Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Faure Le Page

 

736f305d9370.jpg

 

ფირმა ფორ ლეპაჟი პარიზში 1716 წელს დააფუძნა ლუდოვიკო-პიგნი ლეპაჟმა. საწარმო საგვარეულო დინასტიას 1913 წლამდე ეკუთნოდა. ფირმა განსაკუთრებულ და უნიკალურ თოფებს ამზადებდა სამეფო-საიმპერატორო ოჯახებისათვის.

ბრენდებზე გვხვდება წარწერები Armurier du Tir aux Piegeons du Bois de Boulogne, რაც თარგმანში ნიშნავს ,,თოფები მტრედებზე სროლისათვის ბულონის ტყეში".

 

cf6080ad18a1.jpg

 

ფირმას 1735 და 1756 წლებში ლუდოვიკო XV-საგან მიღებული აქვს სამეფო ორდენები.

საგვარეულო საწარმოს საწყისი წარმატება პიერ ლეპაჟის სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც საფირმო თოფები არისტოკრატებისა და სამეფო პერსონების წრეში შეიტანა.

ფირმის მორიგი მმართველი გახლდათ ჟან ლეპაჯი, ვისი დამსახურებითაც იარაღი ლუდოვიკ XVI-ის, იმპერატორ ნიკოლოზ I-ისა და ლუდოვიკ XVIII-ს არსენალში მოხვდა. ჟანის მმართველობისას საოჯახო ბიზნესი კიდევ უფრო მძლავრი გახდა. საწარმომ თოფებთან ერთად წყვილი(სადუელო) პისტოლეტებისა და ცივი იარაღის გამოშვებაც დაიწყო. ამას მოყვა სავაჭრო მაღაზიების ქსელის შექმნა.

 

 

 

c49e57dcbf53.jpg

 

d6dbf0bfd76a.jpg

 

 

საიარაღო ფორუმებსა და გამოფენებზე ლეპაჟები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ: 1865 წელს პარიზში მიღებული აქვს უმაღლესი ჯილდო; 1867 წელს ვერხცლის მედალი; 1878 წელს ოქროს მედალი; 1889 წელს გრან-პრი; 1873 წელს(ვენაში) ოქრო.

 

c1c76cb68de2.jpg

 

ლეპაჟის თოფები ისტორიის საკუთრებაა. ფირმის სახელი და თოფები ბევრი ჟამთააღმწერისა და მწერლის ნაწარმოებშია მოხსენიებული, რაც კიდევ უფრო მაღლს ხდის მის პრესტიჟს.

ექსპერტთა განმარტებით ლეპაჟების გამძლეობა და რესურსი მართლაც განსაცვიფრებელია. დღეს საფირმო თოფების უმეტესობა სხვადასხვა მუზეუმის ექსპონატებია.

 

 

 

c70c50b5f3d7.jpg

 

 

3004908e26c4.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...