Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ხოხობი

 

721b514fb994.jpg

 

 

ხოხობი (Phasianus), დიდტანიან (სხეულის სიგრძე 85 სმ-მდე, მასა – 2 კგ-მდე) ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. მამალი მკვეთრადაა შეფერილი, ბუმბულზე ლითონისებრი ბზინვარება გადაკრავს. დედალი მონაცისფრო-ქვიშისფერია. მოიცავს 2 სახეობას: მწვანე ხოხობი (Phasianus vesicolor), რომელიც ბინადრობს იაპონიაში და ჩვეულებრივი ხოხობი (Phasianus colchicus), რომლის გავრცელების საზღვრები იწყება კავკასიიდან, გადის ვოლგის დელტაზე, შუა და ცენტრალურ აზიის გავლით გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე და პრიმორიეს მხარემდე. ხოხობი უძველესი დროიდან არის ცნობილი საქართველოში.

 

ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში. ხოხობი ბინადრობს ტყეში, ჭალაში, ტყის მდინარისპირა ბუჩქნარში. ბუდეს მიწაზე იკეთებს, აპრილში დებს 10-12 (20-მდე) კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 22-24 დღე-ღამე. იკვებება ძირითადად მცენარეული საკვებით, უფრო იშვიათად (გაზაფხულზე) - ხოჭოებით და სხვა მწერებით. სპორტული ნადირობის ობიექტია. ნადირობა რეგლამენტირებულია, ნებადართულია ლიცენზიით.

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

BROWNING

დაწერილია 18 January 2011 - 06:36 AM

 

ჩემმა მეგობარმა მამაომ(შეგნებულად არ ვწერ მის სახელს და ადგილს), საკუთარი სახსრებით გააკეთა კოლხური სახოხბე. ჯერჯერობით ერთი მამალი და ოთხი დედალი ჰყავს. ინკუბატორიც შეიძინა და უნდა გამოაჩეკინოს. მერე აპირებს იქვე ბუნებაში გაუშვას ნამატი. ასე გამოიყურება ეს სახოხბე დღეს. სახოხბის გარეთ სულ ჯაგებია, ნაღდი სახოხბე ადგილები, ესაა რომ უამრავი მტაცებელია გარშემო და მაგათ მუსრი თუ არ გაავლეს, ისე არაფერი გამოვა.

მამაო თუ ზრუნავს კოლხურ ხოხობზე, გარემოს დაცვას რა უშლის ხელს ქართულ ენდემურ ჯიშებს მიხედოს.

მარა, მაგ ბოვში გონია, მარტო ტამტამების დამკვრელობაზე ოცნებობს დღე და ღამე

 

f7a5d0540229.jpg

 

4ef865a0183e.jpg

 

5828aa06ae7b.jpg

 

768f894edf00.jpg

 

5613fae325f7.jpg

 

 

P.S.

გადმოვიტანე. ამ კეთილი საქმის და კარგი პოსტის დაკარგვა დამენანა.

 

დათო მორალიშვილი.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
  • 3 months later...

იქ სადაც ნებისმიერი თოფიანი მოინადირებს ნადავლს, ნადირობას არაფერი ესაქმება. ძაღლებზე კი რა უნდა ითქვას, მშვენივრად ივარჯიშეს :hi3:

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

Gamarjobat. Rogor xart? Gilocavt yvelas sezonis gaxsnas. Tqveni rcheva mchirdeba ert sakitxshi, erti sityvit gadavwyvite kolxuri xoxobis gashveba. Adgili sadac vapireb gashvebas aris idealuri xoxobis gamravlebistvis ert dros yofila kidevac mag adgilebshi exla aravin dadis mand sanadirod cota mwyeri aris xolme da marto me chavdivar sanadirot mand sxva aravin shemxvedria da magitom vfiqrob ro arsebobis da gamravlebis shansi eqneba xoxobs. Exla rac sheexeba kitxvebs, mainteresebs ra dros jobia gashveba da vtqvat erti mamali da ramdenime dedali ro gavushva sheidzleba ese? tu tanabari raodenobit unda moxdes gashveba dedal mamlis?

Link to post
Share on other sites

კაი საქმეა თორნიკე. ტურა-მელა არ უნდა იყოს სიახლოვეს. მე მგონი ერთი მამალი ჰყოფნის ხუთ დედალს. ჩემი აზრით ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე სჯობს გაშვება, ადაპტაცია კარგად რომ განიცადონ.

 

 

Gamarjobat. Rogor xart? Gilocavt yvelas sezonis gaxsnas. Tqveni rcheva mchirdeba ert sakitxshi, erti sityvit gadavwyvite kolxuri xoxobis gashveba. Adgili sadac vapireb gashvebas aris idealuri xoxobis gamravlebistvis ert dros yofila kidevac mag adgilebshi exla aravin dadis mand sanadirod cota mwyeri aris xolme da marto me chavdivar sanadirot mand sxva aravin shemxvedria da magitom vfiqrob ro arsebobis da gamravlebis shansi eqneba xoxobs. Exla rac sheexeba kitxvebs, mainteresebs ra dros jobia gashveba da vtqvat erti mamali da ramdenime dedali ro gavushva sheidzleba ese? tu tanabari raodenobit unda moxdes gashveba dedal mamlis?

Link to post
Share on other sites

BROWNING

რავიციი მე არ შემიმჩნევია მაგრამ ტურა და მგელი ყველგანაა მოდებული და არ არის გამორიცხული მანდაც იყოს. დზალიან მინდა მაგის გაკეთება და მე ჩემსას ვცდია რაც იქნება იქნება იქნებ გაამართლოს კიდევაც. ისე გვიან შემოდგომასაც არ იქნება ცუდი მგონი გასვება ხო? თუ დაველოდო ზამთარს?

Link to post
Share on other sites

აუცილებლად მინდა რომ კოლხური ხოხობი გავუშვა და თუ ვინმემ იცით ვინ ამრავლებს ან სად იქნებ მაგაშიც დამეხმაროთ რო დავუკავშირდე და შევუთანხმდე წინასწარ

Link to post
Share on other sites

თორნიკე.

ძალზე კეთილშობილური მიზანი გაქვს დასახული რაც ფრიად მისასალმებელია მაგრამ არ შემიძლია არ გავამახვილო ყურადღება აუცილებლად გასათვალისწინებელ ნიუანსებზე.გარდა მტაცებელი ცხოველებისა,ტურა,მელა,მგელი...დიდ საფრთხეს უქმნის ხოხობს მტაცებელი ფრინველები,ქორი,ძერა....განსაკუთრებით იმ ფრინველთათვის რომლებიც ხელოვნურ პირობებში არიან გაზრდილნი და ბუნებრივი სიფრთხილე დაკარგული აქვთ.ამას დაუმატოდ სუსტი იმუნიტეტი...თუ გაშვებაა გაზაფხული და ზაფხული სჯობს რადგან საკვებს იოლად იპოვნის საკვებურას მიჩვეული ფრინველი...

Link to post
Share on other sites
  • 6 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...