Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Dixie Gun Works, Inc ეს კომპანია ამერიკაში მდებარეობს და 1954 წელსაა დაფუძნებული ტერნერ კირკლენდის მიერ. კირკლენდი ბავშვობიდანვე იყო გატაცებული იარაღის შეგროვებით. თავისი პირველი 1849 წლის გამოშვების პისტოლეტი(კოლტი) 1931 წელს შეიძინა 75 ცენტად და ამ დღიდან დაიწყო კოლექციონერობა. 1938 წლისათვის მისი კოლექცია ასზე მეტ პისტოლეტს ითვლიდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წყნარი ოკიანის ფლოტში მსახურობდა, ხოლო ომის დასრულების შემდეგ საიუველირო ნაწარმის გაყიდვას შეუდგა და ამ პერიოდში ბევრს მოგზაურობდა ქვეყნის შიგნით. იარაღის კოლექციონერთა წრე საკმაოდ დიდი გახლდათ და მათი უმეტესობა სათადარიგო ნაწილების დეფიციტს განიცდიდა თავისი საკოლექციო ეგზემპლიარებისათვის. მოგზაურობის პერიოდში კირკლენდი ბევრ ისეთ ოსტატს დაუახლოვდა, რომლებიც საკოლექციო იარაღისათვის სათადარიგო ნაწილებს ამზადებდნენ. თანდათან ის საკმაოდ კვალიფიციურ ექსპერტად ჩამოყალიბდა ანტიკვარიატის განხრით. ტერნერს შეეძლო ნებისმიერი საკოლექციო იარაღის გარემონტება. დეფიციტური ნაწილების მოპოვებაში კირკლენდი კოლექციონერებს ხშირად ეხმარებოდა. აიღებდა იარაღს საკუთარი კოლექციიდან, დაშლიდა მათ და ნაწილებად ყიდდა. ერთ დღესაც(1954 წლის 10 აპრილს) მან აღმოაჩინა, რომ მისი კოლექციიდან თითქმის არაფერი დარჩა. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მისი გატაცება საუკეთესო შემოსავლის წყარო შეიძლებოდა გამხდარიყო. მიატოვა საიუველირო საქმე და საკუთარი საიარაღო ფირმა დააფუძნა. ასე წარმოიშვა Dixie Gun Works, Inc. პირველად ტერნერმა ავტოფარეხი აიღო იჯარით. 1955 წელს აქ დამზადდა პირველი ,,რეპლიკა" ,,კენტუკის თოფი", რითაც საფუძველი დაედო პეპლიკების ერას. ტერნერის პირველი სავაჭრო ფართი მისი სატვირთო მანქანის ძარა იყო, ხოლო ერთი კვირის მოგება კი 20 დოლარი. დღეს კომპანია საკოლექციო-ანტიკვარული იარაღის და სათადარიგო ნაწილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმწოდებელია. სადემონსტრაციო დარბაზის საერთო ფართობი 465 კვადრატული მეტრია, სადაც 10 ათასზე მეტი დასახელების სხვადასხვა ნაკეთობას სთავაზობენ კლიენტებს. წელიწადში საშუალოდ 75 ათასი ერთეული საქონელი იყიდება. ფირმა ყოველ 2 წელიწადში ბეჭდავს თავისი ანტიკვარიატის კატალოგს. კომპანიას საკუთარი მუზეუმიც აქვს. 1997 წელს ფირმის დამფუძნებელი გარდაიცვალა. მისი საქმე კი ვაჟიშვილებმა გააგრძელეს. კომპანიის სრული ასორტიმენტის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რეპლიკების მხოლოდ ორიოდ ზუმბიან მოდელს წარმოგიდგენთ Kodiac ,,პენსილვანიური თოფის" რეპლიკა ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.