Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Gaucher Armes

 

 

e1a1d34f4ffb.jpg

 

 

 

 

 

1834 წელს საფრანგეთის საიარაღო ცენტრ სენტ-ეტიენში ანტუან გოშეს მიერ დაფუძნებული იყო მისი სახელობის ფირმა. ფირმის შესახებ ცნობები 1900 წლამდე ძალიან ცოტა მოიპოვება, მაგრამ თუ 1902 წელს გამოშვებულ საფირმო კატალოგში ჩავიხედავთ, გამოჩნდება, რომ ამ დროისათვის საწარმოში 79 დასახელების პროდუქციას ამზადებდნენ.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა მეოცე საუკუნის დასაწყისში ფირმა აქტიურად მუშაობდა საფრანგეთის ფარგლებს გარეთ. ფირმას სავაჭრო განყოფილებები გაჩნდა არგენტინაში, ბრაზილიაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ალჟირსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

ფირმა აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში. 1834-1934 წლებში ფირმა სხვადასხვა ხარისხის დიპლომითა და მთავარი პრიზით 16-ჯერ დაჯილდოვდა(პირველი ჯილდო 1851 წელს მიიღო ლონდონში).

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გოშე თოფების 22 მოდელს ამზადებდა, რომლებშიც იყო გლუვლულიანები ენსონ-დილეის საკეტებზე, გარე ჩახმახებზე და ხრახნილლულიანებიც.

საწარმო სპეციალურ შეკვეთებზე ძვირფას იარაღსაც აწარმოებდა, რომლებსაც ინგლისური კონდახი და სრული საკეტები ჰქონდათ. 1970-იან წლებში ფირმამ დაიწყო თოფების გამოშვება ლულათა ვერტიკალური წყობით. ისინი 12 ყალიბის, 70სმ ლულის სიგრძითა და 2,9 კგ წონით გამოდიოდა.

დღევანდელ ეტაპზე კომპანიაში 30 ოსტატია დასაქმებული. ფირმა აწარმოებს შტუცერებს, გლუვლულიანებსა და მცირე ყალიბიან ხრახნილებს. წლიური წარმადობა 10 ათასი ერთეულია.

ამ ფირმის გლუვლულიანები გამოირჩევიან შედარებით დაბალი ფასით, თუმცა შენარჩუნებულია პროდუქტის მაღალი ხარისხი. ფირმის გლუვლულიანების უდიდესი უმეტესობა უებლი სკოტის საკეტ სისტემებზეა.

გარდა საკუთარი წარმოებისა ფირმა შუამდგომლობითაცაა დაკავებული. ის ,,უებლი სკოტის" წარმომადგენელია საფრანგეთში.

მოკლედ მოგახსენებთ რამდენიმე მოდელის შესახებ:

 

 

Gaucher Bivouac Double-Express ძვირფასი მოდელია

 

 

13755c0d93a2.jpg

 

 

 

ყალიბი : 7x65R; 8x57 JRS; 9,3x74R; საკეტი სამმაგი(უებლი სკოტი და ლულის ბლოკის ორმაგი); ორ სასხლეტზე; წონა 3,1-3,4 კგ; საერთო სიგრძე 105სმ; ლულის სიგრძე 60სმ; ექსტრაქტორზე; გრავირება სანადირო თემატიკაზე; პისტოლეტური ან ინგლისური ტიპის კონდახი(კაკალი);

 

 

Gaucher 831 Becassier

 

 

5cb31813696d.jpg

 

 

ყალიბი: 12; სავაზნე 76მმ; ლულის სიგრძე 60სმ(მარჯვენა ხრახნილი, მეორე კი გლუვი ნახევარჩოკი შევიწროებით); საერთო სიგრძე 115სმ; სამმაგი საკეტი; ორ სასხლეტზე; წონა 2,6კგ; ეჟექტორზე; კალაპოტი ფოლადი; პისტოლეტური ტიპის კაკლის კონდახი. მყიდველს შეუძლია შეუკვეთოს მეორე 70სმ-იანი ლულა ან მესამე 56სმ-იანი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...