Jump to content
Club-Monadire.Ge

Remington Arms Company


Recommended Posts

ახალი 870-ებს და 700-ს, 750-საც და თითქმის ყველა იაფიან რემინგტონს მართალია გარკვეული პრობლემები აქვთ და ჩარევას საჭიროებენ ხშირ შემთხვევაში, მარა მე მაინც მაგრად მომწონს თითოეული მათგანი. 870 კი ლეგენდაა ბოლო-ბოლო. ვერც კი დავითვლით რამდენ ჰოლივუდურ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

 

პომპებს რაც შეეხება მოსბერგი ყველას მირჩევნია, სანადიროდ ბენელი ნოვა.

Link to post
Share on other sites

ჩემის მოკლე ჭკუით სუბიექტურ მოსაზრებას მოგახსენებთ ;)

 

 

ამერიკულ სანადირო იარაღში(მოწინავე ევროპელებზე არაფერს ვამბობ) მწარმოებელი მომხმარებელს მადლობას უხდის თუ ეს უკანასკნელი რაიმე პრობლემას აღმოუჩენს...

სინდისიერი მწარმოებელი ცდილობს მის პროდუქციაში ნაკლოვანებები ჯერ აღმოაჩინოს, ხოლო შემდეგ აღმოფხვრას.

ზოგჯერ ხდება, რომ ახალ მოდელებში ესა თუ ის კვანძი ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში გარკვეულ ნაკლოვანებებს ამჟღავნებს; მათ მხოლოდ და მხოლოდ დრო გამოაჩენს.

ამიტომაც მოწინავე მწარმოებლები თავიანთ კატალოგებში ხშირად წერენ: ესა და ეს მოდელი_ ,,დროითაა გამოცდილიო"; ესა და ეს მოდელი_ ,,დიდი ხანია წარმოებაშია და თავი შეაყვარა მომხმარებელსო".

 

 

ახლა რა ხდება თურქული და თანამედროვე რუსული იარაღის შემთხვევაში???

 

მწარმოებლები კი არ ცდილობენ აღმოაჩინონ და აღმოფხვრან პრობლემები, არამედ ცდილობენ შეფუთონ და დამალონ ისინი, რადგან გამოსწორება დამატებით ინვესტიციებს და დროს მოითხოვს...

ამიტომაა დიდი განსხვავება ევროპა-ამერიკულ და თურქულ-რუსულ პროდუქციას შორის.

 

 

პ.ს. კვლავ განვმეორდები: ჩემი სუბიექტური ხედვა :hi3:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Gurulo

 

რა სიტუაცია მახსენდება იცი?

 

ჩემი სიმამრი რომ მიმტკიცებდა, ავტომატიკაზე აწყობილი მანქანები ზარმაცებისთვის გამოიგონესო.

 

სხვა გამოსავალი რომ ვერ ნახა, ეგ გამოსავალი მონახა თავისი ჭკუით. :d030: :d030:

 

პ.ს. მაქვს კლასიკური ძველი სტილის იარაღიც და მაქვს ესეც, სხვადასხვა "სამყაროა".

ერთად ვერ დავდებ და ვერ შევადარებ ერთმანეთს.

ძალიან განსხვავდებიან.

ესენი კატასტროფაა სწრაფი სროლის მოყვარულისათვის, ისინი კიდევ ისეთი დახვეწილობით გამოირჩევიან, წვიმიან ამინდში ევროპულს, სანადიროდ ვინ სჩივის, სახლიდან არ გავაყოფინებ ლულას.

 

ესენი სადაც გინდა იქ ათრიე.

"რემინგთონები ამერიკული კალაშნიკოვებია". :d030:

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

ქარავანში რო რემინგტონ 770-ია რას იტყვით მაგაზე? რაღაც ქართული სინამდვილისათვის უჩვეულო ფასი ადევს

მეც მაინტერესებს ეგ იარაგი ყიდვას ვაპირებ და ვარგა ნეტაა

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

რემინგტონმა პროდუქტი უკან გაიწვია.

ან მეორენაირად_ რას აკეთებს პატიოსანი მწარმოებელი ,,ბრაკის" აღმოჩენის შემთხვევაში

 

d2554909f71a.jpg

 

 

შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, რაც სასხლეტ მექანიზმს აღმოუჩინეს და რამაც შესაძლოა გაუფრთხილებელი გასროლა გამოიწვიოს, კომპანიამ უკან გამოიწვია Model 887-ის ყველა მოდიფიკაცია, რომლებიც წარმოებულ იქნა 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 24 ნოემბრის შუალედში.

ამ დრომდე არ მომხდარა არცერთი გაუფრფხილებელი გასროლა სასხლეტ-დამცემი მექანიზმის გაუმართაობით, თუმცა კომპანიის ინჟინრების მიერ აღმოჩენილი კონსტრუქციული წუნი უნდა აღმოიფხვრას!!!

წუნი მდგომარეობს შემდეგში: იარაღის დატენვის დროს შესაძლებელია დაუგეგმავი გასროლა!!!

კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ თუ თქვენ ბრძანდებით დროის ამ შუალედში წარმოებული შესაბამისი მოდელის მფლობელი, აუცილებელია დაუყონებლივ დაუკავშირდეთ რემინგტონის დილერს:

1) ზარი ცხელ ხაზზე

2) კომპანიის მიერ სრულად ანაზღაურდება იარაღის გაგზავნის ხარჯები, რევიზიის ხარჯები და რემონტი.

Link to post
Share on other sites

Gurulo

ეგ მოდელი რემინგტონ 887 ძმაკაცს აქვს ადრეც ხომ დავდე მურკა და ეგ რომ გავტესტეთ. მოკლედ პრობლემატური იარაღია ნაღდათ ძალიან ცუდათ მუშაობს ხშირად ჭედავს ვაზნებს, თან მაშინ 1360 ლ ღირდა ახლა ცხრაას რაღაცა უდევთ ქარავანში

Link to post
Share on other sites

Gurulo

ეგ მოდელი რემინგტონ 887 ძმაკაცს აქვს ადრეც ხომ დავდე მურკა და ეგ რომ გავტესტეთ. მოკლედ პრობლემატური იარაღია ნაღდათ ძალიან ცუდათ მუშაობს ხშირად ჭედავს ვაზნებს, თან მაშინ 1360 ლ ღირდა ახლა ცხრაას რაღაცა უდევთ ქარავანში

 

 

ჩემი აზრით მარტო ამერიკელებისათვის არ უნდა იყოს ამ პროდუქტის უკან გამოწვევა.

ვრცელდება ინფო: ცხელი ხაზი 1-800-243-9700 ან რეგისტრაცია საიტზე http://887recall.remington.com.

 

 

 

მოსინჯოს შენმა ძმაკაცმა დაკონტაქტება. იქნებ გაურემონტონ. მითუმეტეს ყველა ხარჯი მისია.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 5 months later...

რემინგტონზე საუბრისას უპირველეს ყოვლისა პომპა და ნახევარავტომატური იარაღი წარმოგვიდგება თვალწინ, თუმცა ამ უძველეს კომპანიას ორლულიანების წარმოების დიდი ტრადიციები და გამოცდილება გააჩნია. დღეს სწორედ ამ ნიუანსზე გვექნება საუბარი.

 

გარეჩახმახიანი ორლულიანი, უიტმორის პატენტი

8fde8dfb956d.png

6ad474c971e8.png

 

1870 წლამდე კომპანია სანადირო იარაღს თითქმის არ უშვებდა(ძალიან მცირე რაოდენობას თუ არ ჩავთვლით). 1871-72 წლებში კონსტრუქტორმა უიტმორმა, რომელიც რემინტონში იქნა მოწვეული, მიიღო პატენტი ორლულიანის საკეტზე ზედა ბერკეტით. ბერკეტის მართვა ვერტიკალური მიმართულებით ხდებოდა.

უმნიშვნელო კონსტრუქციული სხვაობებით ხდებოდა მოდელთა რიგის მონაცვლეობა 1873, 1875, 1876, 1878, 1879 წლებში. უიტიმორის გარეჩახმახიანების წარმოებას კომპანია 1881 წლის ბოლომდე ახდენდა. არაორდინალური ბერკეტი, რომელიც ცერა თითით იმართებოდა არც თუ ისე მოსახერხებელი გახლდათ, ამიტომ 1882 წელს რემინგტონმა გამოუშვა ახალი ჩახმახიანი მოდელი 1882, რომლის ბერკეტი ჰორიზონტალური მიმართულებით მუშაობდა.

 

1882 წლის მოდელი

d255ea50b208.png

 

 

ამ მოდელის კვალდაკვალ უმნიშვნელო ვცლილებებით დღის სინათლე იხილეს მოდელებმა 1883, 1885 და 1887

 

1889 წელს მოდელ 1887-ის მცირე მოდერნიზაციის შედეგად გამოვიდა ყველაზე პოპულარული "მოდელი 1889" და აქედან მოყოლებული ლულებზე ჩნდება წარწერა Remington & Sons. 1894 წლიდან გამოდის შიდაჩახმახიანი "მოდელი 1894", რომელშიც ირიცხებოდა როგორც ძვირფასი, ასევე იაფიანი მოდიფიკაციები. ამის შემდეგ, კერძოდ, 1990 წელს გამოდის მეორე შიდაჩახმახიანი "მოდელი 1900". ორთავე შიდაჩახმახიანი მოდელი იწარმოებოდა 1910 წლამდე, ხოლო ყველაზე პოპულარული ჩახმახიანი "მოდელი 1889" წარმოებიდან მოიხსნა 1908 წელს.

 

1872-1910 წლებში რემინგტონი უშვებდა გარეჩახმახიან 10 მოდელს და 2 შიდაჩახმახიან სანადირო თოფს, რომლებიც მაღალი ხარისხითა და შედარებით ხელმისაწვდომი ფასებით ხასიათდებოდნენ.

22 წლის შემდეგ კომპანია დაუბრუნდა ორლულიანებს და გამოუშვა სტენდის " მოდელი 32", რომელიც 12 წლის განმავლობაში იყო წარმოებაში. ამ ხნის განმავლობაში გამოშვებულია 5100 ცალი ეგზემპლიარი.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

1931 წლის მარტში კონსტრუქტორმა კროუფორდ ლუმისმა, რომლის კარიერა რემინგტონში 1912 წელს დაიწყო, მიიღო პატენტი(US patent № 1 795 223) ორლულიან თოფზე ლულათა ვერტიკალური წყობით. თოფი განკუთვნილი გახლდათ მრგვალი და ტრანშეული სტენდისათვის.

ზუსტად ერთი წლის თავზე წარმოებაში ჩაეშვა Model 32. თოფის გამოჩენისთანავე მან ექსპერტების აღიარება მოიპოვა.

ეს იარაღი დღემდე ითვლება დასავლეთში რემინგტონის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად.

 

 

 

b311f789666c.png

 

 

34b022ca4a2f.png

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ბიჭებო მოკლეთ ეგებადა იცოდეთ remington 1100 sporting 12 ეს მაინტერესებს ძალიან. ვარგია რამედ? შორს ისვრის ახლოს თუ კონდახით უნდა ურტყა? კია ამერიკული მარა ისე გაფუჭდა დრო ვეღარ ენდობი კაციშვილს :haha:

Link to post
Share on other sites

მე არაფერს მამუკას ვენაცვალე, ჩემს ძმაკაცს უნდა, შემჭამა მითხარი და მასწავლე და მოკლედ რა. 2500 გელ ყიდულობს არც ისე იაფია რავა ვთქვა მარა.ისე საბაზრო ფასი ამ მოდელის რა არის თუ იცით ვინმემ?

Link to post
Share on other sites

ლევან, 2500G არის დაახლოებით 950$.

 

ეგ თოფი ჩემთან იყიდება 760$-ად.

 

ფასდაკლებაზე იყო 420$, მაგრამ ვერ ვიყიდე მაშინ.

 

მე არ ვიცი მანდ თუ ნაღდ ამერიკულ რემინგთონს ყიდიან, მაგრამ რაც მე ვნახე, ძაან მაგარი მოდელია 1100.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

 

იარაღის მოყვარულთა საზოგადოებას უნდა ვაცნობო, რომ კომპანია რემინგტონმა გამოაცხადა გაკოტრების რეჟიმში გადასვლა...

კომპანიას მიმდინარე წლის თებერვლისათვის დაუგროვდა 950 მილიონი დოლარის დავალიანება, რის გამოც მისმა კრედიტორებმა აღნიშნულ რეჟიმში ჩააყენეს. სავარაუდოდ კომპანიის გაკოტრება დასრულდება მიმდინარე წლის მაისში.

პ.ს. აი ასეთ დროს ხდება დიდი ისტორიისა და რენომეს მქონე საწარმოთა დათრევა ნახევარ, და ზოგჯერ მეოთხედ ფასში...

 

Link to post
Share on other sites

დამასწარი გელა, მაგ უნდა დამეპოსტა :). გააჩნია ვინ იყიდის...გათვლა ჰქონდათ არასწორი, ჰილარი შეზღუდვებს გააკეთებს იარაღზე და მანამდე ეცდება ხალხი მოიმარაგოსო და შტამპეს..:)

Edited by BROWNING
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...