Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Tompson Center Arms

 

9956bad40b24.gif

 

მეოცე საუკუნის შუა წლებში ამერიკულ კომპანიებში წარმოიშვა ახალი ტენდენცია, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ფირმებმა დაიწყეს გასული წლების, ძველი, საკოლექციო მოდელების გამოშვება მცირე რაოდენობით(ამჟამად აშშ-ში ძველ მოდელებსა და შესაბამის აქსესუარებს 30-მდე საწარმო უშვებს). აღნიშნულმა ტენდენციამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად დაიწყო გავრცელება. ეს თოფები საიუბილეო და ისტორიული თარიღების აღსანიშნავად იწარმოებოდა. მათ ,,რეპლიკები" უწოდეს(ინგლ. replica_ ,,ზუსტი კოპია, რეპროდუქცია").

 

b8d2bc26b984.jpg

 

,,რეპლიკები" ძალიან სწრაფად იყიდებოდა, და არა მარტო კოლექციონერებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იარაღი არა მარტო კოპიაა, არამედ ფუნქციონალურად, მასალით და ტექნოლოგიურად სრულყოფილებამდეა მიყვანილი. ძველი კონსტრუქციის მიუხედავად მათი ბალისტიკური მაჩვენებლები არაფრით ჩამოუვარდება ახალ ანალოგებს.

,,რეპლიკების" წარმოებაში უდავო ლიდერია ნიუ-ჰემპშირის შტატის ქალაქ როჩესტერში მდებარე კომპანია Tompson Center Arms, რომელიც 1964 წელს იქნა დაფუძნებული უორენ სენტერის და კენეტ უილიამ ტომპსონის მიერ.

 

 

,,ჰოუკენის" რეპლიკა

 

 

cdcdea09d921.jpg

 

 

უორენ სენტერს დიდი გამოცდილება გააჩნდა მეიარაღის პროფესიაში. მას რევოლვერის რამდენიმე საკუთარი კონსტრუქცია და სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის(მ.შ. ,,ჰერინგტონი და რიჩარდსონი") დიდი სტაჟი ჰქონდა.

საწარმომ 1967 წელს პირველი საფირმო პისტოლეტი ,,ტომპსონი-სენტერი" გამოუშვა. 1985 წელს ამ პისტოლეტის მექანიკის ბაზაზე გამოვიდა 9 სხვადასხვა ყალიბის კარაბინი. 1997 წელს გამოუშვეს კარაბინი ,,ანკორი".

გარდა ძველი მოდელებისა, კომპანიამ ახალი იარაღი დაამზადა ძველებურ სტილზე. ერთ-ერთი მათგანია Scout, რომელიც .50 და .54 ყალიბის გამოდის

 

Scout

 

d31229e8708a.jpg

 

ფირმა საკმაოდ დიდი წარმადობისაა და წელიწადში უშვებს 1,5 მილიონ თოფს. წარმატება, უპირველეს ყოვლისა, მაღალი ხარისხითაა განპირობებული. გარდა ამისა ფირმა მძლავრი სარეკლამო კამპანიებით გამოირჩევა.

Tompson Center Arms ერთ-ერთი ლიდერია სანადირო პისტოლეტების წარმოებაში. ისინი განკუთვნილია მკვლევრებისათვის და ნატურალისტებისათვის. გამოიყენება თავდაცვისათვის(მ.შ. გველებისაგან). ლულა შეიძლება იყოს გლუვი 36 ყალიბის ან ხრახნილი .22 LR-დან .300Win-მდე. ზოგიერთ მოდელში ლულის სიგრძე 40სმ-ს აღწევს.

 

Contender

b52ebb2ca4ee.jpg

 

 

 

 

Tompson Contender Carbine ერთლულიანი

 

 

43ca8c06f5d2.jpg

 

ყალიბი .410(36); სავაზნე 76მმ; 2,4 კგ; სიგრძე 88,3 სმ; ლულის სიგრძე 53,3 სმ; ექსტრაქტორზე; ლულის შევიწროება სრული ჩოკი; კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი(პისტოლეტური ტიპის).

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...