Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Manufranse ფირმა დაფუძნებულია 1885 წელს სენტ-ეტიენში(საწარმო ველოსიპედებსაც უშვებდა). სახელი Manufranse მას 1911 წლიდან დაერქვა. ლულათა ჰორიზონტალური წყობის საფირმო თოფებს Robust-ს კომპანია 1913 წლიდან უშვებს. სულ გამოდის 5 მოდელი(ყველა 12 ყალიბი). სტანდარტული მოდელები 2 სასხლეტითაა აღჭურვილი. მათი კონდახი უმრავლეს შემთხვევაში პისტოლეტური ან ნახევარპისტოლეტური ტიპისაა. ლულათა 70 სმ სიგრძისას თოფის წონა 2,8-2,85 კგ-ს შეადგენს. მაგნუმის ანალოგიური სიგრძის ლულებით თოფი 20 გრამით მეტს იწონის. საფირმო თოფებში აპრობირებული და კარგად გამოცდილი სისტემა და კვანძები გამოიყენება. განმასხვავებელი ნიშანია გაძლიერებული სავაზნე და ორიგინალური სამიზნე თამასა, რომელიც ლულის ტუჩიდან სავაზნემდე დაწეულია ქვემოთ და მხოლოდ სავაზნის დასაწყისიდან ამოდის სტანდარტულ პოზიციამდე(გვერდიდან შეხედვისას სამიზნე თამასა მხოლოდ სავაზნის თავზე ჩანს). Robust პრესტიჟული მოდელები 4 სხვადასხვა ტიპის გრავირებით მზადდება და მათი წონა 2,7 კგ-ს შეადგენს. წონის შემცირება არა მსუბუქი მეტალების, არამედ ფოლადის თანამედროვე მარკების ხარჯზე ხდება. ამ მოდელების კონდახები ძვირფასი კაკლის მასალისაგან მზადდება(ინგლისური ტიპის). იმავე Robust-ის ბაზაზე საწარმო 8X 57JRS და 9,3X74R ყალიბის ხრახნილლულიანებსაც აწარმოებს, რომელთა წონა 3,21-3,3 კგ-ს შეადგენს. ლულათა სიგრძე კი 60 სმ-ა. ამ თოფებზე საწარმო 5 წლიან გარანტიას იძლევა. Manufranse-ის თოფების ლულები სხვადასხვა მარკის ფოლადისაგან კეთდება, მათ შორის საფრანგეთში კარგად ცნობილი Hercul-ის ფოლადისაგანაც. სალულე ფოლადის ხარისხი ლულაზე აღნიშნული დამღით_,,თაიგულით" გამოიხატება. რაც მეტია ,,თაიგულების" რაოდენობა, მით მაღალი ხარისხისაა მასალა. ყველაზე ძვირფას მოდელებზე სალულედ გამოყენებულია Extra მარკის ფოლადი. აღსანიშნავია, რომ თოფების შედარებით მცირე წონის მიუხედავად, ფოლადის მაღალი ხარისხისა და გაძლიერებული სავაზნის გამო ლულები მაღალ წნევებს უძლებს, რითაც ამართლებს თავის სახელწოდებას_ თარგმანში Robust ,,მძლავრს" ნიშნავს. Robust Ideal განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საფირმო თოფი Ideal, რომელიც უკვე აღარ გამოდის, თუმცა წარმოადგენს ფრანგული სკოლის კლასიკას. ის წარმოადგენდა ,,დიქსონის" სტილის_ მომრგვალებული კალაპოტისა და კონდახის ანალოგს, რომელსაც მოგვიანებით Round Body უწოდეს. იდეალი იწარმოებოდა 12, 16 და 20 ყალიბისა. მას გააჩნდა ორიგინალური ქვედა გასახსნელი ბერკეტი და ქვემოთ დაწეული სამიზნე თამასა. ამ მოდელისათვის პირველად იქნა გაკეთებული ტიბჟირი, რომელსაც ვესტლი-რიჩარდსის მსგავსი გასახსნელი ბერკეტი აქვს და გააჩნია გახსნის 3 სხვადასხვა პოზიცია. იდეალში გამოყენებული იყო ძალიან ორიგინალური საკიდი სარტყელი. ეს სარტყელი იკეცებოდა(იხვეოდა) კონდახში და საჭიროების შემთხვევაში მაგრდებოდა ლულაზე(სარტყელის დაკეცვის პრინციპი თანამედროვე სიგრძის საზომი ლენტის პრინციპს ჰგავს ე.წ, ,,რულეტკა"). ასეთი სარტყელი მუდამ მოჭიმულ მდგომარეობაში(ან ჩაკეცილი) იყო და სწრაფი სროლის დროს გამორიცხავდა სხვადასხვა საგნებზე მის წამოდებას. Ideal Ideal უნდა აღინიშნოს Manufranse-ის თოფების ძალიან კარგი ბალისტიკური მაჩვენებლები. ექსპერტთა აზრით საფირმო თოფების ბალისტიკა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 22, 2012 Author Report Share Posted March 22, 2012 რესტავრირებული ფრანგი ლეფორშეს სისტემა, გასახსნელი ბერკეტი_ტიბჟირი(თოფის გახსნისას მარცხნივ, დაშლისას მარჯვნივ), ყალიბი 12, ლულის სიგრძე 740მმ, ლულათა შევიწროება 0,25- 1,0(ყურადღება მიაქციეთ რამხელა სხვაობაა ლულათა შევიწროებებში), ტიბჟირი რქის, წონა 3კგ. დამზადებულია ოსტატ Samuel-ის მიერ; ფოლადი ACIER HERCULE; ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 2, 2012 Author Report Share Posted April 2, 2012 Favier გამოშვებულია 1978 წელს. ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ორი წყვილი ლულით(ერთი 76სმ სიგრძის, ჩოკებით 1,0/1,0; მეორე 66სმ სიგრძის ჩოკებით 0,2/0,7) არხის დიამეტრი 18,4მმ, განთავსებულია ქეისში. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 2, 2012 Author Report Share Posted April 2, 2012 REDON ტყუპები გამოშვებულია 1970 წელს საიდლოკი; ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, სერიული ნომრები 472 და 473, ლულის სიგრძე 70სმ(შევიწროებანი სხვადასხვაა 0/0,5 და 1,0/0,7), წინა სასხლეტი ამორტიზატორზე, წონა 3კგ, მაღალი ხარისხის კაკლის კონდახი(ინგლისური ტიპის), კონდახის მედალიონი ვერცხლის. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 2, 2012 Report Share Posted April 2, 2012 კაია ძმაო,მაგარი კოპწია თოფებია!!! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 3, 2012 Report Share Posted April 3, 2012 Favier გამოშვებულია 1978 წელს. ფრთა რა მაგრად უხდება ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 10, 2015 Author Report Share Posted November 10, 2015 Ideal 3R წარმოებულია დაახლოებით 1907 წელს; ყალიბი 12; ლულის სიგრძე 65სმ, სავაზნე 65მმ; ეჟექტორებზე; წონა 2,6 კგ. ძალიან საინტერესო ფარები აქვს სასხლეტებზე ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.