Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 2k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს ადგილი დაისაკუთრა სახლში შემოსვლისთანავე.

ზუსტად ვერ ამბობს, გამოკეთდა ცოტათი. ვმკურნალობთ.

მაგარი მეგობარი დამდგარიყოს ნადირობაშიც და სახლშიც ღირსეული წევრის ადგილი დაეკავებინოს! გილოცავთ!   ძაღლი ლედია ტრადიციული სახელია თქვენს სახლში.  

Posted Images

ჩემი ლეკვი რას იზავს არ ვიცი ოპერაცია არ გაუკეთეს აზრი არ აქვს უარესი იქნებაო, დააძინეს და გაუსწორეს აცდენილი იყო ძვალი ძვალს მაგრამ დღეს მყავდა მიყვანილი კიდე და რო გაუხსნა ისევ ამოვარდნილი იყო გასწორებას კიდე აზრი აგარ აქვს ეხლაო. არ ვიცი რა იქნება მაგრად კი მწყდება გული

Link to post
Share on other sites

ჩემი ლეკვი რას იზავს არ ვიცი ოპერაცია არ გაუკეთეს აზრი არ აქვს უარესი იქნებაო, დააძინეს და გაუსწორეს აცდენილი იყო ძვალი ძვალს მაგრამ დღეს მყავდა მიყვანილი კიდე და რო გაუხსნა ისევ ამოვარდნილი იყო გასწორებას კიდე აზრი აგარ აქვს ეხლაო. არ ვიცი რა იქნება მაგრად კი მწყდება გული

:karochera:

Link to post
Share on other sites

დღეს ცოტა გავივარჯიშეთ,9-თვის არის ეხლა.როგორი ბიჭი დადგა ლორდიე ?

 

ed4ac8470bc9.jpg

 

37efdfbd4941.jpg

Edited by ქუთათური
Link to post
Share on other sites

კარგად ეძებს ზაზა,ყნოსვაც კარგი აქვს,ცოტა ჯიუტია,მაგრამ რას იზამ ამ ჯიშის აყვანის დროსვე შეგუებული ვიყავი მაგ აზრს !

 

მე ყველა ფრინველზე მეტად ჭაობის ფრინველებზე და იხვზე ნადირობა მიტაცებს და მიყვარს, ძაღლი კი მაგ საქმეში მგონი ფრიადოსანი იქნება ! :yes:

Link to post
Share on other sites

კაია გივი კარგათ გივარჯიშებია, მინდორში რას სვება?

 

არაა კარგი? თუ ამას ვარჯიშს დავარქმევთ. თუ თამაშს, მაშინ წავა. მაგრამ ამ ასაკში ყველანაირი თამაშიც ვარჯიშს უნდა დავუკავშიროთ.

 

მე აქ ვხედავ მთავარ შეცდომას იმაში, რომ გივი იმით გახარებული, რომ ძაღლი კარგად დაცურავს, ფაქტიურად არ აქცევს ყურადღებას მთავარს, მოსმენის და მოთმინებისუნარიანობის ტრენინგს (ვარჯიშს). როგორც მინდორში ვარჯიშისას, წყალშიაც ეს მთავარია იმასთან ერთად, რაც არასდროს არ უნდა დაივიწყოთ - მინდორშიაც და წყალშიაც, ძაღლის მთავარი ამოცანაა ეძებოს. ეძებოს ხარისხიანად.

ცოტა მოგვიანებით (ეხლა დილის 4 საათია) უფრო დაწვრილებით შევეცდები დავუბრუნდე ამ თემას, ახლა კი მოკლე რჩევა გივის - თუ ძაღლს ავარჯიშებ აპპორტზე, ჯერ ბრძანებით დააწვინე, შემდეგ გადააგდე წყალში რასაც იყენებ აპორტისთვის (უკვე დროა ბოთლები და ჯოხები გამორიცხო), მოიცადე კარგა ხანი (ყოველდღიურად მოუმატე ამ დროს), და მხოლოდ ამის შემდეგ, და მხოლოდ შენი ბრძანებით, ძაRლი უნდა შევიდეს წყალში.

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

გავითვალისწინებ კობა,მაგრამ ძალიან მოუსვენარი ლეკვია,თუ სადმე წყალი დაინახა,აი აქ ეკეტება უკვე და ეგრევე სკუპალას აკეთებს !

 

მადლობა რჩევისათვის :yes:

Link to post
Share on other sites

გავითვალისწინებ კობა,მაგრამ ძალიან მოუსვენარი ლეკვია,თუ სადმე წყალი დაინახა,აი აქ ეკეტება უკვე და ეგრევე სკუპალას აკეთებს !

 

მადლობა რჩევისათვის :yes:

მაგას გეუბნება ზუსტად გივი.შენი ბრძანების გარეშე არ უნდა გაეკაროს

Link to post
Share on other sites

ქუთათური მაგარი ჯანიანი მონადირე გეზრდება, მაგარი ტანი აქვს, ვარჯიში არ დააკლო და ყველაფერი ჯიგრულად იქნება...

Link to post
Share on other sites

ჩემი პოინტერიც ეტანება წყალს მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ რომ ძირითადად მინდორში მოგვიწევს სიარული :e025:

Link to post
Share on other sites

გავითვალისწინებ კობა,მაგრამ ძალიან მოუსვენარი ლეკვია,თუ სადმე წყალი დაინახა,აი აქ ეკეტება უკვე და ეგრევე სკუპალას აკეთებს !

 

მადლობა რჩევისათვის :yes:

 

ლეკვი, როგორც ბავშვი, მოუსვენარი უნდა იყოს. აბა მდუნე ლეკვიზგან რი გამოვა. სულ სხვა საქმეა მოსმენა და მოთმინება. ამას გამომუშავება ჭირდება და "ძალიან მოუსვენარი ლეკვებიც" აღწევენ წარმატებებს ამ საკითხში, თუ პატრონი მომთხოვნია.

ორივე ეს ელემენტი (მოსმენა და მოთმინება) სახლში აღრზდის ელემენტებია, რასაც ბავშვობიდანვე ჭირდება ყურადღება და მოთხოვნა.

მე, თუ გადახედავთ ჩემს რჩევებს, ყოველთვის ვცდილობდი და ეხლაც ვამახვილებ ყველა ახალგაზრდა ლეკვების მფლობელების ყურადღებას იმაზე, რომ, მეძებარი ძაღლის, როგორც ნადირობისთვის სრულყოფილი დამხმარის აღრზდაში, უპირველესი ყურადღემა უნდა მიენიჭოს მასთან კონტაქტს, აბსოლიტური მოსმენის საფუძველზე. თუ ლეკვი თქვენს ბრძანებებს არ ასრულებს, ზედმეტია იმაზე ფიქრი, რომ მისგან კარგი მონადირე დადგება.

რატომღაც ბევრი თქვენთაგანი ცდილობს რაც შეიძლება მალე დაგეშოს ლეკვი ფრინველზე. ამისათვის დაჟე ფერმაში ნაყიდ მწყერს იყენებთ, რომელსაც არც თავდაცვის (თავისგადარჩენის) ინსტიქტი აქვს განვითარებული და არც ფიზიკური ძალა, იმისათვის, რომ საშიშროების შემთხვევაში ან დაიმალოს, ან გაფრინდეს. ასეთი უსუსური ფრინველი ხშირად ხდება ახალგაზრდა და სწრაფი ძაღლების მსხვერპლად, რადგანაც ადვილი დასაჭერია.

ასეთი ვაი "დაგეშვები" ახალგაზრდა ძაღლს უქმნის იმის ილუზიას, რომ იგი ყველა ფრინველს დაიჭერს. ეს კი ხდება აფრენილი ფრინველის დევნის ერთერთ მიზეზად. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დაჭერილი ფრინველი, ხშირად ხდება ახალგაზრდა ძაღლის საკბილო. ეს კი პირდაპირი გზაა (თუ მიეჩვია) "ეშაფოტისაკენ". ასეთი რაღაცა რომ არ მოხდეს, აუცილებელია, რომ, სანამ ლეკვს (ახალგაზრდა ძაღლს) მინდორში დასაგეშად გაიყვანთ, ის სრულყოფილად ასრულებდეს თუნდაც ერთ, რომელიმე გამაჩერებელ ბრძანებას (დაჯექი;დაწექი; გაჩერდი და ა.შ.), ბრძანება "ჩემსკენ" ("Ко мне")ერთად. თუ ამას ლეკვი არ ასრულებს უყოყმანოდ, არა მარტო დაგეშვაზეა ზედმეტი ფიქრი, არამედ ლეკვის ქუჩაში გაყვანაზეც. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც დაჟე ეზოებში ტრანსპორტის დიდი მოძრაობაა, რაც აშკარად სახიფათოა

ახალგაზრდა და დაუმორჩილებელი ძაღლისთვის.

 

ამ ელემენტების სრულყოფილად ათვისება ლეკვისთვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს. მთავარია თქვენი მოთხოვნები (ბრძანებები) იყოს სისტემატიური (ყუველდღიური) და აუცილებლად შესრულებული (თავიდან თუნდაც დაძალებით). ამისათვის ყოველთვის გამოიყენეთ კვების პროცესი. საკვების წინ დააჯინეთ, შემდეგ კი დააწვინეთ ლეკვი. გარკვეული დროის შემდეგ მიეცით ბრძანება კვების. კვების პროცესში შეგიძლიათ სპეციალურად შეაწყვეტინოთ ჭამა და გააცეროთ შესაბამისი ბრძანებით საკვების წინ. სახლიდან (ბინიდან) გამოსვლის წინ დააჯინეთ კარებთან, თვითონ გააღეთ კარი, გადით გარეთ, დადექით გარე მხრიდან და მხოლოდ რამოდენიმე ხნის შემდეგ (სემდგომში დრო გაახანგძლივეთ), მიეცით ზაფლს უფლება გარეთ გასვლის. ეს გაიმეორეთ მანქანაშიაც - გაარეთ კარები, თვითონ გადმოდით, ლეკვს კი მიეცით ბრძანებს დაჯდეს ღია კარებთან. გარკვეული დროის შემდეგ მიეცით ბრძანება გადმოვიდეს....

საერთოდ ეცადეტ წვრილმანებში დაუმტკიცოთ ლეკვს, რომ თქვენ ხართ მთავარი თქვენს "ოჯახში", ბელადი, და თუ საჭიროა (უკიდურეს შემთხვევაში) ძალადობაც იხმარეთ (უმთავრესად საკმარისია გვარიანად "დაუღრინოთ"). მე თითქმის 14 წელიწადის განმავლობაში არასდროს არ მიხმარია ძალადობა არა მარტო ჩემს ძაღლებთან, არამედ მატშვილებტან და შვილისშვილებთან, რომელთაც ვწვრთნიდი. ყველაზე დიდი "შენჯღრეული" თუ მყავს რამოდენიმე (უმთავრესად ხვადები).

 

მერე გავაგრძელებ.

Link to post
Share on other sites

კობა ხომ იცი ქართველების და დისციპლინის'' მეგობრობა'', ჰოდა ძაღლებიც ჩვენ გვემსგავსება :e025: .

 

 

ისე კი, მართალი ხარ, ჩემი წინა კურცხარი სახლში გვყავდა გაზრდილი და ძალიან დამჯერი იყო ბრძანებების მიმართ. ლეკვობიდან უნდა მიაჩვიო, მერე ძნელია.

Link to post
Share on other sites

კარგი რცევებია კობა,დიდი მადლობა ასეთი საფუძვლიანი ად ამომწურავი ინფორმაციისთვის,მაგრამ ხშირად დროის არ ქონის გამო ძალაუნებურად გვიწევს ბევრი შეცდომის დაშვება ! :karochera:

Link to post
Share on other sites

ცოტას გავაგრძელებ... მაგრამ ასეთ დროს (ისევ ღამის 3 საათია) ბევრი არ უნდა წეროს კაცმა. ახლა გადავხედე ჩემს წინა პოსტს და შემრცხვა, იმდენი შეცდომა ვნახე. მეჩქარებოდა ძალიან :karochera: არ შევასწორებ, იყოს ისე.

 

ზევით ვახსენე და ამაზე გავამახვილებ დღეს ყურადღებას.

 

ხშირად ხდება, რომ ახალგაზრდა ძაღლი ნანადირევს ან ვარჯიშის პროცესში დაჭერილ ფრინველს მიირთმევს. ეს ძლიერ უარყოფითი საქციელია მეძებარი ძაღლისთვის და იმ შემთხვევაში თუ ძაღლი დროის განმავლობაში არ გადაეჩვია ამ მავნე თვისებას, ასეთი ძაღლი თავიდან უნდა მოიშოროთ (ნადირობისთვის ძუსტად არ გამოდგება), რადგანაც ასეთი ძაღლები ძან ხშირად შინაურ ფრინველსაც ანადგურებენ.

 

ჩემი აზრით, უმრავლეს შემთხვევაში ახალგაზრდა ძაღლი ასეთი საქციელი მის ასაკთან, ტემპერამენტთან და აღრზდის ხარვეზებთან არის დაკავშირებული. შედარებით იშვიათად - ფსიქიკასთან (გამსაკუთრებით კონტინენტალური მეძებრებისთვის). ფსიქიკურად სუსტი ან ავადმყოფი ძაღლისგან კარგი მონადირე ზუსტად არ დადგება, ამიტომ ჯობია მოიშოროთ ასეთი ძაღლი. პირველ შემთხვევაში კი, ჩემი აზრით ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

 

პირველ რიგში აუცილებელია გამოასწოროთ ის შეცდომები, რაც აღრზდის პერიოდში გაქვთ დაშვებული. ეს ადვილი არ არის, როცა საქმე გაქვს უკვე მოძრდილ ძაღლთან, მაგრამ ეს აუცილებელია. ეს ეხება პირველ რიგში მოსმენას. უნდა მიაჩვიოთ ახალგაზრდა ძაღლი თქვენი ბრძანებების უყოყმანოდ შესრულებას. თუ ამას ვერ მიაღწიეთ სახლის პირობებში, იზულებული გახდებით იხმაროთ ძალადობა, ან ელექტროშოკერი.

ეს არ არის სასურველი, რადგანაც ორივე ეს ბოლო ვარიანტი თვითონ უფუჭებს ფსიქიკას ძაღლს.

რჩება პირველი ვარიანტი და ამას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება. ყოველგვარ "დაგეშვებს" და "ფრინველის ჩვენებას" თავი უნდა გაანებოთ. მთელი თავისუფალი დრო უნდა დაეთმოს მოთმენა-მოსმენის ნიუანსების დახვეწავას. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო (განსაკუთრებით ლეკვების პატრონებისთვის), რომ ზუსტად ამ 2 ელემენტის საფუძველზე ხდება მეძებრის აღზრდა და მისგან საჭირო დამხმარე/კომპანიონის ჩამოყალიბება. ამიტომ დროულად მიხედეთ ამ საკითხს.

მხოლოდ მას შემდეგ, როცა მიაღწევთ წარმატებებს ზევით ნახსენებ ელემენტების დახვეწაში, შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა აპორტირებაზე (მოტანაზე). ესეც უკეთესია სახლის პირობებში დაიწყოთ. მე ასეთ შემთხვევაში თავიდან ვიყენებ გაყინულ ფრინველს. ამისათვის წინასწარ, ნადირობის პერიოდში ვიმარაგებ სხვადასხვა ზომის და წონის საჭირო ფრინველს.

(აპორტირების სწორად სწავლების ნიუანსებს მოგვიანებით ჩამოვწერ)

 

მას შემდეგ რაც ლეკვი (ძაღლი) დაიწყებს ნორმალურად აპორტირებას, გაყინულ ფრინველს ვცვლი თბილზე. ამისათვის უმთავრესად ვიყენებ ქალაქის მტრედებს, რომლებიც ოხრად არიან ყველგან. მათი დაჭერა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს და სანანაებელიც არ არის (ძან მალე მრავლდებიან და სასიკეთო არაფერი არ მოაქვთ). თუ ამ პროცესს ოთახში ან სადმე, ძაღლისათვის შეზღუდულ სივრცეში სადაც ახლოს იქნებით ძაღლთან(მაგალითად "ვალიერში"), ჩაატარებთ, ძაღლი ფრინველის გადაყლაპვაზე არ იფიქრებს.

ალბათ არ არის საჭირო იმის გახსენება, რომ ყოველთვის, აპორტირების დროს, ძაღლს რაიმე "ტკბილეული" უნდა მისცეთ, ფრინველის "ბარტერზე".

თუ ამჩნევთ, რომ ძაღლი მაინც ცდილობს ან ფიქრობს ;) თბილი ფრინველის გადაყლაპვაზე, მაშინ გამოართვით ფრინველი, დააწვინეთ ძაღლი ბრძანებით, დაუდევით თათებს შორის, ან თავთან (თუ თავს მიწაზე დებს წოლის დროს) ეს ფრინველი და თქვენი ბრძანების გარეშე არ მისცეთ ადგომის უფლება დიდი ხანი.

ეს მეთოდი მაშინაცაა კარგი, თუ ძაღლი შინაურ (ან მეზობლის) ფრინველს დაახრჩობს.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...