Jump to content
Club-Monadire.Ge

Kimber Of America, Inc.


Recommended Posts

Kimber Of America, Inc.

 

 

fc44e01a34fa.jpg

 

 

საიარაღო ფირმის შექმნის იდეა რამდენიმე მეგობარ მონადირეს 1979 წელს გაუჩნდა, როცა ისინი მთაში იყვნენ სანადიროდ. მათ გადაწყვიტეს, რომ დაამზადებდნენ მცირე ყალიბის კარაბინს, რომელიც მაღალი ხარისხის მასალის უნდა ყოფილიყო და საუკესოდ იქნებოდა დაყვანილი კონკრეტულ მონადირეზე.

ასეთი თოფი(მოდელი 22) მართლაც დაამზადეს და მის შემდეგ საკმაოდ მალე მოიპოვეს აღიარება ამერიკისა და კანადის მონადირეთა წრეში. ფირმის პოპულარობა მზარდია, პროდუქციაზე მოთხოვნილება არასოდეს შემცირებულა.

კიმბერის პროდუქციის გაცნობისას პირველი, რაც თვალში გვხვდება, გახლავთ მოკლელულიანი თოფების უზარმაზარი ასორტიმენტი. კომპანია 57 ნაირსახეობის მარტო პისტოლეტებს უშვებს. მაპროფილებელი პროდუქტი კი გახლავთ სპორტული და სანადირო თოფები. ბოლო წლებში მათ გლუვლულიანებიც შეემატათ.

ხრახნილლუიანების ასორტიმენტი 2 ძირითად ჯგუფად იყოფა: მცირეყალიბიანები და მსხვილყალიბიანები.

მცირეყალიბიანებში პოპულარულია Kimber 22, რომელიც ძალიან კარგი ბალისტიკითა და ბალანსით გამოირჩევა. ის გვერდითი აფეთქების ვაზნაზეა(პისტონზე) გათვლილი. აღსანიშნავია, რომ ნემსა საკეტის შუბლის ცენტრშია განლაგებული(ისევე როგორც ცენტრალური აფეთქების თოფებში), მაგრამ საკეტის ღერძი მდებარეობს სავაზნიდან ზემოთ, ამიტომ ნემსას დარტყმა ხდება პისტონის გვერდზე.

 

Kimber 22

a6d3764b3ef3.jpg

 

 

ერთ-ერთი ბოლო მოდელია Kimber 8400, რომელიც მაგნუმის ვაზნაზეა გათვლილი(შემოკლებული სიგრძის ვინჩესტერის ვაზნები). ყალიბები: .270 WSM, 7mm WSM, .300 WSM. მართალია ეს მოდელი კონვეიერული წარმოებისაა, მაგრამ გამოირჩევა საუკეთესო მაჩვენებლებით. კონდახი ამ თოფისათვის მზადდება როგორც კაკლის, ასევე პლასტიკატის.

 

 

Kimber 8400

 

eabe058ea5c0.jpg

 

გლუვლულიანები ხრახნილებთან შედარებით ნაკლებადაა წარმოდგენილი ფირმის პროდუქციაში, მაგრამ მათი ხარისხი ძალიან მაღალია. გლუვლულიანებს საკიდი სარტყელი არ აქვთ. ერთ-ერთი მათგანია ,,აუგუსტა", რომელსაც ადგილზე აწყობს, ხოლო დეტალები იტალიიდან შემოაქვს.

 

 

 

Kimber Augusta

1cc05f015dd0.jpg

 

მოდელი Augusta გამოდის სპორტული და სანადირო მოდიფიკაციით 12 ყალიბზე. მას გააჩნია ვენტილირებადი შემაერთებელი და სამიზნე თამასები, ერთი სასხლეტი, კონდახი კაკლის.

 

 

2005 წლიდან კომპანიის ნაწარმში გამოჩნდა ახალი გლუვლულიანი 20 ყალიბის Valier, რომელსაც ლულათა წყობა ჰორიზონტალური აქვს. აღსანიშნავია რომ ამ მოდელს მთლიანად თურქეთში ამზადებენ, ამდენად მისი ამერიკული წარმოშობა მხოლოდ პირობითია. მისი საკეტები გვერდით დაფებზეა და ინსტრუმენტის გარეშე იხსნება. გააჩნია ორი სასხლეტი. ინგლისური ტიპის კონდახი მზადდება უმაღლესი ხარისხის კაკლისაგან. ინგლისური სტილის გრავირება ძალიან სადა და ელეგანტურია. ეს თოფი უმაღლეს კატეგორიაში გადის.

 

 

Kimber Valier

 

1daa8e63ac81.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...