Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Faure Le Page ფირმა ფორ ლეპაჟი პარიზში 1716 წელს დააფუძნა ლუდოვიკო-პიგნი ლეპაჟმა. საწარმო საგვარეულო დინასტიას 1913 წლამდე ეკუთნოდა. ფირმა განსაკუთრებულ და უნიკალურ თოფებს ამზადებდა სამეფო-საიმპერატორო ოჯახებისათვის. ბრენდებზე გვხვდება წარწერები Armurier du Tir aux Piegeons du Bois de Boulogne, რაც თარგმანში ნიშნავს ,,თოფები მტრედებზე სროლისათვის ბულონის ტყეში". ფირმას 1735 და 1756 წლებში ლუდოვიკო XV-საგან მიღებული აქვს სამეფო ორდენები. საგვარეულო საწარმოს საწყისი წარმატება პიერ ლეპაჟის სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც საფირმო თოფები არისტოკრატებისა და სამეფო პერსონების წრეში შეიტანა. ფირმის მორიგი მმართველი გახლდათ ჟან ლეპაჯი, ვისი დამსახურებითაც იარაღი ლუდოვიკ XVI-ის, იმპერატორ ნიკოლოზ I-ისა და ლუდოვიკ XVIII-ს არსენალში მოხვდა. ჟანის მმართველობისას საოჯახო ბიზნესი კიდევ უფრო მძლავრი გახდა. საწარმომ თოფებთან ერთად წყვილი(სადუელო) პისტოლეტებისა და ცივი იარაღის გამოშვებაც დაიწყო. ამას მოყვა სავაჭრო მაღაზიების ქსელის შექმნა. საიარაღო ფორუმებსა და გამოფენებზე ლეპაჟები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ: 1865 წელს პარიზში მიღებული აქვს უმაღლესი ჯილდო; 1867 წელს ვერხცლის მედალი; 1878 წელს ოქროს მედალი; 1889 წელს გრან-პრი; 1873 წელს(ვენაში) ოქრო. ლეპაჟის თოფები ისტორიის საკუთრებაა. ფირმის სახელი და თოფები ბევრი ჟამთააღმწერისა და მწერლის ნაწარმოებშია მოხსენიებული, რაც კიდევ უფრო მაღლს ხდის მის პრესტიჟს. ექსპერტთა განმარტებით ლეპაჟების გამძლეობა და რესურსი მართლაც განსაცვიფრებელია. დღეს საფირმო თოფების უმეტესობა სხვადასხვა მუზეუმის ექსპონატებია. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.