Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Chapuis Armes

 

ffce56db7b5e.jpg

 

 

 

ფირმა დღევანდელი სახელით Chapuis Armes s.a. ჩამოყალიბდა 1950-იან წლებში, თუმცა მისი საფუძველი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისშია ჩაყრილი. ფირმა განლაგებულია ფრანგული იარაღთწარმოების ცენტრის სენტ-ეტიენის ახლოს პატარა ქალაქ სენტ-ბონე-ლე შაროში.

ამ დინასტიის პირველი წარმომადგენელი ანდრე შაპიუი 1900-იან წლებში სახლის საამქროს პირობებში ამზადებდა საკეტებსა და კალაპოტებს. მისი ვაჟი ჟანი უფრო წინ წავიდა და საკეტების გარდა თოფების აწყობით იყო დაკავებული. სანადირო იარაღზე მოთხოვნილების ზრდამ ჟან შაპიუის ცნობადობა გაზარდა. სტაგნაცია მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის პერიოდს მოყვა. მოგვიანებით საოჯახო საწარმოს აქციონერები გამოუჩნდნენ. ამჟამად ფირმის მართვა რენე შაპიუისა და მისი ვაჟების ხელშია. ფირმაში 50 სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი მუშაობს.

 

10377b4b7ea4.jpg

 

 

ფირმა ყოველგვარი მორიდების გარეშე აცხადებს, რომ მისი სტილი ბრიტანულ-ფრანგულია. ასეთი სითამამე გამართელებულია, რამეთუ, მისი არსებობის მანძილზე საწარმომ თავისი ელეგანტური და საიმედო პროდუქტით პოპულარობა და აღიარება მოიპოვა არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ამჟამად ფირმა ყოველწლიურად 2000 ერთეულ გლუვლულიან და ხრახნილლულიანს უშვებს. აქედან დაახლოებით 2/3 შტუცერებია. ექსპორტზე ნაწარმის 10–15 % გადის.

 

 

dd947b70ccdf.jpg

 

ფრანგული სალულე ფოლადი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. ბოლო პერიოდში, ფოლადის საფანტის შემოღებასთან დაკავშირებით ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. კალაპოტის ფოლადი ცივი წრთობის მეთოდით მუშავდება.

 

a36afdfc775c.jpg

 

Chapuis Armes 2002 წლიდან ლულის არხის ახლებურ დამუშავებას სთავაზობს ფოლადის საფანტით დაინტერესებულ კლიენტებს. ლულის პროფილის, არხის დიამეტრისა და შევიწროებათა დიამეტრის ზრდა ერთიორად ზრდის მდგრადობასა და საუკეთესოს ხდის ბალისტიკურ მაჩვენებლებს. ლულებს ვერცხლით მიჩრჩილვას უტარებენ.

თანამედროვე ტექნოლოგიით დამუშავებული საბრძოლო ზამბარები, სახსრის ჭანჭიკები და კალაპოტები რესურსის ზრდის საწინდარია.

 

 

99d7619d4a0d.jpg

 

 

 

 

შაპიუი არმის გლუვი ორლულიანები, მანევრირებადი და მორგებულებია. მათ ახასიათებთ საერთო შტრიხი_ მსუბუქი წონა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია მეძებრით ფრინველზე ნადირობისათვის. წონის სიმცირეს ფირმა ორიგინალური ტექნოლოგიური გადაწყვეტებით აღწევს.

 

5445d3b02a38.jpg

 

გლუვლულიანებს ფირმა სამ კატეგორიად უშვებს, რომლებიც ლულების სიგრძით განხსვავდებიან(70სმ, 66სმ და 60სმ). ნულოვან შევიწროებას ანუ ცილინდრებს ფირმა საკმაოდ ხშირად მიმართავს, რაც ფრინველზე ფრანგული ნადირობის სტილის ხაზგასმაა. ცილინდრებს ფირმა 60 სმ-იან ლულებზე იყენებს და სახელსაც შესაბამისს უწოდებს ,,ვალდშნეპი".

 

 

86be512fb387.jpg

 

 

უნივერსალურია(ნადირობის სხვადასხვა პირობებისათვის) გლუვლულიანები Toutes Chasses 66 სმ ლულის სიგრძითა და ცილინდრი-ნახევარჩოკი შევიწროებით. ამ მოდელს წარმატება მოაქვს ტყვიის გამოყენებისას.

დიდ დისტანციებზე(წყალმცურავებზე) სანადიროდ ფირმა 70სმ-იან ლულებს გამოიყენებს “1/4 ჩოკი” და “3/4 ჩოკი” შევიწროებით.

ფირმას რამდენიმე ბრწყინვალე მოდელი აქვს შტუცერებისა Chapuis UGEX და Chapuis RGEX, აგრეთვე Chapuis REX

 

 

62c5ed146a1d.jpg

 

 

შტუცერებზე გრავირება ხელით ხდება. ფირმაში გრავიორები ჩამოჰყავთ იტალიიდან, ბელგიიდან, რომლებიც ფრანგ ოსტატებტან ერთად ნამდვილ შედევრებს ქმნიან. მათ ნაკეთობაზე თითოეული გრავიორი ხელმოწერას ახდენს. მხოლოდ რამდენიმე ოსტატის გვარის დასახელებაც კი დიდმნიშვნელოვანია: Dubois, Fabre, Hassa.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მოდელებზე გრავირებას მატრიცებით(ჩარხისა და შაბლონის ერთობლიობა) ახდენენ. ასეთი მოდელები ხემოწერის გარეშეა.

 

 

 

47cbeb60bb0b.jpgecf9303090e8.jpg

 

 

კონდახისა და ტიბჟირის მასალად მხოლოდ უმარლესი ხარისხის კაკალია გამოყენებული.

შაპიუი არმის ფირმისათვის არ არსებობს წარმოების ციკლში მეორეხარისხოვანი ეტაპი. კონდახის კეფის დამუშავებაც კი ხელოვნების დონეზეა აყვანილი.

 

665ab32efedc.jpg

 

დასასრულს უნდა ითქვას, რომ ამ ფრანგული ფირმის თოფით აღჭურვილი მონადირე სრულიად დარწმუნებულია, რომ მას უპყრია არა მარტო ხარისხი არამედ სრულყოფილებაც.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

CHAPUIS C 60 BECASSIER

 

 

43d3a270ad29.jpg

 

 

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი)

 

ფიქსირებულ ცილინდრებზე ან სახსნელ ჩოკებზე;

ლულათა სიგრძე 600მმ ან 660მმ;

 

წონა

2,5კგ-დან 2,9 კგ-მდე

ფასი 1260 ევროდან ზემოთ.

 

C135 PLAINE ARTISAN

 

3b06fe49abc1.jpg

 

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,95კგ(12 და 16 ყალიბისათვის) 2,75კგ(20 ყალიბისათვის). ეჟექტორზე(შემკვეთის სურვილისამებრ ექსტრაქტორზე), ვენტილირებადი სამიზნე თამასა, კონდახი 5 ვარსკვლავიანი ლუქს კლასის კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი.

 

 

 

C140 BЕCASSIER ARTISAN

 

4466b4663ce3.jpg

 

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 600მმ, ლულათა შევიწროება ცილინდრი-0,5, წონა 2,8კგ(12 და 16 ყალიბისათვის) 2,55კგ(20 ყალიბისათვის). ეჟექტორზე(შემკვეთის სურვილისამებრ ექსტრაქტორზე), ვენტილირებადი სამიზნე თამასა, კონდახი 5 ვარსკვლავიანი ლუქს კლასის კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი, ფალსიფიცირებულ დაფებზე.

 

 

 

C145 PLAINE ARTISAN

 

56b939651a3a.jpg

 

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,95კგ(12 და 16 ყალიბისათვის) 2,75კგ(20 ყალიბისათვის). ეჟექტორზე(შემკვეთის სურვილისამებრ ექსტრაქტორზე), ვენტილირებადი სამიზნე თამასა, კონდახი 5 ვარსკვლავიანი ლუქს კლასის კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი, ფალსიფიცირებულ დაფებზე.

 

 

 

 

C165 BЕCASSIER ARTISAN

 

 

bb2bba8ca291.jpg

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 600მმ, ლულათა შევიწროება ცილინდრი-0,5, წონა 2,8კგ(12 და 16 ყალიბისათვის) 2,55კგ(20 ყალიბისათვის). ეჟექტორზე(შემკვეთის სურვილისამებრ ექსტრაქტორზე), კონდახი 5 ვარსკვლავიანი ლუქს კლასის კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი.

 

 

 

 

C30 PLAINE

 

285da1aa5fd9.jpg

 

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,8კგ. ექსტრაქტორზე, ვენტილირებადი სამიზნე თამასა, კონდახი 2 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი აქვს 20 ყალიბს.

 

 

 

 

C35 PLAINE

 

 

4bdd4b642563.jpg

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,8კგ. ეჟექტორზე, ვენტილირებადი სამიზნე თამასა, კონდახი 3 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი აქვს 20 ყალიბს.

 

მოდელებს С60, С65, С30, С35, С40 აქვთ ერთი სასხლეტი, დამატებითი კუთხვილი ლულა აქვთ 20 ყალიბებს, ჩოკების სხვადასხვა კომბინაცია.

 

 

 

 

C40 PLAINE

 

d2f06a0d4859.jpg

 

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,95კგ. ეჟექტორზე(სურვილისამებრ ექსტრაქტორზე), ვენტილირებადი სამიზნე თამასა, კონდახი 4 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი, ფალშდაფებზე.

 

 

 

C65 BECASSIER

 

90a2120fcd05.jpg

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 600მმ, ლულათა შევიწროება ცილინდრი-0,5, წონა 2,8კგ(12 და 16 ყალიბისათვის) 2,55კგ(20 ყალიბისათვის). ეჟექტორზე, ვენტილირებადი სამიზნე თამასა, კონდახი 3 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი(20 ყალიბში).

 

 

 

RGP BECASSIER

 

8c55b5649e4e.jpg

 

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 600მმ, ლულათა შევიწროება ცილინდრი-0,5, წონა 2,6კგ, ეჟექტორზე, კონდახი 3 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი(20 ყალიბში).

 

 

 

RGP BECASSIER ARTISAN

 

7c39332a6a80.jpg

 

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 600მმ, ლულათა შევიწროება ცილინდრი-0,5, წონა 2,7კგ(12 და 16 ყალიბში) 2,6კგ(20 ყალიბში), ეჟექტორზე(სურვილისამებრ ექსტრაქტორზე), ორ სასხლეტზე, კონდახი 5 ვარსკვლავიანი ლუქს კლასის კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი.

 

 

 

RGP PLAINE

 

501233330a61.jpg

 

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,75კგ, ეჟექტორზე, ორ სასხლეტზე, კონდახი 3 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი(20 ყალიბისათვის).

 

 

 

 

 

RP PLAINE

 

 

d327f6874a67.jpg

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,9კგ(12 და 16 ყალიბისათვის, 2,75კგ(20 ყალიბისათვის), ეჟექტორზე, ორ სასხლეტზე, კონდახი 4 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი(20 ყალიბისათვის), ფალსიფიცირებულ დაფებზე.

 

 

 

 

RP PLAINE ARTISAN

 

 

6b87f6586351.jpg

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,9კგ(12 და 16 ყალიბისათვის, 2,75კგ(20 ყალიბისათვის), ეჟექტორზე(სურვილისამებრ ექსტრაქტორზე), ორ სასხლეტზე, კონდახი 5 ვარსკვლავიანი ლუქს კალსის კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი(20 ყალიბისათვის), ფალსიფიცირებულ დაფებზე.

 

 

 

UGP BECASSIER

 

eb6c99216453.jpg

 

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 600მმ, ლულათა შევიწროება ცილინდრი-0,5, წონა 2,6კგ, ექსტრაქტორზე, ორ სასხლეტზე, კონდახი 2 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით).

 

 

 

 

UGP PLAINE

 

fc484d191e84.jpg

 

 

 

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, წონა 2,75კგ, ექსტრაქტორზე, ორ სასხლეტზე, კონდახი 2 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით).

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...
  • 1 year later...

''ბეკასიე''-ს ვეძებდი. შაპუისაც ჰქონია.

 

http://www.chapuis-armes.com/category.php?id_category=1

 

 

ბევრი ჩვენთაგანისათვის საყვარელი მოკლელულიანი მეძებრით ნადირობისათვის

 

 

Capuis Super-Orion

 

e8df0196f086.jpg

 

ყალიბი 12/76, ლულის სიგრძე 600მმ, ლულათა შევიწროება ცილინდრი და ნახევარჩოკი, გრავირება შესრულებულია მატრიცებით.

 

 

936ce912e6c6.jpg

 

 

f08792421aa2.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...