Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Bretton & Gaucher საფრანგეთში მძლავრადაა განვითარებული სანადირო მეურნეობა. იქ მონადირეები ყველაზე მეტია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. საფრანგეთის სახალხო მეურნეობაში რამდენიმე დარგია, რომლებიც მონადირეებსა და სპორცმენებს ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და აქსესუარებით უზრუნველყოფენ. მაგრამ ამათგან განსაკუთრებულია იარღის მწარმოებელი ფირმები. ფრანგები ძალიან ბევრს ნადირობენ ფრინველზე ველსა თუ ტყეში, ჭაობსა თუ წყალსატევებზე. ამიტომ მათი გლუვლულიანები შედარებით მსუბუქი და მანევრირებადია. ისინი პირველ რიგში ფრანგული სანადირო პირობების შესაბამისადაა შექმნილი. ფრანგული სანადირო თოფები ნატიფი და სადაა. Bretton & Gaucher ერთ-ერთი ყველაზე ძველი საწარმოა, რომლის წარმომადგენლებიც(ბრეტონების გვარისა) 1721 წლიდან აწარმოებენ იარაღს. ამ ფირმის თანამედროვე სტილი, დიზაინი და კონსტრუქციების თავისებურებანი ყველაზე ახლოს ავსტრიულ სკოლასთანაა. საწარმო კლასიკური ჰორიზონტალურებიდან და ვერტიკალურებიდან დაწყებული, ჩახმახიანების, ხრახნილლულიანების, შტუცერებისა და თვითდამტენების ჩათვლით, ყველა ტიპისა და დიზაინის იარაღს აწარმოებს. ამ ფირმის ნაწარმი სამხედრო იარაღის მსგავსად მოხმარების სიმარტივით, დიდი რესურსით, სიმყარითა და სიიაფით გამოირჩევა. ამ მახასიათებლების ერთობლიობა ფრანგი კონსტრუქტორის ჟორჟ ბრეტონის დამსახურებაა. 1930 წელს ჟორჟი Societe Generale Mecanique-ს ჩაუდგა სათავეში სენტ ეტიენში. ამ საწარმოში კონსტრუქციები და მექანიზმები იხვეწებოდნენ. 6 წლის შემდეგ მან შვილთან, რენესთან ერთად დაიწყო მუშაობა თოფებზე ლულათა ვერტიკალური განლაგებითა და საკეტების ორიგინალური გადაწყვეტებით. ძალიან მალე შეიქმნა მსუბუქი მასის თოფი, რომელსაც Baby Bretton( Baby-პატარა)დაარქვეს. ამ უნიკალური თოფის გამოსვლამ ფრანგულ ბაზარზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გამოსვლის პიველივე დღეებიდან გამოუჩნდა ბევრი მაქებარიცა და კრიტიკოსიც. თოფის წონა 12 ყალიბის პირობებში 2,3 კგ-ს შეადგენს. წონის სიმცირე განაპირობა ფოლადის ჩანაცვლებამ ავიაციური დურალუმინით. ამ მასალით აკეთებენ არა მხოლოდ კალაპოტს, არამედ ლულასაც. დროთა განმავლობაში ხდება მეტალის ,,დაბერება" ან უფრო სწორად ,,დამწიფება" ,ამიტომ დროის სვლასთან ერთად მეტალის მდგრადობა კი არ იკლებს, არამედ მატულობს. ამას საწარმოში ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანის განმავლობაში აკვირდებიან. ლულები გამოცდილია 1200 ბარ წნევაზე. მოდელი გამოდის 70სმ, 65 სმ და 610 სმ სიგრძის ლულებით. ნებისმიერი წყვილი ლულა რამდენიმე წუთში შეიძლება გამოხრახილი იქნას შემაერთებელი ბლოკიდან და შეიცვალოს სხვა ლულით. შეცვლა ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე ხორციელდება. ლულები ბოლოში რგოლითა და ჭანჭიკით ფიქსირდება. ბოქსფლინდი მხოლოდ 60 დეტალისაგან შედგება(!!!) კონსტრუქციის სიმარტივე მოხმარებას აადვილებს და მწყობრიდან გამოსვლის ალბათობას ქვემოთ წევს. მეორე მსოფლიო ომმა წარმოება გააჩერა, ხოლო 1950-იანი წლებიდან კვლავ განახლდა. თუმცა დიდი სერიებით ამ ვერიკალურის გამოშვება არ მოხერხდა. 1981 წელს Societe Generale Mecanique შეისყიდა ფირმა Societe ATAMEC-მ, რომელსაც სერიული წარმოებისათვის ყველაფერი გააჩნდა. ასე რომ Baby Bretton-ის დიდი რაოდენობით გამოშვებას წინ არაფერი ედგა. შედეგად ეს მოდელი მსოფლიოს 10 ქვეყანაში გაიტანეს ექსპორტზე. გარდა ამ ექსკლუზიური მოდელისა Bretton & Gaucher-ს აქვს სპორტული ვერტიკალურები, რომლებიც თამანედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს უმაღლეს დონეზე აკმაყოფილებენ. ცნობილია ფირმის ჩახმახიანი თოფების სერია Fair-Play, რომელშიც 70 მმ-იანი სავაზნე, V-სებური საბრძოლო ზამბარები და ლამაზი გრავირებაა ჩადებული. Bretton & Gaucher-ის ჰორიზონტალურები საკმაოდ ძვირი თოფების კატეგორიაში შედის. ესენია Couguar Platinum, Couguar Bronze და Couguar Silber. განსხვავება არა მათ კონსტრუქციაში, არამედ გრავირების სტილსა და ხარისხშია. გარდა ამისა ფირმას აქვს სერიული(მასიური) ჰორიზონტალურები სამმაგი საკეტებით Ouverture , Bivouac, Prestige და Commemorative. ისინი შეიძლება იყვნენ 12, 20 ან 28 ყალიბისა. ლულათა სიგრძით 600მმ, 650მმ, 680მმ და 710მმ. 1990-იან წლებში ფირმას გადაერქვა სახელი და Bretton France ეწოდა. დღეს კი Bretton & Gaucher-ის გაერთიანებითაა სახელდებული. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 8, 2015 Author Report Share Posted July 8, 2015 წარმოგიდგენთ ბრეტონის მიერ შექმნილ კიდევ ერთ მსუბუქ ვერტიკალს, რომელიც Baby Bretton-ის ნაირსახეობაა. მოდელს Fair Play ეწოდება. იარაღი გათვლილია მსუბუქ ვაზნებზე, რესურსი შეადგენს 5000-დან 10000-მდე გასროლას; 12 ყალიბში სავაზნე 65მმ-ა ხოლო 20 ყალიბში 70მმ; წონა არა უმეტეს 2,4კგ. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.