Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

კაკაბი

 

 

976d89c2711f.jpg

 

საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა-კავკასიური კაკაბი. იგი საშუალო სიდიდის ფრინველია 350-550 გრამია. მამალი ცოტა დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. გარეგნულად საკმაოდ მოხდენილი ფრინველია, ქათმებისათვის დამახასიათებელი შესახედაობით. ზრდასრულ ფრინველს ზურგის მხარე ნაცრისფერი აქვს, შუბლი შავი, საიდანაც შავი ზოლები მიემართებიან თვალისა და ყურის გასწვრივ, გადიან კისრის ორივე მხარეს და შავ არშიადაა შემოვლებული ღია ფერის ყელზე. თავი და კისერი ზემოდან რუხია, მოღვინისფრო-ვარდისფერი ელფერით. პირის კუთხეებთან შავი ლაქებია. პირველი რიგის მომქნევები მურა ფერისაა. ნიკაპი, ყელი და კისრის წინა მხარე მოჟანგმიწისფრო-თეთრია; მუცელი ჟანგმიწისფერი-ყვითელი. საჭის ბუმბულები მოწაბბლისფრო-ქარცია. გვერდებზე მკვეთრად გამოხატული რამდენიმე შავი, წაბლისფერში გარდამავალი განივი ზოლი ამშვენებს. ფეხები და ნისკარტი წითელი აქვს. სახეობის არეალი საკმაოდ ფართოა და მოიცავს პალეარქტიკის ზომიერ სარტყელს: სამხრეთ ევროპაში-პირენეებს, ალპებს, ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს, კავკასიას, შემდეგ აზიას- ტიანშანის, ალტაის, ჰიმალაის მთებს, ტიბეტსა და მანჯურიას. საქართველოში მოიპოვება როგორც მთავარ, ისე მცირე კავკასიონზე როგორც მობინადრე ფრინველი.

ბინადრობს მთების კლდოვან, ციცაბო ფერდობებზე, სადაც ქსეროფილური მცენარეულობაა. მთავარი კავკასიონის მთებში შეიძლება შეგვხვდეს 3500 მ-ის სიმაღლეზე. რიცხოვბრივად დაბალ ზონაში მეტია, სადაც თოვლის საფარი იშვიათი და მცირეა.

კაკაბი მონოგამური ფრინველია. მარტის დასაწყისში გუნდები იშლებიან და ფრინველები წყვილდებიან. ბუდობს ძეძვის, სარსაღაჯის და სხვა ქსეროფილურ ბუჩქნარებში. დედალი აკეთებს ბუდეს, რომელიც მიწის პატარა ჩაღრმავებას წარმოადგენს, ამოფენილს ხმელი ფოთლებით, ბალახითა და ბუმბულით. დებს 10-18 კვერცხს. ადრეული ბუდობა შეძლება შეგვხვდეს მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მოგვიანებული ივნისის მეორე ნახევარში. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება. ახალგამოჩეკილი წიწილები ერთი საათის შემდეგ კარგად დარბიან და იკენკებიან. 3 თვის ასაკში თითქმის მოზრდილების სიდიდეს აღწევენ. კაკბის ძირითადი საკვებია ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეების თესლები და მწვანე ნაწილები. უპირატესობას პარკოსნებს ანიჭებს. ცხოველური საკვები რაოდენობრივად მცირეა, მაგრამ ზაფხულში ყოველთვის იკვებება მწერებით, მათი მატლებითა და ჭუპრებით, აგრეთვე ზოგიერთ მოლუსკით. საკვების შემადგენლობა წლის სეზონების მიხედვით ცვალებადია.

საქართველოში ამჟამად კაკაბზე ნადირობა აკრძალულია, დაშვებულია, მხოლოდ სპეციალური სანადირო მეურნეობებში, ადრე კი სპორტული ნადირობის ერთ-ერთი მეტად ძვირფასი ობიექტი იყო.

Link to post
Share on other sites
  • 4 years later...

აბა ვინ მეტყვის ჭიათურაში საშევარდნოს კლდე რატომ ატარებს ამ სახელს.იმიტომ რომ მასზე შევარდნები ბუდობდნენ რადგან ამ კლდის მიდამოები კაკაბით იყო სავსე გასული საუკუნის დასაწყისში.ეს ალბათ არავინ იცის.ამ ჟამად კაკაბი არის სადმე ზემო იმერეთში ? ამის შესახებ თავის დროზე ცხონებულმა ბიძაჩემმა მიამბო.მაგარი მონადირე იყო...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...