Royal Grulla-ს ყველაზე პრესტიჟული გლუვლულიანია ,,როიალი" (ისევე როგორც ჰოლანდ- ჰოლანდის შემთხვევაში). საკეტები გვერდით დაფებზე, ლულები დამზადებულია ქრომო-ნიკელის შენადნობისაგან Belott. ლულებს გააჩნიათ დამატებითი დაცვის მექანიზმი_ გაზის გამშვები სარქველი. სხვა პარამეტრები კეთდება შემკვეთის სურვილისამებრ. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.