Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Aguirre y Aranzabal(AYA) სანადირო იარაღის ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელია ესპანეთი, სადაც ასეთი საწარმოები უამრავია. მათი სიმრავლე დიდწილად ამერიკის აღმოჩენასა და ამ ქვეყნის უზარმაზარ კოლონიზატორად ჩამოყალიბებამ განაპირობა. შედეგად ზრდადმა მოთხოვნამ წარმოების ბუმი გამოიწვია. დღეს გავჩერდებით ერთ-ერთ მათგანზე, რომლის ამორჩევაც მისმა ბასკურმა წარმოშობამ განაპირობა კომპანია Aguirre y Aranzabal დაარსდა 1917 წელს ბასკების ქალაქ ეიბარში. ორმა მეიარაღე ოჯახურმა დინასტიამ(აგირეე და არანსაბალი) გააერთიანა ერთ ჭერქვეშ მათი საწარმოები და ამით საფუძველი დაუდო ახალ ფირმას. მისი არსებობის მანძილზე გამოშვებული აქვს ექვსასი ათას ცალზე მეტი სანადირო თოფი. ეს ესპანეთის კომპანიებს შორის ყველაზე მეტია. კომპანიის საუკეთესო წლებში მის 17 საამქროში მუშაობდა 500 პროფესიონალი, რომლებიც წელიწადში უშვებდნენ 20 000 თოფს. თოფების სპექტრი იაფი მოდელებითა და ყველაზე ძვირი ხელნაკეთი თოფებით განისაზღვრებოდა. სტაგნაცია მოყვა სამოქალაქო ომს 1936 წელს და შემდგომ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისს. 1942 წელს ფირმამ განაახლა მუშაობა, ამ პერიოდში არსებობდა საკმაოდ დიდი შიდა მოთხოვნა შედარებით იაფ და ხარისხიან სანადირო იარაღზე. 1950 წლის ბოლოს ინგლისელმა ბიზნესმენებმა ენდრიუსმა და პიტერმა განახორციელეს პირველი ექსპორტი ესპანეთიდან ნისლიან ალბიონზე. საქმე ის გახლავთ, რომ ინგლისური წარმოება ვერ აკმაყოფილებდა მზარდ მოთხოვნას, იაფ და ხარისხიან ესპანურ თოფებს შეიძლებოდა შეევსოთ დეფიციტი. პროექტმა გაამართლა და 1958 წელს შექმნეს სავაჭრო კომპანია ASI (Anglo-Spanish Import), რომელმაც მოწინავე ესპანურ ფირმებს შესთავაზა ხარისხისა და იაფი ფასის შეთავსება. ამ ამოცანას ყველაზე კარგად Aguirre y Aranzabal-მ გაართვა თავი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფირმის ოლიმპზე ასვლა! ამის შემდეგ სავაჭრო ფირმის წარმომადგენლებმა Aguirre y Aranzabal-ს წარმოუდგინეს ინგლისური გრანდების James Purdey & Sons, Holland & Holland, Boss & Co., Westley Richards & Co., Webley & Scott საუკეთესო მოდელები, ამასთან ესპანეთში ჩამოიყვანეს საუკეთესო ინგლისელი სპეციალისტები, რომლებმაც შეასწავლეს ბასკებს ინგლისური იარაღთწარმოების ყველა ნიუანსი. მიუხედავად ზემოთთქმულისა, არცერთი მხარე არ ელოდა ისეთ დიდ აღიარებას, როგორიც ხვდა წილად Aguirre y Aranzabal-ის ნაწარმს ინგლისისათვის. მიუხედავად ბრიტანელთა კონსერვატიზმისა, ბასკების მიერ წარმოებული თოფების ეს სერია ნისლიან ალბიონზე 10 000 ცალზე მეტი გაიყიდა(ეს უდიდესი მიღწევაა). და რაში მდგომარეობს Aguirre y Aranzabal-ის წარმატების საიდუმლო? პასუხი მარტივია:მეტალის ხარისხში, კლასიკურ კონსტრუქციაში, უნაკლო შესრულებასა და ულამაზეს გრავირებაში. მოდელი Iberia_ერთ-ერთი ყველაზე იაფი მოდელია. ლულა მონობლოკი, საკეტი ორმაგი(პერდე), კალიბრი 12, ფასი 3000 ევრო. მოდელი №1 De Luxe — ყველაზე პრესტიჟული მოდელია. უმაღლესი კლასის ხელნაკეთი კლასიკური თოფია. ორმაგი საკეტით, ზღაპრული ინგლისური ორნამენტით. ფასი 8000 ევროდან. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 13, 2012 Author Report Share Posted March 13, 2012 Aya No. 1 საიდლოკი; ყალიბი 12 ან 20; სავაზნე 70 ან 76მმ; ორმაგი საკეტი; ორ სასხლეტზე; საერთო სიგრძე 109 ან 114სმ; ლულის სიგრძე 66 ან 71სმ; ლულათა შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; ჩახმახის შეყენების მაჩვენებელი; ავტომატური მცველი; ეჟექტორზე; წონა 3,1-3,4 კგ; კონდახი კაკლის(ინგლისური ტიპის). Aya No. 4 ყალიბი 12,16,20,28 ან 36; სავაზნე 70 ან 76მმ; ორმაგი საკეტი; ორ სასხლეტზე; საერთო სიგრძე 109 ან 124სმ; ლულის სიგრძე 66 ან 76სმ; ლულათა შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; ავტომატური მცველი; ეჟექტორზე; წონა 3,1-3,8 კგ; კონდახი კაკლის(ინგლისური ან პისტოლეტური ტიპის). Aya Countryman საიდლოკი; ყალიბი 12 ან 20; სავაზნე 12 ყალიბში 70მმ და 20 ყალიბში 76მმ; ორმაგი საკეტი; ორ სასხლეტზე; საერთო სიგრძე 109 ან 114სმ; ლულის სიგრძე 66 ან 71სმ; ლულათა შევიწროება და ექსტრაქტორ-ეჟექტორი შემკვეთის სურვილისამებრ; ავტომატური მცველი; წონა 3,1-3,8 კგ; კონდახი კაკლის(ინგლისური ან პისტოლეტური ტიპის). Aya Augusta საიდლოკი; ყალიბი 12; სავაზნე 70მმ; ორმაგი საკეტი და კერსტენი; ერთ ან ორ სასხლეტზე; საერთო სიგრძე 109 ან 114სმ; ლულის სიგრძე 66 ან 71სმ; ლულათა შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; ავტომატური მცველი; ეჟექტორზე; წონა 3,1-3,4 კგ; კონდახი კაკლის( პისტოლეტური ტიპის). Aya Coral Skeet, Sporting or Trap ყალიბი 12 ან 20; სავაზნე 76მმ; ორმაგი საკეტი და კერსტენი; ერთ ან ორ სასხლეტზე; საერთო სიგრძე 111-125სმ; ლულის სიგრძე 66 ან 76სმ; სახსნელი ჩოკები(1,0-0,75-0,5-0,25-0); ავტომატური მცველი; ეჟექტორზე ან ექსტრაქტორზე; წონა 3,3-3,7 კგ; კონდახი კაკლის( პისტოლეტური ტიპის). ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted March 13, 2012 Report Share Posted March 13, 2012 როგორ მომწონს ესპანური თოფები და თან რა მისაღები ფასები აქვთ ევროპაში ოდნავ ნახმარებს ჩამოტანის საშუალება მომცა (((( ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 12, 2012 Author Report Share Posted June 12, 2012 Aya No. 2 ეს მოდელი დელუქს კლასის თოფებში ნომერი ორია და უფრო ხელმისაწვდომია ფასით ნოერ პირველთან შედარებით(Aya No. 1). თუმცა მეორე ნომრად ყოფნა არ ნიშნავს, რომ ყველა მაჩვენებელში ჩამოუვარდებოდეს ლიდერს. ეს მოდელი ისეთივე მაღალმხატვრულობით და მასალათა უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა, როგორც პირველი. ამასთანავე ესპანურ-ინგლისური შარმი Aya No. 2-შიც თვალნათელია. გრავირებაში აღსანიშნავია ლაზერული მოხატვა, თუმცა კალაპოტზე არსებობს ისეთი ადგილები, რომლებზეც ლაზერი ვერ ახერხებს მიღწევას_აქ ოსტატის ხელით ხდება დამუშავება... ყალიბი 20; წონა 2,72კგ, ლულის სიგრძე 28 დიუმი. ფასი ბრიტანეთში შეადგენს 7875 გირვანქა სტერლინგს(12 ყალიბი 7500 გირვანქა ღირს ). ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 13, 2012 Author Report Share Posted December 13, 2012 ფასი 3000-5000 გირვანქა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 21, 2014 Report Share Posted January 21, 2014 დღეს დაიდო, 10 კალიბრია, 2 850,00 $. http://www.lespac.com/princeville/sports-loisirs-sports/fusil-calibre-10-aya_28602838D0.jsa?searchCriteria=L3NlYXJjaC9yZXN1bHRzLmpzYT9sPTEmYT1mdXNpbCZpPTEmZGg9MCZrPTEmZT00NS41MjUwMCZmPS03My41NTgzMyZoPTEmZz0xNzU2NyZqPTE&navigationInfo=YT0wJmI9MTUwJmM9Mjg2MDg4OThTMjg2MDg1MDBTMjg2MDgzNzNTMjg2MDc3NDhTMjg2MDU1OTBTMjgyNjcyMTRTMjg2MDQwNjdTMjc5MDI4NjRTMjg2MDI4MzhTMjg2MDI1NDkmZD0w&requester=SCH ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.