Jump to content
Club-Monadire.Ge

ლეკვის ვაქცინაცია და დეჰელმენტიზაცია


Recommended Posts

ლეკვის ვაქცინაცია და დეჰელმენტიზაცია

 

 

 

 

მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას

Edited by jaba
Link to post
Share on other sites

როგორც მოგეხსენებათ ლეკვის ჭიაზე დამუშავება აუცილებელია!

ლეკვის ჭიაზე დამუშავება იწყება 20-25 დღის ასაკიდან.არსებობს სხვადასვა სახის პრეპარატები,საქართველოში გვხვდება აბის და სუსპენზიის ფორმით!სუსპენზია მიზანშეწონილია ზემო აღნიშნულ ასაკში!

თუმცა არანაირი პრობლემა არ არის აბის მიცემაც,ოღონდ მკაცრად განსაზღვრული დოზით!რადგან ზოდი პრეპარატი ძლიერ ტოქსიკურია!

დოზირება მითითებულია შეფუთვაზე!ასევე არსებობს ნაკლებტოქსუკური პრეპარატები რომლის დოზის გადაცილებაც არ იწვევს ინტოქსიკაციას!ჩემი პირადი გამოცდილებიდან ძალიან კარგად მუშაობს BAYER -ის პრეპარატები როგორიცაა "დრონტალ პლიუსი"არის სუსპენზიის და აბის ფორმა!

 

a7ecf664963f.jpg

 

არის ნაკლებ ტოქსიკური, 5-ჯერადი დოზის გადაჭარბებაც კი არ იწვევს ინტოქსიკაციას

Link to post
Share on other sites

ასევე არის პრეპარატი "მელტრა" რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ესეც ნაკლებ ტოქსიკურია

 

a0c14d6abc64.jpg

 

სუსპენზია

 

23ba55e5647f.jpg

 

1 აბი-10 კგ ცოცხალ წონაზე

Link to post
Share on other sites

არის ასევე "ზიპირან პლიუსი" პრეპარატი კარგია მაგრამ მკაცრად დაიცავით დოზირების წესი, ანუ 1 აბი - 10 კგ ცოცხალ წონაზე

 

272b4ee11a83.jpg

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

jaba

თუ შეიძლება რამოდენიმე კიტხვა მაქვს და იქნებ მიპასუხოთ მყავს სამი თვის ირლანდიური სეტერი და არცერთი აცრა არ აქვს გაკეთებული საერთოდ ძაღლი პირველად მყავს და რომელი აცრები უნდა გავუკეთო რომელია ამჟამად აუცილებელი?

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

პოლივაკი TM

 

ზოგადი ცნობები

1. ვაქცინა პოლივაკ-ტმ (ძაღლების დერმატომიკოზების წინააღმდეგ)

2. ვაქცინა წარმოადგენს მოყვითალო-ყავისფერ ერთგვაროვან ნარევს თხელი ნალექით, რომელიც ადვილათ იშლება შენჯღრევისას. ვაქცინა პოლივაკ-ტმ ძაღლების დერმატომიკოზების წინააღმდეგ დამზადებულია Trichophyton და Microsporum სოკოების ინაქტივირებული საწარმოო შტამებისაგან.

3. ვაქცინა გამოდის ჰერმეტულად დახურულ ფლაკონებში (ამპულებში) ტევადობით 3,0 სმ3. ფლაკონები დაცობილია რეზინის საცობით, რომელიც დამაგრებულია ალუმინის თავსახურით, ამპულები ჰერმეტულად შედუღებულია. თითო ფლაკონი (ამპულა) შეიცავს ვაქცინის ერთ კომერციულ დოზას (0,6 სმ3).

ფლაკონი (ამპულა) წარმოდგენილია მუყაოს (პლასტიკური) კოლოფის ან ბლისტერის შეფუთვაში.

თითო კოლოფში მოთავსებულია ვაქცინის გამოყენების ინსტრუქცია.

ვაქცინის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 18 თვეს მისი დამზადების დღიდან. აკრძალულია ვაქცინის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

4. ვაქცინის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე 2-100ჩ ტემპერატურის პირობებში.

5. ვაქცინა შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

6. ვაქცინის ფლაკონის გაყინვის, ერთიანობისა და საცობის ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში, ვაქცინის ფერის შეცვლის, სხვა მინარევების შემცველობის ან იმ შემთხვევაში თუ შენჯღრევისას ნალექი არ იხსენება, ასევე გახსნიდან 2 საათის განმავლობაში გამოუყენებლობის შემთხვევაში ვაქცინას წუნი ედება, მისი უვნებელყოფა ხდება 15 წუთის განმავლობაში დუღილით და შემდგომი უტილიზაციით.

 

ბიოლოგიური თვისებები

7. აცრილ ცხოველებში ვაქცინა იწვევს დერმატომიკოზების მიმართ იმუნიტეტის ფორმირებას მეორე ვაქცინაციიდან 20-30 დღეში, რომელიც გრძელდება არა ნაკლებ 12 თვე ვაქცინის პირველი შეყვანიდან.

ვაქცინა არარეაქტოგენურია და უსაფრთხოა, წარმოადგენს პროფილაქტიკურ და სამკურნალო პრეპარატს.

 

გამოყენების წესი

8. ვაქცინა გამოიყენება ძაღლების დერმატომიკოზების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.

9. პროფილაქტიკის მიზნით ვაქცინაციას ექვემდებარება მხოლოდ კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველები.

10. გამოყენების წინ ვაქცინის ფლაკონი ან ამპულა შეანჯღრიეთ. ვაქცინა შეყავთ კუნთში უკანა ბარძაყის კუნთების ჯგუფში ორჯერ შეყვანის შორის ინტერვალით 10-14 დღე. ვაქცინაცია ტარდება ასეპტიკისა და ანტისეპტიკის ზოგადი წესების დაცვით, ინექციისათვის გამოიყენება მხოლოდ სტერილური მასალა და ინსტრუმენტები. ყველა ცხოველისათვის გამოიყენება ახალი ნემსი.

სამკურნალო მიზნით ვაქცინის გამოყენებისას საჭიროა განხორცილდეს ორი- ან სამჯერადი შეყვანა ინტერვალით 10-14 დღე. ქერქის გაქრობის დასაჩქარებლად რეკომენდებულია კანის დაზიანებული უბნების დამარბილებელი საშუალებებით დამუშავება, რომლებიც გამოიყენება მედიცინაში და ვეტერინარიაში.

11. ჯანმრთელი ძაღლების ვაქცინაციისას კლინიკური მდგომარეობის შეცვლა არ აღინიშნება. ცალკეულ ჯიშებში აღინიშნება მცირე შეშუპება ან ანთება ვაქცინის შეყვანის ადგილზე, რომელიც 3-4 დღეში ქრება მკურნალობის გარეშე.

12. დაავადების საინკუბაციო პერიოდში მყოფ ცხოველებში ვაქცინაციის ჩატარებისას ის აჩქარებს დერმატომიკოზის კლინიკური სურათის გამოვლენას ზედაპირული ხასიათის მრავლობითი კერების განვითარებით. ცხოველებში, რომლებსაც აღენიშნებათ დაავადების კლინიკური ნიშნები, შეყავთ ვაქცინის სამკურნალო დოზა, ხოლო ძალიან მძიმე შემთხვევაში ვაქცინა შეყავთ 3-4 ჯერ. ვაქცინის შეყვანის შორის ინტერვალი შეადგენს 10-14 დღეს.

13. თუ გავითვალისწინებთ, რომ დაავადების საინკუბაციო პერიოდში მყოფ ცხოველებში ვაქცინის შეყვანა აჩქარებს დერმატომიკოზების კლინიკურ გამოვლენას, დერმატომიკოზებისათვის არახელსაყრელ საშენებში და სხვა საწარმოებში აუცილებელია სულადობრივად ვაქცინაციის ჩატარება სამკურნალო დოზებში. სუსტ დაუძლურებულ ძაღლებში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების მქონე ძაღლებში და ძაღლებში ექტოპარაზიტებით ვაქცინის ეფექტურობა დაქვეითებულია.

14. დაუშვებელია ვაქცინის გამოყენება ერთ შპრიცში სხვა ბიოპრეპარატებთან და სამკურნალო საშუალებებთან.

post-23-0-40214700-1349807799_thumb.jpg

Edited by jaba
Link to post
Share on other sites

ხორცისმჭამელთა ჭირის, ძაღლების პარვოვირუსული,

კორონავირუსული ენტერიტებისა და ადენოვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო

პოლივალენტური შრატი “გისკანი-5″.

ზოგადი ცნობები

 

1.~გისკანი-5~ პოლივალენტური შრატი ხორცისმჭამელთა ჭირის, ძაღლების პარვოვირუსული, კორონავირუსული ენტერიტებისა და ადენოვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.

2.შრატი წარმოადგენს მოყვითალო ან მოყვითალო-ყავისფერ ოდნავ სადაფისებრ სითხეს. შენახვისას შესაძლებელია უმნიშვნელო ნალექის წარმოქმნა, რომელიც შენჯღრევისას ადვილად იხსნება თანაბარ ნარევად. გისკანი-5 არის ცხენის სისხლის შრატი, რომელიც შეიცავს ხორცისმჭამელთა ჭირის, ძაღლების პარვოვირუსული და კორონავირუსული ენტერიტებისა და ადენოვირუსული ინფექციების გამომწვევების სპეციფიურ ანტისხეულებს.

3.ფლაკონებში (ამპულებში) დაფასოვებულია 2,0 სმ3 შრატი. ფლაკონები დაცობილია რეზინის საცობით, რომელიც დამაგრებულია ალუმინის თავსახურით, ამპულები ჰერმეტულად შედუღებულია. ყოველ კოლოფში მოთავსებულია პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.

შრატის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 2 წელს მისი დამზადების დღიდან. აკრძალულია შრატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

4.შრატის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე 2-100ჩ ტემპერატურის პირობებში.

5.შრატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

6.შრატის ფლაკონებს, რომელიც შეიცავს ობს, უცხო მინარევებს, ან შენჯღრევისას ნალექი არ იხსენება, დაზიანებული საცობით, ასევე გახსნის დღეს გამოუყენებელი შრატის ნარჩენებს წუნი ედება, მისი უვნებელყოფა ხდება 15 წუთის განმავლობაში დუღილით და შემდგომი უტილიზაციით.

 

ბიოლოგიური თვისებები

7. ორგანიზმში შეყვაისას ანტისხეულები იწვევენ სპეციფიური იმუნური პასუხის ფორმირებას. პროფილაქტიკის მიზნით ძაღლებში შეყვანისას შრატი გისკანი-5 უზრუნველყოფს პასიურ იმუნიტეტს ჭირის, პარვოვირუსული, კორონავირუსული ენტერიტებისა და ადენოვირუსული ინფექციების წინააღმდეგ, რომელიც გრძელდება 2 კვირის განმავლობაში.

შრატ გისკანი-5-ს გააჩნია სამკურნალო თვისებები, რომლებიც მაქსიმალურად ვლინდება ინფექციური პროცესის ინკუბაციურ და პროდრომალურ პერიოდში.

 

გამოყენების წესი.

8.გისკანი-5 გამოიყენება ხორცისმჭამელთა ჭირის, ძაღლების პარვოვირუსული, კორონავირუსული ენტერიტებისა და ადენოვირუსული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.

9.შრატი შეყავთ კანქვეშ ან კუნთში, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის ზოგადი წესების დაცვით.

მითითებული ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით 5 კგ-მდე მასის ცხოველებში შეყავთ 1,0 სმ3, 5 კგ-ზე მეტი მასის ცხოველებში – 2,0 სმ3 პრეპარატი.

10.სამკურნალო მიზნით გისკანი-5 შეყავთ აღნიშნული დოზებით 1-3 ჯერ ინტერვალით 12-24 საათი, პათოლოგიური პროცესის სიმძიმის მიხედვით. ყველაზე მაღალი თერაპიული ეფექტი მიიღება შრატის გამოყენებისას დაავადების საწყისს სტადიაზე.

11.მითითებული გამოყენების სქემები გამორიცხავს სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბებას.

12.პრეპარატის შეყვანისას ცალკეულ ძაღლებში შეიძლება აღინიშნოს სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება და ალერგიული რეაქციები. აღნიშნული მოვლენების გამოსარიცხად რეკომენდებულია პრეპარატი გისკანი-5-ის შეყვანამდე 10-15 წუთით ადრე ცხოველებს პარენტერალურად გაუკეთდეს ერთ-ერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი (დიმედროლი, სუპრასტინი, ტავეგილი, დიპრაზინი და ა.შ.).

13.შრატის გამოყენება შეიძლება სხვა ანტიბიოტიკებთან, სულფანილამიდებთან, პრობიოტიკებთან და სიმპტომატური მკურნალობისათვის დანიშნულ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

14.დაუშვებელია შრატის გამოყენება ერთ შპრიცში სხვა ბიოპრეპარატებთან და სამკურნალო საშუალებებთან.

post-23-0-04392700-1349807957_thumb.jpg

Edited by jaba
Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

ცოფის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინა

 

3cddf7026324.jpg

 

ბიოკან R

 

მოცულობა – 1 მლ

აქტიური შემადგენელი ნაწილი: ცოფის ინაქტივირებული ვირუსი

ფარმაკოლოგიური თვისებები: ვაქცინის ორგანიზმში შეყვანისას, ვაქცინაში არსებული ანტიგენი მოქმედებს როგორც უცხო ნივთიერება და ამოქმედებს მრავალ დამცავ მექანიზმს, რის შედეგადაც იქმნება სპეციალური ანტისხეულები, რომლებიც მოქმედებენ ანტიგენის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, მოქმედი დამცავი მექანიზმი ხელს უშლის ინფექციის განვითარებას ინფიცირების დროს.

 

წამლის მიცემა და დოზირება: ვაქცინაციას ექვემდებარება ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო ცხოველი, ბეწვიანი ცხოველი, ძაღლი და კატა.

 

დოზა – 1 მლ, განურჩევლად სახეობის, ასაკის, წონის და ჯიშის. გამოიყენება 12 კვირის ასაკიდან. ვაქცინა კეთდება: კანქვეშ – ბეჭის არეში; კუნთში – მენჯის ძვლის წინ გამოწეულ ქვედა ნაწილზე (კიდური).

 

უსაფრთხოება: გამოყენების წინ მინის ფლაკონი შეანჯღრიეთ. უნდა აიცრან მხოლოდ ჯანმრთელი და სათანადოდ გამოკვებილი ცხოველები. ვაქცინაციის წინ უნდა ჩატარდეს დეჰელმინთიზაცია, არ არის რეკომენდებული აცრილი ცხოველების წვრთნა ან დატვირთვა აცრიდან ერთი კვირის მანძილზე.

Link to post
Share on other sites

NOBIVAC

 

67bbe911969a.jpg

 

 

ძაღლის კომპლექსური ვაქცინა. 9 ვალენტიანი

 

ასევე გამოიყენება კატაზეც

Edited by jaba
Link to post
Share on other sites

DURAMUNE 10W

 

885c8be8562a.jpg

 

f5cb55e61ffe.jpg

 

ძაღლის კომპლექსური ვაქცინა. 10 ვალენტიანი

 

ასევე გამოიყენება კატაზეც

Edited by jaba
Link to post
Share on other sites

DURAMUNE 9W

 

 

cbc23bedfe87.jpg

 

 

ძაღლის კომპლექსური ვაქცინა. 9 ვალენტიანი

 

ასევე გამოიყენება კატაზეც

Edited by jaba
Link to post
Share on other sites

BIOCAN M PLUS

 

52804bf3cf88.jpg

 

2217c9775973.jpg

 

 

სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინა,ასევე გამოიყენება სამკურნალოდ

Link to post
Share on other sites

CANVAC DHPL

ძაღლის კომპლექსური ვაქცინა.პირველ და მეორე სურათზე ახალებია. ჯერ საქართველოში არ მინახავს.პირველი 8 ვალენტიანია,დანარჩენები კი 7.

 

20f04ee59813.jpg

 

d9e0df063651.jpg

 

b155e3837d90.jpg

 

aea9530dba73.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ყველას საყურადღებოდ!

 

 

მოდებულია ჭირი და თუ ვინმეს გყავთ ასაცრელი ძაღლი აუცილებლად დროზე აცერით.

 

ქუთაისში უკვე რამოდენიმე უბანში მასობრივად ავადდება და კვდება ძაღლები.

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

CANVAC R

 

 

 

ძაღლის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა

ჯაბა მალადეც მეგობარო ძალიან საინტერესო და დიდი ცოდნის მომტანი თემა გახსენი ჩემთვის :yes: :yes:

Link to post
Share on other sites
  • 9 months later...

პროვაკის ვაქცინებზე რას მეტყოდით? რამდენად ხარისხიანია?

ალბათ ამას გულისხობ ხო??კორეულია და საკმაოდ ნორმალური ვაქცინაა.ჩემი საკუთარი ცუგრიები ამით მყავს ვაქცინირებული,ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნა შენ გააკეთე ;) .თუ რაიმე გაინტერესებს გვერდით მიგულე :Laie_99:

post-23-0-20557400-1418221503_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

JABA

 

გაუმარჯოს,შენი აზრი მაინტერესებს რამდენად მართალია რო იძახიან პირველად ცოფზე რო ცრი აღარ იზრდებაო,ძნელად იგეშებაო,სუნს კარგავსო რამდენად მართალია?! ეხლა მეორე კითხვა,ათის ხდება უკვე კომპლექსურები ბიოკანით ავცერი და აუცილებელია ისევ ბიოკანით ავცრა? პირველი კითხვიდან გამომდინარე გავიგებ ავცრა ჯერ თუ არა :scratchchin: და ბიოკანის გარდა რომელს მირჩევ ?

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

JABA

 

გაუმარჯოს,შენი აზრი მაინტერესებს რამდენად მართალია რო იძახიან პირველად ცოფზე რო ცრი აღარ იზრდებაო,ძნელად იგეშებაო,სუნს კარგავსო რამდენად მართალია?! ეხლა მეორე კითხვა,ათის ხდება უკვე კომპლექსურები ბიოკანით ავცერი და აუცილებელია ისევ ბიოკანით ავცრა? პირველი კითხვიდან გამომდინარე გავიგებ ავცრა ჯერ თუ არა :scratchchin: და ბიოკანის გარდა რომელს მირჩევ ?

სრული სისულელეა.

აცერი მაგიითი დაბალ ფასიანი ვაქცინებიდან ნორმალურია

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ჯაბა გამარჯობა. 31 მარტს ავცერი გეგმური მეორე აცრა და ცოფზე. რამდენი დღის შემდეგ იწყებს ცოფის ვაქცინა მოქმედებას? და კიდევ ერთი კითხვა, 3კვირა არ დაბანოთო, ეს საშინლად იქექება და დაგვჭამა ყველა ისეთი აგრესიულია. არაფრით არ შეიძლება დაბანა?

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...