jaba 2 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 (edited) ძაღლის ტორსის და ორგანიზმის აგებულება. ამ თემაში დაიწერება ძაღლის დაავადებები და მათი პროფილაქტიკა!მკურნალობაზე კითხვები დავსვათ შესაბამის თემაში ანუ ვეტერინარის რჩევებში ! მოუწოდებ ყველას სხვა ფორუმებზე გადაკოპირების შემთხვევაში დაიცავით საავტორო უფლებები და მიუთითეთ წყარო,წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება იმ ფორუმის ადმინისტრაციას Edited July 28, 2013 by JABA ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 21, 2012 Author Report Share Posted January 21, 2012 (edited) ეს არის ძაღლის ტორსის ანუ ჩონჩხის დანაწილება თავი:თავის ჩონჩხს შეადგენს ქალა, რომელსაც ყოფენ ორ ნაწილად:ტვინისა და სახის. ძაღლის თავის ქალა მკვეთრად განსხვავდება სხვა ცხოველების თავის ქალისაგან. მას სულ აქვს 42 კბილი, 20 ზედა ყბაზე 22 ქვედაზე, ორივე ყბაზე 6-6 საჭრელი კბილი, 2-2 ეშვი, 8-8 მოკლე ფესვიანი კბილები და დიდი ფესვიანი კბილები: ზედა ყბაზე 4-4, ქვედაზე კი 6-6. კისერი- კისრის მიდამო წარმოადგეს მძლავრ, მოქნილ ბერკეტს, რომლის წინა ნაწილს უერთდება თავი. კისრის სიგრძე ძაღლებში ცვალებადია, მაგრამ ყველა ჯიშის ძაღლს კისრის მალების რაოდენობა თანაბარი აქვს და არის 7. კისრის მალების სხეული მოკლეა, თავი და ფოსო გაბრტყელებულია. კისრის პირველ მალას ქვია "ატლასი", ხოლო მეორეს "აქსი". მეორე მალის ქედი მკვეთრადაა განვითარებული, რომელიც წინ ნისკარტისებური წანაზარდით ბოლოვდება. გულმკერდის- მიდამოში ძაღლს აქვს 13 მალა. ნეკნები ეკუთვნის გრძელრ კალისებურ ტიპის ძვლებს, რომლებიც ერთი ბოლოთი უერთება ხერხემალს,ხოლო მეორეთი მკერდის ძვალს. ძაღლს აქვს 13 წყვილი ნეკნი:აქედან 9 წყვილი ნამდვილი ნეკნია, დანარჩენი ცრუ. ნეკნების სიგრძე მატულობს მე-6 ნეკნამდე შემდეგ კი კლებულობს.ძაღლის მკერდის ძვალი გრძელია. სხეულის გვერდებზე მდებარეობს ფასეტები ნამდვილი ნეკნების ხრტილებთან შესაერთებლად. წელის მიდამოში-7, იშვიათად 6 მალა აქვს.მალის სხეულები საკმაოდ სქელია. წელის მიდამო ქმნის მუცლის დორსალურ ძვლოვან კედელს. გავის მიდამო-ქმნის მენკის ღრუს დორსალურ ძვლოვან კედელს, ძაღლის გავის ძვალი შედგება 3 მალისაგან.მალების შეზრდა 1 წლის ასაკში მთავრდება. კუდის მიდამო-ძაღლს კუდის მიდამოში აქვს 20-23 მალა. აქედან პირველი 5 არის ნამდვილი,დანარჩენი ცრუ მალებია.მალების ხვრელი წინიდან უკანა მიმართულებით, თანდათან მცირდება და ბოლოს მთლიანად იხურება მოუწოდებ ყველას სხვა ფორუმებზე გადაკოპირების შემთხვევაში დაიცავით საავტორო უფლებები და მიუთითეთ წყარო,წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება იმ ფორუმის ადმინისტრაციას Edited July 28, 2013 by JABA ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 21, 2012 Author Report Share Posted January 21, 2012 (edited) ჭირი (pestis canum,ferbis catarrhalis infectiosa canum) მეტად კონტაგიოზური ინფექციური აცადმყოფობაა,რომელიც ხასიათდება ციებ ცხელებით,ლორწოვანიგარსების კატარური ანთებით,პნევმონიით,კანის ეგზანთემით,ნერვული სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნციის მოშლით. ძაღლის ჭირის ვირუსული ბუნება პირველად დაამტკიცა ფრანგმა მკვლევარმა ჯარემ 1905 წელს.შემდეგ ძაღლის ჭირის ვირუსული ეტიოლოგია დაადასტურა ეიგენმა 1912 წელს.ამჟამად ჭირი გავრცელებულია მსოვლიოს ყველა ქვეყანაში. ეკონომიკური ზარალი ამ ავადმყოფობის დროს მეტად მაღალია.ლეტალობა(სიკვდილიანობა)შეადგენს დაახლოებით 50%,ხოლო ნერვული ფორმის დროს 85%-მფე და მეტს! ავადმყოფობის აღმძვრელი. აღმძვრელის ზომა 115-160 ნმ.მიეკუთვნება morbillivirus გვარს,paramyxoviridae ოჯახს!ჭირის ვირუსს აქვს ანტიგენური და იმუნობიოლოგიური ნათესაობაადამიანის წითელას ვირუსთან; ეპიზოოტოლოგიური მონაცემები. ხორცის მჭამელთა ჭირის ვირუსისადმი ამთვისებელია ძაღლი, მელა, ყარსაღი, წაულა, ენოტი, თეთრი აფრიკული და წაბლისფერი ქრცვინი, სიასამური, კვერნა, დათვი, სინდიოფალა, ყარყუმი, მაჩვი, ტურა, აფთარი, მგელი, ბოცვერი, კატა.ძაღლის ამთვისებლობა ჭირისადმი დამოკიდებულია ჯიშზეც:უფრო მდგრადია ეზოს ძაღლები ანუ მეტისები,ასევე ფოქსტერიერი და იაგტერიერი ნაკლებ მდგრადია კუტურული ჯიშის ძაღლები - გერმანული ნაგაზი, მეძებარი, დეკორატიული ძაღლი და სხვა. ჭირით ყველა ასაკის ცხოველი ავადდება, მაგრამ უფრო ამთვისებელია 2-6 თვის ასაკში.კოლოსტრალური იმუნიტეტი შენარჩუნდება ლეკვში 2 კვირა,დედიდან მოცილების შემდეგ!ანუ ლეკვი დედიდან მოცილების შემდეგ 2 კვირა არ დაავადდება იმიტომ რომ მუცლიდან აქვს იმუნიტეტი დაყოლილი.თუ ამ ვადის გასვლამდე არ ავცრით ის შეიძლება დაავადდეს!ჭირის ვირუსი ყველაზე მეტად აქტიურია გაზაფხულსა და შემოდგომაზე!ასე რომ ვისაც ასაცრელი გყავთ ძაღლები აცელით აუცილებლად! კლინიკურად ჭირი ვლინდება ძალიან მრავალ ფეროვნად, არჩევენ:ფილტვის, ნაწლავის, კანის, ნერვულ და შერეულ ფორმებს! ჭილი შეიძლება მიმდინარეობდეს ელვისებირად, მწვავედ, ქვემყვავედ, ქრონიკულად, აბორტულად, ტიპიუტად და ატიპიურად. ელვისებურად მიმდინარეიბის დროს ძაღლი უეცრად კვდება კლინიკური ნიშნების გამოვლინების გარეშე.დასაწყისში ტემპერატურა მკვეთრად მაღლდება ,მადა ცხოველი ვარდება კომატოზურ მდგომარეობაში, ეცემა და კვდება! მწვავე მიმდინარეობის დროს ავადმყოფობა გრძელდება 2-4 კვირა, ციებ ცხელებით, ავადმყოფობის დასაწყისში ცხოველი უჩვეულოდ იქცევა, ნაკლებად აქტიურია, კანკალებს, დროდადრო ხტუნაობს,. ხშირია სასუნთქი გზების კატარი!ძაღლი იქავებს ცხვირის სარკეს. ნესტოებიდან დასაწყისში გამოდის სეროზული ან ლორწოვანი ,ხოლო მერე კი ჩირქოვანინ ექსუდატი!აღენიშნება ხველება რომელიც დასაწყისში მშრალია ხოლო მოგვიანებით გაგრძელებული და სველი, რაც განაპირობებს კრუნჩხით შეტევებს!შემდგომში ვიტარდება პნევმონია, პლევრიტი, კონიუქტივიტი, კერატიტი რქოვანას წყლულოვანი დაშლით, ადგილი აქვს ფერადი გარსის ანთებას თვალის წინა კამერაში ჩირქის დაგროვებით.საჭმლის მომნელებელი აპარატის დაზიანებისას მადა გაუარესებულია,არინიშნება ფარინგიტი, კუჭ-ნაწლავის მწვავე კარატი.ხშირია პირღებინება რა დროსაც გამოიყოფა ყვითელი ფერის ლორწოვანი მასა. ადლილი აქვს ფაღარათს, ფეკალი თხელია შეიცავს ლორწოს და იშვიათად სისხლს! კანის ფორმის დროს ხშირია გამონაყარი,ვითარდება ჭვრილი წითელი ლაქები ბარძაყის შიდა ზედაპირზე, ყურის ნიჟარის, მუცლის კედლის, პირის ახლოს და ნესტოების გარშემო!ლაქების ადგილზე წარმოიქმნება პატარა ბუშტუკები ჩირქოვანი შიგთავსით! ნერვული ფორმის დროს აღინიშნება ხანმოკლე აღგზნებადობა, საღეჭი ან თავის და კუდურების კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა, ზოგჯერ უკანა კიდურების პარეზი და დამბლა, ეპილეფსიური მოვლენები და უხვი ნერწყვდენა!ეპილეფსიური ნიშნების გამოვლენისას პროგნოზი არაკეთილსაიმედოა!ავადმყოფობა როგორც წესი სიკვდილით მთავრდება! იმუნიტეტი. ცხოველი ჭირის მოხდის შემდეგ იძენს მყარ იმუნიტეტს!ვაქცინირებულ ცხოველებში იმუნიტეტი წარმოქმნება 10-21 დღის შემდეგ და ნარჩუნდება არა უმეტეს ერთი წლისა!ანუ ვაქცინის შეყვანიდან 10-21 დღის შემდეგ ჩამოყალიბდება იმუნიტეტი!სწორედ ამიტომ მე პირადად 11 თვეში ერთხელ ვაკეთებ რევაქცინაციას!და თქვენც ამას გირჩევთ იმუნიტეტი გამომუშავდება ვაქცინაციის შედეგად!არსებობს სხვადასხვა სახეობა:დურამონი, ვანგარდი, კანვაკი,ბიოკანი, მულტიკანი და სხვა.ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვაქცინით ლეკვები იცრებიან 1.5 თვის ანუ 6 კვირის ასაკიდან, 2-2 კვირის ინტერვალით,როგორც ვაქცინას უწერია კეთდება სამჯერადად მაგრამ მე უკეთებ 4-ჯერ იმიტომ რომ სანამ ვაქცინა საქართველომდე ჩამოვა არ ვიცით სად ეყარა რა პირობებში იყო და ასე შემდეგ!თქვენც ასე გირჩევთ ჩირქოვანი გამოანდენი ცხვირიდან, ასეთივე აქვს თვალებიდან ჭირის კანის ფორმა!გამოხატულია თათების ბალიშებზე ჭირის დროს ძაღლის საერთო მდგომარეობის სურათი ჭირის ნერვული ფორმის დროს კრუნჩხვის შემდგომი მდგომარეობა! მოუწოდებ ყველას სხვა ფორუმებზე გადაკოპირების შემთხვევაში დაიცავით საავტორო უფლებები და მიუთითეთ წყარო,წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება იმ ფორუმის ადმინისტრაციას Edited July 28, 2013 by JABA ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 21, 2012 Author Report Share Posted January 21, 2012 (edited) პაროვირუსული ენტერიტი პაროვირუსული ენტერიტი(PAROVIRUS ENTERITIS CANUM) მწვავედ მიმდინარე კონტაგიოზური ავადმყოფობაა, რომელიც ვლინდება პირღებინებით და ფაღარათით.ძაღლის პაროვირუსული ინფექცია პირველად რეგისტრირებული იყო 1976 წელს ბერგიაში, ხოლო შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში.ყოფილ საბჭოთა კავშირში დადგენილია 1980წელს! ეკონომიკური ზარალი პაროვირუსული ენტერიტით მიყენებული ზარალი მნიშვნელოვანია. სიკვდილიანობა 5-დან 70%-მდეა ავადმყოფობის აღმძვრელი. 22ნმ დიამეტრის მქონე ვირუსია, მიეკუთვნება parvoviridae -ს ოჯახს. ეპიზოოტოლოგიური მონაცემები. პაროვირუსული ენტერიტის მიმართ ამთვისებელია ყველა ასაკის ძაღლი, განსაკუთრებით კი 2 კვირიდან 1 წლამდე ასაკის ლეკვი. 2-5 წლამდე ასაკის ძაღლი შედარებით იშვიათად ავადდება.უფრო მეტად ამთვისებელია კულტურული და დეკორატიული ჯიშის ცხოველი.იფექციის აღმძვრელი წყაროა დაავადებული ძაღლი, რომელიც ვირუსს გამოყოფს გარემოში!ამ ინფექციის გამავრცელებელი შეიძლება იყოს ბუზი, თაგვი, ვირთაგვა და სხვა.ასე რომ ვისაც ასაცრელი გყავთ ძაღლები აცელით აუცილებლად! ავადმყოფობის მიმდინარეობა და სიმპტომები ინკუბაციური პერიოდი ბუნებრივი დასნებოვნებისას გრძელდება 4-დაბ 10 დღემდე, ავადმყოფობა მიმდინარეობს მწვავედ.ავადმყოფ ძაღლში აღინიშნება უმადობა, პირღებინება ლორწოთი და ფაღარათით. პირღებინება და ფაღარათი შეიძლება იყოს ერთდროულად!ფეკალური მასა დასაწყისში რუხია ან ყვითელი, ხშირად სისხლს შეიცავს, ზოგჯერ ჰემორაგიულია(ლორწოთი) ან წყლისებურია, მყრალი სუნით. სხეულის ტემპერატურა მატულობს უმნიშვნელოდ (39.5-41) ძაღლს წყურვილი არ აქვს. პირღებინების და ფაღარათის შედეგად ხდება ორგანიზმის დეჰიდრალტაცია ანუ წყალგართმევა, რაც განაპირობებს შოკურ მდგომარეობას და ლეკვი კვდება 24-96 საათის შემდეგ.მწვავე მიმდინარეობის დროს ცხოველი კვდება 5-6 დღის განმავლობაში ახალგაზრდა ცხოველებში შეიძლება აღინიშნოს ზემწვავე მიმდინარეობა, რა დროსაც შეიმჩნებვა კომატოზური მდგომარეობა და ლეკვი კვდება 1-3 დღეში 3 კვირიდან 7 თვემდე ასაკის ლეკვებში აღინიშნება არა მარტო გასტრო ენტერიტი, (კუჭ-ნაწლავის ანთება) არამედ გულის კუნთის დაზიანებაც. ცხოველთა უმეტესობაში უეცრად ვითარდება სისუსტე და ისინი კვდებიან 0.5-24 საათის განმავლობაში.ზოგჯერ გარეგნულად სრულიად ჯანმრთელი ცხოველი უეცრად კვდება იმუნიტეტი დაავადება მოხდილი ცხოველი იძენს მყარ იმუნიტეტს!განმეორებით არ ავადდება, რაც დაკავშირებულია ბუნებრივ სტერილურ იმუნიტეტის წარმოქმნასთან.ვაქცინირებულ ცხოველებში იმუნიტეტი წარმოქმნება 10-21 დღის შემდეგ და ნარჩუნდება არა უმეტეს ერთი წლისა!ანუ ვაქცინის შეყვანიდან 10-21 დღის შემდეგ ჩამოყალიბდება იმუნიტეტი!სწორედ ამიტომ მე პირადად 11 თვეში ერთხელ ვაკეთებ რევაქცინაციას!და თქვენც ამას გირჩევთ იმუნიტეტი გამომუშავდება ვაქცინაციის შედეგად!არსებობს სხვადასხვა სახეობა:დურამონი, ვანგარდი, კანვაკი,ბიოკანი, მულტიკანი და სხვა.ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვაქცინით ლეკვები იცრებიან 1.5 თვის ანუ 6 კვირის ასაკიდან, 2-2 კვირის ინტერვალით,როგორც ვაქცინას უწერია კეთდება სამჯერადად მაგრამ მე უკეთებ 4-ჯერ იმიტომ რომ სანამ ვაქცინა საქართველომდე ჩამოვა არ ვიცით სად ეყარა რა პირობებში იყო და ასე შემდეგ!თქვენც ასე გირჩევთ ასეთია ენტერიტის დროს ძაღლი საერთო მდგომარეობა მოუწოდებ ყველას სხვა ფორუმებზე გადაკოპირების შემთხვევაში დაიცავით საავტორო უფლებები და მიუთითეთ წყარო,წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება იმ ფორუმის ადმინისტრაციას Edited July 28, 2013 by JABA ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 21, 2012 Author Report Share Posted January 21, 2012 (edited) ლეპტოსპიროზი(leptospirosis) ლეპტოსპიროზი(შტუდგარდის დაავადება, ინფექციური სიყვითლე, ძაღლის ტიფი,ვაილის დაავადება)-განსაკუთრებით მწვავე დავადებაა,კლინიკურად ვლინდება ხანმოკლე ცხელებით, წყლულოვანი სტომატიტით, ზოგჯერ სიყვითლე ნერვული აშლილობით მიმდინარეობს.ლეპროსპიროზის აღმძვრელი აღმოაჩინეს 1925 წელს, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველად გამიყვეს მოხინმა და აჟიმოვმა(1926-1927)ლეპროსპიროზით ავადდება ადამიანიც ლეპტოსპირები წარმოადგენენ თხელ, გრძელ სპირაუ მიკროორგანიზმებს 10-15 მკმ. სიგრძით და 0.1-0.2 მკმ დიამეტრით. კლინიკური ნიშნები.ძაღლში არჩევენ ჰემორაგიულ და სიყვითლის ფორმას.მოზრდილი ძაღლები ავადდებიან ჰემორაგიული ფორმით. უცბათ ეწყებათუკანა კიდურების სისუსტე, უმადობა, დეპრესია. მოკლე დროში ტემპერატურა იწევს 40.5-45 გრადუსამდე.მეორე დღეს ტემპერატურა დაბლა იწევს 37-38.2 გრადუსამდე. უმადობა გრზელდება, მომატებული წყურვილი აქვს. ზოგჯერ აღენისნება სისხლიანი საკვების ღებინება, მესამე დGეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსზე აღებიშნება უსწორმასწორო ჰემორაგიული ნაწილები, პირიდან ცუდი სუნი, მოგვიანებით კანკალი, მუცლის ღრუს ტკივილი, სისხლიანი ამონახეთქი ღრძილებიდან, ცხვირიდან სისხლდენა, ზოგჯერ ენის ნეკროზი, ძაღლის სწრაფი გახდომა, კანის სიმშრალე, თვალის ქუთუთოები უნებლიეთ ეხუჭება, სხეულის ტემპერატურა ეცემა მორმაზე დაბლა 36-36.5 გრადუსამდე. სუნთქვა უძნელდება. აღენიშნება ფეკალის უნებლიე გამოყოფა, ზოგჯერ ეწენა შეკრულობა. ცალკეულ შემთხვევებში ცხოველი შეიძლება დაიღუპოს რამოდენიმე საათში , სიმპტომების გამოვლენისთანავე.ზოგჯრე ძაღლები ავადმყოფობენ 2-3 დღე, იშვიათად 5-10 დღე.სიკვდიალობა 65-80% ია. ლეკვებში ლეპტოსპიროზი სიყვითლის ფორმით მიმდინარეობს. დაავადება იწყება უეცრად და თანმიმდევრულად, სიყვითლის გამოვლინებამდე ორგანიზმის ტემპერატურა 39.5-40 გრადუსია.სიყვითლის შემდეგ ტემპერატურა ნორმაზე დაბლა(36-36.5) ეცემა,პირი ღრუს ლორწოვანი გარსი გაყვითლებულია, ასევე გაყვითლებულია თვალის ლორწოვანი გარსი სიყვითლე გრძელდება დაავადების ხანგგძლივობისა და სიმზიმის მიხედვით, ლიმონის ფერიდან მოყვითალო ვერამდე, იწყება რებინება (სისხლნარევი), შარდი მუქი ყვითელი ფერისაა, დიდი რაოდენობით შეიცავს ცილას. ამ საშინელი დაავადების გადამტანები არიან მღრნელები.ასე რომ მაქიმალურად დაიცავით მღნელებისგან ძაღლის სადგომები იმუნიტეტი. იმუნიტეტს ძაღლი იძენს ვაქცინაციის შენმდეგ. ასე რომ დროულად გაუკეთეთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს რევაქცინაცია მოუწოდებ ყველას სხვა ფორუმებზე გადაკოპირების შემთხვევაში დაიცავით საავტორო უფლებები და მიუთითეთ წყარო,წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება იმ ფორუმის ადმინისტრაციას Edited July 28, 2013 by JABA ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 21, 2012 Author Report Share Posted January 21, 2012 (edited) ასკარიდისებრნი (Ascarididae), მრგვალი ჭიების ოჯახი. პარაზიტობენ ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნაწლავში. ასკარიდისებრთა შორის ყველაზე გავრცელებულია ღორისა (Ascaris suum) და ადამიანის (Ascaris lumbricoides) ასკარიდა. დედლის სიგრძეა 25 – 40 სმ, მამლისა -15 – 25 სმ, სხეული თითისტარისებრია. წინა ნაწილზე მოთავსებულ პირს გარს აკრავს სამი ტუჩი, რითაც პარაზიტი კარგად ემაგრება ადამიანის ნაწლავის კედელს. მამლის სხეულის ბოლო ნაწილი მოკაუჭებულია, დედლისა – სწორი. ყოველი დედალი დღე-ღამეში 250 ათასამდე კვერცხს ყრის, რომლებიც განავალთან ერთად გარემოში გამოიყოფა, სადაც ხდება კვერცხის მომწიფება. მომწიფებული კვერცხიდან, რომელიც მასპინძლის ნაწლავში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად, იჩეკება ლარვა, იგი ხვრეტს ნაწლავის ლორწოვან გარსს, იჭრება ვენებში და კარის ვენით აღწევს ღვიძლს. აქედან ლარვა გადადის ღრუ ვენაში, გაივლის გულის მარჯვენა პარკუჭს და ფილტვის არტერიით გადადის ფილტვებში. აქ ლარვა ტოვებს სისხლის კაპილარებს, გადადის ფილტვის ალვეოლებში, ბრონქებში, შემდეგ ტრაქვაში და ხორხის ხვრელით ხელმეორედ ხვდება ხახისა და პირის რღუში. ლარვა ვითარდება და ზრდასრულ პარაზიტად გარდაიქმნება წვრილ ნაწლავებში. 2 – 2,5 თვის შემდეგ დედალი კვერცხის დაყრას იწყებს. ცხოველისდა ადამიანის ნაწლავში შესაძლებელია ერთიდან რამდენიმე ასეულამდე ასკარიდა იყოს. ადამიანის ასკარიდა ორგანიზმში ბინადრობს 1 – 1,5 წლამდე. ასკარიდისებრით გამოწვეულ დაავადებას ასკარიდოზი ეწოდება. ასკარიდოზის გამომწვევია მრგვალი ჭია ასკარიდა. ინვაზიის (დასნებოვნების) წყაროა დასნებოვნებული ცხოველი ან ადამიანი, რომელიც განავალთან ერთად ასკარიდის მოუმწიფებელ კვერცხებს გამოყოფს. კვერცხები ნიადაგში მწიფდება და ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში კვლავ ცხოველის ან ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ინვაზიის გზებია მჭიდრო კონტაქტი მიწასთან, ცხოველის ან ადამიანის განავლით დაბინძურებულ ნებისმიერ ნივთთან, დაბინძურებული და სათანადოდ დაუმუშავებელი წყლის, მწვანილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტის მიღება. მიმღებლობა განსაკუთრებით მაღალია ლეკვებში და ბავშვებში. პირიდან კვერცხები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადადის. აქ კვერცხის გარსი იშლება, ლარვა ნაწლავის კედელში ჩაინერგება, გაივლის მას და სისხლთან ერთად ღვიძლისა და ფილტვებისკენ მიემართება, სასუნთქი გზების გავლით ხვდება ხახაში და ნერწყვთან ერთად კვლავ კუჭსა და ნაწლავებში ბრუნდება. მიგრაცია 10-15 დღეს გრძელდება. ნაწლავებში მოხვედრილი ლარვა 2 თვეში მწიფდება და კვერცხის დებას იწყებს. კლინიკური სურათი. დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია პარაზიტების რაოდენობაზე, ავადმყოფის ასაკზე (ლეკვენში და ბავშვებში მძიმე ფორმები უფრო ხშირია), კვებაზე (საკვებში ცილებისა და B12 ვიტამინის დეფიციტზე). ზრდასრული ასკარიდები ხშირად იცვლიან ლოკალიზაციის ადგილს და სხვადასხვა ორგანოს აზიანებენ. ასკარიდოზის კლინიკურ მიმდინარეობაში განასხვავებენ ორ ფაზას: მიგრაციის ფაზას (ინვაზიის პირველი 3-4 კვირა) და ნაწლავში ლოკალიზაციის შემდგომ პერიოდს. მიგრაციის ფაზას ახასიათებს საერთო სისუსტე, ქავილი, ტკივილი მუცლისა არეში, ხველა და ნახველის (ზოგჯერ- სისხლიანის) გამოყოფა, ქოშინი, დიარეა. ღვიძლი გადიდებულია, ენა- შელესილი, პულსი- აჩქარებული. ფილტვებში სველი ხიხინი ისმის, ხოლო რენტგენოგრამაზე ჩანს მკაფიოდ გამოხატული ბრონქოპნევმონიის კერები. ნახველში შეიძლება ლარვების აღმოჩენა. სისხლში აღინიშნება მკვეთრი ეოზინოფილია,მცირე ლეიკოციტოზი. 3-4 კვირის შემდეგ მწვავე მოვლენები გაივლის და მდგომარეობა უმჯობესდება. ნაწლავურ ფაზაში ძირითადი ჩივილებია უმადობა , გამკრავი ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა, წონაში დაკლება. ვითარდება ავიტამინოზი და დიზბაქტერიოზი. გართულებები ყოველთვის მძიმედ მიმდინარეობს და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც კი სრულდება. გართულებებიდან აღსანიშნავია სასუნთქი გზების დახშობა, ნაწლავის პერფორაცია, რომელიც პერიტონიტით მთავრდება, ნაწლავის სანათურის დახშობით განპირობებული გაუვალობა, რომელიც ტკივილით, ღებინებით, ყაბზობით მიმდინარეობს, ღვიძლის ასკარიდოზი, ნაღვლის საერთო სადინარის დახშობა, რაც რთულდება სეფსისითა და ჩირქოვანი აბსცესით, პანკრეასის სადინარის დახშობა, რასაც მწვავე პანკრეატიტი მოჰყვება. დიაგნოსტიკა. მიგრაციის პერიოდში დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ანამნეზის , კლინიკური სურათის (ქავილი, ბრონქოპნევმონია), სისხლის ანალიზის (ეოზინოფილია), ნახველის მიკროსკოპიული გამოკვლევის (ლარვების აღმოჩენა) საფუძველზე. მოგვიანებით განავალში ასკარიდის კვერცხების აღმოჩენა დიაგნოზს ადასტურებს. მკურნალობა. საზოგადოდ, ჰელმინთოზს ანტიჰელმინთური საშუალებებით მკურნალობენ. მათთან ერთად ზოგჯერ ინიშნება დიეტა და სიმპტომური თერაპია (ზოგიერთი პარაზიტი იწვევს ანემიას, ბრონქოპნევმონიას და სხვა დაავადებებს, რომლებიც სათანადო მკურნალობას მოითხოვს). ამჟამად გამოიყენება შემდეგი ანტიჰელმინთური პრეპარატები: მაგალითად:დრონტალ პლიუსი,მელტრა, ფენდოქსი,ზიპირანი, ლევამიზოლი (ასკარიდოზი, ენტერობიოზი), ალბენდაზოლი (ასკარიდოზი, ანკილოსტომიდოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქინელოზი, ტრიქოცეფალოზი, ენტერობიოზი, ექინოკოკოზი, პოლიინვაზია) და სხვა ქიმიური ჯგუფის პრეპარატები. პროფილაქტიკა. ასკარიდოზის პროფილაქტიკა გულისხმობს ავადმყოფისა და მატარებლის გამოვლენასა და დეჰელმინთიზაციას, ნიადაგის, წყლის დაცვას ადამიანის განავლისა და ცხოველების გადაუმუშავებელი ნაკელისგან, სურსათის (ხორცის, თევზის, ხილისა და მწვანილის) თერმულ დამუშავებას, გადამტანი მწერების, მოლუსკების წინააღმდეგ ბრძოლას, სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვას.ჩემი რჩევაა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები დროულად დავამუშაოთ ჰელმინთებზე,პროფილაქტიკის მიზნით 3- თვეში ერთჯერ მოუწოდებ ყველას სხვა ფორუმებზე გადაკოპირების შემთხვევაში დაიცავით საავტორო უფლებები და მიუთითეთ წყარო,წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება იმ ფორუმის ადმინისტრაციას Edited July 28, 2013 by JABA ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 21, 2012 Author Report Share Posted January 21, 2012 (edited) დემოდეკოზი დემოდეკოზი პარაზიტული დაავადებაა. მისი გამომწვევი დემოდექსის ტკიპა კანქვეშა პარაზიტია. ამჟამად ცნობილია ამ ტკიპის ას ორმოცამდე სახეობა, რომლებიც სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმში პარაზიტობენ. დაავადება ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ძაღლებში ის დერმატიტებს ანუ კანის ანთებით დაავადებებსა და ჰიპერკერატოზებს – კანისა და მისი დანამატების პათოლოგიურ გასქელებას იწვევს.ბოლო ხანს ეს დაავადება ადამიანებს შორისაც გახშირდა, თუმცა ადამიანის კანში დემოდექსის მხოლოდ რამდენიმე სახეობა პარაზიტობს, თანაც მისი ორგანიზმიდან იმ ტკიპის გამოყოფა, რომელიც ძაღლის დასნებოვნებას იწვევს, აღწერილი არ არის. ასე რომ, ძაღლი და ადამიანი დემოდეკოზის გადაცემის თვალსაზრისით ერთმანეთს საფრთხეს არ უქმნიან. ცხოველებში დემოდეკოზის სამი კლინიკური ფორმაა მოსალოდნელი. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სკვამოზური ანუ ქერცლოვანი ფორმა. ის ძაღლებში ყველაზე ხშირად გვხვდება, რასაც გარკვეული მიზეზი აქვს: ვინაიდან ძაღლის ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარები საკმაოდ ფართოა, დემოდექსის ტკიპა მათში ადვილად აღწევს და ყველაზე ადრე სწორედ მათ აზიანებს. ტკიპის ცხოველქმედების შედეგად ჯირკვლები წყვეტენ ცხიმის გამომუშავებას. კანი შრება და იქერცლება. პროცესი წვრილი, 1-3 მმ დიამეტრის წითელი წერტილოვანი ლაქების წარმოქმნით იწყება. შემდეგ ამ ადგილებს ბეწვი სცვივა და მელოტდება. ამგვარი ცვლილებები უმეტესად ლოკალიზებულია თვალების ირგვლივ, ლოყებზე, ცხვირის ზურგზე, ფერდებზე, კისერზე. სიწითლე თანდათან გაივლის და დაზიანებულ ადგილებზე კანის აქერცვლა იწყება. კანი სქელდება, ადვილად ნაოჭდება, უჩნდება სისხლმდინარე ნახეთქები. ქერცლს მონაცრისფერო-მოლურჯო ელფერი აქვს და ადვილად ჩამოიფცქვნება. როცა პარაზიტი საოფლე ჯირკვლებში კი არა, თმის ფოლიკულის ძირში იბუდებს, ვითარდება დემოდეკოზის პუსტულოზური ფორმა. ჩნდება მომცრო ჩირქგროვები - პუსტულები. როგორც წესი, ამ დროს ღრმად მდებარე თმის ფოლიკულები ზიანდება. კანის ღრმა ფენებში თავდაპირველად 1-4 მმ დიამეტრის დემოდეკოზური კერები ჩნდება, რომლებიც შემდგომში შესაძლოა ჩირქით გაივსოს, თავისთავად გაიხსნას და ზედაპირი მურა ნაცრისფერი ქერქით დაეფაროს. დემოდეკოზის ამ ფორმისას უმეტესად ზიანდება ყბათაშორისი სივრცე, პირის მახლობლად, ტუჩებისა და თვალების ქვემოთ მდებარე არეები. საზოგადოდ, დემოდეკოზის დროს ძაღლს თავის არე უფრო ინტენსიურად უზიანდება. ეს ბუნებრივია, ვინაიდან სხეულის სწორედ ამ ნაწილით ეხება ძაღლი დაავადებულ ცხოველს. კანის დიდი უბნების დაზიანებისას ძაღლის სხეული არასასიამოვნო, ამძაღებული კარაქის მსგავს სუნს გამოსცემს. იშვიათია დემოდეკოზის პაპულოზური ფორმა. მას დიდი ზომის ანთებითი ელემენტების – პაპულების წარმოქმნა ახასიათებს. დაავადების ეს ფორმა ძლიერი პარაზიტული ინვაზიის, მისი გენერალიზაციის დროს ვითარდება და უპირატესად ზურგის, გავის მიდამოს, კუდის ფუძის დაზიანებით ვლინდება. იშვიათი არ არის დაავადების შერეული ვარიანტიც, რომლის დროსაც ზემოთ აღწერილი ორი ან სამივე ფორმა ერთდროულად გვხვდება. შერეული ფორმა, წესისამებრ, სკვამოზურით იწყება, შემდეგ ჩნდება პუსტულები, პროცესის გენერალიზაციის შემთხვევაში კი - პაპულები. დემოდეკოზის ნებისმიერ ფორმას ხშირად ერთვის მეორეული ბაქტერიული (უმეტესად - სტაფილოკოკური) ინფექცია. ვეტერინარები აღნიშნავენ, რომ დემოდეკოზით უმთავრესად ის ძაღლები ავადდებიან, რომლებსაც ინდივიდუალური მიდრეკილება აქვთ ამ პათოლოგიისადმი, რაც, უპირველეს ყოვლისა, თმის ფოლიკულის ფიზიოლოგიის დარღვევას უკავშირდება. ეს უკანასკნელი აღინიშნება თმიანი საფარველის გაცვენისას, კანის ატონიისას. ამ დროს განვითარებული ცვლილებების გამო ტკიპა ადვილად აღწევს თმის ფოლიკულში, თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ დასნებოვნება არც ჯანსაღი თმიანი საფარველის შემთხვევაშია გამორიცხული. დემოდეკოზისადმი განწყობას ქმნის აგრეთვე კანში იმუნური რეაქციების დათრგუნვა და ჰორმონული დარღვევები. დემოდეკოზით დასნებოვნების აუცილებელი პირობაა ძაღლის კონტაქტი დაავადებულ ცხოველთან და ამ დროს მის ორგანიზმში სქესობრივად მომწიფებული დემოდექსის შეღწევა. სხეულის იმ უბანზე, რომლითაც ჯანმრთელი ძაღლი ავადმყოფს შეეხო, იმატებს ტემპერატურა, რაც ხელს უწყობს პარაზიტის გამრავლებას. დასნებოვნების შემდეგ დემოდექსი განსაკუთრებით ინტენსიურად მრავლდება ჰორმონ ოქსიტოცინის ზემოქმედებით, ეს უკანასკნელი კი ძაღლის ორგანიზმში უხვად წარმოიქმნება ლეკვების ძუძუთი კვებისას. ამის გამო მეძუძური ძაღლის ორგანიზმში დემოდექსი გაცილებით სწრაფად მრავლდება და ძუძუს წოვებისას ლეკვებსაც ასნებოვნებს. ცნობილია, რომ დაავადებულ ადამიანთა 20%-ს დაავადება კლინიკურად არ უვლინდება - ისინი დემოდექსის მხოლოდ მატარებლები არიან. ძაღლებში უსიმპტომო მატარებლობის შესაძლებლობა შესწავლილი არ არის, თუმცა სპეციალისტები მის არსებობას არ გამორიცხავენ. დიაგნოსტიკა დემოდეკოზის კლინიკური ნიშნები ძალიან ჰგავს სხვადასხვა მიზეზით აღმოცენებული კანის ანთებითი დაავადების – დერმატიტის სურათს. სწორედ ამიტომ ამბობენ სპეციალისტები, რომ დემოდეკოზის დიაგნოზის დასმა მხოლოდ სიმპტომების მიხედვით შეუძლებელია. გამონაკლისია დაავადების გენერალიზებული ფორმა, რომელსაც ცხოველის სპეციფიკური სუნით ამოვიცნობთ. დაავადების დიაგნოზის დასმის უმთავრესი და ამავე დროს არცთუ რთული მეთოდია დემოდეკოზური უბნების შიგთავსის მიკროსკოპია, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, მიკროსკოპში უშუალოდ დაინახოს დემოდექსი. მეთოდი საკმაოდ სარწმუნოა. ტკიპის აღმოჩენა პუსტულების შიგთავსშიც შეიძლება. მოუწოდებ ყველას სხვა ფორუმებზე გადაკოპირების შემთხვევაში დაიცავით საავტორო უფლებები და მიუთითეთ წყარო,წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება იმ ფორუმის ადმინისტრაციას Edited July 28, 2013 by JABA ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 14, 2013 Author Report Share Posted March 14, 2013 (edited) პიროპლაზმოზი პიროპლაზმოზი სისხლის პარაზიტული დაავადებაა. მისი აღმძვრელი - Piroplasma canis ლოკალიზებს ძირითადად ერითროციტებში, იშვიათად სისხლის პლაზმაში, ნეიტროფილებში, პარენქიმულ ორგანოებში. ძაღლის პიროპლაზმოზის აღმძვრელის გადამტანია Dermacentos-ისა და Rhipicephalus-ის გვარების წარმომადგენელი სისხლმწოვი ტკიპები. სისხლის წოვის დროს პიროპლაზმები ხვდებიან ძაღლის სისხლში ტკიპას ნერწყვთან ერთად და შეიჭრებიან ერითროციტებში. დაავადების ინკუბაციური პერიოდი 6-10 დღეს გრძელდება. დაავადებას ახასიათებს მწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობა. მწვავე ფორმის დროს ცხოველებს აღენიშნებათ უმადობა, დაძაბუნება, ლორწოვანი გარსების ანემიურობა - მოყვითალო შეფერილობით. სხეულის ტემპერატურა მატულობს 41-42 გრადუსამდე და ამ დონეზე რჩება 2-3 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც მკვეთრად კლებულობს ნორმამდე ან ეშვება 33-35-მდე. ამავე პერიოდში ერითროციტების მასობრივი დაშლის შედეგად შარდი წითლად იფერება. მკურნალობის დაგვიანებით დაავადების კლინიკური გამოვლინება ძლიერდება და მე3- 5 დღეს სიკვდილით მთავრდება. ქრონიკული ფორმით ავადდებიან მაღალი რეზისტენტობის მქონე ან ადრე პიროპლაზმოზგადატანილი ძაღლები. მათ აღენიშნებათ ანემია, კუნთების სისუსტე დაუძლურება, მოდუნება, მადის დაქვეითება. ხანდახან დაავადების პირველ დღეებში თავს იჩენს ციებ-ცხელება. შარდი სისხლიანია, ხილული ლორწოვანი გარსები შეყვითლებულია. სხეულის ტემპერატურა მატულობს 40-41-მდე. პერიოდულად ძაღლების მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ შემდეგ ისევ დგება დეპრესიის მომენტი. ხშირად აღენიშნება ფაღარათი, ამასთან ფეკალი ღია ყვითელი ფერისაა. დაავადება ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს 3-8 კვირის განმავლობაში, რის შემდეგ თანდათანობით დგება გამოჯანსაღების პერიოდი. ძაღლი მოვარიდოთ პიროპლაზმოზზე არაკეთილსაიმედო ადგილებს და დროულად დავამუშავოთ პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებებით. სეირნობიდან დაბრუნების შემდეგ საფუძვლიანად დავათვალიეროთ ძაღლი (გასაკუთრებით ყურის ნიჟარები, თითებშუა არეები, კისერი, მკერდი). აღმოჩენილ ტკიპებს აწვეთებენ ზეთის რამოდენიმე წვეთს და 2-3 საათის შემდეგ მათ ფრთხილად აცილებენ, რათა ამ დროს ტკიპას ხორთუმი, რომელიც ღრმად არის შეჭრილი კანში, არ მოწყდეს სხეულს. ასე რომ დროულად დაამუშავეთ თქვენი ძაღლები ანტიპარაზიტული საშუალებებით მოუწოდებ ყველას სხვა ფორუმებზე გადაკოპირების შემთხვევაში დაიცავით საავტორო უფლებები და მიუთითეთ წყარო,წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება იმ ფორუმის ადმინისტრაციას Edited July 28, 2013 by JABA ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted July 28, 2013 Author Report Share Posted July 28, 2013 (edited) ძაღლის ნერვული ტიპები ანსხვავებენ უმაღლესი სისტემის 4 ტიპს: 1.ძლიერი, არაგაწონასწორებული ტიპი (ქოლერიკი). ხასიათდება ძლიერი აგზნებული პროცესით და ძალის ჩამორჩენით. ძაღლის ეს ტიპი არის გამბედავი, გამოირჩევიან დიდი ენერგიითა და სიმოძრავით, მათ სწრაფად უყალიბდებათ პირობითი რეფლექსები, მაგრამ ძნელად უმუშავდებათ დიფერენცირება და გამძლეობა სხვადასხვა პირობებში. გაწვრთნილი ძაღლები ამჟღავნებენ კარგ შრომისუნარიანობას და მნიშვნელოვნად უუმჯობესდებათ შენელების რეფლექსები. 2.ძლიერი, გაწონასწორებული, მოძრავი ტიპი (სანგვინიკი). აქვთ ძლიერი აგზნებისა და დამუხრუჭების პროცესები. ისინი საკმარისად მოძრავნი არიან, რაც უზრუნველყოფს რთულ პირობებში შეუგებას. მათ სწრაფად წარმოექმნებათ და მყარად ინარჩუნებენ პირობით რეფლექსებს, კარგად გამოუმუშავდებათ დიფერენცირება (წონასწორობა). 3.ძლიერი, გაწონასწორებული ინერტული ტიპი (ფლეგმატიკი). ხასიათდება ძლიერი აგზნებისა და დამუხრუჭების პროცესებით, ცუდი მოძრაობით. ყოველთვის უძნელდებათ ერთი მოქმედებიოდან მეორეზე გადართვა, ამ ტიპს ახასიათებს ნერვული პროცესების მცირე მოძრაობები. ფლეგმატიკებს აქვთ მყარი პირობითი და მყარი დიფერენცირება. 4.სუსტი ტიპი (მელანქოლიკი). ხასიათდება ორივე ნერვული პროცესების (აგზნება–დამუხრუჭება) სისუსტით, ცუდად ეგუება გარემო პირობებს, გაურბის ძლიერ გამაღიზიანებლებს, პირობითი რეფლექსები აქვთ არამყარი, მათი გამომუშავებისას ადვილად ექცდევიან გარეგანი დამუხრუჭების ქვეშ. ძაღლების ამ ტიპს აქვთ მაღალი მგრძნობიარობა, მაგრამ სუსტი გამძლეობა. ძაღლები სუსტი ნერვული პროცესებით წვრთნისთვის უვარგისნი არიან. ტიპის განსაზღვრა შეიძლება მხოლოდ წვრთნის პროცესში. ის განისაზღვრება შედარებით სწრაფად,ძაღლის ქცევაზე დაკვირვების გზით სხვადასხვა პირობებში და დროს. ანსხვავებენ ძაღლის 4 ტიპს: 1.ზომიერად აგზნებადი; 2.ნაკლებად მოძრავი, წყნარი; 3.აგზნებადი; 4.პასიური მშიშარა. წვრთნისთვის მიზანშეწონილია ამოვირჩიოთ ენერგიული, აქტიური, გამბედავი, მოძრავი და საკმარისად აგზნებადი ძაღლები. მოუწოდებ ყველას სხვა ფორუმებზე გადაკოპირების შემთხვევაში დაიცავით საავტორო უფლებები და მიუთითეთ წყარო,წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება იმ ფორუმის ადმინისტრაციას Edited July 28, 2013 by JABA ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 კარგი თემაა, ჯაბა! საჭირო ...................................................................................................... ძაღლი მოვარიდოთ პიროპლაზმოზზე არაკეთილსაიმედო ადგილებს და დროულად დავამუშავოთ პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებებით. სეირნობიდან დაბრუნების შემდეგ საფუძვლიანად დავათვალიეროთ ძაღლი (გასაკუთრებით ყურის ნიჟარები, თითებშუა არეები, კისერი, მკერდი). აღმოჩენილ ტკიპებს აწვეთებენ ზეთის რამოდენიმე წვეთს და 2-3 საათის შემდეგ მათ ფრთხილად აცილებენ, რათა ამ დროს ტკიპას ხორთუმი, რომელიც ღრმად არის შეჭრილი კანში, არ მოწყდეს სხეულს. ............................................................................. ამას ვერ დავეთანხმები მთლიანად. ეს მეთოდი შეიძლება გამოიყენო, როცა დარწმუნებული ხარ, რომ, აღმოჩენილი ტკიპა დიდი ხანია რაც აზის ძაღლს. თუ ძაღლს სეირნობიდან (ან ნადირობიდან) დაბრუნების შემდეგ უცებ დავათვალიეროთ და აღმოვაჩენთ რომ ტკიპა აზის, ჯობია შეეცადოთ სასწრაფოდ ტკიპის მოშორებას. ეს შეიძლება თითებითაც მოახერხოთ, მაგრამ უკეთესია, თუ თან გექნებათ ტკიპის მოსაშორებელი სპეციალური ჩხირი. მაგი კაპიკები ღირს ყველგან და დარწმუნებული ვარ საქართველოშიაც იქნება. ზეთის დასხმის მომენტში, ტკიპას ეკეტება სუნთქვის საშუალება (სუნთქავს უკანალით) და გარკვეული დროის განმავლობაში თვითონ ამოაქვს ხორთუმი, მაგრამ, როგორც კი ტკიპას ეკეტება სუნთქვის საშუალება, ის ვარდება ერთგვარ პანიკაში და ამ პერიოდში უშვებს დიდი რაოდენობის ნერწყვს, რაც მთავარია ინფექციის გავრცელებისთვის. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted July 31, 2013 Author Report Share Posted July 31, 2013 არა კობა მასეთი ჩხირები ჩვენთან სამწუხაროდ არ არის,ამიტომ გვრჩება ხალხური მეთოდი ზეთი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.