Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 სხვა ამერიკული კომპანიები ამერიკულ კომპანიებს შორის გვხვდება რამდენიმე ფირმა, რომლებიც თოფებს სხვა საწარმოებში(როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც) უკვეთავენ. ამის მიუხედავად ბაზარზე მათი პროდუქცია ამ ფირმის სახელით წარსდგება. American Arms ეს კომპანია მისურის შტატის ქალაქ კანზას-სიტიშია განლაგებული. მისი ვერტიკალური გლუვლულიანები იტალიური წარმოშობისაა, ხოლო ჰორიზონტალურები კი ესპანური. მისი პროდუქცია ძირითადად ამერიკული ბაზრისათვისაა განკუთვნილი. ვერტიკალურებიდან აღსანიშნავია American Arms Silver, ხოლო ჰორიზონტალურებიდან კი American Arms Basque. American Arms Silver ყალიბი 10,12, 20,28 და 36; სავაზნის სიგრძე 70-76-89მმ; ერთ სასხლეტზე; წონა 2,9-4,2 კგ; სიგრძე 106- 121 სმ; ლულის სიგრძე 61-76 სმ; ექსტრაქტორზე ან ეჟექტორზე; ფიქსირებული ან სახსნელი ჩოკები; ვენტილირებადი სამიზნე თამასა; მცველი განლაგებულია ყელზე; კონდახი კაკლის ან პლასტიკატის. Golden Eagle Sporting Firearms კომპანიას სხვადასხვა საწარმოებში დამზადებული თოფის ნაწილები შემოაქვს და აწყობს. თითოეულ ამ თოფზე ის საკუთარ ლოგოს, ფრთაგაშლილ არწივს, ასვამს და ისე ყიდის. Charles Dely ფირმა დაარსებულია 1875 წელს ჩარლზ დალისა და ავგუსტ შოვერლინგის მიერ. არანაირ საწარმოო პროცესს არ ასრულებს, დაკავებულია მხოლოდ ვაჭრობით. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 12, 2012 Author Report Share Posted June 12, 2012 Charles Daly ეკონომიკურმა კრიზისმა კომპანიის დახურვა გამოიწვია 2009 წლის 29 იანვარს. ბიზნესი გაჩერდა, თუმცა ყველაფერი ისე ცუდად არ წარიმართა, როგორც სკეპტიკოსები ვარაუდობდნენ... ამა წლის დასაწყისში ჩარლზ დეილი ამერიკულ ბაზარზე დაბრუნდა, რაც შესაძლებელი გახდა სადისტრიბუციო კომპანია Trans World Arms LLC-თან თანამშრომლობის შედეგად. კომპანიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მოდელთა გამა(თავად არ აწარმოებს, მაგრამ საკუთარ სახელს ხომ აწერს ) აღდგება და ხელმისაწვდომი ფასის ბაზარსაც დაიბრუნებს. გეგმავენ გლუვლულიანების 3 ახალი მოდელის ბაზარზე გამოტანას. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.