Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Darne

 

7371ab6e4bb0.jpg

 

 

ჩვენ ფორუმზე განხილული გვაქვს გლუვლულიანების სხვადასხვა სისტემები და ფორმები. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი საინტერესო კონსტრუქციული გადაწყვეტა, ესაა დარნი.

სანადირო იარაღის სისტემებს შორის განსაკუთრებულია ფრანგი ფაბრიკანტისა და კონსტრუქტორის რეჟი დარნის ჰორიზონტალური ორლულიანი, რომელიც თავისი სიმსუბუქითა და ჩაკეტვის სიმყარით მართლაც რომ გამოირჩევა.

ბევრი იარაღის მწარმოებელი(მაგ. Charlin, Schmitt Freres და სხვები), დარნიდან ნაყიდი პატენტების ვადის ამოწურვის შემდეგ, აკოპირებდნენ როგორც დარნის საკეტ სისტემებს ასევე გარეგნულ ფორმებსაც, მაგრამ მიუხედავად ამისა დარნის ფირმას ამისათვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ,,მეასლეებს” კონკურენტებად არასოდეს თვლიდა.

ფირმის ძალიან დიდი პოპულარობა განპირობებულია ფასისა და ხარისხის კარგი შეთანაწყობით, იმით რომ ამ ფირმის თოფები სწორი ექსპლოატაციის პირობებში არასოდეს(!!!) ირყევა, გადატენვის დრო დაყვანილია მინიმუმამდე(რა თქმა უნდა ნახევარავტომატურებს არ ვადარებ), მაღალი მანევრირების უნარით, ჩაკეტვის სიმყარით, იდეალური ბალანსითა და საუკეთესო ბალისტიკური მაჩვენებლებით.

 

 

f538f5c3fd24.jpg

 

1881 წელს რეჟი დარნიმ დააფუძნა სენტ-ეტიენში თავისი ფირმა, რომელმაც აყვავება დაიწყო დამფუძნებლის ნიჭის, ოსტატობისა და დაუშრეტელი ენერგიის წყალობით.

პირველად ფირმა ტყვიამფრქვევებს უშვებდა, თუმცა რამდენიმე წელიწადში პარალელურად ორიგინალური კონსტრუქციის გლუვლულიანი სანადირო თოფების გამოშვებაც დაიწყო, რომლისთვისაც 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენის ოქროს მედალი დაიმსახურა.

ფირმამ იარსება 1968 წლამდე(დახურვა გამოწვეული იყო პოლიტიკური და ფინანსური კრიზისის გამო). დაარსებიდან 100 წლhttp://club-monadire.ge/index.php?showtopic=392ის შემდეგ, 1981 წელს პოლ ბრიუშემ(ადრინდელი დარნის ერთ-ერთი საამქროს უფროსმა) გამოისყიდა ძველი ფირმის საწყობებში არსებული იარაღის მარაგები და კვლავ განაახლა ამ უნიკალური ორლულიანების წარმოება. აქედან 4 წელიწადში მანვე იყიდა Darne-ის სავაჭრო მარკა. 1995 წლიდან ფირმას ხელმძღვანელობს პოლ ბრიუშეს ვაჟიშვილი ერვე.

 

c4becbcb4194.jpg

 

რეჟი დარნის კონსტრუქციის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ გადახსნისას ლულა კი არ მოძრაობს ქვემოთ, არამედ კალაპოტი თავისი მექანიზმით იწევს უკან ჰორიზონტალური მიმართულებით. ეს სიახლე იმდენად მიგნებული აღმოჩნდა, რომ თითქმის უცვლელადაა შენარჩუნებული დღემდე. სისტემა ძალიან მარტივია და არ გააჩნია ის დამატებითი კვანძები და დეტალები, რომლებიც ამძიმებენ და აძვირებენ იარაღს.

საბაზოს იარაღისათვის წარმოადგენს დაგრძელებული კალაპოტი-საყრდენი, რომელიც ჩასმულია(შესულია) კონდახში.

შემკვეთის სურვილისამებრ ლულათა სიგრძე შეადგენს 600-760მმ-ს. მარჯვენა ლულა როგორც წესი ნახევარჩოკია, მარცხენა კი ჩოკი. 35 მეტრში სიბურჯღლე შეადგენს არანაკლებ 72%-ს. თუმცა შეკვეთის შესაბამისად შესაძლებელია ლულები სხვადსხვა შევიწროების იყოს. თოფის გაწმენდისათვის ლულები უნდა მოიხსნას.

 

d1b3624c7ee1.jpg

 

1898 წლის მოდელების ბაზაზე გამოშვებულია P, R და V მოდიფიკაციები. მოდელი P არის ძვირფასი კატეგორიის სანადირო თოფი(წარმოება შეწყვეტილია 1965 წლიდან). მოდელები R და V გამოდის დღემდე. პრინციპულად ეს მოდელები დიდად არ განსხვავდებიან, თუმცა ფასების ვარირება დიდ საზღვრებშია. ასევე განსხვავებულია ხის მასალისა და გრავიურის ხარისხი.

როგორც ზემოთ აღვნიშნავდი, დარნის თოფები გამოირჩევიან ბრწყინვალე ბალანსით და მცირე წონით. წონა განპირობებულია არა მსუბუქი მეტალების შენადნობით, არამედ მიგნებული კონსტრუქციით. 12 ყალიბის სტანდარტული(თუ ეს სიტყვა დარნის მიმართ შეიძლება გამოიყენო ) სანადირო თოფის წონაა 2,8 კგ; 16 ყალიბის_ 2,65კგ, 20 ყალიბის_ 2,55კგ. ცალკეული შეკვეთების შესაბამისად ეს წონა შეიძლება შემცირდეს 100-200 გრამით. სპორტული დარნები იწონიან 3,3- 3,6კგ-ს.

თავისი არსებობის განმავლობაში ფირმამ დაამზადა 600 ათას ცალ თოფზე მეტი.

 

 

a03c9b76ed07.jpg

Link to post
Share on other sites

f57e6de56c10.jpg

 

 

დარნი როგორც ელიტარული მწარმოებელი, რამდენიმე ექსპერიმენტულ და საცდელ იარაღს უშვებდა...

საკეტის ეს სისტემაც ერთ-ერთი იმათგანია.

საკეტი(მექანიზმთან ერთად), რომელიც არა ჰორიზონტალურად, არამედ ღერძის გარშემო ბრუნავს დიდი სიმყარით გამოირჩევა, თუმცა გააჩნია ერთი ნაკლი. კონკრეტულად ეს ნაკლი მდგომარეობს ვაზნების ცვლის გაძნელებაში. გასროლილი ვაზნის ახლით შეიცვლისათვის გახსნის დრო დიდია და არე(ადგილი) საკმაოდ მცირე. ამის გამო ცვლა უფრო დიდ დროს მოითხოვს(კლასიკური დარნის მოდელთან შედარებით).

ამ მიზეზის გამო დარნის ამ მოდელს ისეთივე ფურორი არ მოუხდენია, როგორიც კლასიკურს. შესაბამისად გამოშვებული თოფების რაოდენობაც ძალიან მცირეა. თუმცა ამ სიმცირემ მეორე უკიდურესობა გაამძაფრა_ ასეთი დარნები კოლექციონერების ოცნება გახდა!!!

Link to post
Share on other sites
  • 7 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...