Gurulo 152 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Remington Arms Company კომპანიის ისტორია ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ილიონში 1816 წელს დაიწყო, როცა ილიფალეტ რემინგტონმა მამის სამჭედლოში თავისი პირველი თოფი გააკეთა. ამ ნაკეთობით რემინგტონმა შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა. ასპარეზობის შემდეგ რემინგტონს ბლომად შეკვეთა მოუვიდა. 1825 წელს დაფუძნდა ოჯახური კომპანია. დამფუძნებლის შვილი ფილო კომპანიაში 1846 წელს მოვიდა, ხოლო 1861 წელს მამის სიკვდილის შემდეგ საწარმოში კიდევ 2 ვაჟიშვილი მოდის. ამ დროისათვის კომპანიას Remington & Sons დაერქვა. სამოქალაქო ომის პერიოდში კომპანია სამხედრო იარაღს აწარმოებდა, ხოლო ომის დასრულების შემდეგ გადავიდა სპორტულ და სანადირო პროდუქციის წარმოებაზე. 1880 წელს კომპანია გაკოტრების საშიშროების წინაშე დადგა და ორმა ბიზნესმენმა, მარცელუს ჰარტლინმა და თომას ბენეტმა(ოლივერ ვინჩესტერის სიძე) რემინგტონი 199 ათას დოლარად შეისყიდეს და სახელი შეუცვალეს_ Remington Arms Company. 1907 წელს კომპანიაში მოიწვიეს დანიელი ოსტატი ჯ.დ. პედერსენი, რომელმაც რემინგტონის პირველი პომპა გააკეთა. 1912 წელს საწარმო შეუერთდა ,,იუნიონ კარტრიჯ კომპანის". პირველმა მსოფლიო ომმა უაღრესად გაზარდა მოთხოვნილება ცეცხლსასროლ იარაღზე და კომპანიაც ძალიან დიდ შეკვეთებს ღებულონდა. მაგალითად, რუსეთმა მილიონი თოფი და 100 მილიონი ვაზნა შეუკვეთა. რემინგტონის საწარმოებში ყოველდღიური წარმადობა 5 ათას თოფსა და 2,5 მილიონ ვაზნამდე ავიდა. 1917 წლის გასაბჭოების მერე მთავრობამ უარითქვა შეკვეთის მიღებაზე, რამაც რემინგტონის საწყობებში დაუყიდელი 750 ათასი თოფი მოაგროვა. მათი უმეტესობა თითღირებულებაზე დაბალ ფასად საფრანგეთს მიჰყიდეს. 1918 წლიდან კომპანია კვლავ სანადირო და სპორტული პროდუქციის გამოშვებაზე გადადის. 1933 კომპანიას ჩარლზ დევისი ჩაუდგა სათავეში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კომპანია სამხედრო შეკვეთებზე გადავიდა. ამ დროს საწარმოში დასაქმებული იყო 82 ათასი მუშაკი. 1980 წლიდან კომპანია კორპორაცია ,,დიუპინის" შემადგენლობაშია და განლაგებულია კონეკტიკუტის შტატში ბრიჯპორტში. 21-ე საუკუნის დასაწყისში ამ კომპანიას, რომელიც ამერიკის ყველაზე მძლავრ იარაღის მწარმოებელად თვლიან, გარკვეული სიძნელეები შეექმნა. 2007 წელს კომპანია მიეყიდა საინვესტიციო კომპანიას Cerberus Capital Management-ს 118 მილიონ დოლარად. გარიგების საერთო თანხამ 370 მილიონი დოლარი შეადგინა. Remington 870 პომპა ყალიბი 12,20; სავაზნე 76მმ; ტევადობა 2+1, 5+1; წონა 3-3,6 კგ; სიგრძე 118-128,3 სმ; ლულის სიგრძე 66, 71, 76 სმ; სახსნელი ჩოკები; ვენტილირებადი სამიზნე თამასა; მცველი განლაგებულია ფართან; კალაპოტი ფოლადი; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის). Remington 11-96 EL ნახევარავტომატი უკუქცეულ გაზებზე ყალიბი 12; სავაზნე 76მმ; ტევადობა 2+1, 5+1; წონა 3,2-3,4 კგ; სიგრძე 116-122 სმ; ლულის სიგრძე 66, 71 სმ; სახსნელი ჩოკები; ვენტილირებადი სამიზნე თამასა 6მმ სიგანით; მცველი განლაგებულია ფართან უკან; კალაპოტი ფოლადი; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის). Remington 396 Sporting დეკორატიულ გვერდით დაფებზე. ყალიბი 12; სავაზნე 76მმ; ერთ სასხლეტზე; წონა 3,3-3,4 კგ; სიგრძე 114,3-119,4 სმ; ლულის სიგრძე 71, 76 სმ; ეჟექტორზე; სახსნელი ჩოკები; ვენტილირებადი სამიზნე თამასა 10მმ სიგანით; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე; კალაპოტი ფოლადი; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის). ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted February 4, 2012 Author Report Share Posted February 4, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 6, 2012 Report Share Posted February 6, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted February 27, 2012 Author Report Share Posted February 27, 2012 რემინგტონ 870 ექსპრესი საქმეში. ზუსტად ამ თოფის ტყუპისცალზე(გიორგის თოფზეა საუბარი) მინდა მოგახსენოთ ორიოდ სიტყვა: რამდენიმე დღის წინ თანამშრომელი შემოვიდა ჩემს ოთახში და მეუბნება: სახლში რაღაც თოფი მაქვს, ერთი წელზე მეტია ყუთში დევს და არც კი შევხებივარ(კარგა ხნის წინ საახალწლოდ უსვრია და შეუნახია)... თუ შეგიძლია წამომყევი, დამიშალე, გაწმენდა მასწავლე და ა.შ. თოფის სანახავად სად არ წავსულვარ და აქვე მისვლას ვის დავამადლიდი?! გზად ვფიქრობდი: ეეჰ, ერთი წელია გურიისნაირ ნესტიან რეგიონში თოფს არ შეეხო, არ გაწმინდო, არ მოეფერო და ა.შ. მერე რაღას თხოვ განსაკუთრებულ მაჩვენებლებს თქო... როგორც კი ყუთი გავხსენი და ამერიკული რემინგტონი დავინახე და გულზე მომეშვა: არც ერთი კოროზირებული წერტილი, არანაირი ლაქები ლულაში!!! გაითვალისწინეთ, რომ ეს ხდება ერთ-ერთ ყველაზე ნესტიან რეგიონში. ესაა ნამდვილი ამერიკული ხარისხი!!! როგორ მოვეფერე რემინგტონს(წმენდა- ზეთვის ჩათვლით), რა სიამაყით ივსებოდა პომპის პატრონი ჩემი საუბრისას ეს ნაკლებსაინტერესო იქნება აქაური მკითხველისათვის... ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted February 27, 2012 Author Report Share Posted February 27, 2012 Remington SP-10 Magnum უკუქცეულ გაზებზე; ყალიბი 10, საერთო სიგრძე 131სმ, ლულის სიგრძე 76,2 სმ, სავაზნე 89მმ, ტევადობა 2+1, სახსნელ ჩოკებზე, ვენტილირებადი სამიზნე თამასა, წონა 5კგ. გამოდის აგრეთვე მოკლელულიანი კამუფლირებული ვარიანტებიც, რომლებიც რეკომენდირებულია გარეულ ინდაურზე სანადიროდ. ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted February 27, 2012 Report Share Posted February 27, 2012 ისიც უნდა აღინიშნოს რომ იჟევსკის ნაწარმი ამერიკაში შედის რემინგტონის სახელით მაგალითად მპ153ს სპრ453 ქვია იჟ43ს და Iჯ27ს კიდე რემინგტონ სპარტა და რაღაც კოდები კიდე... სირცხვილია. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Report Share Posted February 28, 2012 ისიც უნდა აღინიშნოს რომ იჟევსკის ნაწარმი ამერიკაში შედის რემინგტონის სახელით მაგალითად მპ153ს სპრ453 ქვია იჟ43ს და Iჯ27ს კიდე რემინგტონ სპარტა და რაღაც კოდები კიდე... სირცხვილია. როგორც შემოაქვთ, ისე გააქვთ. თქვენ ამერიკელები გიჟები ხომ არა გგონიათ? ამდენ უღალატო სახეობას თავად უშვებენ და რუსულს იყიდიან? არ იცნობთ ამ ხალხს. დამიჯერეთ, ძალიან უყვართ თავისი ქვეყანა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 ისიც უნდა აღინიშნოს რომ იჟევსკის ნაწარმი ამერიკაში შედის რემინგტონის სახელით მაგალითად მპ153ს სპრ453 ქვია იჟ43ს და Iჯ27ს კიდე რემინგტონ სპარტა და რაღაც კოდები კიდე... სირცხვილია. აგერ ბმული: http://club-monadire.ge/index.php?showtopic=567 ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted February 28, 2012 Report Share Posted February 28, 2012 როგორც შემოაქვთ, ისე გააქვთ. თქვენ ამერიკელები გიჟები ხომ არა გგონიათ? ამდენ უღალატო სახეობას თავად უშვებენ და რუსულს იყიდიან? არ იცნობთ ამ ხალხს. დამიჯერეთ, ძალიან უყვართ თავისი ქვეყანა. სხვაობა თUა ნეტა ჩვეულებრივ იჟევსკს და მაგას შორის? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted February 29, 2012 Author Report Share Posted February 29, 2012 სხვაობა თUა ნეტა ჩვეულებრივ იჟევსკს და მაგას შორის? რამდენიმე კომენტარი მაქვს წაკითხული რუსულ ფორუმებზე... ამბობენ უფრო სინდისიერადაა გაკეთებული ვიდრე სერიული იჟაკებიო... გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იმ კომენტარის ავტორებს რაღაც მცირე დეტალების არასრულფასოვნების გამო ,,დაბრაკული"(წუნდებული) სპარტანები ჰქონდათ. საერთოდ კი რუსეთშიც არ ტოვებენ მაგ თოფებს თუ დაბრაკული არაა... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 4, 2012 Report Share Posted March 4, 2012 მე მაინც ვთვლი რომ აქ შემოტანილი ეგ იარაღი გათვალისწინებულია "რუსული ნოსტალგიით" დაავადებულთათვის. შტატებში ძალიან დიდი რაოდენობაა ემიგრანტების ყოფილი საბჭოეთიდან, რომლებიც ისევ იქ ჩარჩნენ მენტალიტეტით. ამერიკელს რომ ვკითხო იყიდი მაგასთქო, ჩათვალეთ რომ იმის თვალში "დევეცი", ანუ წევიქეცი სულმთლად. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 4, 2012 Report Share Posted March 4, 2012 ეს რემინგტონის კატალოგია. რომ "გავშალო" და დავდო ინფოები, დაახლოებით 4-5 გვერდი გამოვა. ჯერ ერთი მეზარება, მეორეც არ არის საჭირო. ვისაც ინგლისურთან პრობლემა გაქვთ, აქ ვარ და გიპასუხებთ ნებისმიერ შეკითხვაზე. პ.ს. იარაღების ფასები "გაბერილია", შედარებით ნაკლებ ფასებში იყიდება ამ შტატში. განსხვავება 130-160$-ია. /გაიხსნება ლინკი და ზემოთ მარჯვენა მხარეს ლურჯი ისარია, იმის მიხედვით შესძლებთ გვერდების დათვალიერებას./ http://digitaleditiononline.com/publication/?i=90918 ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted May 18, 2012 Report Share Posted May 18, 2012 რემინგტონ 870 ექსპრესი საქმეში. ამ იარაღს კონდახი ხე აქვს თუ მდფ? ზოგი ამბობს არაა ხეო ქარავანში რო იყიდება მაგეებზე მაქ საუბარი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted June 15, 2012 Author Report Share Posted June 15, 2012 კომპანია რემინგტონმა ჯერ კიდევ 2 წლის წინათ სიამაყით განაცხადა, რომ გაყიდა Model 870-ის მეათმილიონე ეგზემპლიარი(!!!), რამაც ყველაზე პოპულარული გახადა ეს თოფი აშშ-ში ბოლო 60 წლის განმავლობაში... თოფი ძალიან პოპულარულია მონადირეებში, აქვს შეიარაღებაში პოლიციას და სამართალდამცავებს, გადის ექსპორტზე ათეულობით ქვეყანაში. ყველაზე მასობრივი მოდელის გარდა ამ თოფს მინიჭებული აქვს ყველაზე საიმედო გლუვლულიანის ეპითეტი. იუბილეს აღსანიშნავად კომპანიამ გამოუშვა მოდიფიკაცია Commemorative Model 870 შეზღუდული რაოდენობით, რომელთაგან პირველი 10 ეგზემლიარი აჩუქეს იმ პირებს, ვინაც პირველმა მოასწრეს რეგისტრაცია კომპანიის ოფიციალურ საიტზე. დამატებით აღვნიშნავ, რომ კომპანია გამუდმებით ზრდის ამ მოდელის მოდიფიკაციების რაოდენობას. ასე მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ წარმოადგინეს მოდელი ქალბატონებისათვის ვარდისფერი კონდახით და გაუმჯობესებული საბჟენ-ამორტიზატორით. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 15, 2012 Report Share Posted June 15, 2012 ამ იარაღს კონდახი ხე აქვს თუ მდფ? ზოგი ამბობს არაა ხეო ქარავანში რო იყიდება მაგეებზე მაქ საუბარი ჩემსას "ხე" აქვს და ქარავანში რას ჰყიდიან, ნამდვილად არ ვიცი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted June 29, 2012 Author Report Share Posted June 29, 2012 დიდი შეკვეთა რემინგტონისათვის კომპანიამ მიიღო მასშტაბური შეკვეთა ამერიკის ხელისუფლებისაგან. 2013 წლის დასაწყისიდან კომპანია იღებს ვალდებულებას ამერიკის ჯარს მიაწოდოს М4 და М4 А1 კარაბინები. რაოდენობა შეადგენს 120 ათას ერთეულს. ეს კიდევ ერთი აღიარებაა ამ კომპანიისა ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted November 16, 2012 Author Report Share Posted November 16, 2012 Remington 105 CTI II მექანიზმი უკუქცეულ გაზებზე, ყალიბი 12, ტევადობა 4+1, კალაპოტი ტიტანის, ლითონი დაცულია ArmorLokt საფარველით, კალაპოტი და ტიბჟირი ლაზერული გრავირებით, ვაზნის ექსტრაქცია ქვემოთ, გაუმჯობესებული სასხლეტ-დამცემი მექანიზმი, გამოდის 2 მოდიფიკაცია 660 და 711 მილიმეტრის სიგრძის ლულებით, პირველის წონაა 3121, ხოლო მეორისა 3178 გრამი. ფასი დაახლოებით 1250-დან 1500 მწვანემდე. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted November 17, 2012 Report Share Posted November 17, 2012 ქარავანში რო რემინგტონ 770-ია რას იტყვით მაგაზე? რაღაც ქართული სინამდვილისათვის უჩვეულო ფასი ადევს ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted April 5, 2013 Author Report Share Posted April 5, 2013 (edited) დღეს მინდა მოგითხროთ ძალიან საინტერესო ნახევარავტომატზე, რომელიც უკუქცეულ გაზებზე მუშაობს Versa Max უკუქცეულ გაზებზე მომუშავე ნახევარავტომატების მწარმოებელთა შორის რემინგტონი ერთ-ერთი ლიდერია. სწორედ ამის დადასტურებას წარმოადგენს ახალგამოსული Versa Max. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ უკუქცეული გაზის ჭრილი განლაგებულია არა შუა ლულაზე, არამედ სავაზნეში და ჭრილების რაოდენობა არა ერთი, არამედ შვიდია(!!!) იმისდა მიხედვით, თუ რა სიგრძისაა კონკრეტული ვაზნა, მოქმედებაში მოდის სამიდან შვიდ ჭრილამდე. 70 მილიმეტრიანი ვაზნის ჩადებისას შვიდივე ჭრილი ღიაა. თუ სავაზნეში მოვათავსებთ 76 მილიმეტრიან ვაზნას, მაშინ სამი ჭრილი გადაიფარება თავად ვაზნით, ხოლო 4 ღია რჩება. 89 მილიმეტრიანი ვაზნის გამოყენებისას კი ავტომატიკას ამუშავებს მხოლოდ 3 ჭრილი. ჭრილების აღნიშნული მდებარეობა საგრძნობლად აადვილებს მათ წმენდას. უშუალოდ სავაზნის ქვემოთ ორივე მხრიდან განთავსებულია 2 დგუში. ჭრილებიდან წამოსული უკუქცეული გაზები მოქმედებენ დგუშებზე და უზრუნველყოფენ მექანიზმის გამართულად მუშაობას. გარე დაფარვა შესრულებულია Tri-Nyte სისტემით, ხოლო მექანიზმის შიდა ნაწილები ნიკელირებულია. ამ თოფის კონდახის რეგულირება შესაძლებელია: სიგრძით; საბჟენიდან სასხლეტამდე; გადახრა მარჯვნივ ან მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ. თოფი განთავსებულია პლასტიკატის ქეისში, რომელშიც თოფთან ერთად არის ჩოკების სახსნელი გასაღები; კონდახის საბჟენის სახსნელი გასაღები; კონდახის სიგრძის სარეგულირებელი საფენები; 4 საცვლელი ჩოკი; რამდენიმე ექსპერტის განმარტებით Versa Max არის პრეტენდენტი, გახდეს საუკეთესო იმ ნახევარავტომატთა შორის, რომელიც ოდესმე გამოუშვია რემინგტონს(Versa Max-ს მგონი ერთი წელია რაც უშვებენ ). Edited April 5, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted November 10, 2013 Report Share Posted November 10, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted November 13, 2013 Report Share Posted November 13, 2013 იარაღი ესა ყოფილა ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted November 13, 2013 Report Share Posted November 13, 2013 :spit: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 13, 2013 Report Share Posted November 13, 2013 თორნიკე რეხვიაშვილი რემინგთონის პომპა და ნახევრად ავტომატი შტატების პოლიციას აქვს შეიარაღებაში. მე ჯანაბას, ეგენიც გიჟები ხომ არ არიან? მეხუთე წელია ექსპრესი870 მაქვს, მაგარი ჯალათი თოფი გამოდგა. ვერა ვწმინდავ. არ იხდის თავს მოსავლელად. უბომბესი ნაწარმია, რა კონდიციებში აღარ მითრევია, მერე გადაუსმევ ჩვეულებრივ "ტრიაპკას" და ახალივით არის. მაგრა მიყვარს და არასოდეს არ მოვიშორებ გვერდიდან. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted November 13, 2013 Report Share Posted November 13, 2013 (edited) ხო ამ ვიდეოშიც იძახის, იხმარე დააბინძურე შეინახე, 6 თვის მერე აიღე და ისევ ისე ისვრისო. მართლა რაღაც საოცრებაა 3000 ღირს აქ, რაც მთავარია ყველანაირ ვაზნას ისვრის, ოცნება იარაღია რა. გიო მერე დაათვალიერე ეს გვერდი და შენი რომელია მითხარი http://caravani.ge/sanadiro_tofebi.php?modeli=870 Edited November 13, 2013 by თორნიკე რეხვიაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 14, 2013 Report Share Posted November 14, 2013 მარჯვენა ქვემოთა კუთხეში რომ არის, მასეთია, მაგრამ ჩემი FLAT VT არ არის. ჩემსას აქაური კაკლის კონდახი აქვს, კალიბრი და ლულის სიგრძე იგივეა, ჩასაწყობი ვაზნების რაოდენობაც ემთხვევა, მაგრამ მაგაზე ვერაფერს გირჩევ. თუ არ ვნახე რეალში, ისე ვერ გავრისკავ რჩევის მოცემას. არ ვიცი, ამ თემაშიც იყო პირველ გვერდზე ჩემი რემის სურათი, მაგრამ არ სჩანს, სხვა თემებშიც მაქვს., ეხლა ვერ ვპოულობ. დავიმახსოვრებ ამ თემას და ორივეს სურათს დავდებ მომავალში. იმ მეორეზე ვერ გაგეცი დროული პასუხი. გატანილი მქონდა, მხოლოდ მიზანში შევამოწმე. დაგლიჯა რასაც ჰქვია. ნუ, ოპტიკის მუღამი თუ დაიჭირე, მერე შენს ნებაზე ატარებ თოფს. აი სიძლიერეზე, ვერაფერს გეტყვი ჯერჯერობით, ფურცელის სამიზნეს ვესროლე დაახლოებით იმ დისტანციაზე, რომელსაც მეკითხები, ნახვრეტის ზომას თუ გავითვალისწინებთ, ხოშიანად უფრენია ტყვიას. ასე ვქნათ, მომეცემა დრო და მეც ძალიან მაინტერესებს რამდენს გაქაჩავს რემინგთონის პატარა ხრახნული, გადავიღებ და დავაფიქსირებ, მერე გაგაგებინებთ ყველაფერს. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.