Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Ithaca Gun Company

 

 

4edc9f37b6d8.jpg

 

ამერიკული იარაღის მწარმოებელი კომპანიებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია ,,ითაკა", რომლის სახელთანაც დაკავშირებულია მთელი რიგი ტექნიკური სიახლეებისა და გამოგონებებისა.

საწარმო ლეროე სმიტმა 1880 წელს დააფუძნა. ამავე წელს სმიტი თავისი პირველი თოფის დამზადებას შეუდგა(საწარმო იარაღთან ერთად საბეჭდ მანქანებსაც უშვებდა).

1888 წელს ითაკამ თავისი პირველი შიდაჩახმახებიანი ორლულიანი გამოუშვა, რომელიც ენსონ-დილის საკეტებზე იყო. კონდახი საშუალო ხარისხის კაკლით მზადდებოდა. გლუვლულიანი სხვადასხვა ყალიბის გამოდიოდა და დიდი ხნის მანძილზე აშშ-ში კარგად გაყიდვადი მოდელი იყო.

1903 წელს კომპანიის მმართველად ჯორჯ ლივერმორი მოვიდა, ხოლო დამფუძნებლის შვილი, ლოუ სმიტი გაყიდვების მენეჯერი გახდა.

შიდაჩახმახიან თოფებთან ერთად საწარმო მოკლელულიან ჩახმახიან მოდელებსაც ამზადებდა, რომლებზეც საკმაოდ მაღალი იყო მოთხოვნილება.

კომპანიის განვითარება წარმატებით გრძელდებოდა, მაგრამ 30-იანი წლების ეკონომიკურმა კრიზისმა საწარმოს წინაშე გარკვეული პრობლემები წარმოშვა. ფირმის გადასარჩენად ხელმძღვანელობამ რამდენიმე საწარმოსთან პარტნიორული კავშირები დაამყარა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში აშშ-ში გააქტიურდა ველური ბუნების დამცავი კამპანია. იქმნებოდა კანონები, რომლებიც გარკვეულწილად ზღუდავდა ნადირობას და ლიმიტირებულს ხდიდა ნადირ-ფრინველის მოპოვებას. ამასთან 1913 წელს მიღებული კანონის თანახმად იკრძალებოდა 10 ყალიბზე უფრო მსხვილი იარაღის გამოყენება(საქმე იმაში გახლდათ, რომ აშშ-ში წყალმცურავებზე პროფესიონალი მონადირეები 8 ყალიბის თოფებით ნადირობდნენ. ამ ყალიბის თოფები ინგლისიდან შემოჰქონდათ).

პროფესიონალი მონადირეების ინტერესების დაცვა, ისე რომ კანონის ფარგლებიდან არ გასულიყვნენ, მოახერხა კომპანია ითაკამ, რომელმაც კომპანია Western Cartridge-ს მიერ დამზადებული 10 ყალიბის 57 გრამიანი(საფანტი) ვაზნისათვის დაამზადა გლუვლულიანი თოფი, რომელსაც სავაზნე 75 მმ სიგრძის ჰქონდა. ასე დაიბადა პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული მაგნუმის თოფი ამერიკაში.

პირველი 10 ყალიბის მაგნუმი ჩარლზ ასკინსის საკუთრება გახდა. თოფის სერიული ნომერი იყო 500000.

1932- 1942 წლებში ითაკამ სულ დაამზადა ასეთი მაგნუმები 900 ერთეული, რომლებსაც ამჟამად ძალიან მაღალი საკოლექციო ღირებულება გააჩნიათ.

 

 

Ithaca magnum 10

f7f43793f876.jpg

 

მეორე მსოფლიო ომის წინ ფირმამ თავისი ყველაზე მეტად ცნობილი პომპიანი იარღი გამოუშვა სახელით ,,მოდელი 37". 1938 წლისათვის ის იყო ყველაზე მსუბუქი პომპა

 

 

 

Model 37

0540ff7311bb.jpg

 

 

მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია საომარ ყაიდაზე გადაეწყო. 1942 წელს საწარმო ამზადებდა თვეში საშუალოდ 20 ათას ერთეულ .45 ყალიბის კოლტის პისტოლეტს.

ომის დარულების შემდეგ ფირმა კვლავ იწყებს სანადირო და სპორტული თოფების დამზადებას. 1969 წელს წარმოება ფართოვდება და იხსნება შვილობილი კომპანია კანადის პროვინცია ონტარიოში. ამავე წელს გამოდის ნახევარავტომატი უკუქცეულ გაზებზე მოდელი 51. ეს მოდელი იმდენად სრულყოფილი იყო, რომ ფირმა მფლობელებს სიხოცხლის ბოლომდე აძლევდა თოფზე გარანტიას.

 

Model 51

e78088943f60.jpg

 

საკუთარ ქვეყანაში წარმატების მიუხედავად, საფირმო თოფები ევროპაში თითქმის უცნობი რჩებოდა. 1973 წლიდან ითაკა ცნობილი ბირმინგემულ კომპანა B.S.A.-თან ერთად შეუდგა პნევმატიური თოფების გამოშვებას. ამის შემდგომ ფოლადის საფანტის შემოღებასთან დაკავშირებით წარმოებაში ჩაეშვა 10 ყალიბის მაგნუმის ნახევარავტომატი ფოლადის საფანტზე. ამ მოდელს დაერქვა MAG-10.

 

 

MAG-10

4cf3c559f230.jpg

 

 

აღსანიშნავია საფირმო გრავირება, რომელსაც ბილ მაკროუ აკეთებდა. ამ ოსტატს ითაკაში მუშაობის 60 წლის სტაჟი აქვს. მის მიერ გრავირებული თოფები ცნობილი ამერიკელი მონადირეების არსენალს ამშვენებდა( მაგ. თეოდორ რუზველტის, ჯორჯ მარშალის და სხვა).

 

 

498266971ca4.jpg

 

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ესოდენ წარმატებული კომპანია უნდა ყვაოდეს, მაგრამ საბაზრო ეკონომიკის მკაცრი პირობებიდან გამომდინარე ფირმას ფინანსური პრობლემები შეექმნა. 2005 წელს საწარმომ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და საწარმოო პროცესი შეაჩერა.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...