Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 verney-carron verney-carron ფრანგებისათვის ისეთივე სიმბოლოა ნაციონალური ტრადიციებისა, როგორიც ჰოლანდ-ჰოლანდი ინგლისელებისათვის, ლებო ბელგიელებისა და ზაუერი გერმანელებისათვის. ფირმამ არსებობა დაიწყო 1820 წელს სენტ-ეტიენში. მის საწყისებთან, ვიდრე დღემდე იდგნენ და განაგრძობენ მართვას ვერვეი-კარონების დინასტიის წარმომადგენლები. ფირმის დამფუძნებელი კლოდ ვერნეი იარაღის ოსტატის ოჯახში დაიბადა 1800 წლის იანვარში. 1820 წელს კლოდმა კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც პირველი პრიზი დაისაკუთრა იარაღის კონდახისათვის. წარმატებამ ფრთები შეასხა ყმაწვილ ოსტატს და მან საკუთარი ფირმის დაარსება გადაწყვიტა. აქედან 10 წლის შემდეგ კლოდი დაოჯახდა და ცოლად შეირთო ანტუანეტა კარონი, რომელიც თავად გახლდათ იარაღის ოსტატის შვილი. სწორედ აქედან დაემატა ფირმის დასახელებას სიტყვა ,,კარონი". კლოდის სიკვდილის შემდეგ ფირმას სათავეში მისი უფროსი ვაჟი, ჟანი ჩაუდგა და სახელწოდებაც შეეცვალათ ,,ძმები ვერნეი-კარონები", რომელიც 1917 წლამდე შერჩათ. ფირმის ისტორიაში 1882 წელი იმ მოვლენით შევიდა, რომ გამოუშვეს პირველი შიდაჩახმახებიანი თოფი. 1917 წელს დამფუძნებლის შთამომავლებმა(უკვე მესამე თაობაში) საწარმოს რეკონსტრუქცია ჩაუტარეს და ძველი სახელი, ,,ვერნეი-კარონი" აღადგინეს. ამ პერიოდიდან ფირმა ძვირფასი თოფების წარმოებას იწყებს. 1941 და 1963 წლებში საწარმომ სხვა ფრანგულ ფირმებთან კოოპერირება მოახდინა, გააერთიანა სენტ-ეტიენის საუკეთესო ოსტატები, პროდუქციას კი თავისი მარკით უშვებდა. პირველ შემთხვევაში გაერთიანებას GEFAR ერქვა, ხოლო მეორეში კი SIFARM. 1960-იანი წლების შუახნიდან ფირმის ტექნიკური დირექტორი ანრი ვერნეი-კარონი სრულყოფილად ეუფლება უმაღლესი ხარისხის ლულების წარმოების ტექნოლოგიას და უკვე 1970-იანი წლების დასაწყისში ფირმა ერთ-ერთი ლიდერი ხდება უმაღლესი ხარისხის ლულების წარმოებაში. ამ ფრანგულ ფირმას კარგად იცნობენ დასავლეთ ევროპასა და ბრიტანეთში, ბელგიაში, იტალიასა თუ ავსტრიაში. დღეისათვის ფირმა აღჭურვილია თანამედროვე ჩარხებითა და დანადგარებით. ტექნოლოგია დამყარებულია მოწინავე კომპიუტერულ მიღწევებზე. ფირმის პირველი უდიდესი მიღწევაა 1966-1985 წლებში წარმოებული ვერტიკალური(ლულათა მდებარეობით ) თოფი, რომელმაც საქვეყნოდ გაუთქვა ფირმას სახელი. 1985 წლიდან ამავე თოფში კალაპოტი დაამზადეს ალუმინის შენადნობით, რამაც მისი წონა 2,8 კგ-მდე შეამცირა. ეს მორიგი გარღვევა იყო. ჩვენს დროში ამ თოფის ბაზაზე ფირმა უშვებს ორლულიან შტუცერს 7x65P, 8x57 და 9,3x74 ვაზნისათვის, თუმცა კალაპოტი კვლავ ფოლადის(!!!) დაუბრუნეს. შტუცერზე სურვილისამებრ შეიძლება დაყენდეს ხრახნილი ან გლუვი ლულა სხვადასხვა შევიწროებით. SUPER 9 1988 წელს ფირმამ წარმოებაში ჩაუშვა ახალი ვერტიკალი SUPER 9(წონა3,5კგ), რომელმაც მაშინვე მოწონება დაიმსახურა. აქედან 3 წელიწადში ამ თოფს კალაპოტი ალუმინის შენადნობისაგან გაუკეთეს, რამაც მისი წონა 2,5კგ-მდე დაიყვანა(ახალი სახელიც შეურჩიეს Grand Becassier). ლულის სიგრე შეადგენს 610მმ-ს; ქვედა ლულა ცილინდრი ან მილძაბრა, ზედა კი ან ფიქსირებული ნახევარჩოკი, ან სახვადასხვა ზომის სახსნელ ჩოკებზე. გარდა ამ მოდელებისა ფირმა კიდევ უშვებს 6 სხვადასხვა მოდიფიკაციის ვერტიკალს(4 მათგანს ფოლადის კალაპოტი აქვთ, ხოლო 2-ს დურალუმინის). მოდელებს, რომელთაც ალუმინის შენადნობის კალაპოტი აქვთ, გააჩნიათ ,,ნოუჰაუ" რაც შემდეგში მდგომარეობს. საბროლო ნემსას გამოსვლის ადგილი ანუ კალაპოტის შუბლი დაფარულია თერმიულად დამუშავებული ფოლადის ფირფიტით, რაც ამ ადგილებში მეტალს ცვეთისა და გამოწვისაგან იცავს. SUPER 9-ის ყველა მოდელი აღჭურვილია საცვლელი სასხლეტი კავებით. საჭიროების შემთხვევაში საველე პირობებშიც კი შესაძლებელია ერთკავიანის ორკავიანით(ან პირიქით) შეცვლა. 1994 წლიდან ფირმამ გამოუშვა ახალი თაობის ვერტიკალური თოფი, რომელიც მთლიანად ახალი ტექნოლოგიით იყო დამზადებული, რის შედეგადაც დაბალი ფასით გამოირჩეოდა თუმცა შენარჩუნებული ჰქონდა ტრადიციულად მაღალი ხარისხი. ამ თოფების დამზადებისას ხელით შრომა მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა ამას ხარისხზე არ უმოქმედია. შეიძლება ითქვას, რომ ფირმა Verney-Carron-ის ძირითადი სპეციალიზაცია ვერტიკალური თოფების ანუ ბოკფლინდების წარმოებაა. მისი საფირმო თავისებურება ამ თოფებზე სახსნელი ჩოკებისა და ლულათა სხვადასხვა კომბინაციის მრავალფეროვნებაა. აგრეთვე ისიც, რომ მისი ვერტიკალურების უდიდეს უმრავლესობას მცველი განლაგებული აქვთ სასხლეტის ფართან ახლოს. verney-carron ტრადიციულად უშვებს თოფებს კლასიკური, ჰორიზონტალური განლაგების ლულებით. მათგან ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს Jubile და Helicobloc. ,,ჰელიკობლოკი" მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთებით მზადდება. ამ მოდელის დამზადებისას უმეტესწილად ხელით შრომაა გამოყენებული და შედეგადაც ყველაზე პრესტიჟულია, შესაბამისად ძვირს ფასობს. ფირმა ასევე უშვებს ავტომატურ თოფებს როგორც ლულის უკუსვლაზე, ასევე უკუქცეულ გაზებზე. ობიექტურობისათვის უნდა უნდა ითქვას, რომ ეს ავტომატური თოფები ხარისხითა და კლასით ჩამოუვარდებიან მოწინავე ევროპელების მიერ ნაწარმოებ ნახევარავტომატებს(მაგრამ რუსულებზე საგრძნობლად უკეთესია) კონდახები თოფების ნებისმიერ მოდელზე ექსკლუზიურად კაკლის მზადდება. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 7, 2012 Author Report Share Posted February 7, 2012 VERCAR CANARDOUZE SIDE-BY-SIDE ეს მოდელი კონსტრუირებულია ესპანეთში და დამზადებულია საფრანგეთში verney-carron-ის მიერ. მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ იძლევა საშუალებას ორთავე ლულიდან ერთდროულად განხორციელდეს გასროლა. ეს ერთად 104 გრამის გატყორცნას უდრის (სხვა, სტანდარტული მოდელის შემთხვევაში თოფს ანგრევს)!!! თანმიმდევრული დასხლეტისას_ წინა-უკანა, ხდება ჯერ ერთი და მერე მეორე ლულის ამუშავება, მაგრამ თავიდანვე უკანა სასხლეტის გამოკვრისას კი ორთავე ერთად. ყალიბი 12; წონა 4,1 კგ; სავაზნე 89მმ;ლულის სიგრძე 80სმ; ლულის შევიწროებანი არაუმეტეს 3/4 ჩოკი. დამეთანხმებით ალბათ_ აი ძალა!!!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 7, 2012 Author Report Share Posted February 7, 2012 verney-carron-მა გამოუშვა ლულის დამაგრძელებელი ABR , რომლის სიგრძე 82 სმ-ს აღწევს(!!!); წონა 420 გრამია. განკუთვნილია ბერეტას, ბენელის, ბრაუნინგისა და ვერნეი-კარონის ავრომატურებისათვის. დამაგრძელებელი ეხრახნება ჩოკის ნაცვლად, ხოლო თავად ჩოკი კი ეხრახნება თვით დამაგრძელებელში. მწარმოებელი რეკომენდაციას იძლევა გამოვიყენოთ სრული ჩოკი. მწარმოებლების დახასიათებით, დამაგრძელებლი ამცირებს ხმას და ზრდის სასროლ მანძილს. განკუთვნილია ბატზე ნადირობისათვის დამაგრძელებელი განკუთვნილია 12 ყალიბისათვის. საუკეთესო შედეგს იძლევა 12 ყალიბის მაგნუმები. ეწერზე წასვლა აღარ დაგვჭირდება მამუკა, პირდაპირ ოფისიდან ვესვრით ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 7, 2012 Report Share Posted February 7, 2012 ეს ფირმა მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთთან და თავის ნახევარავტომატებს და არამარტო მათ ამზადებინებს. თუმცქა ხარისხის კონტროლი მეტ-ნაკლებად უჭირავთ. რამოდენიმე წლის წინ მე ვაპირებდი შემეძინა მსუბუქი თოფი და ერთ-ერთი პრეტედენტი სწორედ verney-carron-ის ვერტიკალი-მოდელი საჟიტერი იყო. რომელიც ერთ-ერთ თბილისის მაღაზიაში იყიდებოდა თუ სწორაედ მახსოვს 2500 ლარად. დამუშავების ხარისხი საკმაოდ კარგი, ძალიან მსუბუქი 12 კალიბრისთვის (ალუმინის შენადნობის კალაპოტით), 66 სმ სიგრძის ლულებით, ფიქსირებული 0.25/0.5 ჩოკებით. მოკლედ წვრილ ფრინვრელზე იდეალური თითქოს. რაც არ მომეწონა იყო ჩაკეტვის სისტემა, რომელიც ერთი შეხედვით ვერ იძლეოდა იმის გარანტიას რომ წლობით გაძლებდა. და ასევე დამცველის განლაგება სასხლეტებთან, მოკლედ მე არ მომეწონა არჩვენანი სხვა ფირმაზე და კალიბრზე შევაჩერე. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 7, 2012 Report Share Posted February 7, 2012 სენტ ეტიენში დამზადებულებს ძალიან კარგი ხარისხი აქვთ, მაგრამ ფრანგებისთვისაც კი ძვირია. იტალიური იარაღი უფრო იაფია. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 22, 2012 Author Report Share Posted May 22, 2012 როგორც პირველ პოსტში მოგახსენებდით 1820 წელს კლოდ ვერნეიმ მშობლიურ ქალაქში კონკურსში მიიღო მონაწილეობა(Concours d’Armurerie), სადაც პირველი პრიზი დაისაკუთრა. ეს იარაღი ახლაც სენტ-ეტიენის იარაღის მუზეუმში ინახება და იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქმნილებაა ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 7, 2012 Author Report Share Posted December 7, 2012 500 Nitro Express ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 17, 2013 Author Report Share Posted January 17, 2013 ვაგრძელებთ რუბრიკას ,,რა დეინახა ჩემმა დასათხრელმა თვალებმა და რა გეიგონა ჩემმა დასაფსებმა ყურებმა" ინგლისელების ტესტირებამ არც ვერნეი კარონის მოდელი ,,საჟიტერი"(Verney Carron Sagittaire) დაინდო. დაუწუნეს დამზადების ხარისხი და ბალისტიკა(ამ მოდელის ფასი ბრიტანეთში 2000 ევროს ექვივალენტია ფოლადის კალაპოტის გამო). ინგლისელი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ამ თოფის მყიდველს ზუსტი სროლისათვის აუცილებლად მოუწევს კონდახის შეცვლა(!!!) საგრძნობია უკუცემა და რესივერს არ გააჩნია გრავირება... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 9, 2018 Report Share Posted May 9, 2018 (edited) ქართველი რაგბისტი დავით ზირაქაშვილი(კლერმონ-ფერანიდან) უკვეტავს ვერნეი-კარონს(სენტ-ეტიენში, საფრანგეთი). Edited May 9, 2018 by BROWNING 1 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.