Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Zabala Hermanos

 

7b90973e00dd.jpg

 

ფირმა მდებარეობს ესპანეთისვ ჩრდილოეთში ქალაქ ეიბართან ახლოს პატარა დასახლება ელგუეტაში. ,,ზაბალა ჰერმანოსი"(,,ძმებ ზაბალასაც" უწოდებენ), შეიქმნა 1932 წელს, როგორც საოჯახო საწარმო. მისი სპეციალიზაცია გლუვლულიანების წარმოება იყო. პირველად პროდუქციას შიდა ბაზარზე ყიდდნენ, შემდეგ კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშიც დაიწყეს ექსპორტი, უფრო მოგვიანებით კი ევროპის სხვა ქვეყნებში შეიტანეს თოფები.

კომპანია ზაბალა ბევრ მოდელს უშვებს: კლასიკური ჰორიზონტალურებისა და თანამედროვე ვერტიკალურების(სანადირო და სპორტული მოდელები) ფარგლებში.

ამ ფირმის თოფები დახვეწილი დიზაინით, ბრწყინვალე გაფორმებითა და ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევიან.

მისი ძველი მოდელები, როგორებიცაა ერთლულიანი 219 A და 180, წარმოადგენენ კოლექციონერების ინტერესთა სფეროს.

ყველა თანამედროვე მოდელს, ლულათა ჰორიზონტალური წყობით, გააჩნიათ ლულის ბლოკის ორმაგი საკეტი.

დაუდასტურებელი ინფორმაციით ამ ესპანურმა ფირმამ სულ ახლახანს წარმოება შეწყვიტა...

 

 

მოდელი 213 ,,მაგნუმი"

 

0cf15d4cb236.jpg

 

ყალიბი10, 12 ან 20; სავაზნის სიგრძე 10 ყალიბისას 89მმ, 12 და 20 ყალიბისას 76მმ; ლულის ბლოკის ორმაგი საკეტი; ორ სასხლეტ კავზე; წონა 3,1-3,3 კგ; სიგრძე 115სმ-120სმ ან 127სმ; ლულის სიგრძე 70სმ, 75სმ ან 82სმ;

ექსტრაქტორზე ან ეჟექტორზე; ლულათა სევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე; კონდახი კაკლის პისტოლეტური ტიპის(რეზინის ამორტიზატორით).

 

 

 

zabala_suprema

 

bd8fea086fc9.jpg

 

 

ყალიბი 12; სავაზნის სიგრძე 76მმ; ლულათა ბლოკის ორმაგი ჩაკეტვა; ერთ სასხლეტზე; წონა 3,1-3,3კგ; სიგრძე 115-120სმ; ლულის სიგრძე 71-76სმ; ეჟექტორზე, ლულა გამოცდილია 1200 ბარზე; 5 სახსნელი ჩოკით; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის).

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...