Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Manufranse

 

 

2c3305754c8f.jpg

 

 

 

f610dc4e8d94.jpg

 

ფირმა დაფუძნებულია 1885 წელს სენტ-ეტიენში(საწარმო ველოსიპედებსაც უშვებდა). სახელი Manufranse მას 1911 წლიდან დაერქვა.

ლულათა ჰორიზონტალური წყობის საფირმო თოფებს Robust-ს კომპანია 1913 წლიდან უშვებს. სულ გამოდის 5 მოდელი(ყველა 12 ყალიბი). სტანდარტული მოდელები 2 სასხლეტითაა აღჭურვილი. მათი კონდახი უმრავლეს შემთხვევაში პისტოლეტური ან ნახევარპისტოლეტური ტიპისაა.

ლულათა 70 სმ სიგრძისას თოფის წონა 2,8-2,85 კგ-ს შეადგენს. მაგნუმის ანალოგიური სიგრძის ლულებით თოფი 20 გრამით მეტს იწონის.

საფირმო თოფებში აპრობირებული და კარგად გამოცდილი სისტემა და კვანძები გამოიყენება. განმასხვავებელი ნიშანია გაძლიერებული სავაზნე და ორიგინალური სამიზნე თამასა, რომელიც ლულის ტუჩიდან სავაზნემდე დაწეულია ქვემოთ და მხოლოდ სავაზნის დასაწყისიდან ამოდის სტანდარტულ პოზიციამდე(გვერდიდან შეხედვისას სამიზნე თამასა მხოლოდ სავაზნის თავზე ჩანს).

 

Robust

e910b104a2b4.jpg d3c9d82f0d07.jpg

 

 

 

პრესტიჟული მოდელები 4 სხვადასხვა ტიპის გრავირებით მზადდება და მათი წონა 2,7 კგ-ს შეადგენს. წონის შემცირება არა მსუბუქი მეტალების, არამედ ფოლადის თანამედროვე მარკების ხარჯზე ხდება. ამ მოდელების კონდახები ძვირფასი კაკლის მასალისაგან მზადდება(ინგლისური ტიპის).

იმავე Robust-ის ბაზაზე საწარმო 8X 57JRS და 9,3X74R ყალიბის ხრახნილლულიანებსაც აწარმოებს, რომელთა წონა 3,21-3,3 კგ-ს შეადგენს. ლულათა სიგრძე კი 60 სმ-ა. ამ თოფებზე საწარმო 5 წლიან გარანტიას იძლევა.

 

f9f5dedb4ab3.jpg

 

 

Manufranse-ის თოფების ლულები სხვადასხვა მარკის ფოლადისაგან კეთდება, მათ შორის საფრანგეთში კარგად ცნობილი Hercul-ის ფოლადისაგანაც. სალულე ფოლადის ხარისხი ლულაზე აღნიშნული დამღით_,,თაიგულით" გამოიხატება. რაც მეტია ,,თაიგულების" რაოდენობა, მით მაღალი ხარისხისაა მასალა.

 

ყველაზე ძვირფას მოდელებზე სალულედ გამოყენებულია Extra მარკის ფოლადი. აღსანიშნავია, რომ თოფების შედარებით მცირე წონის მიუხედავად, ფოლადის მაღალი ხარისხისა და გაძლიერებული სავაზნის გამო ლულები მაღალ წნევებს უძლებს, რითაც ამართლებს თავის სახელწოდებას_ თარგმანში Robust ,,მძლავრს" ნიშნავს.

 

Robust

 

92909b7ded0b.jpg

 

 

Ideal

607739aced9e.jpg

 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საფირმო თოფი Ideal, რომელიც უკვე აღარ გამოდის, თუმცა წარმოადგენს ფრანგული სკოლის კლასიკას.

ის წარმოადგენდა ,,დიქსონის" სტილის_ მომრგვალებული კალაპოტისა და კონდახის ანალოგს, რომელსაც მოგვიანებით Round Body უწოდეს.

იდეალი იწარმოებოდა 12, 16 და 20 ყალიბისა. მას გააჩნდა ორიგინალური ქვედა გასახსნელი ბერკეტი და ქვემოთ დაწეული სამიზნე თამასა. ამ მოდელისათვის პირველად იქნა გაკეთებული ტიბჟირი, რომელსაც ვესტლი-რიჩარდსის მსგავსი გასახსნელი ბერკეტი აქვს და გააჩნია გახსნის 3 სხვადასხვა პოზიცია.

იდეალში გამოყენებული იყო ძალიან ორიგინალური საკიდი სარტყელი. ეს სარტყელი იკეცებოდა(იხვეოდა) კონდახში და საჭიროების შემთხვევაში მაგრდებოდა ლულაზე(სარტყელის დაკეცვის პრინციპი თანამედროვე სიგრძის საზომი ლენტის პრინციპს ჰგავს ე.წ, ,,რულეტკა").

ასეთი სარტყელი მუდამ მოჭიმულ მდგომარეობაში(ან ჩაკეცილი) იყო და სწრაფი სროლის დროს გამორიცხავდა სხვადასხვა საგნებზე მის წამოდებას.

 

Ideal

ab7e6238056c.jpg

 

 

Ideal

 

f84f0d45ecc9.jpg

 

 

უნდა აღინიშნოს Manufranse-ის თოფების ძალიან კარგი ბალისტიკური მაჩვენებლები. ექსპერტთა აზრით საფირმო თოფების ბალისტიკა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

რესტავრირებული ფრანგი

 

97ce9ad9051f.jpg

 

ლეფორშეს სისტემა, გასახსნელი ბერკეტი_ტიბჟირი(თოფის გახსნისას მარცხნივ, დაშლისას მარჯვნივ), ყალიბი 12, ლულის სიგრძე 740მმ, ლულათა შევიწროება 0,25- 1,0(ყურადღება მიაქციეთ რამხელა სხვაობაა ლულათა შევიწროებებში), ტიბჟირი რქის, წონა 3კგ. დამზადებულია ოსტატ Samuel-ის მიერ; ფოლადი ACIER HERCULE;

 

 

 

 

 

9672d080fb05.jpg

 

d84321c6fa11.jpg

 

88bace3aba96.jpg

 

82dd2850d446.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

Favier გამოშვებულია 1978 წელს.

 

 

d966abd9d503.jpg

 

ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ორი წყვილი ლულით(ერთი 76სმ სიგრძის, ჩოკებით 1,0/1,0; მეორე 66სმ სიგრძის ჩოკებით 0,2/0,7) არხის დიამეტრი 18,4მმ, განთავსებულია ქეისში.

 

b5d0fcc722c2.jpg

 

4e292c217ce0.jpg

 

95788d1c69b4.jpg

 

954c06d45491.jpg

 

4a0f572334b3.jpg

 

8d7314111318.jpg

Link to post
Share on other sites

REDON ტყუპები გამოშვებულია 1970 წელს

 

e959ea0cd3ed.jpg

 

საიდლოკი; ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, სერიული ნომრები 472 და 473, ლულის სიგრძე 70სმ(შევიწროებანი სხვადასხვაა 0/0,5 და 1,0/0,7), წინა სასხლეტი ამორტიზატორზე, წონა 3კგ, მაღალი ხარისხის კაკლის კონდახი(ინგლისური ტიპის), კონდახის მედალიონი ვერცხლის.

 

dfc489c6738e.jpg

 

efeb1cbbe7bd.jpg

 

17632c38190d.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

Ideal 3R

 

წარმოებულია დაახლოებით 1907 წელს; ყალიბი 12; ლულის სიგრძე 65სმ, სავაზნე 65მმ; ეჟექტორებზე; წონა 2,6 კგ.

ძალიან საინტერესო ფარები აქვს სასხლეტებზე :alfons:

 

504675ff9669.png

 

 

f052af755da8.png

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...